Micometran-G - მიკომეტრანი-G 10 ვაგინალური სუპოზიტორია

განსაკუთრებული ფასი 21,37 GEL რეგულარული ფასი 30,44 GEL
მარაგშია
SKU
43953_900

ჩვენება:ტრიქომონადული ვულვოვაგინიტი, არასპეციფიური ვაგინიტი, ბაქტერიული ვაგინოზი, ვაგინალური კანდიდოზი.

პრეპარატის სავაჭრო დასახელება:
მიკომეტრანი-G
შემადგენლობა:
ერთი სუპოზიტორიის შემადგენლობა: მეტრონიდაზოლი – 500 მგ; მიკონაზოლის ნიტრატი
– 100 მგ; ვიტეპსოლი შ55 – 2500 მგ-მდე
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიპროტოზოული, ანტიმიკრობული, ანტიმიკოზური.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
კომბინირებული პრეპარატია, რომელსაც გააჩნია ანტიპროტოზოული, ანტიმიკოზური და ანტიბაქტერიული მოქმედება.
მეტრონიდაზოლს გააჩნია ანტიბაქტერიული და ანტიპროტოზოული, მათ შორის ტრიქომონიდას საწინააღმდეგო მოქმედება. მეტრონიდაზოლი აქტიურია თრიცჰომონას ვაგინალის, Eნტამოება ჰისტოლყტიცა, Gარდნერელლა ვაგინალის, Gიარდია ინტესტინალის, Lამბლია სპპ მიმართ;
ანაერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების Bაცტეროიდეს სპპ. (მათ შორის B. ფრაგალის, B დისტასონის, B. ოვატუს, B. ტჰეტაიოტაომიცრონ, B. ვულგატეს), ანაერობული გრამდადებითი ჩხირების ჩლოსტრიდიუმ სპპ., Eუბაცტერიუმ სპპ., ანაერობული გრამდადებითი კოკების Pეპტოცოცცუს სპპ., Pეპტოსტრეპტოცოცცუს სპპ. მიმართ.
მიკონაზოლის ნიტრატი აქტიურია პათოგენური სოკოების, მათ შორის ჩანდიდა ალბიცანს მიმართ, აქტიურია აგრეთვე ზოგიერთ გრამდადებითი მიკროორგანიზმების მიმართ.
ფარმაკოკინეტიკა:
მეტრონიდაზოლის ბიოშეღწევადობა ინტავაგინალურად შეადგენს 20%-ს პერორალურ მიღებასთან შედარებით. პრეპარატის ვაგინალურად შეყვანის შემდეგ წონასწორული მდგომარეობის მიღწევისას მეტრონიდაზოლის კონცენტრაცია პლაზმაში შეადგინა 1.6-7.2 მკგ/მლ. მიკონაზოლის ნიტრატის სისტემური აბსორბცია ინტრავაგინალურად შეყვანისას ძალიან დაბალია (დაახლოებით დოზის 1.4%); პლაზმაში მიკონაზოლის ნიტრატი არ განისაზღვრება. მეტრონიდაზოლი მეტაბოლირდება ღვიძლში. მეტრონიდაზოლის ნახევრად გამოყოფის პერიოდი (თ1/2) ტოლია 6-11სთ. დოზის დაახლოებით 20% გამოიყოფა უცვლელი სახით თირკმლებით. 5 დღის განმავლობაში 75% გამოიყოფა შარდით, ხოლო 15% - ფეკალურ მასებთან ერთად.
გამოყენების ჩვენება:
- ტრიქომონადული ვულვოვაგინიტი;
- არასპეციფიური ვაგინიტი;
- ბაქტერიული ვაგინოზი;
- ვაგინალური კანდიდოზი;
- შერეული ვაგინალური ინფექცია.
უკუჩვენება:
- მომატებული მგრძნობელობა აქტიური კომპონენტების ან მათ წარმოებულების მიმართ;
- პორფირია;
- ეპილეპსია;
- ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები;
- ორსულობა (I ტრიმესტრი);
გამოყენება ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში:
სუპოზიტორიების გამოყენება შეიძლება ორსულობის II ტრიმესტრიდან ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. მკურნალობის პერიოდში უმჯობესია შეწყდეს ძუძუთი კვება, იმის გამო, რომ მეტრონიდაზოლი აღწევს რძეში. ძუძუთი კვების აღდგენა შესაძლებელია მკურნალობის დამთავრებიდან 24-48 სთ-ის შემდეგ.
გვერდითი მოვლენები:
ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს მაღალი მგრძნობელობის რეაქციები. იშვიათად საშოს გაღიზიანება, ქავილი, წვა, კანის გამონაყარი, მუცლის და თავის ტკივილი. სისტემური გვერდითი ეფექტები ვლინდება იშვიათად, რადგანაც ვაგინალური აბსორბციის დროს მეტრონიდაზოლის დონე პლაზმაში ძალიან დაბალია. იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმებს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
პერორალური ანტიკოაგულანტები: აძლიერებს არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების მოქმედებას; დისულფირამი: შესაძლებელია დარღვევები ცნს-ის მხრიდან; ფენიტოინი: ფენიტოინის კონცენტრაცია იზრდება, ხოლო მეტრონიდაზოლის – მცირდება; ლითიუმის პრეპარატები: შესაძლოა მათი ტოქსიურობის ზრდა; ფენობარბიტალი: მეტრონიდაზოლის კონცენტრაციის შემცირება სისხლში; ციმეტიდინი: მეტრონიდაზოლის კონცენტრაციის ზრდა სისხლში; ასტემიზოლი და ტერფენადინი: მეტრონიდაზოლი და მიკონაზოლი აინჰიბირებენ ამ პრეპარატების მეტაბოლიზმს და ზრდიან კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში.
განსაკუთრებული მითითებები:
- პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა სქესობრივი კონტაქტებისგან თავის შეკავება.
- ტრიქომონიაზის მკურნალობისას საჭიროა სქესობრივი პარტნიორის ერთდროული მკურნალობა სისტემური მოქმედების პრეპარატით.
- პრეპარატით მკუნალობისას დისულფირამინის მსგავსი რეაქციების განვითარების შესაძლებლობის გამო არ შეიძლება ალკოჰოლის გამოყენება.
გამოყენების წესები და დოზები:
ინტრავაგინალურად ერთი სანთელი დღეში ერთხელ უშუალოდ ძილის წინ 14 დღის განმავლობაში ან ერთი სანთელი დილით და ერთი სანთელი საღამოს – ერთი კვირის განმავლობაში. მიუხედავად სიმპტომების გაქრობისა მკურნალობა უნდა გაგრძელდეს  სათანადო დროით. მორეციდივე ვაგინიტებისას ინიშნება ერთი სანთელი დილით და ერთი სანთელი საღამოს – 14 დღის განმავლობაში.
ჭარბი დოზირება:
რეკომენდირებული დოზების დაცვისას, პრეპარატის მცირე აბსორბციასთან დაკავშირებით, ჭარბი დოზირების შემთხვევები გამოვლენილი არ არის.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე ზემოქმედება: არ გააჩნია გამოხატული უნარი სწრაფი ორიენტაციის რეაქციების შეცვლასთან დაკავშირებით.
ვარგისობის ვადა:
2 წელი. არ გამოიყენება ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 10C-ზე. ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.
გამოშვების ფორმა:
ვაგინალური #10 სუპოზიტორია პვქ/პე-ს აპკის კონტურულ-უჯრედულ შეფუთვაში, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად, რომელიც მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი – III (გაიცემა ურეცეპტოდ)
მწარმოებელი:
შპს “გეომედი”
მისამართი:
საქართველო, თბილისი, გოთუას ქ. #3

მეტი ინფორაცია
რაოდენობა10
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy