Limenda - ლიმენდა 750მგ/200მგ 7 ვაგინალური სუპოზიტორია
ჩვენება:ვაგინალური კანდიდოზი,ბაქტერიული ვაგინოზი,ტრიქომონადური ვაგინიტი,შერეული ინფექციებით გამოწვეული ვაგინიტები.
შემადგენლობა
ვაგინალური სუპოზიტორია შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: მეტრონიდაზოლი 750მგ, მიკონაზოლის ნიტრატი 200მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მყარი ცხიმი (ვიტეპსოლიS55).
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ინფექციის საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური საშუალებები გინეკოლოგიური
გამოყენებისთვის, იმიდაზოლის წარმოებულები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ლიმენდა - კომბინირებული ანტიმიკრობული პრეპარატი, რომლის მოქმედებაც განპირობებულია მეტრონიდაზოლის და მიკონაზოლის შემცველობით.
მეტრონიდაზოლი წარმოადგენს ანტიმიკრობულ და ანტიპროტოზოულ საშუალებას, რომელიც ეფექტურია Gardnerella vaginalis და ანაერობული ბაქტერიების, მათ შორის ანაერობული სტრეპტოკოკების და Trichomonas vaginalis-ის მიმართ.
მიკონაზოლის ნიტრატს გააჩნია მოქმედების ფართო სპექტრი და განსაკუთრებით ეფექტურია პათოგენური სოკოების, მათ შორის Candida albicans-ის მიმართ, გარდა ამისა, მიკონაზოლის ნიტრატი ეფექტურია გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ.
ფარმაკოკინეტიკა
მეტრონიდაზოლის ბიოშეღწევადობა ინტრავაგინალური გამოყენებისას შეადგენს 20% შიგნით მიღებასთან შედარებით. ვაგინალური შეყვანის შემდეგ წონასწორული მდგომარეობის მიღწევისას მეტრონიდაზოლის კონცენტრაციამ პლაზმაში შეადგინა 1,6 – 7,2 მკგ/მლ. ამ გზით მიკონაზოლის ნიტრატის შეყვანისას, სისტემური აბსორბცია ძალიან დაბალია (დოზის დაახლოებით 1,4%), პლაზმაში მიკონაზოლის ნიტრატი არ განსაზღვრულა.
მეტრონიდაზოლი მეტაბოლიზდება ღვიძლში. აქტიურია მისი ჰიდროქსილური მეტაბოლიტი. მეტრონიდაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 6-11 საათს. დოზის დაახლოებით 20% უცვლელი სახით გამოიყოფა თირკმელებით.
გამოყენების ჩვენებები
- ვაგინალური კანდიდოზი
- ბაქტერიული ვაგინოზი;
- ტრიქომონადური ვაგინიტი;
- შერეული ინფექციებით გამოწვეული ვაგინიტები.
მიღების წესი და დოზები
პრეპარატის 1 სუპოზიტორია შეიყვანება ინტრავაგინალურად, ღამით, 7 დღის განმავლობაში.
მორეციდივე ვაგინიტების ან სხვა სახის მკურნალობის მიმართ რეზისტენტული ვაგინიტების დროს, ლიმენდა უნდა გამოყენებულ იქნას 14 დღის განმავლობაში.
ვაგინალური სუპოზიტორიების შეყვანა საშოში უნდა მოხდეს ღრმად, შეფუთვაში წარმოდგენილი ერთჯერადი სათითურების დახმარებით.
65 წელზე უფროსი ასაკის ხანდაზმულ პაციენტებს დოზირების რეჟიმის კორექცია არ ესაჭიროებათ.
უკუჩვენებები
- პრეპარატების კომპონენტების ან სხვა იმიდაზოლის წარმოებულების მიმართ მომატებული მგრნობელობა;
- ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები;
- ეპილეფსია;
- პორფირია;
- ორსულობის პირველი ტრიმესტრი.
არასასურველი რეაქციები
იშვიათად, შესაძლებელია აღინიშნოს მომატებული მგრძნობელობის რეაქციები (კანზე გამონაყარი) და ისეთი არასასურველი რეაქციები, როგორიცაა მომატებული დაღლილობა, თავრუსხვევა, თავის ტკივილი, მადის დაკარგვა, გულისრევა, ღებინება, ტკივილი ან სპაზმები მუცელში, ლითონის გემოს შეგრძენება, ვაგინალური ქავილი, საშოს წვა და გაღიზიანება.
ვაგინიტის დროს საშოს ლორწოვანი გარსის ანთების გამო შეიძლება გაძლიერდეს საშოს გაღიზიანება (წვა, ქავილი) პირველი სუპოზიტორიის შეყვანის შემდეგ ან მკურნალობის მესამე დღეს. მსგავსი გართულებები სწრაფად ქრება მკურნალობის გაგრძელებისას. ძლიერი გაღიზიანებისას მკურნალობა უნდა შეწყდეს.
განსაკუთრებული მითითებები
მხოლოდ ინტრავაგინალური გამოყენებისთვის.
პრეპარატი არ არის რეკომენედებული ქალიშვილებში გამოსაყენებლად.
აუცილებელია ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავება მკურნალობის დროს, ასევე მკურნალობის კურსის დასრულებიდან არანაკლებ 24-48 სთ-ის განმავლობაში დისულფირამის მსგავსი შესაძლო რექციების გამო.
მიკონაზოლის შემცველი გინეკოლოგიური სამკურნალო ფორმების გამოყენებისას, შესაძლებელია შემცირდეს ლატექსის დაცვის საშუალებების (პრეზერვატივი ან დიაფრაგმა) ეფექტურობა. აღნიშნულის გამო არ უნდა მოხდეს ლიმენდას და ლატექსური პრეზერვატივის ან ლატექსური დიაფრაგმის თანადროული გამოყენება.
არის ცნობები ჰიპერმგრძნობელობის სერიოზული რეაქციების, მათ შორის ანაფილაქსიისა და ანგიონევროზული შეშუპების განვითარების შესახებ მიკონაზოლით მკურნალობის დროს. მკურნალობა უნდა შეწყდეს ისეთი არასასურველი რეაქციების განვითარებისას, რომლებიც მიუთითებს ჰიპერმგრძნობელობაზე ან ლორწოვანი გარსის გაღიზიანებაზე.
პაციენტებში ტრიქომონალური ვაგინიტით აუცილებელია სქესობრივი პარტნიორის თანადროული მკურნალობა.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე
ავტომობილის და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვისას აუცილებელია სიფრთხილის დაცვა შესაძლო არასასურველი რეაქციების გამო.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს
ორსულობა
პრეპარატის გამოყენება შეიძლება ორსულობის პირველი ტრიმესტრის შემდეგ ექიმის დაკვირვების ქვეშ, იმ პირობით, რომ დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს.
ლაქტაცია
მკურნალობის დროს უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება, ვინაიდან მეტრონიდაზოლი გადადის დედის რძეში. ძუძუთი კვება შეიძლება განახლდეს მკურნალობის დასრულებიდან 24- 48 საათში.
ფერტილობა
არ არსებობს მტკიცებულება ფერტილობაზე უარყოფითი ზემოქმედების შესახებ მეტრონიდაზოლის და მიკონაზოლის ცალ-ცალკე გამოყენებისას.
გამოყენება პედიატრიაში
ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების და ეფექტურობის შესახებ მონაცემები არ არსებობს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
მეტრონიდაზოლის აბსორბციის შედეგად ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას შესაძლებელია შეინიშნებოდეს შემდეგი სახის სამკურნალწამლო ურთიერთქმედებები:
ალკოჰოლი: ალკოჰოლის აუტანლობა (დისუფლირამის მსგავსი რეაქციების რისკი).
ამიოდარონი: კარდიოტოქსიკურობის რისკის გაზრდა (QT ინტერვალის გახანგრძლივება. „პირუეტის“ ტიპის პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდია, გულის გაჩერება).
ასტემიზოლი და ტერფენადინი: შესაძლებელია მოცემული ნაერთების მეტაბოლიზის ინჰიბირება და მათი კონცენტრაციის მომატება სისხლის პლაზმაში.
კარბამაზეპინი: კარბამაზეპინის კონცენტრაციის მომატების რისკი სისხლის პლაზმაში.
ციმეტიდინი: მეტრონიდაზოლის კონცენტრაციის მომატების რისკი სისხლის პლაზმაში, ამის შედეგად - არასასურველი რეაქციების განვითარების რისკი ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ.
ციკლოსპორინი: შესაძლებელია შეინიშნებოდეს ციკლოსპორინის ტოქსიკური მოქმედების მომატება.
დისულფირამი: შესაძლებელია დარღვევები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ (მაგ. ფსიქოზური რეაქციები).
ლითიუმი: ლითიუმის ტოქსიკურობის გაძლიერების რისკი.
ფენიტოინი: შესაძლებელია ფენიტოინის კონცენტრაციის მომატება და მეტრონიდაზოლის კონცენტრაციის დაქვეითება.
ფენობარბიტალი: შესაძლებელია მეტრონიდაზოლის კონცენტრაციის დაქვეითება.
ფტორურაცილი: სისხლის პლაზმაში ფტორურაცილის კონცეტრაციის და მისი ტოქსიკური მოქმედების მომატების რისკი.
პერორალური ანტიკოაგულანტები: შეიძლება შეინიშნებოდეს ანტიკოაგულანტური ეფექტის გაძლიერება (სისხლდენების განვითარების მაღალი რისკი).
შესაძლებელია ზემოქმედება სისხლში ღვიძლის ფერმენტების, გლუკოზას (მისი ჰექსოკინაზური მეთოდით განსაზღვრისას), თეოფილინის და პროკაინამიდის დონეზე.
მიკონაზოლის ნიტრატის აბსორბციის შედეგად შესაძლებელია შემდეგი სახის ურთიერთქმედებები:
აცენოკუმაროლი, ანიზინდიონი, დიკუმაროლი, ფენინდიონი, ფენპროკუმონი, ვარფარინი: შესაძლებელია სისლხდენების რისკის მომატება.
ასტემიზოლი, ციზაპრიდი, ტერფენადინი: შესაძლებელია მოცემული პრეპარატების მეტაბოლიზმის ინჰიბირება და სისხლის პლაზმაში მათი კონცენტრაციის მომატება.
კარბამაზეპინი: შესაძლებელია კარბამაზეპინის კლირენსის შემცირება.
ციკლოსპორინი: ტოქსიკური ეფექტის გაძლიერების რისკი (თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ქოლესტაზი, პარესთეზიები).
ფენტანილი: შესაძლებელია ოპიოიდური პრეპარატების მოქმედების ხანგრძლივობის გაზრდა (ცენტრალური ნერვული სისტემის და სუნთქვის დათრგუნვა).
ფენიტოინი და ფოსფენიტოინი: ტოქსიკური ეფექტების რისკი (ატაქსია, ჰიპერრეფლექსია, ნისტაგმი, ტრემორი).
გლიმეპირიდი: შესაძლებელია ჰიპოგლიკემიური ეფექტის გაძლიერება.
ოქსიბუტინინი: შესაძლებელია ოქსიბუტინინის კლირენსის შემცირება, რის შედეგად იზრდება სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაცია.
ოქსიკოდონი: სისხლის პლაზმაში ოქსიკოდონის კონცენტრაციის მომატების რისკი და მისი კლირენსის შემცირება.
პიმოზიდი: შესაძლებელია კარდიოტოქსიკური ეფექტები (QT ინტერვალის გახანგრძლივება, „პირუეტის“ ტიპის პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდია, გულის გაჩერება).
ტოლტეროდინი: შესაძლებელია შეინიშნებოდეს ბიოშეღწევადობის მომატება პაციენტებში ციტოქრომ P450 იზოფერმენტი 2D6 დაქვეითებული აქტივობით.
ტრიმეტრექსატი: ტოქსიკური ეფექტის მომატების რისკი (ძვლის ტვინის დათრგუნვა, თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაზიანება).
ჭარბი დოზირება
მონაცემები ჭარბი დოზირების შესახებ მეტრონიდაზოლის ვაგინალური გამოყენებისას - არ არსებობს. საშოში შეყვანის შემდეგ შესაძლებელია მოხდეს მეტრონიდაზოლის იმ რაოდენობით შეწოვა, რომელიც საკმარისია სისტემური ეფექტების გამოსაწვევად.
სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, დიარეა, გენერალიზებული ქავილი, პირში ლითონის გემოს შეგრძნება, მოძრაობითი დარღვევები (ატაქსია), თავბრუსხვევა, პარესთეზიები, კრუნჩხვები, პერიფერული ნეიროპათია (მათ შორის მაღალი დოზებით ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ), ლეიკოპენია, შარდის გამუქება.
მკურნალობა: შემთხვევით შიგნით მიღებისას, აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია კუჭის ამორეცხვა. არ არსებობს სპეციალური ანტიდოტი. რეკომენდებულია სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია.
გამოშვების ფორმა
ვაგინალური სუპოზიტორიები.
7 სუპოზიტორია სტრიპში.
1 ან 2 სტრიპი სათითურების შეფუთვასთან (7 ან 14 ცალი შესაბამისად) და ფურცელ-ჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
რაოდენობა | 7 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account