Tiregis - ტირეგისი-D 80მგ/12.5მგ 28 ტაბლეტი

19,35 GEL
მარაგშია
SKU
48281_977

ჩვენება:გამოიყენება მომატებული არტერიული წნევის დასაქვეითებლად მოზრდილ პაციენტებში, როდესაც ტელმისარტანის მიღება არ არის საკმარისად ეფექტური.

1. რას წარმოადგენს პრეპარატი ტირეგის-დ ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება

ტირეგის-დ-ს თითოეული ტაბლეტი შეიცავს ორ მოქმედ ნივთიეირებას - ტელმისარტანსა და ჰიდროქლოროთიაზიდს. ორივე ნივთიერება ხელს უწყობს მომატებული არტერიული წნევის კონტროლირებას. 

-ტელმისარტანი მიეკუთვნება სამკურნალო პრეპარატების ჯგუფს, რომლებიც ცნობილია როგორც "ანგიოთენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები". ანგიოთენზინ II წარმოქმნება ადამიანის ორგანიზმში და იწვევს სისხლძარღვების შევიწროვებას, რაც იწვევს არტერიული წნევის მომატებას. ტელმისარტანი ახდენს ანგიოთენზინ II-ის ეფექტის ბლოკირებას, რის წყალობითაც სისხლძარღვები ფართოვდება და არტერიული წნევა მცირდება. 

-ჰიდროქლოროთიაზიდი მიეკუთვნება სამკურნალო პრეპარატების ჯგუფს დასახელებით "თიაზიდური დიურეტიკები". მათ გააჩნია შარდმდენი ეფექტი, რაც იწვევს არტერიული წნევის დაქვეითებას. 

მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში არტერიული ჰიპერტონია (მომატებული არტერიული წნევა) იწვევს სისხლძარღვების დაზიანებას ზოგიერთ მნიშვნელოვან ორგანოებში, რაც შეიძლება დასრულდეს ინფარქტით, გულის ან თირკმელების უკმარისობით, ინსულტით ან მხედველობის დაკარგვით. ვინაიდან არტერიული ჰიპერტონია არანაირად არ ვლინდება ორგანოების დაზიანებამდე, აუცილებელია არტერიული წნევის რეგულარული კონტროლი, რათა დარწმუნდეთ, რომ ის ნორმის ფარგლებშია.  

ტირეგის-დ გამოიყენება მომატებული არტერიული წნევის დასაქვეითებლად (ესენციური ჰიპერტონიის დროს) მოზრდილ პაციენტებში, როდესაც მხოლოდ ტელმისარტანის მიღება არ არის საკმარისად ეფექტური.    

2. რისი ცოდნა არის საჭირო პრეპარატის ტირეგის-დ ტაბლეტები მიღების დაწყებამდე

არ მიიღოღ ტირეგის-დ:

- თუ გაქვთ ალერგია ტელმისარტანის ან მე-8 ნაწილში მოყვანილი ნებისმიერი დამხმარე ნიბთიერების მიმართ;

- თუ გაქვთ ალერგია ჰიდროქლოროთიაზიდის ან სულფონამიდის სხვა წარმოებულების მიმართ;

- თუ ორსულობა აღემატება 3 თვეს (რეკომენდირებულია პრეპარატის ტირეგის-დ მიღებაზე უარის თქმა უფრო ადრეულ ვადებზეც კი - იხ. ნაწილი "ორსულობა და ძუძუთი კვება");

-ღვიძლის მძიმე დაზიანებების დროს, როგორიცაა ქოლესტაზი ან სანაღვლე გზების ობსტრუქცია (ღვიძლიდან ან ნაღვლის ბუშტიდან ნაღვლის გამოყოფის დარღვევები), ან ღვიძლის სხვა სერიოზული დაავადებების დროს;

- თირკმელების მძიმე დაავადებების დროს;

- თუ თქვენმა მკურნალმა ექიმმა დაადგინა, რომ სისხლში გაქვთ კალიუმის დაბალი ან მაღალი დონე, და ტირეგის-დ-ს მიღების დაწყების მომენტისათვის ეს დარღვევები ნარჩუნდება;

- შაქრიანი დიაბეტის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევების დროს, თუ თქვენ ამასთან დანიშნული გაქვთ ალისკირენის შემცველი პრეპარატი.

ნუ მიიღებთ ტირეგის-დ-ს, თუ გახასიათებთ რომელიმე ზემოთჩამოთვლილი მდგომარეობა.

თუ თქვენ რაიმეში ეჭვი გეპარებათ, ჩაიტარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან ტირეგის-დ-ს მიღების დაწყებამდე. 

სიფრთხილის ზომები სამედიცინო გამოყენებისას

ჩაიტარეთ კონსულტაცია ექიმთან პრეპარატის მიღების დაწყების წინ, თუ გაწუხებთ ქვემოთ ჩამოთვლილი ერთი ან რამოდენიმე მდგომარეობა/დაავადება:

- დაქვეითებული არტერიული წნევა (არტერიული ჰიპოტენზია). ეს მდგომარეობა შეიძლება აღინიშნოს გაუწყლოვანების დროს (სითხის ჭარბი დაკარგვა) ან მარილების დაკარგვის შემთხვევაში დიურეტიკების (შარდმდენების) მიღების გამო, დაბალმარილიანი დიეტის, დიარეის, ღებინების და ჰემოდიალიზის დროს;

- თირკმელების დაავადება ან გადანერგილი თირკმელი;

- თირკმლის არტერიების სტენოზი  (ერთი ან ორივე თირკმლის სისხლძარვების შევიწროვება);

- ღვიძლის დაავადება;

- გულის დაავადება;

- შაქრიანი დიაბეტი;

- პოდაგრა;

- ალდოსტერონის მომატებული დონე (წყლის და მარილის შეკავება ორგანიზმში, რასაც ახლავს წონასწორობის დარღვევა სისხლში გარკვეული მინერალების რაოდენობას შორის);

- სისტემური წითელი მგლურა (სხვა დასახელება "მგლურა" და "სწმ") - დაავადება, რომლის დროსაც იმუნური საისტემა უტევს საკუთარი ორგანიზმის უჯრედებს;

- მოქმედ ნივთიერებას ჰიდროქლოროთიაზიდს შეუძლია უჩვეულო რეაქციის გამოწვევა, რომელსაც ახლავს თვალების ტკივილი და მხედველობის გაუარესება. ეს სიმპტომები შეიძლება აღინიშნოს პრეპარატ ტირეგის-დ-ს მიღების დაწყებიდან რამოდენიმე საათის ან კვირის შემდეგ და მოწმობს თვალშიდა წნევის შესაძლო მომატების შესახებ.  მკურნალობის არარსებობის დროს შესაძლებელია მხედველობის სრული დაკარგვა. 

 

ჩაიტარეთ კონსულტაცია ექიმთან ტირეგის-დ-ს მიღების დაწყების წინ, თუ თქვენ არტერიული წნევის დასაქვეითებლად ღებულობთ შემდეგ პრეპარატებს:

- ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები, როგორიც არის ენალაპრილი, ლიზინოპრილი, რამიპრილი, განსაკუთრებით თუ თქვენ გაქვთ თირკმლის დაავადება, რომელიც განპირობებულია შაქრიანი დიაბეტით;

- ალისკირენი; თქვენი მკურნალი ექიმი დაგინიშნავთ რეგულარულ კონტროლს, რომელიც ეხება თირკმლის ფუნქციას, არტერიულ წნევას, ელექტროლიტების დონეს (მაგალითად კალიუმის) სისხლში (ასევე იხილეთ პუნქტი "ნუ მიიღებთ პრეპარატ ტირეგის-დ-ს");

- თქვენ ღებულობთ დიგოქსინს;

- თუ თქვენ ადრე გქონდათ კანის კიბო ან აგეღნიშნებოდათ ცვლილებები კანზე მოცემული პრეპარატით მკურნალობისას. ჰიდროქლორთიაზიდით მკურნალობის დროს, განსაკუთრებით ხანგრძლივი მკურნალობის ან მაღალი დოზების მიღებისას, შეიძლება მოიმატოს კანისა და ტუჩების კიბოს (კანის არამელანომური კიბო) რისკმა. პრეპარატით ტირეგის-დ მკურნალობის დროს დაიცავით თავი მზის შუქისგან და ულტრაიისფერი სხივებისგან.

 

ასევე აუცილებელია ექიმის ინფორმირება დაგეგმილი, სავარაუდო ან დადგენილი ორსულობის შესახებ. არ არის კომენდირებული ტირეგის-დ-ს მიღება ადრეულ ვადებზე; ორსულობის 3 თვეზე მეტი ვადის შემთხვევაში მისი გამოყენება უკუნაჩვენებია ბავშვში მძინე დარღვევების  შესაძლო განვითარების გამო (იხ. ნაწილი "ორსულობა და ძუძუთი კვება"). 

ჰიდროქლოროთიაზიდს შეუძლია ორგანიზმში ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა. ეს მდგომარეობა ჩვეულებრივ ვლინდება პირში სიმშრალით, შენელებული ქმედებებით, ძილიანობით, შფოთვით, კუნთების ტკივილით ან სპაზმებით, გულისრევით, ღებინებით, კუნთების დაღლილობით და გახშირებული გულისცემით (წუთში 100 დარტყმაზე მეტი). 

ჩამოთვლილი სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს. 

თუ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა მზის სხივებისადმი, რაც ვლინდება მზის დამწვრობის სწრაფი განვითარებით (კანის გაწითლება, ქავილი, შეშუპება, ბუშტუკების წარმოქმნა) მზეზე ყოფნის დროს, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს. 

ოპერაციის და გაუმტკივარების (ნარკოზის) ჩატარების წინ შეატყობინეთ ექიმს, რომ იღებდით ტირეგის-დ-ს. 

ტირეგის-დ შეიძლება იყოს ნაკლებ ეფექტური შავკანიან პაციენტებში.

ბავშვები და 18 წლამდე ასაკის მოზარდები

არ არის რეკომენდირებული ტირეგის-დ-ს დანიშვნა ბავშვებისათვის და 18 წელზე უმცროსი ასაკის მოზარდებისათვის. 

 

სხვა სამკურნალო საშუალებები და პრეპარატი ტირეგის-დ

თუ თქვენ შეატყობინებთ თქვენ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომლებსაც იღებთ, ახლახანს იღებდით ან გეგმავთ მისაღებად. შესაძლოა თქვენს ექიმს დაჭირდეს ამ პრეპარატების დოზის შეცვლა ან სიფრთხილის სხვა ზომების ჩატარება. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს ამ პრეპარატების მოხსნა. ეს განსაკუთრებით ეხება შემთხვევებს, როდესაც ტირეგის-დ-ს ნიშნავენ შემდეგ პრეპარატებთან ერთად:    

-ლითიუმის შემცველი პრეპარატები (დეპრესიის ზოგიერთი სახეობის სამკურნალოდ). 

-პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ სისხლში კალიუმის დონეს (ჰიპოკალიემია): სხვა დიურეტიკები ("შარდმდენები"), საფაღარათე საშუალებები (მაგალითად, აბუსალათინის ზეთი), გლუკოკორტიკოსტეროიდები (მაგალითად, პრედნიზოლონი), ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი (ჰორმონი), ამფოტერიცინი (სოკოს საწიმააღმდეგო საშუალება), კარბენოქსოლონი (ნიშნავენ პირის ღრუს წყლულოვანი დაზიანებების შესახორცებლად, პენიცილინი G ნატრიუმის მარილი (ანტიბიოტიკი), სალიცილის მჟავა და მისი წარმოებულები.

- დიურეტიკები, რომლებიც აკავებენ ორგანიზმში კალიუმს, კალიუმის პრეპარატები, მარილის შემცვლელეი კალიუმით, ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინიჰიბიტორები, რომლებსაც შეუძლია სისხლში კალიუმის დონის მომატება. 

- პრეპარატები, რომლებიც მოქმედებენ სისხლში კალიუმის დონეზე, მაგ.:

- პრეპარატები, რომლებიც გმოიყენება გულის დაავადებების დროს (მაგ. დიგოქსინი) ან არითმიის სამკურნალო პრეპარატები (მაგალითად, ქინიდინი, დიზოპირამიდი, ამიოდარონი, სოტალოლი). 

- ფსიქიური აშლილობის სამკურნალო პრეპარატები (მაგ. თიორიდაზინი, ქლორპრომაზინი, ლევოპრომაზინი).

- ზოგიერთი ანტიბიოტიკი (მაგ. სპარფლოქსაცინი, პენტამიდინი).

- ზოგიერთი ალერგიული რეაქციების სამკურნალო პრეპარატი (მაგ. ტერფენადინი);

- შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები (ინსულინი ან შიგნით მისაღები პრეპარატები მაგ. მეთფორმინი).

- ოლესტირამინი ან ქოლესტიპოლი, ლიპიდების (ცხიმების) დონის დამწევი პრეპარატები.

- პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება არტერიული წნევის გასაზრდელად (მაგ. ნორადრენალინი).

- კუნთების მოსადუნებელი რეპარატები (ისეთი, როგორიც არის ტუბოკურარინი).

- კალციუმის ან ვიტამინ D-ს შემცველი საკვები დანამატები.

- ანქსიოლიზური პრეპარატები, ისეთები, როგორიც არის ატროპინი ან ბიპერიდონი (სხვადასხვა აშლილობის სამკურნალო, მაგ. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის აშლილობის სამკურნალო პრეპარატები, შარდის ბუშტის სპაზმის, ასთმის, კუნთების სპაზმის, პარკინსონის დაავადების, ასევე ანესთეზიის შემანარჩუნებელი საშუალებები).

- ამანტადინი (პარკინსონის დაავადების სამკურნალო პრეპარატი, ასევე სხვადასხვა ვირუსული ინფექციების სამკურნალო და საპროფილაქტიკო საშუალება).

-ჭნევის დამწევი სხვა საშუალებები, კორტიკოსტეროიდები, ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები (მაგალითად, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (ასას) სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატები, პოდაგრის (როგორიც არის ალოპურინოლი) ან ართრიტის სამკურნალო საშუალებები).

-თუ თქვენ ღებულობთ აგფ ინჰიბიტორებს ან ალისკირენს (იხილეთ პუნქტი "ნუ მიიღებთ პრეპარატ ტირეგის-დ-ს" და "სიფრთხილის ზომები სამედიცინო გამოყენებისას").

-დიგოქსინი. 

ტირეგის-დ-ს შეუძლია სხვა სამკურნალო საშუალებების მოქმედების გაძლიერება, რომლებიც გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ, ან სხვა პრეპარატებისა, რომლებსაც შეუძლია არტერიული წნევის დაწევის გამოწვევა (მაგალითად, ბაკლოფენი, ამიფოსტინი). ალკოჰოლი, ბარბიტურატები, საძილე საშუალებები და ანტიდეპრესანტები ასევე ხელს უწყობენ ჰიპოტენზიის გაუარესებას პაციენტებში, რომლებიც იღებენ ტირეგის-დ-ს. თუ გიქვეითდებათ წნევა (თქვენ ადგომისას შეიგრძნობთ თავბრუსხვევას). 

ჩაიტარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან წამლის დოზის ცვლილების შესახებ, რომელსაც თქვენ იღებთ ერთდროულად პრეპარატთან ტირეგის-დ. 

არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს (მაგალითად, აცეტილსალიცილის მჟავას ან იბუპროფენს) შეუძლია პრეპარატის ტირეგის-დ ეფექტის შესუსტება. 

ტირეგის-დ-ს ტაბლეტების მიღება საკვებთან და ალკოჰოლთან

 ალკოჰოლის გამოყენებამ პრეპარატით ტირეგის-დ მკურნალობის დროს შეიძლება დაწიოს თქვენი არტერიული ქნევა და გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან სინკოპე. თირეგის-დ-ს მიღება ალკოჰოლთან ერთად დაუშვებელია თქვენს მკურნალ ექიმთან წინასწარი რჩევის მიღების გარეშე.  

ტირეგის-დ-ს ტაბლეტების მიღება შეიძლება საკვებთან ან უზმოზე.

ფერტილობა, ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობა

თუ ხართ ორსულად, კვებავთ ძუძუთი, ვარაუდობთ, რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ ორსულობას, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე.    

ექიმები, ჩვეულებრივ, ამ დროს იძლევიან რჩევას ტირეგის-დ-ს მიღების შეწყვეტის თაობაზე ორსულობის დადგომამდე ან, როგორც კი გაიგებთ, რომ ხართ ორსულად, და ნიშნავენ სხვა ჰიპოტენზიურ საშუალებას. არ არის რეკომენდირებული ტირეგის-დ-ს მიღება ორსულობის ადრეულ ვადებში, ორსულობის 3 თვეზე მეტი ვადის შემთხვევაში კი მისი მიღება უკუნაჩვენებია ბავშვებში მძიმე დარღვევების შესაძლო განვითარების გამო.

ძუძუთი კვება

თუ კვებავთ ან აპირებთ ბავშვის ძუძუთი კვებას, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს. მეძუძური დედებისთვის არ არის რეკომენდირებული ტირეგის-დ-ს მიღება. ექიმს შეუძლია შეგირჩიოთ ბავშვისთვის უსაფრთხო სხვა საშუალება. 

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

ტირეგის-დ-ს მიღების ფონზე თქვენ შეიძლება აღგენიშნოთ თავბრუსხვევა ან დაღლილობა. ასეთი სიმპტომების გაჩენისას რეკომენდირებულია ავტოტრანსპორტის ტარებაზე და მექანიზმებთან მუშაობაზე უარის თქმა. 

3. როგორ უნდა იქნას მიღებული პრეპარატი ტირეგის-დ ტაბლეტები

მიიღეთ ეს წამალი მკაცრად ექიმის მითითებების შესაბამისად.

თუ თქვენ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, ჩაიტარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან. 

დოზირების რეჟიმი

რეკომენდირებულია ტირეგის-დ-ს თითო ტაბლეტის მიღება დღეში. ეცადეთ მიიღოთ ტაბლეტი ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს. 

თუ გაქვთ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, პრეპარატის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 40 მგ/12,56 მგ (ერთჯერ დღეში). 

გამოყენების წესი

ტირეგის-დ-ს მიღება შეიძლება საკვების მიღების მიუხედავად. ტაბლეტები უნდა მივიღოთ წყლის ან სხვა უალკოჰოლო სასმელის დაყოლებით. ნუ დაგავიწყდებათ ტირეგის-დ-ს მიღება ყოველდღე მანამდე, სანამ ექიმი არ გირჩევთ სხვა რამეს.  

თუ თქვენ მიიღეთ ტირეგის-დ-ს რეკომენდირებულზე მეტი ტაბლეტები

თუ თქვენ შემთხვევით მიიღეთ დანიშნულზე მეტი ტაბლეტი, შეიძლება გამოგივლინდეთ ისეთი სიმპტომები, როგორიც არის არტერიული წნევის დაქვეითება და გულის რითმის აჩქარება. ასევე არსებობს ცნობები გულის რითმის დაქვეითების, თავბრუსხვევის, გულისრევის, თირკმლის ფუნქციის დარღვევის, მათ შორის თირკმლის უკმარისობის შესახებ. ჰიდროქლორთიაზიდმა შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითება და სისხლში კალიუმის დონის შემცირება, რამაც შეიძლება თავის მხრივ გამოიწვიოს გულისრევა, ღებინება, ძილიანობა, კუნთების შეკუმშვა და/ან არარეგულარული გულისცემა სხვა პრეპარატებთან, მაგ. სათითურას და ზოგიერთი ანტიარითმიულ პრეპარატთან ერთად მიღებისას. 

თუ თქვენ შემთხვევით მიიღეთ ტაბლეტების ჭარბი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან უახლოესი საავამყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას. 

თუ თქვენ დაგავიწყდათ ტირეგის-დ-ს ტაბლეტის მიღება    

ნუ ინერვიულებთ, თუ თქვენ დაგავიწყდათ ტაბლეტის დროულად მიღება. მიიღეთ გამოტოვებული ტაბლეტი მაშინათვე, როგორც კი გაგახსენდებათ, მომდევნო დღეებში კი გააგრძელეთ პრეპარატის მიღება ჩვეულ დროს. თუ თქვენ არ მიიღეთ ტაბლეტი რომელიმე დღეს, მომდევნო დღეს მიიღეთ ჩვეულებრივი დოზა. ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას გამოტოვებულის შესავსებად. 

თუ თქვენ შეწყვიტეთ პრეპარატ ტირეგის-დ-ს ტაბლეტის მიღება 

არ შეწყვიტოთ პრეპარატ ტირეგის-დ-ს მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე. 

არტერიული წნევის დამწევი საშუალებების მიღება შესაძლოა საჭირო გახდეს მთელი ცხოვრების მანძილზე. თუ თქვენ შეწყვიტეთ პრეპარატ ტირეგის-დ-ს მიღება, თქვენი არტერიული წნევა შეიძლება დაუბრუნდეს მკურნალობამდე არსებულ დონეს. 

თუ თქვენ გაგიჩნდებათ დამატებითი კითხვები ამ სამკურნალო საშუალების გამოყენების თაობაზე, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. 

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები   

ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მსგავსად, ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი რეაქციები, მაგრამ არა ნებისმიერ პაციენტში. 

ამ პრეპარატის მიღების ფონზე შეიძლება აღინიშნოს სერიოზული გვერდითი ეფექტები, რომლებიც მოითხოვენ გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას. 

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ აღგენიშნებათ ერთ-ერთი შემდეგი მდგომარეობა: 

სეფსისი* ("სისხლის მოწამვლა") - მძიმე ინფექცია, რომლის დროსაც ანთებითი პროცესი  მოიცავს მთელ ორგანიზმს; ანგიონევროზული შეშუპება (კვინკეს შეშუპება) - კანის და ლორწოვანი გარსების სწრაფად განვითარებადი შეშუპება; 

კანზე ბულოზური გამონაყარი და კანის აშრევება (ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი-ტენ).

ეს გვერდითი ეფექტები გვხვდება იშვიათად (1000-დან ერთ პაციენტში) ან მათი სიხშირე უცნობია, მაგრამ წარმოადგენენ ძალიან სერიოზულ გვერდით მოვლენებს. აუცილებელია დაუყოვნებლივ წამლის მიღების შეწყვეტა და ექიმთან მიმართვა. მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში ეს მდგომარეობები შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს. სეფსისის მომატებული სიხშირე აღინიშნებოდა ცალკე პრეპარატის ტელმისარტანის მიღების ფონზე, მაგრამ არ შეიძლება მსგავსი რისკის გამორიცხვა პრეპარატით ტირეგის-დ მკურნალობისას. 

შესაძლო გვერდითი ეფექტები:

ხშირი (გვხვდება 100-დან 1-10 პაციენტში):

თავბრუსხვევა

არახშირი (გვხვდება 1000-დან 1-10 პაციენტში):

სისხლში კალიუმის დონის დაქვეითება, შფოთვა, გულის წასვლა (სინკოპალური მდგომარეობები), ჩხვლეტის შეგრეძნება (პარესთეზიები), ილუზოლური მოძრაობის შეგრძნება (ვერტიგო), გულისცემის გახშირება (ტაქიკარდია), გულის რითმის დარღვევები, არტერიული წნევის დაქვეითება, არტერიული წნევის უეცარი დაწევა ადგომის დროს, ჰაერის უკმარისობა (ქოშინი), დიარეა, პირში სიმშრალე, კუჭ-ნაწლავში გაზების დაგროვება, წელის ტკლივილი, კუნთების ტკივილი და კუნთების სპაზმები, ერექტილური დისფუნქცია (სასქესო ორგანოს ერექციის მიღწევის ან შენარჩუნების უუნარობა), ტკივილი გულმკერდის არეში, სისხლში შარდმჟავას დონის მატება.  

იშვიათი (გვხვდება 10 000-დან 1-10 პაციენტში):

ანთება სასუნთქი გზების ქვედა განყოფილებაში (ბრონქიტი), სისტემური წითელი მგლურას აქტივირება ან გამწვავება (დაავადება, რომლის დროსაც იმუნური სისტემა უტევს საკუთარი ორგამიზმის უჯრედებს, რაც ვლინდება სახსრების ტკივილით, გამონაყარით კანზე და ციებით), ყელის ტკივილი, პარანაზალური წიაღების ანთება, დათრგუნული განწყობა (დეპრესია), გაძნელებული დაძინება (უძილობა), მხედველობითი დარღვევები, სუნთქვის გაძნელება, მუცლის ტკივილი, შეკრულობა, მუცლის შებერვა (დისპეპსია), გულისრევა, ღებინება, კუჭის ანთება (გასტრიტი), ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (ეს გვერდითი ეფექტი უფრო ხშირად გვხვდება იაპონელ პაციენტებში), კანის და ლორწოვანი გარსების შეშუპების სწრაფი გავრცელება შესაძლო ფატალური დასასრულით (კვინკეს შეშუპება, მათ შორის სასიკვდილო დასასრულით), კანის გაწითლება (ერითემა), ალერგიული რეაქციები (ქავილი, გამონაყარი), მომატებული ოფლიანობა, ალერგიული გამონაყარი (ჭინჭრის ციება), სახსრების ტკივილი (ართრალგია), კიდურების ტკივილი, კუნთების სპაზმები, გრიპის მსგავსი სინდრომი, ტკივილები, სისხლში შარდმჟავას დონის მომატება, სისხლში ნატრიუმის დონის დაქვეითება, სისხლში კრეატინინის, "ღვიძლისმიერი" ფერმენტების, კრეატინფოსფოკინაზას  დონის მომატება.

არასასურველი რეაქციები, რომლის შესახებაც იყო შეტყობინებები ცალკეული პრეპარატებით მკურნალობისას, რომელთა მოქმედი ნივთიერებები შედიან ტირეგის-დ-ს შემადგენლობაში, შეიძლება გაჩნდეს ტირეგის-დ-ს მიღების ფონზეც, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ შესახებ არ ყოფილა შეტყობინებები ამ პრეპარატით კლინიკური კვლევების დროს. 

ტელმისარტანი

ტელმისარტანის და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციაზე ზემოთ მითითებული რეაქციების გარდა, პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ტელმისარტანის პრეპარატებს, აღინიშნებოდა შემდეგი გვერდითი ეფექტები: 

არახშირი (გვხვდება 1000-დან 1-10 პაციენტში):

ზედა სასუნთქი გზების ინფექციები (ყელის ტკივილი, პარანაზალური წიაღების ანთება, გაცივება), საშარდე გზების ინფექციები, სისხლის წითელი უჯრედების დონის დაქვეითება (ანემია), სისხლში კალიუმის დონის მომატება, გულისცემის შენელება (ბრადიკარდია), თირკმელების ფუნქციის დარღვევა, თირკმელების მწვავე უკმარისობა, სისუსტე, ხველა.

იშვიათი (გვხვდება 10 000-დან 1-10 პაციენტში):

სეფსისი* ("სისხლის მოწამვლა") - მძიმე ინფექცია, რომლის დროსაც ანთებითი პროცესი  მოიცავს მთელ ორგანიზმს; შესაძლებელია სასიკვდილო ფათალური დასარული), სისხლში თრომბოციტების დაბალი დონე (თრომბოციტოპენია), სისხლის გარკვეული თეთრი უჯრედების რაოდენობის გარზდა (ეოზინოფილია), სერიოზული ალერგიული რეაქციები (მომატებული მგრძნობელობა პრეპარატისადმი, ანაფილაქსიური რეაქციები, სამკურნალწამლო გამონაყარი), სისხლში გლუკოზას დაბალი დონე (შაქრიანი დიაბეტის დროს), კუჭის დარღვევები, კანის მხრივ დარღვევები (მათ შორის ეგზემა, წამლისმიერი გამონაყარუ, ტოქსიური გამონაყარი), ართროზი, მყესების ანთება, გემოგლობინის დაბალი დონე (სისხლის ცილა), ძილიანობა. 

ძალიან იშვიათი (გვხვდება 10 000-დან 1 პაციენტზე ნაკლებში):          

ფილტვის ქსოვილის ნაწიბურებიანი დაზიანება (ფილტვების ინტერსტიციალური დაავადება)**

*ამჟამად უცნობია, იყო ეს გვერდითი ეფექტი შემთხვევითი დამთხვევა, თუ განპირობებული იყო დაუდგენელი მექანიზმებით. 

** ტელმისარტანის მიღების ფონზე დაფიქისირებული იყო ფილტვის ქსოვილის ნაწიბურებიანი დაზიანება; მიზეზობრივ-შედეგობრივი კავშირი ტელმისარტანთან დადგენილი არ არის. 

ჰიდროქლორთიაზიდი

ჰიდროქლორთიაზიდის პრეპარატებით მკურნალობისას დაფიქსირებულია შემდეგი გვერდითი ეფექტები:

ხშირი (გვხვდება 100-დან 1-10 პაციენტში):

გულისრევა, სისხლში მაგნიუმის დონის დაქვეითება.

იშვიათი (გვხვდება 10 000-დან 1-10 პაციენტში):

სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, რაც ზრდის სისხლდენების და სისხლნაჟღენთების (სისხლდენის შედეგად მცირე ზომის მოწითალო-მოლურჯო ლაქების გაჩენა კანზე და სხვა ქსოვილებზე) განვითარების რისკს, სისხლში კალციუმის დონის მომატება, თავის ტკივილი. 

ძალიან იშვიათი (გვხვდება 10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

სისხლის рН-ის მომატება (მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევა), რაც განპირობებულია სისხლში ქლორიდების შემცველობის დაქვეითებით. 

გვერდითი ეფექტები, რომლის სიხშირე უცნობია (შეუძლებალი არსებული მონაცემების მიხედვით დადგენა): 

სანერწყვე ჯირკვლების ანთება, კანისა და ტუჩების კიბო (კანის არამელანომური კიბო) სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება (არარსებობაც კი), მათ შორის წითელი და თეთრი სისხლის უჯრედების, თრომბოციტების დაბალი დონე (თრომბოციტოპენია), სერიოზული ალერგიული რეაქციები (მომატებული მგრძნობელობის რეაციები, ანაფილაქსიური რეაქციები), მადის დაქვეითება ან უმადობა, შფოთვა, თავბრუსხვევა, არამკაფიო მხედველობა, საგნების ყვითელ ფერებში ხედვა, მხედველობის გაუარესება და თვალის კაკლების ტკივილი (მწვავე მიოპიის და დახურულკუთოვანი გლაუკომის შესაძლო ნიშნები), სისხლძარღვების ანთება (ნეკროზული ვასკულიტი), კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, კუჭის აშლა, კანის და თვალის სკლერების გაყვითლება (სიყვითლე), მგლურას მსგავსი სინდრომი (მდგომარეობა, რომელიც გვაგონებს სისტემურ წითელ მგლურას, როდესაც იმუნური სისტემა უტევს საკუთარი ორგანიზმის უჯრჯედებს), კანის სისხლძარღვების ანთება. კანის მომატებული მგრძნობელობა მზის სხივებისადმი, ბუშტუკების წარმოქმნა და კანის ზედა ფენის აქერცვლა (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი), კანის გაწითლება, ტუჩებზე, თვალებსა და პირის ღრუში ბუშტუკების წარმოქმნა, ცხელება (შესაძლოა მულტიფორმული ერითემის სიმპტომების განვითარება) სისუსტე, თირკმელების ანთება ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა, შარდში გლუკოზას (შაქრის) არსებობა (გლუკუზორია), ცხელება, სისხლში ელექტროლიტების ბალანსის დარღვევა, სისხლში ქოლესტერინის დონის მომატება, სისხლის მოცულობის შემცირება, სისხლში შაქრის კონცენტრაციის მომატება, სისხლსა და შარდში გლუკოზის შემცველობის კონტროლის დარღვევა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში ან სისხლში ლიპიდების მომატებული კონცენტრაციის მქონე პაციენტებში. 

შეტყობინებები გვერდითი ეფექტების შესახებ

ნებისმიერი არასასურველი რეაქციის განვითარების შემთხვევაში გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან. Mოცემული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ გვერდით მოვლენაზე, მათ შორის ისეთზეც, რომელიც არ არის ნახსენები ამ ინსტრუქციაში.  

თქვენ ასევე შეგიძლიათ არასასურველი რექციების, მათ შორის პრეპარატის უეფექტობის შესახებ აცნობოთ სამკურნალო საშუალებების არასასურველი რეაქციების (მოქმედების) მონაცემთა ბაზას. 

თქვენი შეტყობინებების წყალობით თქვენ დაეხმარებით ამ წამლის უსაფრთხოების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებას. 

5. როგორ უნდა იქნას შენახული პრეპარატი ტირეგის-დ ტაბლეტები

არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

ინახება ბავშვებისთვის  მიუწვდომელ ადგილას.

არ შეიძლება პრეპარატის ტირეგის-დ-ს ტაბლეტების გამოყენება ხარისხის გაუარესების აშკარა ნიშნების გაჩენის შემთხევავში (მაგალითად, ფერის შეცვლი დროს). 

6. ვარგისიანობის ვადა

ნუ მიიღებთ პრეპარატს შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღი არის მითითებული თვის ბოლო დღე. 

სამკურნალო საშუალება არ გადააგდოთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად ან ჩამდინარე წყლებში. თუ გსურთ პრეპარატის გადაგდება, რომელიც აღარ გჭირდებათ, ჩაიტარეთ კონსულტაცია ფარმაცევტთან. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას. 

7. აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

8. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ტირეგის-დ-ს ტაბლეტები

მოქმედი ნივთიერება: ტელმისარტანი და ჰიდროქლოროთიაზიდი.

ტირეგის-დ 40 მგ/12,5 მგ:

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 40 მგ ტელმისარტანს და 12,5 მგ ჰიდროქლოროთიაზიდს. 

ტირეგის-დ 80 მგ/12,5 მგ:

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 80 მგ ტელმისარტანს და 12,5 მგ ჰიდროქლოროთიაზიდს. 

ტირეგის-დ 80 მგ/25 მგ:

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 80 მგ ტელმისარტანს და 25 მგ ჰიდროქლოროთიაზიდს. 

დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის სტეარატი, კალიუმის ჰიდროქსიდი, მეგლუმინი, პოვიდონი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილსახამებელი (A ტიპი), მიკროკრისტალური ცელულოზა, მანიტოლი. 

პრეპარატის ტირეგის-დ აღწერილობა და შეფუთვის შიგთავსი

შიგნით მისაღები ტაბლეტები.   

ტაბლეტები ტირეგის-დ 40 მგ/12,5 მგ:

თეთრი ან თითქმის თეთრი, ოვალური, ორმხრივამობურცული ტაბლეტები, ლოგოს გრავირებით "თH" ერთ მხარეს. ზომა: 6,55 X 13,6 მმ.

ტაბლეტები ტირეგის-დ 80 მგ/12,5 მგ:

თეთრი ან თითქმის თეთრი, კაფსულის მაგვარი ტაბლეტები, ლოგოს გრავირებით "TH 12,5" ორივე მხარეს. ზომა: 9 X 17 მმ.

ტაბლეტები ტირეგის-დ 80 მგ/25 მგ:

თეთრი ან თითქმის თეთრი, ოვალური, ორმხრივამობურცული ტაბლეტები, ლოგოს გრავირებით "TH" ერთ მხარეს და ნომრის "25" მეორე მხარეს. ზომა: 9 X 17 მმ.

შეფუთვა:

14 ტაბლეტი ბლისტერში. 2 ან 4 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს ყუთში. 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა28
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy