კორტელი-H 80 ტაბ.80/12.5მგ N30
ჩვენება: გამოიყენება მოზრდილ პაციენტებში იმ შემთხვევაში, თუ მხოლოდ ტელმისარტანის მიღებისას ვერ ხერხდება არტერიული წნევის ადექვატური კონტროლი
სავაჭრო დასახელება
კორტელ-H40
კორტელი-H 80
საერთაშორისო არაპატენტური დასახელება
ტელმისარტანი
ჰიდროქლორთიაზიდი
სამკურნალწამლო ფორმა
ტაბლეტები
შემადგენლობა
ყოველი ტაბლეტი შეიცავს:
ტელმისარტანს 40 მგ / 80 მგ
ჰიდროქლორთიაზიდს 12.5 მგ
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები და დიურეტიკები
ათქ კოდი: C09DA07
ფარმაკოლოგიური თვისებები
მოქმედების მექანიზი
ტელმისარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი წარმოადგენს ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტის (ტელმისარტანის) და თიაზიდური დიურეტიკის (ჰიდროქლორთიაზიდის) კომბინაციას. ამ კომბინაციას ახასიათებს უფრო მეტად გამოხატული ჰიპოტენზიური ეფექტი, ვიდრე მასში შემავალ კომპონენტებს ცალცალკე.
ტელმისარტანი ანგიოტენზინ II (ტიპი AT1) რეცეპტორების ანტაგონისტია, რომელიც აქტიურია პერორალური მიღებისას.გააჩნია მსგავსება ანგიოტენზინ II რეცეპტორების AT1ქვეტიპთან, რომლითაც ხორციელდება ანგიოტენზინ II მოქმედება. ტელმისატრანი სელექტიურად უკავშირდება AT1 რეცეპტორს. დაკავშირება ხანგრძლივია. მოქმედებაგრძელდება 24 საათის განმავლობაში და მცირე რაოდენობით- 48 საათამდე. ალდოსტერონის პლაზმური დონეები მცირდება ტელმისარტანის მოქმედებით. ტელმისარტანი არ თრგუნავს პლაზმის რენინს და იონურ არხებს. ასევე არ აინჰიბირებს ანგიოტენზის გარდაქმნელი ფერმენტის აქტივობას.
პირველი დოზის მიღებისას, ანტიჰიპერტენზიული მოქმედება ვითარდება 3 საათში. არტერიული წნევის მაქსიმალური კონტროლი მიიღწევა მკურნალობის დაწყებიდან 4-დან 8 კვირამდე შუალედშიდა გრძელდება ხანგრძლივად მუდმივი თერაპიისას. პრეპარატის მიღების შემდეგ ანტიჰიპერტენზიული მოქმედება გრძელდება 24 საათის განმავლობაში, შემდეგი დოზის მიღებამდე 4 საათის ჩათვლით. ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში პრეპარატი ამცირებს როგორც სისტოლურ, ასევე დიასტოლურ წნევას და არ მოქმედებს გულის შეკუმშვათა სიხშირეზე.
ჰიდროქლორთიაზიდი წარმოადგენს თიაზიდურ დიურეტიკს. მოქმედება დაკავშირებულია თირკმელების კლაკნილ მილაკებში ელექტროლიტების რეაბსორბციის შემცირებასთან და დაახლოებით ექვივალენტურ რაოდენობებში ნატრიუმის და ქლორიდის ექსკრეციის გაძლიერებსთან. ჰიდროქლორთიაზიდი შარდმდენი ეფექტის ხარჯზე ამცირებს პლაზმის მოცულობას, ამაღლებს პლაზმური რენინის აქტივობას, ზრდის ალდოსტერონის სეკრეციას, აძლიერებს კალიუმის, მაგნიუმის, ბიკარბონატების გამოყოფას და აკავებს ორგანიზმში კალციუმისიონებს.
სავარაუდოდ, რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ბლოკირების ხარჯზე ამცირებს დიურეტიკის გამოყენებით გამოწვეულ კალიუმის დაკარგვას. პრეპარატის დიურეზული ეფექტი იწყება 2 სთ-ის შემდეგ, აღწევს მაქსიმუმს 4 სთ-ში და გრძელდება 6-12 სთ-ის განმავლობაში.
ფარმაკოკინეტიკა
ტელმისარტანის და ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაცია არ მოქმედებს თითოეული კომპონენტის ფარნაკოდინამიკაზე.
ტელმისარტანი
პერორალური მიღებისას სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავბის ტრაქტიდან. აბსოლუტური ბიშეღწევადობა შეადგენს 50%-ს. მიღებიდან 3 საათის შემდეგ ფიქსირდება პლაზმური კონცენტრაციების მსგავსი მაჩვენებლები მიუხედავად იმისა, პრეპარატი საკვებთან ერთად თუ მის გარეშეა მიღებული. არ არის ხაზოვანი დამოკიდებულება მიღებული დოზებისა და პლაზმის კონცენტრაციებს შორის. პრეპარატი თითქმის სრულად უკავშირდება პლაზმის ცილებს (>99.5 %). პრეპარატი მეტაბოლიზდება კონიუგაციის გზით გლუკურონის მჟავასთან. მეტაბოლიტები ფარმაკოლოგიურად არააქტიურია. პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს >20 საათს. გამოიყოფა განავალთან ერთად ძირითადად უცვლელი სახით. შარდით გამოიყოფა მიღებული პრეპარატის
ჰიდროქლორთიაზიდი:
კორტელ-H პერორალური მიღებისას ჰიდროქლორთიქზიდის პიკური კონცენტრაცია მიიღწევა მიღებიდან 1,0-3,0 საათის შუალედში. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 60%-ს. ჰიდროქლორთიაზიდი 68%-ით უკავშირდება პლაზმის ცილებს. ორგანიზმიდან გამოიყოფა ძირითადად უცვლელი სახით შარდთან ერთად. პერორალურად მიღებული დოზის დაახლოებით 60% გამოიყოფა 48 საათის განმავლობაში. საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 10-15 საათს. თირკმლის ფინქციის დარღვევის მქონე პაცინტებში ჰიდროქლორთიაზიდის გამოყოფის სიჩქარე მცირდება.
გამოყენების ჩვენებები
კორტელ-H ფიქსირებული დოზების კომბინაცია გამოიყენება მოზრდილ პაციენტებში იმ შემთხვევაში, თუ მხოლოდ ტელმისარტანის მიღებისას ვერ ხერხდება არტერიული წნევის ადექვატური კონტროლი.
უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან სხვა კომპონენტის მიმართ
- მომატებული მგრძნობელობა სულფონამიდების წარმოებულების მიმართ (ვინაიდან ჰიდროქლორთიაზიდი წარმოადგენს სულფონამიდის წარმოებულს)
- ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრი
- ღვიძლის მძიმე უკმარისობა
- თირკმლის მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი
- რეფრაქტერული ჰიპო- და ჰიპერკალიემია
- ბილიარული გზების ობსტრუქციული დაავადებები
- ალისკირენის შემცველ პროდუქტებთან ერთდროული გამოყენება დიაბეტის ან თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (GFR < 60 მლ/წთ/1.73 მ2).
დოზირება და გამოყენების ჩვენებები
ტელმისარტანი/ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაცია გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც მხოლოდ ტელმისარტანით ვერ ხერხდება არტერიული წნევის ადექვატური კონტროლი. თითოეული კომპონენეტების დოზების ტიტრაცია უნდა მოხდეს ფიქსირებულ კომბინირებულ პრეპარატით მკურნალობაზე გადასვლამდე.
- კორტელ-H დოზით 80 მგ/12.5 მგ ინიშნება დღეში ერთხელ თუ 80 მგ ტელმისარტანით მკურნალობის ფონზე ვერ ხერხდება წნევის ადექვატური კონტროლი.
კორტელ-H კომბინაცია ასევე ხელმისაწვდომია შემდეგი დოზირებით - 40 მგ/ 12.5 მგ
სპეციალურიპიპულაციები
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები
საჭიროა თირკმლის ფუნქციის პერიოდული კონტროლი.
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები
მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები ტელმისარტანი/ჰიდროქლორთიაზიდის მაქსიმალური დოზა შეადგენს 40 მგ/12.5 მგ დღეში ერთხელ. პრეპარატი არ გამოიყენება მძიმე ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.
ხანდაზმული პაციენტები
დოზის კორექცია საჭირო არ არის.
პედიატრიული პოპულაცია
ეფექტურობა და უსაფრთხოება 18 წლამდე ასაკის პაციენტებში დადგენილი არ არის.
გამოყენების მეთოდი
ტელმისარტანი/ჰიდროქლორთიაზიდის ტაბლეტები მიიღება პერორალურად დღეში ერთხელ სითხის მიყოლებით, საკვებისგან დამოუკიდებლად.
გვერდითი მოვლენები
ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქცია- თავბრუსხვევა. ძალიან იშვიათად შეიძლება განვითარდეს ანგიოედემა. ტელმისარტანი/ჰიდროქლორთიაზიდის მიღებასთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციების სიხშირე ტელმისარტანის მონაცემების მსგავსია.
ხშირი გვერდითი ეფექტები (≥1/100 -<1/10):თავბრუსხვევა
იშვიათი გვერდითი ეფექტები (≥1/1,000 -<1/100):ჰიპოკალიემია, შფოთვა, სინკოპე, პარესთეზია, ვერტიგო, ტაქიკარდია, არითმია, ჰიპოტენზია, ორთოსტატული ჰიპოტენზია, დისპნოე, დიარეა, პირის სიმშრალე, მეტეორიზმი, ზურგის ტკივილი, კუნთების სპაზმი, კუნთების ტკივილი, ერექციის დარღვევა, ტკივილი გულ-მკერდის არეში, შარდმჟავას დონის მომატება.
ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (≥1/10,000 -<1/1,000):ბრონქიტი, ფარინგიტი, სინუსიტი, სისტემური წითელი მგლურას გამწვავება, ჰიპერურიკემია, ჰიპონატრიემია, დეპრესია, უძილობა, მხედველობის დარღვევები, რესპირატორული დისტრეს-სინდრომი (პნევმონიის და ფილტვის შეშუპების ჩათვლით), მუცლის ტკივილი, ყაბზობა, დისპეფსია, გულისრევის შეგრძნება , გასტრიტი, ანგიოედემა (სიკვდილის ჩათვლით), ერითემა, ქავილი, გამონაყარი, ჰიპერჰიდროზი, ურტიკარია, ართრალგია, კუნთების სპაზმი, გრიპისმაგვარი სიმპტომები, კრეატინინის მატება, კრეატინინ ფოსფოკინაზას მატება, ღვიძლის ფერმენტების მატება.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: ყველაზე ხშირი სიმპტომია- ჰიპოტენზია და ტაქიკარდია. ასევე შეიძლება განვითარდეს: ბრადიკარდია, თავბრუსხვევა< კრეატინინის მომატება, თირკმლის მწვავე უკმარისობა. ჰიდროქლორთიაზიდის ჭარბი დოზირება დაკავშირებულია ელექტროლიტურ დისბალანსთან და ჰიპოკალიემიასთან. ძირითადი სიმპტომებია- გულისრევის შეგრძნება და ძილიანობა.
მკურნალობა: ტელმისარტანი არ გამოიყვანება ჰემოდიალიზით. საჭიროა სიმპტომური მკურნალობა და მუდმივი მონიტორინგი.
სიფრთხილის ზომები
ღვიძლის უკმარისობა
ტელმისარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი არ გამოიყენება ქოლესტაზის, ბილიარული ობსტრუქციის ან ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში, ვინაიდან მისი გამოყოფა ძირითადად ხდება ნაღველთან ერთად. არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია პრეპარატის გამოყენებაზე ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.
რენოვასკულური ჰიპერტენზია
თირკმლის არტერიის ორმხრივი ან ცალმხრივი სტენოზის მქონე პაციენტებში რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე მოქმედი პრეპარატების გამოყენებისას მატულობს მძიმე არტერიული ჰიპოტენზიის და თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკი.
თირკმლის უკმარისობა და თირკმლის ტრანსპლანტაცია
ტელმისარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი არ გამოიყენება თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი
ჰიპოვოლემია
სიმპტომური ჰიპოტენზია, განსაკუთრებით ტელმისარტანის პირველი დოზის მიღების შემდეგ, შეიძლება განვითარდეს ჰიპოვოლემიის ან/და ელექტროლიტური დისბალანსის მქონე პაციენტებში დიურეტიკების მიღების, დიეტის, ღებინებისა და დიარეის შემთხვევაში.
რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (RAAS) ორმაგი ბლოკადა
აგფ-ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკერების და ალისკირენის ერთდროული მიღებისას შეიძლება განვითარდეს ჰიპოტენზია, ჰიპერკალიემია და თირკმლის ფუნქციისდარღვევა. შესაბამისად არ არის რეკომენდებული ამ კომბინაციის გამოყენება.აგფ-ინჰიბიტორების და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკერების კომბინაცია არ გამოიყენება დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებში.
რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის სტიმულირების სხვა პირობები
როდესაც სისხლძარღვოვანი ტონუსი და თირკმლის ფუნქცია დამოკიდებულია რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის აქტივობაზე (გულის და თირკმლის მძიმე უკმარისობა, თირკმლის არტერიის სტენოზი), ტელმისატრანით მკურნალობა დაკავშირებულია მძიმე ჰიპოტენზიის, ჰიპერაზოტემიის, ოლიგურიის ან თირკმლის მწვავე უკმარისობის განვითარების რისკთან.
პირველადი ალდოსტერონიზმი
პირველადი ალდოსტერონიზმის მქონე პაციენტებში ტელმისარტანით/ჰიდროქლორთიაზიდით მკურნალობა არაეფექტურია და, შესაბამისად არ გამოიყენება.
აორტალური და მიტრალური სტენოზი, ობსტრუქციული, ჰიპერტროფული კარდიომიოპათია
სხვა ვაზოდილატატორების მსგავსად, სიფრთხილით ინიშნება ამ ჯგუფის პაციენტებში.
მეტაბოლური და ენდოკრინული ეფექტები
თიაზიდურ დიურეტიკებს შეუძლია გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის შეცვლა დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ინსულინით ან ჰიპოგლიკემიური სხვა პრეპარატებით ტელმისარტან/ჰიდროქლორთიაზიდთან ერთად. შესაბამისად ასეთი პაციენტები საჭიროებენ გლიკოზის მუდმივ კონტროლს. თიაზიდური თერაპიის დროს შესაძლებელია ლატენტური დიაბეტის მანიფესტაცია. თიაზიდური დიურეტიკებით მკურნალობას შეუძლია ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების დონის მატება.
ელექტროლიტური დისბალანსი
ჰიდროქლორთიაზიდს შეუძლია წყლის და ელექტროლიტების დისბალანსის გამოწვევა.
- ჰიპოკალიემია
მიუხედავად იმისა, რომ თიაზიდური დიურეტიკები იწვევენ ჰიპოკალიემიას, ტელმისარტანს შეუძლია დიურეტიკებთან დაკავშირებული ჰიპოკალიემიის შემცირება.
- ჰიპერკალიემია
საპირისპიროდ, ანგიოტენზინ II (AT1) რეცეპტორებთან ანტაგონიზმის გამო ტელმისარტანს შეუძლია ჰიპერკალიემიის გამოწვევა. ჰიპერკალიემიის განვითარების რისკ-ფაქტორებს მიეკუთვნება: თირკმლის უკმარისობა, გულის უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი. კალიუმდამზოგველი დიურეტიკების, კალიუმის შემცველი მარილის და დანამატების გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ჰიპერკალიემია ტელმისარტან/ჰიდროქლორთიაზიდთან ერთდროული მიღებისას.
- ჰიპონატრიემია და ჰიპოქლორემიული ალკალოზი
არ არსებობს მტკიცებულება, რომ ტელმისარტან/ჰიდროქლორთიაზიდი იწვევს ან ამცირებს დიურეტიკებით გამოწვეულ ჰიპონატრიემიას. ქლორის დეფიციტი სუსტად არის გამოხატული და არ საჭიროებს მკურნალობას.
- ჰიპერკალციემია
თიაზიდურ დიერეტიკებს შეუძლია შარდით კალციუმის ექსკრეციის შემცირება და სისხლში მისი დონის უმნიშვნელო მატება, რომელიც არ არის დაკავშირებული კალციუმის მეტაბოლიზმის დარღვევესთან.
- ჰიპომაგნიემია
თიაზიდები ზრდიან მაგნიუმის გამოყოფას შარდით, რაც იწვევს ჰიპომაგნიემიას.
ეთნიკური განსხვავებები
ტელმისარტანი, როგორც ანგიოტენზინ II რეცეპტორების სხვა ბლოკერი ნაკლებად ეფექტურია შავკანიან პაცინეტების მკურნალობისას.
მწვავე მიოპია და დახურულკუთხოვანი გლაუკომა
ჰიდროქლორთიაზიდს, როგორც სულფომანიდის წარმოებულს შეუძლია იდიოსინკრაზული რეაქციის განვითარება, რომელიც კლინიკურად ვლინდება მწვავე გარდამავალი მიოპიის და დახურულკუთხოვანი გლაუკომის განვითარების სიმპტომებით. რისკ ფაქტორს წარმოადგენს სულფონამიდის წამოებულების ან პინიცილინის მიმართ არსებული ალერგია.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
ლითიუმი
ტელმისარტანთან ერთდროული გამოყენებისას აღინიშნებოდა პლაზმაში ლითიუმის დონის და მისი ტოქსიურობის გარდამავალი მატება.
პრეპარატები, რომლებიც იწვევენ კალიუმის დაკარგვას და ჰიპოკალიემიას (სხვა დიურეტიკები, ყაბზობის საწინააღმდეგო პრეპარატები, კორტიკოსტეროიდები,ACTH, ამფოტერიცინი, კარბენოქსოლონი, პენიცილინი G, სალიცილის მჟავა და მისი წარმოებულები).
ამ პრეპარატებ შეუძლია პლაზმის კალიუმზე ჰიდროქლორთიაზიდის მოქმედების გაძლიერება.
პრეპარატები, რომლებიც იწვევენ ჰიპერკალიემიას (აგფ-ინჰიბიტორები, კალიუმ შემნახველი დიურეტიკები, კალიუმის მარილები და დანამატები, ციკლოსპორინი, ნატრიუმის ჰეპარინი). ჰიპერკალიემიის შესაძლო რისკის გამო ერთდროული გამოყენება რეკომენდებული არ არის.
პრეპარატები, რომლებიც იწვევენ კალიუმის შემცველობის ცვლილებას
კალიუმის დონის და ეკგ-ს მონიტორინგი ნაჩვენებია ტელმისართანი/ჰიდროქლორთიაზიდის ერთდროული გამოყენებისას მსგავს პრეპარატებთან ( საგულე გლიკოზიდები, არითმიის საწინააღმდეგო პრეპარატები). ანტიარითმულ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს პირუეტის ტიპის არითმის, რომლის განვითარების რისკ-ფაქტორს ჰიპოკალიემია წარმოადგენს.
- Iაკლასის ანტიარითმული პრეპარატები (ქვინიდინი,ჰიდროქვინიდინი, დისოპირამიდი)
- III კლასის ანტიარითმული პრეპარატები (ამიოდარონი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი)
- ზოგი ანტიფსიქოზური( ქლორთიაზიდი, ქლორპრომაზინი, ლევომეპრომაზინი, ტრიფლუოპერაზინი, ციამემაზინი, სულპირიდი, სულტოპრიდი, ამისულპრიდი, ტიაპრიდი, პიმოზიდი, ჰალოპერიდოლი, დროპერიდოლი)
- სხვა (ბეპრიდილი, ციზაპრიდი, დიფემანილი, ერითრომიცინი IV, ჰალოფანტრინი, მიზოლასტინი, პენტამიდინი, სპარფლოქსაცინი, ტერფენადინი, ვინკამიცინი IV)
საგულე გლიკოზიდი
თიაზიდებით გამოწვეული ჰიპოკალიემია და ჰიპომაგნიემიას შეუძლია დიგიტალისით გამოწვეული არითმიის პროვოცირება.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები
აასს-ს (აცეტილსალიცილის მჟავა ანთებისსაწინააღმდეგო დოზით, COX-2 ინჰიბიტორები, არასელექტიური აასს) შეიძლიათ ტელმისარტანის ჰიპოტენზიური მოქმედების შემცირება. თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკერების და ციკლოოქსიგენეზას ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენებისას შეიძლება მოხდეს თირმლის ფუნქციის დარღვევის გაღრმავება, უკმარისობის განვითარების ჩათვლით. ეს ცვლილებები შექცევადია.
სხვა ჰიპოტენზიური საშუალებები
ტელმისარტანის ჰიპოტენზიური მოქმედება ძლიერდება სხვა ჰიპოტენზიური პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას. რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (RAAS) ორმაგი ბლოკადისას- აგფ-ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკერების და ალისკირენის ერთდროული მიღებისას შეიძლება განვითარდეს ჰიპოტენზია, ჰიპერკალიემია და თირკმლის ფუნქციისდარღვევა.
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ (პრობენიციდი, სულფინპირაზონი, ალოპურინოლი)
შეიძლება საჭირო გახდეს ურიკოზურიული პრეპარატების დოზირების კორექცია, ვინაიდან ჰიდროქლორთიაზიდი ცვლის შარდმჟავას დონეს სისხლის პლაზმაში. კალციუმის მარილები
თიაზიდური დიურეტიკები ზრდიან პლაზმის კალციუმის შემცველობას მისი ექსკრეციის შემცირების ხარჯზე.
ბეტა-ბლოკერები და დაიზოქსიდი
თიაზიდებს შეუძლია ბეტა-ბლოკერების და დიაზოქსიდის ჰიპერგლიკემიური ეფექტის გაძლიერება.
ანტიქოლინერგიული პრეპარატები (ატროპინი, ბიპერიდენი) შეუძლიათ თიაზიდების ბიოშეღწევადობის გაზრდა გასტროინტესტინური მოტორიკის და კუჭის დაცლის შენელების გზით..
ამანტადინი
თიაზიდებს შეუძლია ამანტადინის გვერდითი ეფექტების გაძლიერება.
ციტოტოქსიური პრეპარატები (ციკლოფოსფამიდი, მეტოტრექსატი)
თიაზიდები ამცირებენ ციტოტქსიური პრეპარატების ექსკრეციას და ზრდიან მათ მელოსეპრესორულ მოქმედებას.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის პირველ ტრიმესტრში. ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების გამოყენება უკუნაჩვენებია მეორე და მესამე ტრიმესტრში. ჰიპოტენზიური თერაპიის აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობისთვის უნდა შეირჩეს ალტერნატიული ჯგუფის პრეპარატები. ორსულობის დადგომის შემთხვევაში ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები უნდა მოიხსნას დაუყონებლივ. მეორე და მესამე ტრიმესტრში პრეპარატის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ფეტოტოქსიურობა და ნეონატალური ტოქსიურობა.
ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში ჰიდროქლორთიაზიდის გამოყენებას შეიძლია ფეტო- და ნეონატალური დეფექტების პროვოცირება: სიყვითლე, ელექტროლიტური დისბალანსი, თრომბოციტოპენია. ჰიდროქლორთიაზიდი არ გამოიყენება ჰესტაციური შეშუპების, ჰიპერტენზიის, პრეეკლამფსიის დროს. არ გამოიყენება ორსულების ჰიპერტენზიის სამკურნალოდ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სხვა მკურნალობის ჩატარება შეუძლებელია.
ლაქტაცია
არ არის რეკომენდებული ტელმისარტანის გამოყენება ლაქტაციის დროს.
ჰიდროქლორთიაზიდი გამოიყოფა დედის რძეში მცირე რაოდენობით. თიაზიდებს, დიურეზის გაძლირების გამო შეუძლია რძის გამოყოფის შემცირება. არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის დროს.
შეფუთვა
14 ტაბლეტი ფირფიტაზე, 2 ფირფიტა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ვარგისიანობის ვადა
2 წელი
შენახვისპ ირობები
შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე ორიგინალ შეფუთვაში ნესტისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
გაიცემა რეცეპტით
მწარმოებელი
CORONA Remedies
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
შპს. „ ფიფ კომპანია“
რაოდენობა | 30 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account