Captopril - კაპტოპრილი 25მგ 20 ტაბლეტი

3,89 GEL
მარაგშია
SKU
4384_469

ჩვენება: არტერიული ჰიპერტონია (მათ შორის რენოვასკულარული);გულის ქრონიკული უკმარისობა (კომბინირებულ თერაპიაში);

კაპტოპრილი
(CAPTOPRIL)

შემადგენლობა

პრეპარატის გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების - კაპტოპრილის 12.5 მგ-ს ან 25 მგ ან 50 მგ-ს.
დამხმარე ნივთიერებები (12.5 მგ ტაბლეტისთვის): ლაქტოზა, სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, შემოსაგარსი ფხვნილი.
დამხმარე ნივთიერებები (25 მგ და 50 მგ ტაბლეტისთვის): ლაქტოზა, სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, შემოსაგარსი ფხვნილი.

კაპტოპრილი 50მგ იხილეთ აქ: Captopril - კაპტოპრილი 50მგ 20 ტაბლეტი

მოქმედების მექანიზმი

კაპტოპრილი წარმოადგენს ანგიოტენზინ-მაკონვერტირებელი ფერმენტის მაღალეფექტურ ინჰიბიტორს. იგი თრგუნავს ანგიოტენზინ-I-ის გარდაქმნას ანგიოტენზინ-II-ად, რითაც ხელს უშლის არტერიებისა და ვენების ვაზოკონსტრიქციას, ამცირებს მარჯვენა წინაგულსა და სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში წნევას, საერთო პერიფერიულ სისხლძარღვოვან წინააღმდეგობას და ახასიათებს მკვეთრად გამოხატული ჰიპოტენზიური ეფექტი. აფერხებს თირკმელზედა ჯირკვალში ალდოსტერონის გამომუშავებას. 
ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში ამცირებს მარცხენა პარკუჭის მიოკარდის ჰიპერტროფიას, აფერხებს გულის უკმარისობის პროგრესირებას და ანელებს მარცხენა პარკუჭის დილატაციას.

ფარმაკოკინეტიკა

პრეპარატი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ეფექტურია მიღებიდან 30 წთ-ში და მოქმედებს 4-8 სთ-ის განმავლობაში. ვერ გადის ჰეპატოენცეფალურ ბარიერს, მაგრამ აღწევს პლაცენტაში. გამოიყოფა თირკმლების საშუალებით.

იხილეთ ბლოგი: კაპტოპრილი და მისი როლი მაღალი არტერიული წნევის მართვაში — რა უნდა ვიცოდეთ

ჩვენება

- არტერიული ჰიპერტონია (მათ შორის რენოვასკულარული);
- გულის ქრონიკული უკმარისობა (კომბინირებულ თერაპიაში);
კაპტოპრილის გამოყენება ნაჩვენებია შარდმდენებთან და აუცილებლობის შემთხვევაში სათითურას პრეპარატებთან ერთად.

უკუჩვენება

-    ღვიძლის ფუნქციის მნიშვნელოვანი დარღვევები;
-    თირკმლის ფუნქციის მნიშვნელოვანი დარღვევები; 
-    აზოტემია;
-    ჰიპერკალიემია;
-    თირკმლის არტერიების ორმხრივი სტენოზი;
-    თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდგომი პერიოდი;
-    პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი; 
-    აორტის რკალის სტენოზი;
-    ორსულობა და ლაქტაცია; 
-    ბავშვთა ასაკი (უსაფრთხოება და ეფექტურობა შესწავლილი არ არის); 
-    კაპტოპრილისადმი მომატებული მგრძნობელობა.  

უსაფრთხოების ზომები

კაპტოპრილი სიფრთხილით ინიშნება კოლაგენოზების შემთხვევაში, მოსალოდნელი ნეიტროპენიისა და აგრანულოციტოზის რისკის გაზრდის გამო. 
პაციენტებში წყალ-ელექტროლიტური დისბალანსით, კაპტროპრილის დანიშვნისას აუცილებელია მდგომარეობის კორექცია. კაპტოპრილით მკურნალობის დროს არ არის რეკომენდებული კალიუმის დამზოგველი დიურეზული საშუალებებისა და კალიუმის პრეპარატების მიღება, განსაკუთრებით პაციენტებში თირკმლის უკმარისობით.
კაპტოპრილის მიღებისას შეიძლება განვითარდეს კიდურების, სახის, ტუჩების, ლორწოვანი გარსების, ენის, ხახის და ხორხის შეშუპება. თუ შეშუპება მხოლოდ სახის და ტუჩების შეშუპებით შემოიფარგლება, იგი ქრება პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ. სხვა შემთხვევაში, პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ ექიმის ზედამხედველობის ქვეშ, მიზანშეწონილია ანტიჰისტამინური საშუალებების დანიშვნა, საჭიროებისას - კანქვეშ ადრენალინის შეყვანა.
კაპტოპრილით მკურნალობის დროს საჭიროა ნატრიუმის დაბალი შემცველობის დიეტის დაცვა.
ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა 
სიფრთხილეა საჭირო ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვის დროს, რომლებიც რეაქციების სისწრაფეს მოითხოვენ.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი უკუნაჩვენებია.

დოზის გადაჭარბება

სიმპტომები: არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება.
მკურნალობა: ეფექტურია პლაზმის შემცვლელი პრეპარატების შეყვანა. კაპტოპრილი ადვილად გამოიდევნება ორგანიზმიდან ჰემოდიალიზის გზით.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
კაპტოპრილის მოქმედებას აძლიერებენ დიურეზული საშუალებები, ვაზოდილატატორები, განგლიობლოკატორები, ადრენობლოკატორები. 
ინდომეტაცინი და სხვა არასტეროიდული საშუალებები, ასევე - კორტიკოსტეროიდები, ესტროგენები, პერორალური კომბინირებული კონტრაცეპტივები ასუსტებენ კაპტოპრილის ანტიჰიპერტენზიულ ეფექტს. 
იმუნოდეპრესანტების (აზატიოპრინი, ციკლოფოსფამიდი) ერთდოული გამოყენებისას იზრდება ჰემატოლოგიური დარღვევების გამოვლინების რისკი.
კაპტოპრილი ზრდის პლაზმაში ლითიუმის კონცენტრაციას და შესაბამისად მისი ტოქსიკური ეფექტების გამოვლინების რისკს.
კალიუმის დამზოგველმა დიურეზულმა საშუალებებმა (ტრიამტერენი, ამილორიდი, სპირონოლაქტონი) ან კალიუმის პრეპარატებმა შესაძლოა ჰიპერკალიემია გამოიწვიოს.

დოზირება და მიღების წესი

პრეპარატი ინიშნება უზმოზე, ჭამამდე 1 სთ-ით ადრე ან 2 სთ-ის შემდეგ. მკურნალობის დაწყებამდე 2-3 დღით ადრე უნდა მოიხსნას უმარილო დიეტა. 
მსუბუქი ფორმის ჰიპერტონიის დროს საწყისი დოზა შეადგენს 12.5 მგ ორჯერ დღეში. შემანარჩუნებელი დოზა კი - 25 მგ ორჯერ დღეში. შესაძლებელია მისი გაზრდა მაქსიმალურ დოზამდე 50 მგ ორჯერ დღეში. 
მძიმე ფორმის ჰიპერტონიის დროს საწყისი დოზა შეადგენს 12.5 მგ ორჯერ დღეში, საშუალო შემანარჩუნებელი დოზა - 25 მგ 2-3-ჯერ დღეში, მაქსიმალური დღიური დოზა - 150 მგ. დოზის მომატება ხდება თანდათანობით.
გულის უკმარისობის დროს კაპტოპრილის დანიშვნამდე საჭიროა დიურეტიკის მოხსნა ან დოზის შემცირება, ხოლო კაპტოპრილის საწყისი დოზა შეადგენს 6.25 მგ სამჯერ დღეში. შემანარჩუნებელი დოზა უნდა განისაზღვროს 25 მგ-ით 2-3-ჯერ დღეში.
საჭიროებისას, დამატებით დასაშვებია სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებების დამატება - დიურეზული საშუალებები (“მარყუჟოვანი” და არა თიაზიდური საშუალებები), ბეტა-ადრენობლოკატორები, ცენტრალური მოქმედების ანტიჰიპერტენზიული საშუალებები ან ვაზოდილატატორები.
თირკმლის ფუნქციის დარღვევისას (კკ>30 მლ/წთ) კაპტოპრილის დღიური დოზა შეადგენს 75-100 მგ განაწილებული 2-3 მიღებაზე, ხოლო როცა კკ<30 მლ/წთ - კაპტოპრილის საწყისი დოზაა 12.5 მგ ორჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ორთოსტატული ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, პერიფერიული შეშუპება.
სასუნთქი სისტემის მხრივ: მშრალი ხველა, ბრონქოსპაზმი, ფილტვების შეშუპება.
ალერგიული რეაქციები: ანგიონევროზული შეშუპება კიდურების, სახის, ტუჩების, ლორწოვანი გარსების, ენის, ხახის და ხორხის. 
წყალ-ელექტროლიტური ბალანსის მხრივ: ჰიპერკალიემია, ჰიპონატრიემია. 
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: პროტეინურია, შარდოვანას აზოტისა და კრეატინინის მატება, აციდოზი.
სისხლმბადი სისტემის მხრივ: იშვიათად - ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, ანემია.
კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: შექცევადი და გარდამავალი გემოს აღქმის დაქვეითება, პირის სიმშრალე, სტომატიტი. იშვიათად - მუცლის ტკივილი, დიარეა, ჰიპერბილირუბინემია, ღვიძლის ტრანსამინაზების მატება.
დერმატოლოგიური რეაქციები: გამონაყარი ქავილით და იშვიათად ტემპერატურის მატებით, ფოტოსენსიბილიზაცია.
ცნს-ის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ასთენია, ძილიანობა, ატაქსია, პარესთეზია, მხედველობის დარღვევა.

ვარგისობა და შენახვის პირობები

პრეპარატის ვარგისობის ვადა - 3 წელი. 
ინახება 10-25°C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა

გარსით დაფარული ტაბლეტი 12.5 მგ; 10 ტაბლეტი ბლისტერში; მეორადი შეფუთვა 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
გარსით დაფარული ტაბლეტი 25 მგ; 20 ტაბლეტი ბლისტერში; მეორადი შეფუთვა 1 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
გარსით დაფარული ტაბლეტი 50 მგ, 10 ტაბლეტი ბლისტერში; მეორადი შეფუთვა - 5 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა რეცეპტის გარეშე). 

მეტი ინფორაცია
Units20
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy