Idrinol - იდრინოლი-NEW 100მგ 5მლ 10 ამპულა
ჩვენება:სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის ქრონიკული უკმარისობა, დისჰორმონული კარდიომიოპათია.
პრეპარატის სავაჭრო დასახელება: იდრინოლი®- NEW
სად: მელდონიუმი
წამლის ფორმა: ხსნარი ინტრავენური, ინტრამუსკულური და პარაბულბარული შეყვანისთვის.
შემადგენლობა:
1 ამპულა (5 მლ) აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს: მელდონიუმის დიჰიდრატი ადსორბირებული სინოტივის გარეშე - 500 მგ (გადაანგარიშებით უწყლო მელდონიუმზე - 401,05 მგ);
დამხმარე ნივთიერებები: წყალი ინიექციისათვის - 5.00 მლ-მდე.
აღწერა: გამჭვირვალე უფერული სითხე.
ფარმაკოთერაპევტული ჯგუფი: მეტაბოლური საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
მელდონიუმი - გამა-ბუთირობეტაინის სტრუქტურული ანალოგია - ნივთიერების, რომელიც არსებობს ადამიანის ორგანიზმის ყველა უჯრედში. მელდონი ახშობს გამა- ბუთირობეტაინჰიდროქსიგენაზას, აქვეითებს კარნიტინის სინთეზსა და გრძელჯაჭვიან ცხიმოვანი მჟავების ტრანსპორტს უჯრედების გარსების გავლით, ხელს უშლის უჯრედებში უჟანგავი ცხიმოვანი მჟავების აქტივირებული ფორმების დაგროვებას - წარმოებულები აცილკარნიცინისა და აცილკოენზიმი А. იშემიის პირობებში აღადგენს ჟანგბადის მიწოდებისა და მისი მოხმარების პროცესების წონასწორობას უჯრედებში, აფერხებს ადენოზინტრიფოსფორული მჟავის (ატფ) ტრანსპორტის დარღვევას. ამასთან, ერთდროულად აქტივირებს გლიკოლიზს, რომელიც მიმდინარეობს ჟანგბადის დამატებითი მოხმარების გარეშე. კარნიტინის კონცენტრაციის დაქვეითების შედეგად გაძლიერებულად სინთეზირებს გამა-ბუთირობეტაინი, რომელიც ფლობს ვაზოდილატირებად თვისებებს.
მოქმედების მექანიზმი განსაზღვრავს მათი ფარმაკოლოგიური ეფექტების მრავალფეროვნებას: შრომისუნარიანობის გაზრდა, გონივრული და ფიზიკური გადაღლა, ქსოვილური და ჰუმორალური იმუნიტეტის აქტივაცია, კარდიოპროტექტული მოქმედება. მიოკარდიუმის იშემიური მწვავე დაზიანების შემთხვევაში ანელებს ნეკროზის ზონის წარმოშობას, ამცირებს სარეაბილიტაციო პერიოდს. გულის უკმარისობისას აუმჯობესებს მიოკარდიუმის კუმშვადობას, ზრდის ტოლერანტობას ფიზიკური დატვირთვის მიმართ, აქვეითებს სტენოკარდიის შეტევების სიხშირეს. მწვავე და თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის ქრონიკული იშემიური დარღვევებისას აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას იშემიის კერაში. ეფექტურია თვალის ფსკერის სისხლძარღვოვანი პათოლოგიის შემთხვევაში. პრეპარატი აქრობს ნერვული სისტემის ფუნქციურ დარღვევებს ავადმყოფებში ქრონიკული ალკოჰოლიზმით აბსტინენციის პერიოდში.
ფარმაკოკინეტიკა
მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა შეყვანისთანავე. მეტაბოლიზირებს ორგანიზმში
ორი ძირითადი მეტაბოლიტის წარმოშობით, რომლებიც გამოიყოფა თირკმელების მიერ.
ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს 3-6 საათს.
ჩვენებები გამოყენებაზე
- გულის იშემიური დაავადების კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში (სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი); გულის ქრონიკული უკმარისობა, დისჰორმონული კარდიომიოპათია;
- თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევის კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში (იშემიური ინსულტი, ცერებროვასკულარული უკმარისობა);
- დაქვეითებული შრომისუნარიანობა;
- ფიზიკური გადაღლა (მათ შორის სპორტსმენებში);
- აბსისტენციის სინდრომი ქრონიკული ალკოჰოლიზმისას (კომბინაციაში სპეციფიკურ თერაპიასთან);
- ჰემოფტალმი და სხვადასხვა ეტიოლოგიის სისხლჩაქცევები თვალის ბადურაში, ბადურის ცენტრალური ვენისა და მისი განშტოებების თრომბოზი, სხვადასხვა ეტიოლოგიის რეტინოპათიები (დიაბეტური, ჰიპერტონული).
უკუჩვენება
- მომატებული მგრძნობელობა მელდონიუმის მიმართ;
-ქალას შიდა წნევის მომატება (ვენური დინების დარღვევისა და შიდა ქალას სიმსივნეების დროს);
- 18 წლამდე ასაკი (ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის).
სიფრთხილით: ღვიძლის და/ან თირკმელების დაავადებები.
გამოყენების წესი და დოზები
იდრინოლი®-NEW-ს გამოყენება, აღმგზნები ეფექტის განვითარების შესაძლებლობასთან დაკავშირებით, რეკომენდებულია დღის პირველ ნახევარში.
იდრინოლი®-NEW გამოიყენება ინტრავენურად (ი/ვ), ინტრამუსკულურად (ი/მ) და პარაბულბარულად.
შეყვანის წესი, დოზები და მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად, მდგომარეობის ჩვენებებზე, სიმძიმესა და სხხვ. დამოკიდებულებით.
გულსისხლძარღვთა დაავადებები
კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში:
- გულის იშემიური დაავადებისას (მიოკარდიუმის ინფარქტი) ინტრავენურად 500 მგ-1000 მგ დღეში, გამოიყენება ერთდროულად მთელი დოზა ან იყოფა 2 შეყვანად;
- გულის იშემიური დაავადებისას (სტაბილური სტენოკარდია); გულის ქრონიკული უკმარისობისას და დისჰორმონალური კარდიომიოპათიისას ი/ვ მაკადით 500-1000 მგ დღე-ღამეში, გამოიყენება ერთდროულად მთელი დოზა ან იყოფა 2 შეყვანად, ან ი/მ 500 მგ 1-2-ჯერ დღე-ღამეში, მკურნალობის კურსი 10-14 დღე, მელდონიუმის შიგნით მიღებაზე შესაძლო შემდგომი გადასვლით. მკურნალობის მაქსიმალური კურსი 4-6 კვირა.
თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევები
კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე ფაზაში ი/ვ 500 მგ ერთხელ დღე-ღამეში 10 დღის განმავლობაში, მელდონიუმის 500-1000 მგ შიგნით მიღებაზე შესაძლო შემდგომი გადასვლით. მკურნალობის მაქსიმალური კურსი 4-6 კვირა.
თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის ქრონიკული უკმარისობისას (დისცირკულარული ენცეფალოპათია) 500 მგ ი/მ ან ი/ვ ერთხელ დღე-ღამეში 10 დღის განმავლობაში, მელდონიუმის 500 მგ შიგნით მიღებაზე შესაძლო შემდგომი გადასვლით. მკურნალობის მაქსიმალური კურსი 4-6 კვირა. განმეორებითი კურსი ტარდება ექიმის რეკომენდაციით (ჩვეულებრივ 2-3-ჯერ წელიწადში).
ოფთალმოპათოლოგია (ჰემოფტალმი და ბადურაში სხვადასხვა ეტიოლოგიის სისხლჩაქცევები,
ბადურის ცენტრალური ვენისა და მისი განშტოებების თრომბოზი, სხვადასხვა ეტიოლოგიის
რეტინოპათიები (დიაბეტური, ჰიპეტრონული))
პრეპარატი შეყავთ პარაბულბარულად 50 მგ 10 დღის განმავლობაში, მათ შორის კომბინირებული
თერაპიის შემადგენლობაში.
გონებრივი და ფიზიკური გადაღლა
500 მგ ი/მ და ი/ვ ერთხელ დღე-ღამეში. მკურნალობის კურსი - 10-14 დღე. საჭიროებისას
მკურნალობა მეორდება 2-3 კვირის შემდეგ.
ქრონიკული ალკოჰოლიზმი
500 მგ ი/მ და ი/ვ 2-ჯერ დღე-ღამეში. მკურნალობის კურსი - 7-10 დღე.
გვერდითი მოქმედება
გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათად - ტაქიკარდია, არტერიული წნევის მომატება ან დაწევა.
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათად - ფსიქომოტორული აგზნება. საჭმლის მონელების
სისტემის მხრივ: იშვიათად - დისპეფსიური დარღვევები. ალერგიული რეაქციები: იშვიათად - კანის
ქავილი, გამონაყარი, კანის საფარის ჰიპერემია, ანჰიონევროტული შეშუპება; ძალიან იშვიათად -
ეოზინოფილია.
სხვა: ძალიან იშვიათად - ზოგადი სისუსტე.
დოზის გადაჭარბება
სიმპტომები: არტერიული წნევის ვარდნა, რომელსაც თან ახლავს თავისტკივილი, ტაქიკარდია, თავბრუსხვევა და ზოგადი სისუსტე.
მკურნალობა: სიმპტომური.
ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
შეიძლება შეთავსება ანტიანჰინალურ საშუალებებთან, ანტიკოაგულანტებთან, ანტიაგრეგანტულ, ანტიარითმიულ საშუალებებთან, დიურეზულებთან, ბრინქოლიზურებთან.
აძლიერებს გულის გლიკოზიდების მოქმედებას.
ზომიერი ტაქიკარდიისა და არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების გამო, საჭიროა სიფრთხილის დაცვა კომბინაციისას ნიტროგლიცერინთან, ნიფედიპინთან, ალფა- ადრენობლოკატორებთან, ჰიპოტენზურ საშუალებებთან და პერიფერიულ ვაზოდილატატორებთან.
განსაკუთრებული მითითებები
იდრინოლი®-NEW არ არის პირველი რიგის პრეპარატი მწვავე კორონარული სინდრომის დროს.
გამოყენება ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში
პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება ორსულობისას დადასტურებული არ არის. ნაყოფზე შესაძლო მავნე ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად პრეპარატი არ უნდა დაინიშნოს ორსულობის პერიოდში.
უცნობია, გამოიყოფა თუ არა პრეპარატი დედის რძესთან ერთად. პრეპარატ იდრინოლის®-NEW გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, ლაქტაციის პერიოდში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
ზეგავლენის უნარი პოტენციურად საშიში სახეობების საქმიანობის შესრულებაზე, რომლებიც მოითხოვენ განსაკუთრებულ ყურადღებასა და რეაქციის სისწრაფეს მონაცემები პრეპარატ იდრინოლის®-NEW მავნე გავლენის შესახებ ფსიქომოტორულ რეაქციებზე არ არსებობს.
გამოშვების ფორმა
ხსნარი ინტრავენური და პარაბულბარული შეყვანისთვის 100 მგ/მლ.
5 მლ უფერული ნეიტრალური მინის ამპულებში ფერადი წერტილითა და ნაჭდევით, დამატებითი ფერადი რგოლების გარეშე.
5 ამპულა თავსდება კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში პოლივინილქლორიდისა და პოლიმერული გამჭვირვალე აპკისგან.
2 კონტურული უჯრედოვანი შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად თავსდება მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ტემპერატურაზე არაუმეტეს 250C. არ გაყინოთ.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
5 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაშვების პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
რაოდენობა | 10 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account