Valsakor - ვალსაკორი 80მგ 28 ტაბლეტი
ჩვენება: არტერიული ჰიპერტენზია, გულის ქრონიკული უკმარისობა კომპლექსური თერაპიისას და პაციენტებში, რომლებიც არ ღებულობენ აგფ ინჰიბიტორებს.
საერთაშორისო არადაპატენტებული დასახელება
ვალსარტანი (ვალსარტანი)
სამკურნალო ფორმა
აპკით შემოგარსული ტაბლეტები
შემადგენლობა
1 აპკით შემოგარსული ტაბლეტ შეიცავს:
აქტიური ნივთიერებაL ვალსარტანი 80 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ცელულოზა მიკროკრისტალური, პოვიდონი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), საღებავი რკინის ოქსიდი (E172), მაკროგოლი.
აღწერილობა
ტაბლეტები 80 მგ: მრგვალი, ორმხრივად ამოზნექილი ტაბლეტები დახრილი კიდეებით, დანაყოფით ერთ მხარეზე, დაფარული ვარდისფერი აპკოვანი გარსით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების ანტაგონისტი. კოდი ათქ [ჩ09ჩA03]
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ვალსარტანი არის ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტი (არა). გააჩნია შერჩევითი ანტაგონისტური მოქმედება AT1 რეცეპტორებზე. AT1 რეცეპტორების ბლოკადა იწვევს პლაზმაში ანგიოტენზინ II-ის კონცენტრაციის მომატებას, რასაც შეუძლია AT2 ქვეტიპის არაბლოკირებული რეცეპტორების სტიმულაცია, რაც სავარაუდოდ არეგულირებს AT2 რეცეპტორების ეფექტებს. ვალსარტანს არ გააჩნია აგონისტური აქტივობა AT1 რეცეპტორების მიმართ. მისი სიახლოვე AT1 ქვეტიპის რეცეპტორებთან დაახლოებით 2000-ჯერ მეტია, ვიდრე AT2 ქვეტიპის რეცეპტორებთან.
ვალსარტანი არ აინჰიბირებს ანგიოტენზინ-გარდამქმნელ ფერმენტს (აგფ), ასევე ცნობილია კინინაზა II-ის სახელით, რომელიც ანგიოტენზინ I-ს გარდაქმნის ანგიოტენზინ II-ად და არღვევს ბრადიკინინს. აგფ-ზე ზეგავლენის არარსებობის გამო არ პოტენცირდება ბრადიკინინისა და P სუბსტანციის ეფექტები, ამიტომ არა-ს მიღებისას მშრალი ხველის განვითარება ნაკლებად მოსალოდნელია.
ვალსარტანი არ შედის ურთიერთქმედებაში და არ აბლოკირებს სხვა ჰორმონების რეცეპტორებს ან იონურ არხებს, რომლებიც მონაწილეობენ გულ-სისხლძარღვოვანი ფუნქციის რეგულაციაში.
არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობის დროს, ვალსარტანი აქვეითებს არტერიულ წნევას, და ზეგავლენას არ ახდენს გულის შეკუმშვათა სიხშირეზე.
პრეპარატის ერთჯერადი დოზის პერორალური მიღების შემდეგ, ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ვითარდება 2 საათის განმავლობაში, ხოლო არტერიული წნევის მაქსიმალური დაქვეითება მიიღწევა 4-6 საათის განმავლობაში. პრეპარატის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ნარჩუნდება მისი მიღებიდან 24 საათის განმავლობაში. ვალსარტანის განმეორებითი დანიშვნის დროს, არტერიული წნევის მაქსიმალური დაქვეითება, დოზის მიუხედავად, მიირწევა 2-4 კვირის შემდეგ და შენარჩუნდება მიღწეულ დონეზე ხანგრძლივი თერაპიის მსვლელობისას. კომბინაცია ჰიდროქლორთიაზიდთან არტერიული წნევის დამატებითი მნიშვნელოვანი დაქვეითების საშუალებას იძლევა. ვალსარტანის უეცარი შეწყვეტა არტერიული წნევის მკვეთრ მომატებას ან სხვა არასასურველ კლინიკურ შედეგებს არ იწვევს.
პაციენტებში II-IV ფუნქციური ჯგუფის (NYHA კლასიფიკაციით) გულის ქრონიკული უკმარისობით და მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციით მიოკარდიუმის ინფარქტის და მარცხენა პარკუჭის დისფუნქციის და/ან უკმარისობის ნიშნების მქონე პაციენტებში ჩატარებულმა მსხვილმა კვლევამ უჩვენა, რომ ვალსარტანი, კაპტოპრილისმსგავსად, ეფექტურად ამცირებს საერთო და გულ-სისხლძარღვოვან სიკვდილიანობას, ამცირებს ჰოსპიტალიზაციის საჭიროებს გულის უკმარისობის და განმეორებითი მიოკარდიუმის ინფარქტის გამო, ახანგრძლივებს დროს გულ-სისხლძარღვოვანი სიკვდილის დადგომამდე. ვალსარტანისა და კაპტოპრილის კომბინაციის, ასევე ვალსარტანით მონოთერაპიისა და კაპტოპრილის მონოთერაპიის ხელსაყრელი ეფექტი ვლინდებოდა პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად ღებულობდნენ ბეტა-ბლოკატორებს.
ფარმაკოკინეტიკა
ვალსარტანი სწრაფად შეიწოვება პერორალური მიღების შემდეგ, თუმცა აბსორბციის ხარისხი მერყეობს ფართო ფარგლებში. ვალსარტანის აბსოლუტური ბიოამთვისებლობის საშუალო სიდიდე შეადგენს 23%-ს. მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო – 2 საათი. რეგულარული მიღების შემდეგ არტერიული წნევის მაქსიმალური დაქვეითება აღინიშნება 4 კვირის შემდეგ. პრეპარატის მიღებისას დღეში ერთხელ მისი დაგროვება უმნიშვნელოა. ვალსარტანის პლაზმური კონცენტრაციები მსგავსია მამაკაცებსა და ქალებში. ვალსარტანი აქტიურად უკავშირდება შრატის ცილებს (94-97%), უპირატესად შრატის ალბუმინს. პრეპარატის განაწილების მოცულობა დიდი არ არის, დაახლოებით 17 ლიტრი. პლაზმური კლირენსი შედარებით დაბალია (დაახლოებით 2 ლ/სთ) ღვიძლში სისხლის ნაკადთან შედარებით (დაახლოებით 30 ლ/სთ). მეტაბოლიზდება ციტოქრომ CYP2C9 ფერმენტული სისტემით. ნახევრად დაშლის პერიოდი შეადგენს 9 საათს. ნაწლევებით გამოყოფილი ვარლსარტანის რაოდენობა შეადგენს პერორალური მიღების შემდეგ შეწოვილის დოზის 70%-ს. შარდთან ერთად გამოიყოფა მიღებული დოზის 30%, უპირატესად შეუცვლელი სახით.
საკვებთან ერთად ვალსარტანის მიღებისას ”კონცენტრაცია-დროის” მრუდის ქვეშ (AUC) ფართობი მცირდება 48%. მიუხედავად ამისა, პრეპარატის მიღებიდან 8 საათის შემდეგ ვალსარტანის პლაზმური კონცენტრაციები, უზმოზე და საკვებთან ერთად მიღებისას მსგავსია. AUC-ის შემცირებას თან არ ახლავს ვალსარტანის თერაპიული ეფექტის კლინიკურად მნიშვნელოვანი შემცირება, ამიტომ პრეპარატის მიღება შეიძლება როგორც ჭამის წინ, ასევე ჭამის შემდეგ.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები
პაციენტები თირკმლის დარღვეული ფუნქციით
იმის გათვალისწინებით, რომ თირკმლის კლირენსი შეადგენს საერთო კლირენსის მხოლოდ 30%-ს, პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევებით, პრეპარატის დოზის კორექცია საჭირო არ არის. ვინაიდან ვალსარტანის შეკავშირება პლაზმის ცილებთან მაღალი, მისი გამოყოფა ჰემოდიალიზით ნაკლებად მოსალოდნელია.
პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით:
ვალსარტანის შეწოვილი დოზის დააცლოებით 70% გამოიყოფა ნაღველთან ერთად, უმთავრესად შეუცვლელი სახით. ვალსარტანი არ განიცდის მნიშვნელოვან ბიოტრანსფორმაციას, ამიტომ მისი სისტემური მოქმედება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ხარისხთან არ კორელირებს.
პაციენტებში არაბილიარული წარმოშობის ღვიძლის უკმარისობით და ქოლესტაზის არ არსებობისას ვალსარტანის დოზის ცვლილება საჭირო არ არის. პაციენტებში ღვიძლის ბილიარული ციროზით ან ნაღვლგამომყოფი გზების ობსტრუქციით, ვალსარტანის AUC იზრდება დაახლოებით 2-ჯერ.
ჩვენებები
- არტერიული ჰიპერტენზია.
- გულის ქრონიკული უკმარისობა (II-IV ფუნქციური ჯგუფი NYHA კლასიფიკაციით) კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში (სტანდარტული თერაპიის ფონზე) და პაციენტებში, რომლებიც არ ღებულობენ აგფ ინჰიბიტორებს.
- სიცოცხლისუნარიანობის გაუმჯობესება პაციენტებში მიკარდიუმის ინფარქტით, გართულებული მარცხენა პარკუჭის უკმარისობით და/ან მარცხენა პარკუჭის სისტოლური დისფუნქციით, ჰემოდინამიკის სტაბილური მაჩვენებლების არსებობისას.
გამოყენების წესები და დოზები
პრეპარატი მიიღება პერორალურად, დამოუკიდებლად საკვების მიღებისა. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ტაბლეტის შუაზე გაყოფა.
არტერიული ჰიპერტენზია
რეკომენდებული დოზა შეადგენს 80 მგ-ს დღეში ერთხელ, დამოუკიდებლად პაციენტის ასაკზე, სქესსა თუ რასაზე. ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ვითარდება 2 კვირის განმავლობაში და თავის მაქსიმუმს აღწევს 4 კვირის შემდეგ. საჭიროების შემთხვევაში დოზა იზრდება 160 მგ-მდე ან უმატებენ შარდმდენს. მაქსიმალური დღიური დოზა – 320 მგ. პაციენტებში თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის (არაბილიარუილი წარმოშობის და ქოლესტაზის გარეშე) პრეპარატის დოზის კორექცია საჭირო არ არის.
შესაძელებელია კომბინირება სხვა ჰიპოტენზიურ პრეპარატებთან.
გულის ქრონიკული უკმარისობა
რეკომენდებულია საწყისი დოზა შეადგენს 40 მგ-ს დღეში ორჯერ. შესაძლებელია თანდათანობითი მომატება 80 მგ-მდე, კარგი ამტანობის შემთხვევაში – 160 მგ-მდე დღეში ორჯერ, ანუ პაციენტისათვის მაქსიმალურ ტოლერანტულ დოზამდე. მაქსიმალური დღიური დოზა – 320 მგ დღეში ორჯერ. პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად ღებულობენ შარდმდენებს, ასევე პაციენტებში გულის უკმარისობით აუცილებელია თირკმლის ფუნქციის, არტერიული წნევის მუდმივი კონტროლი. არტერიული ჰიპოტენზიის კლინიკური ნიშნების გამოვლენისთანავე აუცილებელია დოზის შემცირება.
მიოკარდიუმი ინფარქტი
მკურნალობა იწყება მიოკარდიუმის ინფარქტის გადატანიდან 12 საათის შემდეგ. საწყისი დოზა შეადგენს 20 მგ-ს დღეში ორჯერ, რამდენიმე კვირის განმავლობაში პაციენტის ამტანობის გათვალისწინებით სამიზნე დოზამდე 160 მგ დღეში ორჯერ, მაქსიმალური დღიური დოზა – 320 მგ დღეში ორჯერ, სიმპტომატური ჰიპოტენზიის განვითარებისას ან თირკმლის უკმარისობის დროს შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება. ვალსარტანი გამოიყენება პაციენტებში მიოკარდიუსმი ინფარქტის შემდეგ სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში, მაგალითად თრომბოლიზურ საშუალებებთან, აცეტილსალიცილის მჟავასთან, ბეტა-ბლოკატორებთან და სტატინებთან.
გვერდითი მოვლენები
სიხშირის მიხედვით გვერდითი მოვლენები იყოფა შემდეგნაირად
(1/100-დან 1/10-მდე), არახშირი (1/1000-დან 1/100-მდე), იშვიათი (1/10000-დან 1/1000-მდე) და ძალიან იშვიათი (<1/1000) ან არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა ვერ ხერხდება. ვალსარტანის გამოყენების დროს შესაძლებელია შემდეგი გვერდითი მოვლენები:
ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ:
ხშირი – თავის ტკივილი, თავბრუ, მათ შორის პოსტურალური;
არახშირი – Uუძილობა, ვერტიგო;
ზოგჯერ – გონების დაკარგვა (გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის გამოყენების შემდეგ).
სასუნთქი სისტემის, გულმკერდისა და შუასაყრის ორგანოების მხრივ:
ხშირი – ხველა, ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, ფარინგიტი, რინიტი, სინუსიტის.
გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის მხრივ:
ხშირი – არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითება და ორთოსტატიული ჰიპოტენზია;
ზოგჯერ (გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის სემდეგ) – გულის უკმარისობა.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირი- გულისრევა, ფაღარათი, ტკივილი მუცელში.
კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: იშვიათად – კანზე გამონაყარი.
კუნთების, ჩონჩხისა და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: ხშირი – ტკივილი წელში, მიალგია, ართრალგია.
შარდსასქესო სისტემის მხრივ: არახშირი – ლიბიდოს დაქვეიტება; ზალიან იშვიათი – თირკმლის ფუნქციის დარღვევა.
ალერგიული რეაქციები: ძალიან იშვიათი – ანგიონევროზული შეშუპება, კანზე გამონაყარი, კანის ქავილი, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, შრატისმიერი დაავადების და ვასკულიტის ჩათვლით.
ლაბოარტორიული პარამეტრების მხრივ: იშვიათი – ჰემოგლობინის კონცენტრაციისა და ჰემატოკრიტის შემცირება, მეიტროპენია, ტრომბოციტოპენია, ჰიპერკრეატინინემია, ჰიპერბილირუბინემია, “ღვიძლის” ტრანსამინაზების აქტივობის მომატება, შრატის აზოტის შარდოვანას მომატება; ხშირი – ჰიპერკალიემია.
სხვა: ხშირი – საერთო სისუსტე; არახშირი – შეშუპება, ასთენია, ადვილად დაღლილობა.
უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა ვალსარტანის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ
- ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში;
- ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები, ციოზი, ბილიარული ობსტრუქცია.
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
პრეპარატი არ გამოიყენება ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში, ვინაიდან აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში პრეპარატის გამოყენების გამოცდილებ არ არის.
გულის უკმარისობა
გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში გამოყენებას თან ახლავს არტერიული წნევის დაქვეითება, თუმცა დოზის შერცევის რეკომენდაციების გათვალისწინებისას მკურნალობა იშვიათად საჭიროებს პრეპარატის მოხსნას არტერიული ჰიპოტენზიის გამო. პაციენტებში გულის უკმარისობით ვალსაკორომით თერაპია იწყება. რენნინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის აქტივობის დათრგუნვის გამო შესაძლებელია თირკმლის ფუნქციის შეცვლა. გულის მძიმე უკმარისობის დროს შესაძლებელია ოლიგურიის და/ან პროგრესირებადი აზოტემიის განვითარება თირკმლის მწვავე უკმარისობამდე და/ან სიკვდილამდე. პაციენტებში გულის უკმარისობით აუცილებელია თირკმლის ფუნქციის მუდმივი კონტროლი სამი ჯგუფის პრეპარატების – აგფ ინჰიბიტორების, ბეტა-ადრენობლოკატორებისა და არა-ს კომბინაციის ერთდროული დანიშვნისას.
პაციენტების ნატრიუმის და/ან სითხის დეფიციტით
პაციენტებში ორგანიზმში ნატრიუმის გამოხატული დეფიციტით და/ან მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირებით, მაგალითად, შარდმდენების მაღალი დოზების მიღების შემდეგ, იშვიათ შემთხვევებში ვალსარტანით თერაპიის დასაწყიში შეიძლება განვითარდეს გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია. ვალსაკორომით მკურნალობის დასაწყიში რეკომენდებულია ორგანიზმში ელექტროლიტებისა და სითხის შემცველობის აღდგენა, კერძოდ კ შარდმდენების დოზის შემცირების გზით. არტერიული ჰიპოტენზიი განვითარების შემთხვევაში კლინიკური გამოვლინებებით: პაციენტი უნდა მოთავსდეს ზურგზე და საჭიროების შემთხვევაში ვენაში შეყვანილ უნდა იქნეს ნატრიუმის ქლორიდის 0.9%-იანი ხსნარი. ვალსაკორომით თერაპია შეიძლება გაგრძელდეს არტერიული წნევის მაჩვენებლების სტაბილიზაციის შემდეგ.
თირკმლის არტერიის სტენოზი
პაციენტებში თირკმლის არტერიის ორმხრივი ან ცალმხრივი სტენოზით აუცილებელია შრატში კრეატინინისა და აზოტის შარდოვანას შემცველობის მუდმივი კონტროლი.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევებით არ არის საჭირო პრეპარატის დოზის კორექცია. პრეპარატის გამოყენების შესახებ მონაცემების არარსებობისას თირკმლის მძიმე უკმარისობის დროს (კრეატინინის კლირენსი ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის უმნიშვნელო ან ზომიერი დარღვევებით პრეპარატის დოზის კორექცია საჭირო არ არის. პაციენტებისათვის ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევებით, ციროზით ან ბილიარული ობსტრუქციით პრეპარატი უკუნაჩვენებია.
სპეციალური ინფორმაცია დამხმარე ნივთიერებების შესახებ
ვალსაკორი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ პრეპარატი არ არის რეკომენდებული პაციენტებში ლაქტაზას დეფიციტით, გალაქტოზემიით ან გლუკოზა-გალაქტოზას დარღვეული შეწოვის სინდრომით.
ორსულობა და ძუძუთი კვება
არა-ს გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის პირველ ტრიმესტრში. არა-ს გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრებში.
არა-ს თერაპიის დაწყება არ შეიძლება ორსულობის დროს. გარდა შემთხვევებისა, როდესაც შეუძლებელია არას ჩანაცვლება სხვა ალტერნატიული თერაპიით, პაციენტები, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, უნდა გადავიდნენ ანტიჰიპერტენზიულ თერაპიაზე სამკურნალო საშუალებებით, ვისაც კარგად შესწავლილი აქვთ უსაფრთხოების პროფილი. ორსულობის დადგომისას არა-ს გამოყენება სასწრაფოდ უნდა შეწყდეს და საჭიროების შემთხვევაში დაინიშნოს სხვა ანტიჰიპერტენზიული თერაპია. ორსულობის პირველ ტრიმესტრში აგფ ინჰიბიტორების მიღებისას ტერატოგენობის რისკის გამოვლენის შესახებ ეპიდემიოლოგიური მონაცემები საშუალებას არ იძლევიან გაკეთდეს საბოლოო დასკვნები, თუმცა, რისკის გარკვეული მომატება გამორიცხული არ არის. მიუხედავად იმისა, რომ არა-სთვის არ არსებობს რისკის კონტროლირებადი ეპიდემიოლოგიური მონაცემები, ამ ჯგუფის პრეპარატებისათვის ანალოგიური რისკის გამორიცხვა შეუძლებელია.
არა-ს გამოყენებისას ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრებში დადგენილია ფეტოტოქსიური მოქმედების (თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ოლიგოჰიდრამნიოზი, თავის ქალას გაძვლოვანების შენელეა) და ნეონატალური ტოქსიურობის (თირკმლის უკმარისობა, ჰიპოტენზია, ჰიპერკალიემია) გამოვლენა. იმ შემთხვევაში, თუ არა-ს მიღება ხორციელდებოდა ორსულობის მეორე ტრიმესტრიდან, რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციის და თავის ქალას ძვლების ულტრაბგერითი გამოკვლევა. ახალშობილებში, რომელთა დედები ღებულობდნენ არა-ს, აუცილებელია არტერიული წნევის სათანადო კონტროლი ჰიპოტენზიის შესაძლო განვითარების პრევენციისათვის.
დედის რძეში ვალსარტანის გამოყოფის შესახებ მონაცემები არ არსებობს. ვალსარტანი გამოიყენოფა რძეში ვირთხებში. ამიტომ ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს ან მოიხსნას ვალსაკორომით თერაპია დედისათვის მისი აუცილებლობის გათვალისწინებით.
ავტომობილის მართვისა და პოტენციურად საშიშ მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენა
სხვა ანტიჰიპერტენზიული პრეპარატის მიღების მსგავსად, ვალსარტანით მკურნალობის დროს პაცოენტებმა ავტომობილის მართვისა და სხვა მექანიზმებთან მუშაობისას უნდა დაიცვან სიფრთხილე.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
სხვა სამკურნალო საშუალებებთან კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედებები გამოვლენილი არ არის. კლინიკურ კვლევებში გამოცდილი პრეპარატები იყო ციმეტიდინი, ვარფარინი, დიგოქსინი, ათენოლოლი, ინდომეტაცინი, ჰიდროქლორთიაზიდი, ამლოდიპინი და გლიბენკლამიდი.
ვინაიდან ვალსარტანი არ განიცდის მნიშვნელოვან მეტაბოლიზმს, არც არის მოსალოდნელი მნიშვნელოვანი სამკურნალო ურთიერთქმედებები, დაკავშირებულია ინდუქციასთან ან ციტოქრომ P450-ს სისტემის ინჰიბირებასთან. კალიშემნახველი შარდმდენების (სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი, ამილორიდი), კალიუმის შემცველი კვებითი დანამატების ერთობლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალიემია, და ამის გამო სიფრთხილეა საწირო.
შარდმდენებთან ერთობლივი გამოყენებისას შესაძლებელია ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერება.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: ვალსარტანის ჭარბი დოზირების შედეგების შესახებ მონაცემები არ არსებობს. საკმარისი რაოდენობის მონაცემების არარსებობის მიუხედავად, პრეპარატის ჭარბი დოზირების მოსალოდნელი გამოვლინება არის არტერიული წნევის გამოხატული შემცირება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კოლაფსი და/ან შოკი.
მკურნალობა: სიმპტომატური, რეკომენდებულია ღებინების გამოწვევა და კუჭის გამორეცხვა. არტერიული ჰიპოტენზიის განვითარებისას ვენაში შეყავთ მარილიანი ხსნარები. ჰემოდიალიზი არაეფექტურია.
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 300c ტემპერატურის პირობებში, მშრალ ადგილას.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობა
არ გამოიყენება შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ექიმის რეცეპტით.
შეფუთვა
აპკოვანი გარსით შემოგარსული 7 ტაბლეტი ბლისტერში, 2 ან 4 ბლისტერი მუყაოს კოლოფში, აპკოვანი გარსით შემოგარსული 14 ტაბლეტი ბლისტერში 1 ან 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
რაოდენობა | 28 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account