Diovan - დიოვანი 160მგ 28 ტაბლეტი

8,40 GEL
მარაგშია
SKU
77834_253

ჩვენება: არტერიული ჰიპერტენზია გულის უკმარისობა, პოსტინფარქტული მდგომარეობა .

შემადგენლობა

1 ტაბლეტი შეიცავს 160 მგ ვალსარტანს;
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, კროსპოვიდონი, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი 8000, რკინის ოქსიდი წითელი (E172), რკინის ოქსიდი ყვითელი (E172), რკინის ოქსიდი შავი (E172; მხოლოდ 40 მგ და 160 მგ ტაბლეტებისათვის).
ქიმიური სახელწოდება: (S)-N-ვალერილ-N-{[2’-(1H-ტეტრაზოლ-5-ილ) ბიფენილ-4-ილ]მეთილ}-ვალინი;

ფარმაკოლოგიური თვისებები
ვალსარტანი წარმოადგენს შიგნით მისაღებ, ანგიოტენზინ II რეცეპტორების აქტიურ სპეციფიურ ანტაგონისტს. იგი შერჩევით მოქმედებს AT1 ქვეტიპის რეცეპტორებზე, რომლებიც უზრუნველყოფს ანგიოტენზინ II-ის ცნობილ ეფექტებს. ვალსარტანით AT1 რეცეპტორების ბლოკადის შემდეგ პლაზმაში ანგიოტენზინ II მომატებულმა დონემ შეიძლება მოახდინოს არაბლოკირებული AT2 რეცეპტორების სტიმულაცია, რომლებიც აწონასწორებს AT1 რეცეპტორების ეფექტს. ვალსარტანი არ ავლენს რაიმე გამოხატულ აგონისტურ აქტივობას AT1 ქვეტიპის რეცეპტორებზე. AT2 ქვეტიპის რეცეპტორებთან შედარებით, AT1 ქვეტიპის რეცეპტორების მიმართ ვალსარტანის მსგავსება არის დაახლოებით 20000-ჯერ მეტი.
ვალსარტანი არ აინჰიბირებს აგფ (ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტი), რომელიც ასევე ცნობილია კინინაზა II-ის სახელით; იგი გარდაქმნის ანგიოტენზინ I-ს ანგიოტენზინ II-ში და შლის ბრადიკინინს. ამის შედეგად, ჰიპერტენზიის მქონე პირებში პრეპარატის გამოყენებისას არტერიული წნევის დაწევა ხდება პულსის სიხშირეზე ზემოქმედების გარეშე.
ჰიპოტენზიული მოქმედება ვლინდება მისი შიგნით მიღებიდან 2 საათის ფარგლებში, მაქსიმუმ – 4-6 საათის შემდეგ. პრეპარატის შიგნით მიღების შემდეგ ანტიჰიპერტენზიული მოქმედება ნარჩუნდება 24 საათზე მეტი ხნის განმავლობაში. მაქსიმალური თერაპიული ეფექტი ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან 2-4 კვირის შემდეგ და ნარჩუნდება ხანგრძლივი თერაპიისას. ჰიდროქლოროთიაზიდთან პრეპარატის კომბინაციისას მიიღწევა არტერიული წნევის დამატებითი დაქვეითება.
პრეპარატის გამოყენების შეწყვეტას თან არ ახლავს მოხსნის სინდრომის განვითარება. არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პირებში პრეპარატის კურსის გამოყენებისას დადგინდა, რომ პრეპარატი არ ავლენდა მნიშვნელოვან ზემოქმედებას საერთო ქოლესტერინისა და შარდმჟავას დონეზე, უზმოზე კვლევისას კი – გლუკოზისა და ტრიგლიცერიდების კონცენტრაციაზე სისხლის შრატში.
პრეპარატის გამოყენება იწვევს გულის უკმარისობის მიზეზით ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების შემცირებას, გულის უკმარისობის პროგრესირების შენელებას, NYHA კლასიფიკაციით ფუნქციური ჯგუფის გაუმჯობესებას, განდევნის ფრაქციის ზრდას, ასევე გულის უკმარისობის ნიშნებისა და სიმპტომების შემცირებას და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას პლაცებოსთან შედარებით.
VALIANT – კვლევებმა აჩვენა, რომ, კაპტოპრილის მსგავსად, ვალსარტანის გამოყენებისას მცირდება მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ საერთო სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ვალსარტანი, ასევე ეფექტური იყო გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიის შედეგად სიკვდილიანობის შემთხვევების შემცირებაში; ის დადებითად მოქმედებდა ისეთ მაჩვენებელზე, როგორიც არის გულის უკმარისობის შედეგად ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებისა და მიოკარდიუმის რეციდიული ინფარქტის შემთხვევების შემცირება.

ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატის შიგნით მიღებისას ვალსარტანი სწრაფად შეიწოვება, თუმცა შეწოვის ხარისხი ვარირებს ფართო საზღვრებში. პრეპარატის აბსოლუტური ბიოშეღწევადობის საშუალო მაჩვენებელი შეადგენს 23%. ვალსარტანის ფარმაკოკინეტიკურ მრუდს აქვს დაღმავალი მულტიექსპონენციური ხასიათი (t½ɑ < 1 სთ და t½β დაახლოებით 9 სთ).
შესწავლილი დოზების დიაპაზონში ვალსარტანის კინეტიკა ავლენს ხაზოვან ხასიათს. პრეპარატის განმეორებითი მიღებისას კინეტიკური მაჩვენებლების ცვლილება არ გამოვლენილა. პრეპარატის დღეში ერთხელ გამოყენებისას კუმულაცია არის უმნიშვნელო. პრეპარატის კონცენტრაცია სისხლის შრატში ქალებსა და მამაკაცებში იყო ერთნაირი.
ვალსარტანი მნიშვნელოვანი ხარისხით (94-97%) უკავშირდება სისხლის შრატის ცილებს, ძირითადად, ალბუმინს. წონასწორობის მდგომარეობის პერიოდში განაწილების მოცულობა არის დაბალი (დაახლოებით 17 ლ). ღვიძლის სისხლის მიმოქცევასთან შედარებით (დაახლოებით 30 ლ/სთ), ვალსარტანის შრატისმიერი კლირენსი მიმდინარეობს შედარებით ნელა (დაახლოებით 2 ლ/სთ). განავლით გამოიყოფა ვალსარტანის 70% (შიგნით მიღებული დოზის რაოდენობიდან). შარდით გამოიყოფა დაახლოებით 30%, ძირითადად შეუცვლელი სახით.
საკვებთან ერთად ვალსარტანის დანიშვნისას, ფართი მრუდის ქვეშ „კონცენტრაცია-დრო“ (AUC) მაჩვენებელი მცირდება 48%-ით, თუმცა, პრეპარატის მიღებიდან დაახლოებით 8 საათის შემდეგ შრატში ვალსარტანის კონცენტრაცია ერთნაირია, როგორც უზმოზე, ასევე საკვებთან ერთად მისი მიღებისას. მიუხედავად ამისა, ფართის ქვეშ მრუდი „კონცენტრაცია-დრო“ მაჩვენებლის შემცირებას არ ახლავს თერაპიული ეფექტის კლინიკურად მნიშვნელოვანი შემცირება, შესაბამისად, პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია როგორც უზმოზე, ასევე კვების დროს.
გულის უკმარისობიან და ჯანმრთელ მოხალისეებში ვალსარტანის ყველაზე მაღალი კონცენტრაციისას ნაწილობრივად გამოყოფის პერიოდის საშუალო დრო ერთნაირია. მრუდის ქვეშ ფართი “კონცენტრაცია-დრო“ (AUC) მაჩვენებელი და ვალსარტანის მაქსიმალური კონცენტრაცია იზრდება ხაზოვნად და კლინიკურ დიაპაზონზე მაღლა დოზის გაზრდის პროპორციულია (40-160 მგ დღეში ორჯერ). კუმულაციის კოეფიციენტი საშუალოდ შეადგენს 1,7. შიგნით გამოყენების შემდეგ ვალსარტანის კლირენსი შეადგენს დაახლოებით 4,5 ლ/სთ. გულის უკმარისობის მქონე პირებში ასაკი არ მოქმედებს პრეპარატის კლირენსზე.
ფარმაკოკინეტიკა პაციენტთა ცალკეულ ჯგუფებში.
ასაკოვანი პაციენტები ახალგაზრდა პირებთან შედარებით, ზოგიერთ ასაკოვან პაციენტში ვალსარტანის სისტემური ზემოქმედება იყო უფრო გამოხატული, თუმცა, რაიმე კლინიკური მნიშვნელობა ამას არ ჰქონია.
თირკმლების ფუნქციის დარღვევების მქონე პირები თირკმლების ფუნქციასა და ვალსარტანის სისტემურ ზემოქმედებებს შორის რაიმე კორელაცია არ გამოვლენილა. შესაბამისად, თირკმლების ფუნქციის დარღვევების მქონე პირებში პრეპარატის გამოყენებისას დოზა კორექციას არ საჭიროებს. აქამდე, ჰემოდიალიზზე მყოფ პირებში პრეპარატის ფარმაკოკინეტიკის კვლევები არ ჩატარებულა. თუმცა, ვალსარტანს აქვს შრატის ცილებთან მაღალი შეკავშირების ხარისხი, შესაბამისად, მისი გამოყოფა ჰემოდიალიზით ნაკლებად შესაძლებელია.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პირები. პრეპარატის შეწოვილი დოზის დაახლოებით 70% გამოიყოფა ნაღველით, უპირატესად შეუცვლელი სახით. ვალსარტანი არ განიცდის მნიშვნელოვან ბიოტრანსფორმაციას; მოსალოდნელია, რომ ვალსარტანის სისტემური ზემოქმედება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ხარისხთან არ კორელირებს. შესაბამისად, ვალსარტანის დოზის კორექცია არ არის საჭირო არაბილიარული წარმოშობის ღვიძლის უკმარისობის მქონე პირებში და ქოლესტაზის არარსებობისას. დამტკიცებულია, რომ ღვიძლის ბილიარული ციროზისა და სანაღვლე გზების ობსტრუქციის მქონე პირებში ვალსარტანის AUC იზრდება დაახლოებით ორჯერ.

ჩვენებები
არტერიული ჰიპერტენზია
გულის უკმარისობა (ნიუ-იორკის კარდიოლოგთა ასოციაციით (NYHA) II-IV კლასი).
პოსტინფარქტული მდგომარეობა (მარცხენა პარკუჭის უკმარისობის და/ან მარცხენა პარკუჭის სისტოლური დისფუნქციის რენტგენოლოგიური მონაცემების, სიმპტომებისა და ნიშნების მქონე კლინიკურად სტაბილურ პირებში)

მიღების წესები და დოზები
არტერიული ჰიპერტენზია
დიოვანის რეკომენდებული დოზა შეადგენს 80მგ ან 160მგ დღეში ერთხელ, პაციენტის ასაკის, სქესისა და რასის მიუხედავად. ანტიჰიპერტენზიული ეფექტი მიიღწევა მკურნალობის პირველ 2 კვირაში; მაქსიმალური ეფექტი ვლინდება 4 კვირის შემდეგ. იმ პირებში, რომლებშიც ვერ ხერხდება არტერიული წნევის ადექვატური შემცირება, დიოვანის სადღეღამისო დოზა შეიძლება გაიზარდოს 320 მგ-მდე ან დამატებით დაინიშნოს დიურეტიკები. დიოვანის ერთდროული დანიშვნა ასევე შესაძლებელია სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან ერთად.
გულის უკმარისობა
დიოვანის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 40 მგ დღეში ორჯერ ყოველდღიურად. დიოვანის დოზის ზრდა საჭიროა „ტიტრირების“ მეთოდის მიხედვით 80 მგ-მდე ან 160 მგ-მდე დღეში 2-ჯერ, ანუ მაქსიმალურ კარგად ასატან დოზამდე. კლინიკურ კვლევებში დიოვანის სადღეღამისო დოზამ შეადგინა 320 მგ, განაწილებული რამდენიმე მიღებად. გულის უკმარისობის მქონე პირების მდგომარეობის შეფასება ყოველთვის უნდა მოიცავდეს თირკმლების ფუნქციის შეფასებას.
პოსტინფარქტული მდგომარეობა
მკურნალობა შეიძლება დაიწყოს მიოკარდიუმის ინფარქტიდან 12 საათის შემდეგ. საწყისი დოზის შემდეგ – 20 მგ დღეში 2-ჯერ, ვალსარტანის დოზა უნდა გაიზარდოს მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში – 40 მგ, 80 მგ ან 160 მგ-მდე დღეში ორჯერ. საწყისი დოზის მისაღებად 40 მგ ტაბლეტი იყოფა ორად.
გეგმური მაქსიმალური დოზა – 160 მგ დღეში ორჯერ. ზოგადად რეკომენდებულია, რომ ვალსარტანის ამტანობიდან გამომდინარე, პაციენტის მიერ დოზის ტიტრირების პერიოდში, დღეში ორჯერ 80 მგ დოზის დონე მიღწეულ იქნას მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირის განმავლობაში, გეგმური მაქსიმალური დოზა კი სამი თვის განმავლობაში. თუ ვლინდება სიმპტომატური ჰიპოტენზია ან თირკმლების დისფუნქცია, საჭიროა დოზის შემცირების საკითხის განხილვა.
ვალსარტანის გამოყენება შესაძლებელია პირებში, რომლებიც მკურნალობდნენ ისეთი პრეპარატებით, რომლებიც გამოიყენება მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ, მაგალითად, თრომბოლიზური პრეპარატები, აცეტილსალიცილის მჟავა, ბეტა-ბლოკატორები და სტატინები. მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ პაციენტის მდგომარეობის შეფასებისას ყოველთვის უნდა იქნას გათვალისწინებული თირკმლების ფუნქციის შეფასება.
შენიშვნა ყველა მაჩვენებელთან დაკავშირებით
თირკმლების ფუნქციის დარღვევის ან არანაღვლოვანი და ქოლესტაზის გარეშე მიმდინარე ღვიძლის უკმარისობის მქონე პირებში პრეპარატის დოზის კორექცია საჭირო არ არის.

გვერდითი მოვლენები
გვერდითი რეაქციების გამოვლენის სიხშირე ფასდება შემდეგი წესით: „ძალიან ხშირი“ – ≥1/10, «ხშირი» – ≥1/100-დან, < 1/10, «ზოგჯერ» – ≥1/1000-დან, < 1/100, «იშვიათად» – ≥1/10000-დან, < 1/1000, «ძალიან იშვიათად» – < 1/100000.
ინფექციები და ინვაზიები ხშირი – ვირუსული ინფექციები; იშვიათად – ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, ფარინგიტი, სინუსიტი; ძალიან იშვიათად – რინიტი.
სისხლის მიმოქცევისა და ლიმფის მიმოქცევის სისტემის მხრივ ხშირი – ნეიტროპენია, ძალიან იშვიათად – თრომბოციტოპენია.
იმუნური სისტემის მხრივ ძალიან იშვითად – ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის შრატისმიერი დაავადება.
ნივთიერებათა ცვლის მხრივ ზოგჯერ – ჰიპერკალიემია*#.
ფსიქიკის დარღვევები ზოგჯერ – უძილობა, ლიბიდოს შემცირება.
ნერვული სისტემის მხრივ ხშირი – პოსტურალური თავბრუსხვევა#; ზოგჯერ – თავბრუსხვევა*, იშვიათად – ვერტიგო; ძალიან იშვიათად – თავის ტკივილი ##.
დარღვევები მხედველობის და ლაბირინთის მხრივ ზოგჯერ – ვერტიგო.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან ხშირად – ორთოსტატული ჰიპოტენზია; ზოგჯერ – გულის უკმარისობა*, ჰიპოტენზია*##; ძალიან იშვიათად – ვასკულიტი.
სუნთქვის სისტემის მხრიდან ზოგჯერ – ხველა.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ ზოგჯერ – დიარეა, მუცლის ტკივილი; ძალიან იშვიათად – გულისრევა##.
კანისა და კანქვეშა დარღვევები ძალიან იშვიათად – ანგიონევროზული შეშუპება##, გამონაყარი, ქავილი.
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრივ ზოგჯერ – ზურგის ტკივილი; ძალიან იშვიათად – ართრალგია, მიალგია.
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ ძალიან იშვიათად – თირკმლების ფუნქციის დარღვევა**##, თირკმლების მწვავე უკმარისობა**, თირკმლების უკმარისობა**.
საერთო დარღვევები ზოგჯერ – სისუსტე, ასთენია, შეშუპება.
შენიშვნა:
*მოწოდებულია ცნობები პოსტინფარქტული მდგომარეობის შემთხვევების შესახებ; #გულის უკმარისობის სიმპტომების შესახებ; **პოსტინფარქტული მდგომარეობის შესახებ, როგორც იშვიათად გამოვლენილი გვერდითი მოვლენა; ##გულის უკმარისობის უფრო ხშირი შემთხვევების შესახებ (ხშირი: თავბრუსხვევა; თირკმლების ფუნქციის დარღვევა; ჰიპოტენზია; ზოგჯერ: თავის ტკივილი, გულისრევა).
გულის უკმარისობის მქონე პირებში ვალსარტანის ხანგრძლივი გამოყენებისას დამატებითი გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა.
გვერდითი ეფექტების განვითარების მიზეზით მკურნალობა შეწყდა ვალსარტანის გამოყენებისას პაციენტთა 5,8%-ში, კაპტოპრილის გამოყენებისას კი 7,7%-ში.
ლაბორატორიული კვლევების შედეგები
იშვიათ შემთხვევაში, ვალსარტანის გამოყენებას შეიძლება თან ახლდეს ჰემოგლობინისა და ჰემატოკრიტის დონის შემცირება. კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში, დიოვანის გამოყენებისას, პაციენტთა 0,8% და 0,4%-ში აღინიშნებოდა (>20%) ჰემატოკრიტისა და ჰემოგლობინის მნიშვნელოვანი შემცირება, შესაბამისად. შედარებისათვის – პლაცებოს გამოყენებისას, პაციენტებში, როგორც ჰემატოკრიტის, ასევე ჰემოგლობინის შემცირება აღინიშნებოდა 0,1% შემთხვევაში.
ვალსარტანის გამოყენებისას ნეიტროპენია გამოვლინდა პაციენტთა 1,9%-ში, აგფ ინჰიბიტორების გამოყენებისას პაციენტთა 1,6%-ში.
არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პირებში აღინიშნებოდა კრეატინინის, კალიუმისა და საერთო ბილირუბინის დონის მნიშვნელოვანი მატება სისხლის შრატში. ვალსარტანით მკურნალობისას აღწერილია ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლის მატების ცალკეული შემთხვევები. ვალსარტანის გამოყენებისას ესენციური ჰიპერტენზიის მქონე პირები ლაბორატორიული პარამეტრების სპეციალურ მონიტორინგს არ საჭიროებენ.
დიოვანის გამოყებისას, გულის უკმარისობის მქონე პაციენტთა 3,9%-ში კრეატინინის დონე სისხლის შრატში იზრდებოდა 50%-ზე მეტით. ასეთი პირების 10%-ში, დიოვანის გამოყენებისას სისხლის შრატში კალიუმის დონის მატება აღინიშნებოდა 20%-ზე მეტით.
პოსტინფარქტულ პერიოდში, ვალსარტანის გამოყენებისას პაციენტთა 4,2%-ში, ვალსარტანისა და კაპტოპრილის კომბინაციის გამოყენებისას პაციენტთა 4,8%-ში, და კაპტოპრილის გამოყენებისას პაციენტთა 3,4%-ში, აღინიშნებოდა შრატში კრეატინინის დონის მატება 2-ჯერ.
გულის უკმარისობის მქონე პირების 16,6%-ში აღინიშნებოდა აზოტ-შარდოვანას დონის მატება სისხლში.

უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა ვალსარტანისა და პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.  ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი.ბავშვთა ასაკი.

ორსულობა და ლაქტაცია

ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტების მოქმედების მექანიზმიდან გამომდინარე ნაყოფისათვის საშიშროება გამორიცხული არ არის. ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების მიერ საშვილოსნოზე მოქმედებას თან ახლავს განვითარებადი ნაყოფის დაზიანება და სიკვდილი. ორსულების მიერ ვალსარტანის შემთხვევით გამოყენებისას ცნობილია თვითნებური აბორტის, წყალნაკლებობისა და ახალშობილებში თირკმლების ფუნქციის დარღვევის შემთხვევები. სხვა პრეპარატების მსგავსად, დიოვანი მოქმედებს რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერულ სისტემაზე; მისი გამოიყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის პერიოდში. თუ ორსულობა გამოვლინდა დიოვანით მკურნალობის პერიოდში, საჭიროა პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა.
არ არის ცნობილი, აღწევს თუ არა ვალსარტანი დედის რძეში. შესაბამისად, ლაქტაციის პერიოდში დიოვანის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
ზემოქმედება ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებების გამოყენების მსგავსად, დიოვანის დანიშვნისას საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობისას.

განსაკუთრებული მითითებები
ორგანიზმში ნატრიუმის და/ან ცირკულირებადი სისხლის მოცულობის დეფიციტის მქონე პირები. იშვიათ შემთხვევაში, დიურეტიკების მაღალი დოზის გამოყენებისას, ორგანიზმში ნატრიუმის და/ან ცირკულირებადი სისხლის მოცულობის დეფიციტის მქონე პირებში, დიოვანით მკურნალობის დაწყებისას შეიძლება განვითარდეს სიმპტომატური ჰიპოტენზია. დიოვანით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ორგანიზმში ნატრიუმის შემადგენლობისა და/ან ცირკულირებადი სისხლის მოცულობის კორექცია, მაგალითად, დიურეტიკების დოზის შემცირების გზით.
ჰიპოტენზიის განვითარების შემთხვევაში საჭიროა პაციენტის დაწვენა, და, საჭიროებისას, ვენაში ფიზიოლოგიური ხსნარის ინფუზია. დიოვანით მკურნალობის გაგრძელება შესაძლებელია არტერიული წნევის სტაბილიზაციის შემდეგ.
თირკმლის არტერიის სტენოზი. თირკმლის არტერიის ცალმხრივი სტენოზის შედეგად მეორადად განვითარებული რენოვასკულარული ჰიპერტენზიის მქონე 12 პაციენტში დიოვანის ხანმოკლე კურსის გამოყენებას რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებები თირკმლის ჰემოდინამიკის, სისხლის შრატის კრეატინინის დონისა და სისხლის აზოტ-შარდოვანას მხრიდან არ გამოუწვევია. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ რენინ-ანგიოტენზის ალდოსტერონის სისტემაზე მომქმედმა სამკურნალო საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიონ სისხლის შრატში შარდოვანასა და კრეატინინის დონის მატება, სიფრთხილის ზომების სახით, თირკმლის არტერიის ცალმხრივი ან ორმხრივი სტენოზის მქონე პირებში რეკომენდებულია ამ მაჩვენებლების სისტემატური კონტროლი.
თირკმლების ფუნქციის დარღვევა. თირკმლების ფუნქციის დარღვევის მქონე პირები არ საჭიროებენ პრეპარატის დოზის კორექციას. თუმცა, გამოხატული დარღვევისას (კრეატინინის კლირენსი < 10 მლ/წთ) რეკომენდებულია სიფრთხილის ზომების დაცვა, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში პრეპარატის გამოყენების მონაცემები მოწოდებული არ არის.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა. ღვიძლის უკმარისობის მქონე პირებში პრეპარატის დოზის კორექცია საჭირო არ არის. ვალსარტანი ძირითადად გამოიყოფა შეუცვლელი სახით ნაღველით; ცნობილია, რომ სანაღვლე გზების ობსტრუქციის მქონე პირებში ვალსარტანის კლირენსი მცირდება. სანაღვლე გზების ობსტრუქციის მქონე პირებში ვალსარტანის გამოყენებისას საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების დაცვა.
გულის უკმარისობა/პოსტინფარქტული მდგომარეობა. დიოვანის ჩვეულებრივი დოზის გამოყენებისას, გულის უკმარისობისა და პოსტინფარქტული მდგომარეობის პირებში აღინიშნებოდა არტერიული წნევის უმნიშვნელო შემცირება, მაგრამ, როგორც წესი, პრეპარატის დოზირების ინსტრუქციის დაცვისას, ხანგრძლივი სიმპტომატური ჰიპოტენზიის მიზეზით თერაპიის შეწყვეტა საჭირო არ არის. სიფრთხილის ზომების დაცვა, გულის უკმარისობისა და პოსტინფარქტული მდგომარეობის მქონე პირებში, საჭიროა თერაპიის დაწყებისას. მგრძნობიარე პირებში, რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ინჰიბირების შედეგად, შესაძლებელია შეიცვალოს თირკმლების ფუნქცია. გულის მძიმე უკმარისობის მქონე პირებში, რომლებშიც თირკმლების ფუნქცია დამოკიდებულია რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერული სისტემის აქტივობაზე, აგფ-ის ინჰიბიტორებითა და ანგიოტენზინის რეცეპტორების ანტაგონისტებით მკურნალობას შეიძლება თან ახლდეს ოლიგურია და/ან აზოტემიის მატება და (იშვიათად) თირკმლების მწვავე უკმარისობა და/ან ლეტალური შედეგი. გულის უკმარისობისა და პოსტინფარქტული მდგომარეობის მქონე პირების მდგომარეობის შეფასებისას ყოველთვის უნდა გაითვალისწინოთ თირკმლების ფუნქციის მდგომარეობა. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების დაცვა საჭიროა გულის უკმარისობის მქონე პირებში აგფ ინჰიბიტორების სამმაგი კომბინაციის, ბეტა-ბლოკატორებისა და ვალსარტანის გამოყენებისას

ჭარბი დოზირება
დიოვანის ჭარბი დოზის შედეგად შეიძლება განვითარდეს გამოხატული ჰიპოტენზია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გონების დაბინდვა, კოლაფსი და/ან შოკი. თუ პრეპარატის გამოყენებიდან არ არის გასული ხანგრძლივი პერიოდი, საჭიროა ღებინების გამოწვევა. ჰიპოტენზიის განვითარებისას თერაპიის ჩვეული მეთოდია ვენაში ფიზიოლოგიური ხსნარის შეყვანა.ჰემოდიალიზის გზით ორგანიზმიდან ვალსარტანის გამოყოფა ნაკლებად შესაძლებელია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
სხვა სამკურნალო საშუალებებთან კლინიკურად მნიშვნელოვანი ზემოქმედება დადგენილი არ ყოფილა. კლინიკურ კვლევებში შესწავლილი იყო შემდეგი პრეპარატები: ციმეტიდინი, ვარფარინი, ფუროსემიდი, დიგოქსინი, ატენოლოლი, ინდომეტაცინი, ჰიდროქლოროთიაზიდი, ამლოდიპინი და გლიბენკლამიდი.
ვინაიდან დიოვანი არ განიცდის მნიშვნელოვან მეტაბოლიზმს, მეტაბოლიზმის დონეზე მისთვის ნაკლებად შესაძლებელია კლინიკურად მნიშვნელოვანი ზემოქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან, რომლებიც წარმოადგენენ ინდუქციისა ან ციტოქრომ P450 სისტემის ინჰიბირების შედეგს. მიუხედავად იმისა, რომ ვალსარტანი მნიშვნელოვანი ხარისხით უკავშირდება სისხლის შრატის ცილებს, in vitro კვლევებში არ გამოვლენილა რაიმე ტიპის ზემოქმედება ისეთ მოლეკულებთან, როგორიცაა, მაგალითად დიკლოფენაკით, ფუროსემიდით და ვარფარინით, არ გამოვლენილა.
კალიშემანარჩუნებელი დიურეტიკების (მაგალითად, სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი, ამილორიდი), კალიუმის ან კალიუმის შემცველი მარილების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის შრატში კალიუმის კონცენტრაციის მატება. ასეთი კომბინირებული მკურნალობის ჩატარებისას საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა.
კაპტოპრილის გამოყენებასთან შედარებით, ვალსარტანისა და კაპტოპრილის კომბინაციას არ გამოუვლენია რაიმე დამატებითი ეფექტურობა. რაიმე ტიპის სხვაობა საერთო სიკვდილიანობაში ასაკის, სქესის, რასის, ბაზური მკურნალობის ან ძირითადი დაავადების მხრივ არ გამოვლენილა. ვალსარტანი ავლენდა კაპტოპრილის მსგავს ეფექტურობას მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობის შემთხვევების მაჩვენებლის შემცირებაზე. სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობის შემთხვევები იყო შესაბამისი ვალსარტანის (19,9%), კაპტოპრილის (19,5%), და ვალსარტანი+კაპტოპრილის (19,3%) ჯგუფებში. ვალსარტანი ასევე ეფექტური იყო გულ-სისხლძარღვთა დაავადების შედეგად სიკვდილიანობის, გულის უკმარისობის, მიოკარდიუმის რეციდიული ინფარქტის, გულის გაჩერების რეანიმაციის მიზეზით ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების შემცირებაში.გარდა ამისა, დამტკიცებულია სარგებელი მკურნალობით – ვალსარტანი+კაპტოპრილი, ვალსარტანით მონოთერაპია და კაპტოპრილით მონოთერაპია იმ პირებში, რომლებიც იყენებდნენ ბეტა-ბლოკატორებს.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, ნესტისაგან დაცულ ადგილას. შენახვის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 30oC.
ვარგისიანობის ვადა 3 წელი.
პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.აფთიაქში გაცემის წესი

მეტი ინფორაცია
რაოდენობა28
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy