ბეტალოკი 5მგ 5მლ. ვენის 5 ამპულა

42,58 GEL
მარაგშია
SKU
33916_1339

ჩვენება: სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია, მიოკარდიუმის იშემიის, ტაქიკარდიის და ტკივილის პროფილაქტიკა და მკურნალობა მიოკარიდუმის ინფარქტის დროს.

სავაჭრო დასახელება: ბეტალოკი

საერთაშორისო არაპატენტური დასახელება: მეტოპროლოლი

წამლის ფორმა: საინექციო ხსნარი ინტრავენური შეყვანისთვის

შემადგენლობა

1 მლ ხსნარი შეიცავს

აქტიური ნივთიერება: 1 მგ მეტოპროლოლის ტარტრატი საინექციო

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი საინექციო 9 მგ, საინექციო წყალი 1 მლ-მდე.

აღწერა

გამჭვირვალე, უფერო ხსნარი

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სელექციური მოქმედების ბეტა-1 ადრენობლოკერი

ათქ კოდი: С07АВ02

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

მიოკარდიუმის ინფარქტით დაავადებულ პაციენტებში მეტოპროლოლის ინტრავენური შეყვანა ამცირებს მკერდის ტკივილს და აქვეითებს წინაგულების თრთოლვის და ციმციმის განვითარების რისკს. პირველი სიმპტომებისას მეტოპროლოლის ინტრავენური შეყვანა (პირველი სიმპტომების გამოვლენის შემდეგ 24 საათის განმავლობაში) აქვეითებს მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების რისკს. მეტოპროლოლით მკურნალობის ადრე დაწყება აუმჯობესებს მიოკარდიუმის ინფარქტის მკურნალობის შემდგომ პროგნოზს.

პაროქსიზმული ტაქიკარდიის და წინაგულების თრთოლვის (ციმციმის) დროს მიიღწევა გულის შეკუმშვათა სიხშირის (გშს) შემცირება.

მეტოპროლოლი-b1-ადრენობლოკერი ბლოკავს b1-რეცეპტორებს იმაზე უფრო მცირე დოზებით, რომლებიც საჭიროა b2-რეცეპტორების ბლოკირებისთვის. მეტოპროლოლს ახასიათებს უმნიშვნელო მემბრანომასტაბილიზებელი მოქმედება და არ ავლენს ნაწილობრივი აგონისტის მოქმედებას. მეტოპროლოლი აქვეითებს ან აინჰიბირებს აგონისტურ მოქმედებას, რომელსაც გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე ახდენს ნერვული და ფიზიკური სტრესების დროს წარმოქმნილი კატექოლამინები. ეს ნიშნავს, რომ მეტოპროლოლს აქვს უნარი, წინააღმდეგობა გაუწიოს გულის შეკუმშვათა სიხშირის, წუთმოცულობის და მიოკარდიუმის კუმშვადობის გაძლიერებას, აგრეთვე კატექოლამინების მკვეთრი გადმოსროლით გამოწვეული არტერიული წნევის მომატებას.

ფილტვის ობსტრუქციული დაავადების მქონე პაციენტებში აუცილებლობისას მეტოპროლილი შეიძლება დაინიშნოს b2-ადრენომიმეტიკებთან ერთად. b2- ადრენომიმეტიკებთან ერთად თერაპიულ დოზებში გამოყენებისას ბეტალოკი  უფრო მცირედ მოქმედებს b2-ადრენომიმეტიკებით გამოწვეულ ბრონქოდილატაციაზე, ვიდრე არასელექციური ადრენობლოკერები.

მეტოპროლილი არასელექციური b-ადრენობლოკერებზე მცირედ მოქმედებს ინსულინის პროდუქციაზე და ნახშირწყლოვან ცვლაზე. პრეპარატ ბეტალოკის  გავლენა გულ-სისხლძარღვთა სისტემის რეაქციაზე ჰიპოგლიკემიის პირობებში მნიშვნელოვნად ნაკლებადაა გამოხატული არასელექციურ b-ადრენობლოკერებთან შედარებით.

სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება პრეპარატ ბეტალოკით მკურნალობისას აღინიშნებოდა პაციენტებში მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ.

ფარმაკოკინეტიკა

მეტოპროლოლი ექვემდებარება ღვიძლში დაჟანგვით მეტაბოლიზმს სამი ძირითადი მეტაბოლიტის წარმოქმნით, რომელთაგანაც არც ერთს არ გააჩნია კლინიკურად მნიშვნელოვანი b-მაბლოკირებელი ეფექტი.

მიღებული დოზის დაახლოებით 5% გამოიყოფა შარდით უცვლელი სახით.

მეტოპროლოლის ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი შეადგენს დაახლოებით 5 საათს.

იხილეთ ბლოგი : ბეტალოკი — გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო პრეპარატი

მიღების ჩვენება

  • სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია
  • მიოკარდიუმის იშემიის, ტაქიკარდიის და ტკივილის პროფილაქტიკა და მკურნალობა მიოკარიდუმის ინფარქტის ან მასზე ეჭვის დროს.

უკუჩვენება

II და III ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, გულის უკმარისობა დეკომპენსაციის სტადიაში, ინოტროპული საშუალებებით მუდმივი ან პერიოდული მკურნალობა, რომლებიც მოქმედებენ როგორც ბეტა-ადრენომიმეტური საშუალებები, კლინიკურად მნიშვნელოვანი სინუსური ბრადიკარდია, სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი (გულის რიტმის მუდმივი წამყვანის მქონე პაციენტების გარდა), კარდიოგენური შოკი, პერიფერიული სისხლის მიმოქცევის მძიმე დარღვევები, მათ შორის განგრენის საფრთხის შემთხვევაშიც, არტერიული ჰიპოტენზია.

ბეტალოკი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებშიც საეჭვოა მიოკარდიუმის ინფარქტი და გშს წუთში 45 დარტყმაზე ნალებია, PQ  ინტერვალი 0,24 წამზე მეტია ან სისტოლური არტეირული წნევა 100 მმ.ვწყ.სვ.-ზე დაბალია.

ცნობილი მომატებული მგრძნობელობა მეტოპროლოლის და მისი კომპონენტების ან სხვა b-ადრენობლოკერების მიმართ.

სუპრავენტრიკულური ტაქიკარდიის მკურნალობისას პაციენტებში, რომელთა სისტოლური არტერიული წნევაც 110 მმ.ვწყ.სვ.-ზე ნაკლებია.

პაციენტებში, რომლებიც b-ადრენობლოკერებს იღებენ, უკუნაჩვენებია კალციუმის არხების “ნელი” ბლოკერების ან ვერაპამილის ინტრავნეური შეყვანა.

18 წლამდე ასაკი (ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის).

სიფრთხილით: I ხარისხის ატრიოვენტრიკლური ბლოკადა, პრინცმეტალის სტენოკარდია, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფილტვების ემფიზემა, ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი, ბრონქული ასთმა), შაქრიანი დიაბეტი, თირკმლის მძიმე უკმარისობა.

გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში

ორსულობა

როგორც უმრავლესი პრეპარატების შემთხვევაში, ბეტალოკის დანიშვნა არ შეიძლება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში იმ შემთხვევების გარდა, როდესაც დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს. b-ადრენობლოკერები ამცირებს პლაცენტურ სისხლის ნაკადს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საშვილოსნოსშიდა განვითარების შეფერხება, ნაყოფის საშვილოსნოსშიდა დაღუპვა, თვითნებური აბორტი და ნაადრევი მშობიარობა. პრეპარატ ბეტალოკის ორსულობის დროს გამოყენებისას რეკომენდებულია პაციენტის და ნაყოფის მდგომარეობაზე შესაბამისი დაკვირვება. როგორც სხვა ჰიპოტენზიური საშუალებები, b-ადრენობლოკერები შიეძლება იწვევდეს გვერდით ეფექტებს, მაგალითად ბრადიკარდიას ნაყოფში, ახალშობილებში და ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებში, რასთან დაკავშირებითაც განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო b-ადრენობლოკერების ორსულობის ბოლო ტრიმესტრში და უშუალოდ მშობიარობამდე დანიშვნისას.

ძუძუთი კვების პერიოდი

რძეში გამოყოფილი მეტოპროლოლის რაოდენობა და ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებში b-ადრენომაბლოკირებელი მოქმედება (დედის მიერ მეტოპროლოლის თერაპიულ დოზებში მიღებისას) უმნიშვნელოა.

გამოყენების მეთოდი და დოზირება

სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია

იწყებენ პრეპარატ ბეტალოკის 5 მგ-ის შეყვანით 1-2 მგ/წთ სიჩქარით. შეყვანა შეიძლება გამეორდეს 5 წუთიანი ინტერვალით თერაპიული ეფექტის მიღწევამდე. ჩვეულებრივ ჯამური დოზა შეადგენს 10-15 მგ (10-15 მლ-ს). რეკომენდებული მაქსიმალური დოზა ინტრავენური შეყვანისას შეადგენს 20 მგ-ს (20 მლ).

მიოკარდიუმის იშემიის, ტაქიკარდიის და ტკივილის პროფილაქტიკა და მკურნალობა მიოკარიდუმის ინფარქტის ან მასზე ეჭვის დროს.

ინტრავენურად 5 მგ (5 მლ) პრეპარატი. შეიძლება შეყვანა განმეორდეს 2 წუთიანი ინტერვალით. მაქსიმალური დოზა-15 მგ (15 მლ). ბოლო ინექციიდან 15 წუთის შემდეგ ინიშნება მეტოპროლოლი პერორალურად მისაღებად 50 მგ დოზით (ბეტალოკი) 6 საათში ერთხელ 48 საათის განმავლობაში.

თირკმელების ფუნქციის დარღვევა

თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია აუცილებელი არ არის.  

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ჩვეულებრივ პლაზმის ცილებთან დაბალი კავშირის გამო დოზის კორექცია საჭირო არ არის. თუმცა ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევისას (პაციენტებში პორტოკავალური ანასტომოზით) შეიძლება საჭირო გახდეს დოზის დაქვეითება.

ხანდაზმული ასაკი

ხანდაზმული ასაკის პაციენტებში დოზის კორექციის აუცილებლობა არ არსებობს.

ბავშვები

პრეპარატ ბეტალოკის ბავშვებში გამოყენება შეზღუდულია.

გვერდითი მოქმედება

ბეტალოკი კარგად აიტანება და გვერდითი ეფექტები ძირითადად მსუბუქი და შექცევადია.

კლინიკური კვლევების ან პრეპარტ ბეტალოკის (მეტოპროლოლის ტარტრატი) კლინიკურ პრაქტიკაში გამოყენების შედეგად  აღწერილი იყო შემდეგი არასასურველი გვერდითი ეფექტები. ბევრ შემთხვევაში დადგენილი არ იყო პრეპარატ ბეტალოკით მკურნალობასთან მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. შემთხვევათა სიხშირის აღწერისთვის გამოიყენებოდა შემდეგ კრიტერიუმები:

ძალიან ხშირი  (>10%), ხშირი (1-9,9%), ნაკლებად ხშირი (0,1-0,9%), იშვიათი (0,01-0,09%) ძალიან იშვიათი (<0,01%).

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ

ხშირი: ბრადიკარდია, პოსტურალური დარღვევები (ძალიან იშვიათად ახლავს შოკი), კიდურების გაციების შეგრძნება, გულისცემის შეგრძნება.

ნაკლებად ხშირი: გულის უკმარისობის სიმპტომების დროებითი გაძლიერება, კარდიოგენური შოკი მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით დაავადებულ პაციენტებში, I ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, შეშუპება, ტკივილი გულის ადგილას.

იშვიათი: გამტარებლობის სხვა დარღვევები, არითმიები.

ძალიან იშვიათი: განგრენა პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ პერიფერიული სისხლის მიმოქცევის მძიმე დარღვევები.

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ

ძალიან ხშირი: მომატებული დაღლილობა.

ხშირი: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი.

ნაკლებად ხშირი: პარესთეზია, კრუნჩხვები, დეპრესიის მიმდინარეობის გამწვავება, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება, ძილიანობა ან უძილობა, ღამის კოშმარები.

იშვიათი: მომატებული აგზნებადობა, შფოთვა.

ძალიან იშვიათი: ამნეზია/მეხსიერების დარღვევა, დათრგუნულობის შეგრძნება, ჰალუცინაციები

საჭმლის გადამამუშავებელი სისტემის მხრივ

ხშირი: გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, ყაბზობა.

ნაკლებად ხშირი: ღებინება

იშვიათი: პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ძალიან იშვიათი: ჰეპატიტი

კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

ნაკლებად ხშირი: გამონაყარი (ჭინჭრის ციების სახით), მომატებული ოფლიანობა.

იშვიათი: ალოპეცია

ძალიან იშვიათი: ფოტოსენსიბილიზაცია, ფსორიაზის მიმდინარეობის გამწვავება.

სასუნთქი სისტემის მხრივ

ხშირი: ქოშინი დატვირთვისას.

ნაკლებად ხშირი: ბრონქოსპაზმი ბრონქული ასთმით დაავადებულ პაციენტებში.

იშვიათი: რინიტი.

გრძნობათა ორგანოების მხრივ

იშვიათი: მხედველობის დარღვევები, თვალების სიმშრალე და/ან გაღიზიანება, კონიუნქტივიტი.

ძალიან იშვიათი: ყურებში შუილი გემოვნების შეგრძნებების დარღვევა.

ნივთიერებათა ცვლის მხრივ

ნაკლებად ხშირი: სხეულის მასის მომატება.

ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ

ძალიან იშვიათი: ართრალგია.

სისხლის მხრივ

ძალიან იშვიათი: თრომბოციტოპენია.

სხვა

იშვიათი: იმპოტენცია/სექსუალური დისფუნქცია.

დოზის გადაჭარბება

სიმპტომები

დოზის გადაჭარბებისას შეიძლება აღინიშნოს არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითება, გულის მწვავე უკმარისობა, ბრადიკარდია, ბრადიარითმია, გულშიდა გამტარებლობის დარღვევა და ბრონქოსპაზმი.

მკურნალობა

მკურნალობა უნდა ჩატარდეს სამედიცინო დაწესებულებაში, რომელშიც არის სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნებისა და პაციენტის მდგომარეობაზე მონიტორინგისთვის საჭირო აპარატურა და პირობები.

ბრადიკარდიის და გამტარებლობის დარღვევისას გამოიყენება ატროპინი და ადრენომიმეტიკები, აუცილებლობისას იყენებენ გულის რიტმის ხელოვნურ წამყვანს.

არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითებისას, გულის მწვავე უკმარისობის და შოკის დროს უნდა ჩატარდეს თერაპია, რომელიც მიმართულია მოცირკულირე პლაზმის მოცულობის შენარჩუნებაზე; გლუკაგონის ინექციის სახით გამოყენება (შემდეგ აუცილებლობისას გლუკაგონი შეყავთ ინტრავენური ინფუზიის სახით); ვენაში შეყავთ ადრენომიმეტიკები (როგორიცაა დობუტამინი) a1-ადრენომიმეტიკებთან ერთად ვაზოდილატაციის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში. აგრეთვე შესაძლებელია კალციუმის იონების შემცველი პრეპარატების ინტრავენური შეყვანა.

ბრონქოსპაზმის კუპირებისთვის უნდა გამოიყენონ ბრონქოდილატატორები.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

პრეპარატ ბეტალოკის დანიშვნას უნდა მოერიდონ შემდეგ პრეპარატებთან ერთად:

ბარბიტურატების მჟავას წარმოებულები: ბარბიტურატები (გამოკვლევები ტარდებოდა ფენობარბიტალით) უმნიშვნელოდ აძლიერებენ მეტოპროლოლის მეტაბოლიზმს ფერმენტების ინდუქციის შედეგად.

პროპაფენონი: 4 პაციენტში პროპაფენონის დანიშვნისას, რომლებიც მეტოპროლოლით მკურნალობას იტარებდნენ, აღინიშნა პლაზმაში მისი კონცენტრაციის 2-5-ჯერ მატება, ამასთან ორ პაციენტში აღინიშნა მეტოპროლოლისთვის დამახასაითებელი გვერდითი ეფექტები. მოცემული ურთიერთქმედება დადასტურდა 8 მოხალისის კვლევების დროს. სავარაუდოდ ურთიერთქმედება განპირობებულია მეტოპროლოლის მეტაბოლიზმის პროპაფენონით (ქინიდინის მსგავსად) ინჰიბირებით ციტოქრომ Р4502D6 სისტემის საშუალებით. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ პროპაფენონს ახასიათებს b- ადრენობლოკერის თვისებები, მეტოპროლოლის და პროპაგენონის ერთდროული დანიშვნა მიზანშეწონილი არ არის.

ვერაპამილი: b-ადრენობლოკერების (ატენოლოლი, პროპრანოლოლი და პინდოლოლი) და ვერაპამილის ურთიერთქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს ბრადიკარდია და არტერიული წნევის დაქვეითება. ვერაპამილს და b- ადრენობლოკერებს გააჩნიათ ატრიოვენტრიკულურ გამტარებლობაზე და სინუსური კვანძის ფუნქციაზე ურთიერთდამატებითი მაინჰიბირებელი ეფექტი. დოზის კორექცია შეიძლება საჭირო გახდეს პრეპარატ ბეტალოკის შემდეგ პრეპარატებთან კომბინაციისას:

I კლასის ანტიარითმული პრეპარატები: I კლასის ანტიარითმული პრეპარატები და b-ბლოკერები შეიძლება იწვევდეს უარყოფითი ინოტროპული ეფექტის სუმაციას, რასაც შეიძლება მოყვეს სერიოზული ჰემოდინამიკური ეფექტები მარცხენა პარკუჭის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში. აგრეთვე უნდა მოერიდონ ამგვარ კომბინაციას პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი და ატროვენტრიკულური გამტარებლობის დარღვევები. ურთიერთქმედება აღწერილია დოზიპირამიდის მაგალითზე.

ამიოდარონი: ამიოდარონის და მეტოპროლოლის ერთად გამოყენება შეიძლება იწვევდეს გამოხატულ სინუსურ ბრადიკარდიას. ამიოდარონის უკიდურესად ხანგრძლივი ნახევარგამოყოფის პერიოდის (50 დღე) გამო, ურთიერთქმედების შესაძლებლობა უნდა გაითვალისწინონ ამიოდარონის მოხსნიდან ხანგრძლივი დროის შემდეგ.

დილთიაზემი: დილთიაზემი და b-ადრენობლოკერები აძლიერებენ ატრიოვენტრიკულურ გამტარებლობაზე და სინუსური კვანძის ფუნქციაზე მაინჰიბირებელ ეფექტს. მეტოპროლოლის დილთიაზემთან კომბინაციაში გამოყენებისას აღინიშნებოდა გამოხატული ბრადიკარდიის შემთხვევები.

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები (ასაპ): ასაპ ასუსტებს b-ადრენობლოკერების ანტიჰიპერტენზიულ ეფექტს. მოცემული ურთიერთქმედება ყველაზე მეტად აღწერილია ინდომეტაცინისთვის. აღნიშნული არ არის ურთიერთქმედება სულინდაკისთვის. დიკლოფენაკთან კვლევებში აღწერილი რეაქციები არ აღინიშნა.

დიფენჰიდრამინი: დიფენჰიდრამინი 2,5-ჯერ ამცირებს მეტოპროლილის a-ჰიდროქსიმეტოპროლოლად კლირენსს. ამავდროულად აღინიშნება მეტოპროლოლის მოქმედების გაძლიერება.

ეპინეფრინი (ადრენალინი): გამოხატული არტერიული ჰიპერტენზიის და ბრადიკარდიის 10 შემთხვევა აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ არასელექციურ b-ადრენობლოკერებს (პინდოლოლის და პროპრანოლოლის ჩათვლით) და ეპინეფრინს (ადრენალინს). ურთიერთქმედება აღწერილია ჯანმრთელი მოხალისეების ჯგუფშიც. სავარაუდოა, რომ მოცემული რეაქციები შეიძლება აღინიშნოს ეპინეფრინის ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებებთან ერთად გამოყენებისას სისხლძარღვებში მოხვედრის შემთხვევაში. სავარაუდოა, რომ ეს რისკი გაცილებით დაბალია კარდიოსელექციური b-ადრენობლოკერების გამოყენების შემთხვევაში.

ფენილპროპანოლამინი: ჯანმრთელ მოხალისეებში ფენილპროპანოლამინი (ნორეპინეფრინი) - ერთჯერადი დოზით 50 მგ შეიძლება იწვევდეს დიასტოლიური არტერიული წნევის პათოლოგიურ ნიშნულამდე მომატებას. პროპრანოლოლი ძირითადად ხელს უშლის ფენილპროპრანოლამინით გამოწვეული არტერიული წნევის მომატებას. თუმცა b-ადრენობლოკერები შეიძლება პარადოქსული არტერიული ჰიპერტენზიის რეაქციებს იწვევდნენ პაციენტებში, რომლებიც ფენილპროპანოლამინის დოზებს იღებენ. ფენილპროპანოლამინის გამოყენების ფონზე აღწერილია ჰიპერტონული კრიზის განვითარების რამდენიმე შემთხვევა.

ქინიდინი: პაციენტების განსაკუთრებულ ჯგუფში ქინიდინი აინჰიბირებს მეტოპროლოლის მეტაბოლიზმს სწრაფი ჰიდროქსილირებით (შვეიცარიაში დაახლოებით მოსახლოების 90%), ძირითადად იწვევს პლაზმაში მეტოპროლილის კონცენტრაციის მომატებას და b-ბლოკადის გაძლიერებას. ვარაუდობენ, რომ მოცემული ურთიერთქმედება დამახასიათებელია სხვა b- ადრენობლოკერებისთვისაც, რომელთა მეტაბოლიზმშიც ციტოქრომ Р4502D6 მონაწილეობს.

კლონიდინი: კლონიდინის უცებ მოხსნისას განვითარებული ჰიპერტენზიული რეაქციები შეიძლება გაძლიერდეს b-ადრენობლოკერების გამოყენებისას. ერთდროული გამოყენებისას კლონიდინის მოხსნის შემთხვევაში b-ადრენობლოკერების მიღება შეიძლება დაიწყოს კლონიდინის მოხსნამდე რამდენიმე დღით ადრე.

რიფამპიცინი: რიფამპიცინი შეიძლება აძლიერებდეს მეტოპროლოლის მეტაბოლიზმს, პლაზმაში მისი კონცენტრაციის შემცირებით. პლაზმაში მეტოპროლოლის კონცენტრაცია შეიძლება გაიზარდოს ციმეტიდინთან, ჰიდრალაზინთან, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციურ ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენებისას, როგორიცაა პაროქსეტინი, ფლუოქსეტინი და სერტრალინი. პაციენტები, რომლებიც ერთდროულად იღებენ მეტოპროლოლს და სხვა b-ადრენობლოკერებს (თვალის წვეთები) ან მონოამინოოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორებს, უნდა იმყოფებოდნენ ინტენსიური დაკვირვების ქვეშ. b- ადრენობლოკერების გამოყენების ფონზე საინჰალაციო ანესთეტიკები აძლიერებენ კარდიოდეპრესიულ მოქმედებას. b-ადრენობლოკერების მიღების ფონზე იმ პაციენტებში, რომლებიც პერორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებს იღებენ, შეიძლება საჭირო გახდეს ამ უკანასკნელთა დოზის კორექცია. საგულე გლიკოზიდები b-ადრენობლოკერებთან ერთად გამოყენებისას შეიძლება აძლიერებდეს ატრიოვენტრიკულური გამტარებლობის დროს და გამოიწვიოს ბრადიკარდია.

განსაკუთრებული მითითებები

პაციენტებს, რომლებიც b-ადრენობლოკერებს იღებენ ინტრავენურად არ უნდა შეუყვანონ ვერაპამილის ტიპის კალციუმის “ნელი” არხების ბლოკერები.

ბრონქული ასთმით ან ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით დაავადებულ პაციენტებში უნდა დაინიშნოს b2-ადრენომიმეტიკებით თანმხლები მკურნალობა. აუცილებლობისას საჭიროა b2-ადრენომიმეტიკის დოზის გაზრდა. b1-ადრენობლოკერების გამოყენებისას ნახშირწყლოვან ცვლაზე მათი გავლენის რისკი ან ჰიპოგლიკემიის სიმპტომების შენიღბვის შესაძლებლობა უფრო დაბალია, ვიდრე არასელექციური b-ადრენობლოკერების შემთხვევაში.

გულის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულებში დეკომპენსაციის სტადიაში აუცილებელია კომპენსაციის მიღწევა როგორც პრეპარატით მკურნალობამდე, ასევე მკურნალობის დროს.

პრინცმეტალის სტენოკარდიით დაავადებულ პაციენტებში არასელექციური b- ადრენობლოკერების დანიშვნა რეკომენდებული არ არის.

ძალიან იშვიათად ატრიოვენტრიკულური გამტარებლობის დარღვევის მქონე პაციენტებში შეიძლება მდგომარეობა გაუარესდეს (შესაძლო გამოსავალი-ატრიოვენტრიკულური ბლოკადა). თუ მკურნალობის ფონზე განვითარდა ბრადიკარდია, აუცილებელია პრეპარატ ბეტალოკის დოზის შემცირება. მეტოპროლოლი შეიძლება აძლიერებდეს პერიფერიულ არტერიულ სისხლისმიმოქცევას ძირითადად არტერიული წნევის დაქვეითების შედეგად. ღვიძლის მძიმე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში, მეტაბოლური აციდოზისას, საგულე გლიკოზიდებთან ერთად გამოყენებისას პრეპარატის დანიშვნისას საჭიროა სიფრთხილე. პაციენტებში, რომლებიც b-ადრენობლოკერებს იღებენ, ანაფილაქსიური შოკი უფრო მძიმე ფორმით მიმდინარეობს. ფეოქრომოციტომით დაავადებულ პაციენტებში პრეპარატ ბეტალოკთან ერთად უნდა დაინიშნოს ალფა-ადრენობლოკერები. ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში საჭიროა ქირურგის/ანესთეზიოლოგის ინფორმირება იმის შესახებ,  რომ პაციენტი b-ადრენობლოკერს იღებს. ოპერაციის ჩატარებამდე b-ადრენობლოკერით თერაპიის მოხსნა რეკომენდებული არ არის.  ქირურგიული ჩარევის დროს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკის მქონე პაციენტებში დოზის ტიტრაციის გარეშე მეტოპროლოლის მაღალი დოზების დანიშვნას (გულზე ოპერაციების გარდა) უნდა მოერიდონ, რადგან არსებობს  ბრადიკარდიის, არტერიული ჰიპოტენზიის და ინსულტის განვითარების  რისკი, მათ შორის ლეტალური გამოსავლით.

იმ შემთხვევაში, თუ სისტოლური არტერიული წნევა 100 მმ.ვწყ.სვ-ზე დაბალია, მისი უფრო გამოხატული დაქვეითების რისკის გამო (მაგალითად არითმიით დაავადებულ პაციენტებში) ბეტალოკი ინტრავენურად უნდა შეიყვანონ მხოლოდ უსაფრთხოების სპეციალური ზომების დაცვისას.

მიოკარდიუმის ინფარქტით დაავადებული პაციენტების მკურნალობისას ან მასზე ეჭვის შემთხვევაში პრეპარატის 5 მგ დოზით ყოველი შეყვანის შემდეგ აუცილებელია ჰემოდინამიკის ძირითადი პარამეტრების შეფასება (იხ. პარაგრაფი “გამოყენების მეთოდი და დოზირება”).

განმეორებითი-მეორე ან მესამე დოზის დანიშვნა არ შეიძლება, თუ გულის შეკუმშვათა სიხშირე წუთში 40 დარტყმაზე ნაკლებია, PQ ინტერვალი 0.26 წამზე მეტია და სისტოლური არტერიული წნევა 90 მმ.ვწყ.სვ-ზე დაბალია, აგრეთვე თუ აღინიშნება ქოშინის გაძლიერება ან ცივი ოფლი.

გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

სატრანსპორტო საშუალებების და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე ინტრავენური შეყვანისას პრეპარატ ბეტალოკის გავლენა შესწავლილი არ არის.

გამოშვების ფორმა

1 მგ/მლ საინექციო ხსნარი ინტრავენური შეყვანისთვის. 5 მლ უფერო ბორო-სილიკატის მინის ამპულაში ტიხარით (ნაჭდევით). 5 ამპულა პლასტმასის ფიქსატორში, რომელიც გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პრობები

სინათლისგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 25°С ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა

5 წელი. გამოყენება არ შეიძლება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის პირობები:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა5
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy