T4 - ტ4 62მკგ 30 ტაბლეტი

5,52 GEL
მარაგშია
SKU
58422_2104

ჩვენება:ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითების ნებისმიერი ფორმის დროს, არასაკმარისი ჰორმონის ჩასანაცვლებლად.
ჩიყვის ოპერაციი შემდეგ, ჩიყვის განმეორები პრევენცია ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციის დროს.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების პრეპარატები;

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: პროდუქტი მოცემულია ორმხრივამოზნექილი ტაბლეტების 12 მკგ , 25 მკგ, 50მკგ, 62 მკგ, 75 მკგ, 88 მკგ, 100მკგ, 112 მკგ, 125 მკგ, 137 მკგ, 150 მკგ, 175 მკგ და 200 მკგ კრისტალური ნატრიუმის ლევოთიროქსინის სახით .

მუყაოს კოლოფი შეიცავს 30 ტაბლეტს, 15 ტაბლეტი თითოეულ ბლისტერზე, რომელიც დამზადებულია პვქ-პვდქ და ალუმინის ფოლგისგან და გამოყენების ინსტრუქციას.

გამოშვების ფორმა-შეფუთვა:

მუყაოს კოლოფი შეიცავს 30 ტაბლეტს, 15 ტაბლეტი თითოეულ ბლისტერზე, რომელიც დამზადებულია პვქ-პვდქ და ალუმინის ფოლგისგან და გამოყენების ინსტრუქციას.

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ნატრიუმის სახამებლის გლუკოლატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.

საღებავები: T4® 12მკგ: დაისის ყვითელი ლეიქი E 110 CI 15985

T4® 25მკგ: ქინოლონი ყვითელი ლეიქი E CI 47005

T4® 50 მკგ: ყვითელი ლეიქი E 110 CI 15985, E 132 CI 73015, E 124 CI 16255

T4® 62 მკგ: ლურჯი ლეიქი E 132 CI 73015, E 124 CI 16255

T4® 75 მკგ: შავი ლეიქი E 151 CI 28440

T4® 88 მკგ: აზორუბინის ლეიქი E 122 CI 14720

T4® 100 მკგ: ყავისფერი ლეიქი E 110 CI 15985, E 132 CI 73015, E 124 CI 16255

ყვითელი ლეიქი No 6 E 110 CI 15985

T4® 112 მკგ: ერითროზინის ლეიქი E 127 CI 45430

T4® 137 მკგ: იისფერი (ყურძენი) ლეიქი E 122 CI 14720, E 133 CI 42090

T4® 150 მკგ: მწვანე ლეიქი (ღია ფერის) E 132 CI 73015, E 104 CI 47005

T4® 175 მკგ: ლურჯი ლეიქი E 132 CI 73015, E 124 CI 16255

T4® 200 მკგ: მწვანე ლეიქი (მუქი) E 132 CI 73015, E 102 CI 19140

ზოგადი ინფორმაცია:

T4 შეიცავს ლევოთიროქსინს რომელიც არის ფარისებრი ჯირკვლის ძირითადი ჰორმონი. სხვა ჰორმონია L-ტრიიოდთირონინი (T3). ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები პასუხს აგებენ ორგანოების და ორგანიზმის ქსოვილების ნორმალურ ზრდაზე, განვითარებასა და ფუნქციონირებაზე.

ფარისებრი ჯირკვლის უკმარისობისას ახალგაზრდა პირებში ვითარდება გონებრივი და ორგანიზმის განვითარების ჩამორჩენილობა, მაშინ როდესაც მოზრდილებში იზრდება სხეულის წონა, სიცივის შეგრძნება, ჰიპოთერმია, ყაბზობა და ა.შ., რაც გამოწვეულია მეტაბოლიზმის შესუსტებით. საპირისპიროდ კი როდესაც ფარისებრი ჯირკვალი ჰიპერაქტიურია, ვითარდება ჰიპერთირეოზის სიმპტომები წონის კლებასთან, ტაქიკარდიასთან, ნევროზთან, ხელების კანკალთან, სიცხის აუტანლობასთან ერთად და ა.შ., რაც გამოწვეულია მეტაბოლიზმის მომატებით.

ჩვენებები:

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითების ნებისმიერი ფორმის დროს, არასაკმარისი ჰორმონის ჩასანაცვლებლად.
ჩიყვის ოპერაციი შემდეგ, ჩიყვის განმეორები პრევენცია ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციის დროს.
კეთილთვისებიანი ჩიყვის მკურნალობა, ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციის დროს
თანმხლები თერაპიის სახით ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქციის დროს, თირეოსტაზული პრეპარატებით მკურნალობის დროს, ნივთიერებათა ცვლის ნორმალური მდგომარეობის შედეგად.
უკუჩვენება :

ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ლევოთიროქსინ-ნატრიუმის ან პრეპარატ ტ4 ის სხვა კომპონენტების მიმართ;
ბოლო დროს გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი და კორონარული უკმარისობა
არაკომპენსირებული გულის უკმარისობა
არანამკურნალები თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა (თირკმელზედა ჯირკვლის კრიზის მწვავე რისკი).
ორსულობისას და ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციის სამკურნალო საშუალებების (თირეოსტაზულების) ერთდროული მიღებისას
განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები:

ჰიპოთირეოზი როგორც წესი ქრონიკული დაავადებაა. პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს მთელი სიცოცხლის მანძილზე. გარდამავალი ჰიპოთირეოზის შემთხვევა გამორიცხულია (მა. თიროიდიტის შემდეგ).

* დაუყოვნებლივ აცნობეთ თირეოტოქსიკოზის სიმპტომის შესახებ: გუულმკერდის ტკივილი, ტაქიკარდია, პალპიტაციები, კიდურების გაოფლიანება, ნევროზულობა, სიცხის აუტანლობა ა.შ.

* პაციენტებს, რომლებიც იღებენ დიაბეტის საწინააღმდეგო და ანტიკოაგულანტურ პრეპარატებს უნდა ჩაუტარდეთ რეგულარული კლინიკური და ლაბორატორიული მონიტორინგი.

* ბავშვებში თერაპიის დაწყებისას, შეისაძლებელია თმის დროებითი ცვენა.

* უნდა ჩატარდეს T3, T4 და TSH-ს რეგულარული ლაბორატორიული მონიტორინგი .

ლევოთიროქსინის წყალში დაბალი ხსნადობის, ლევოთიროქსინის მოლეკულის მგრძნობელობის სინათლის მიმართ და მისი დეიოდიზაციისადმი ტენდენციის გამო, ტაბლეტები, რომლებიც შეიცავენ აქტიურ ნივთიერებას, გამოავლენენ სტაბილურობის პრობლემებს, ასევე ერთგვაროვნების პრობლემებს. ამის გამო ჰიპოთირეოზით დაავადებული პაციენტები, რომლებიც გადიან მკურნალობას მოცემული პრეპარატით, უნდა ჩაუტარდეთ სათანადო მონიტორინგი.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად მიღება:

სხვა პრეპარატებთან ერთად მიღება გავლენას მოახდენს თიროქსინის მოქმედებაზე. მოცემული ეფექტი სავარაუდოდ განსხვავებულია თითოეულ პაციენტში ან დამოკიდებულია სხვა ფაქტორებზე. განსაკუთრებით, არსებობს პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ პრეპარატის აბსორბციას, როგორიცაა სუკრალფატი, ალუმინის ჰიდროქსიდი, ქოლესტირამინი, რკინა, ა.შ. პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ ანტიკოაგულანტებით, ლითიუმით, ანტისეპტიკური პრეპარატებით, რიფამპიცინით და ამიოდარონით, შეაძლოა საჭიროებდნენ დოზის კორექციას და უნდა გაიარონ ექიმთან კონსულტაცია.

ორსულობა და ძუძუთი კვება:

თიროქსინის მიღება შესაძლებელია ორსულობის დროს, თუ აუცილებელია. TSH -ს დონეების პერიოდული მონიტორინგია რეკომენდებული.

ორსულობა და ლაქტაცია:

თიროქსინის მიღება შესაძლებელია ორსულობის დროს, თუ აუცილებელია. TSH -ს დონეების პერიოდული მონიტორინგია რეკომენდებული.

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დაბალი კონცენტრაციები გამოიყოფა ადამიანის რძეში. თუმცა, საჭიროა განსაკუთრებული ყურადღება, როდესაც მოცემული პრეპარატები მიიღება ქალებში ლაქტაციის დროს.

ზემოქმედება ავტოტრასნპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე:

არ აქვს ეფექტი ავტოტრასნპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე.

მიღების წესები და დოზები:

დოზის განსაზღვრა საჭიროა ჰიპოთირეოზის დონით, პაციენტის ასაკით, პრეპარატის მიმართ ინდივიდუალური მგრძნობელობით, ისევე როგორც კლინიკური და ლაბორატორიული ანლიზების შედეგებით.

საწყის ეტაპზე პრეპარატი გამოწერილია დაბალი დოზებით, რაც თანდათანობით იზრდება ოპტიმალურ შემანარჩუნებელ დოზამდე.

მოზრდილები: საწყისი რეკომენდებული დოზაა 50-100 მკგ , მაშინ როდესაც ხანდაზმულებში ან გულსისხლძარღვთა დაავადების მქონე პაციენტებში დოზა როგორც წესი დაბალია: 25-50 მკგ . შემდეგ, შესაძლებელია დოზის მომატება 50 მკგ-ით კვირაში, ვიდრე პაციენტის მეტაბოლიზმი არ დარეგულირდება.

ბავშვები: საწყისი დოზაა 5-10 მკგ/კგ სხეულის წონაზე დღეში 1 თვემდე ასაკის ბავშვებში, მაშინ როდესაც მოზრდილ ბავშვებში საწყისი დოზა იწყება 5მკგ-დან ყოველ 2-4 კვირაში, კლინიკური და ბიოქიმიური შედეგების მიხედვით.

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დაბალი კონცენტრაციები გამოიყოფა ადამიანის რძეში. თუმცა, საჭიროა განსაკუთრებული ყურადღება, როდესაც მოცემული პრეპარატები მიიღება ქალებში ლაქტაციის დროს.

გამოყენების წესი:

საერთო დღიური დოზა მიიღება დილით, საუზმის წინ 40 წთ ით ადრე, დოზის გამოტოვებისას, მიიღეთ გახსენებისთანავე, თუმცა, თუ მოსულია მომდევნო დოზის მიღების დრო, უმჯობესია გამოტოვოთ ერთი დოზა სრულებით.

გვერდითი რეაქციები:

შესაძლებელია განვითარდეს დოზის ჭარბი მიღებით ან უეაცრი გაზრდით. კონტრეტულად შესაძლებელია შემდეგი მოვლენების განვითარება:

ტაქიკარდია, არარეგულარული გულისცემა, შფოთვა, თავის ტკივილი, გაღიზიანება, აჟიტაცია, უძილობა, შემცივნება, კუნთების სისუსტე, სპაზმები, სიცხის აუტანლობა, ოფლიანობა, ცხელება, წონის კლება, დიარეა, ღებინება, მანამდე არსებული კარდიოპათიის გაუარესება

ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი რეაქციები ქრება დოზის შემცირებასთან ერთად ან მკურნალობის დროებით შეწყვეტასთან ერთად.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირება იწვევს ჰიპერთირეოზის ნიშნებს: გულისცემის აჩქარება, ნევროზულობა, ოფლიანობა, თავის ტკივილი, დიარეა, ხელების კანკალი ა.შ. მსგავს შემთხვევებში, უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება რამოდენიმე დღით და ხელახლა დაინიშნოს მცირე დოზებით. პრეპარატები, რაც შესაძლებელია სასარგებლო იყოს არის ბეტა-ინჰიბიტორები და სედაციური საშუალებები.

შენახვის პირობები:

პროდუქტის შენახვა საჭიროა არაუმეტეს 25℃ტემპერატურაზე. დაიცავით სინათლის ან ნესტისგან.

მისი შენახვა ასევე უნდა მოხდეს ორიგინალ შეფუთვაში და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქში გაცემის წესი

რეცეპტით.

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი:

უნი-ფარმა კლეონ ტსეტის ფარმასიუტიკალ ლაბორატორიზ ს.ა.

ელ.ფოსტა: unipharma@uni-pharma.gr

 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy