BICILLIN-3 - ბიცილინ-3 600 000 ერთეული
ჩვენება: მწვავე ტონზილიტი, ქუნთრუშა, დაინფიცირებული ჭრილობა, წითელი ქარი.
ბიცილინი®-3
სავაჭრო სახელწოდება: ბიცილინი®-3
სამკურნალო ფორმა: სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილი ინტრამუსკულარული შეყვანისათვის
ერთი ფლაკონის შემადგენლობა: 600000 ერთ.
აქტიური ნივთიერება:
ბენზათინის ბენზილპენიცილინი 200000 ერთ.
ბენზილპენიცილინის ნატრიუმი 200000 ერთ.
(benzilpenicilinis natriumis marili) ან
benzilpenicilinის kaliumi (benzilpenicilinis kaliumis marili)
benzilpenicilinის prokaini (benzilpenicilinis novokainis 200000 ერთ. marili)
აღწერა: თეთრი ან ოდნავ მოთეთრო-მოყვითალო ფერის ფხვნილი, წყლის დამატებისას წარმოქმნის მდგრად სუსპენზიას.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიბიოტიკი-პენიცილინი ბიოსინთეზური
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
კომბინირებული ბაქტერიციდული პრეპარატი, რომელიც შეიცავს ბენზილპენიცილინის სამ მარილს: ნატრიუმის ან კალიუმის დიბენზილ–ეტლენდიამინი, პროკაინი, რომელსაც გააჩნია ხანგრძლივი მოქმედება. თრგუნავს მიკროორგანიზმის უჯრედოვანი გარსის სინთეზს.
აქტიურია გრამდადებითი მიკროორგანიზმების მიმართ:
Staphylococcus spp. (არ წარმოქმნიან პენიცილინაზას),
Streptococcus spp. მათ შორის Streptococcus pneumoniae,
Corynebacterium diphtheriae ,
ანაერობული სპორების წარმომქმნელი ჩხირები,
Bacillus anthracis, Clostridium spp., Actinomyces israelii;
გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები:
Neisseria gonorrhoeae, Neisseria meningitidis, Tteponema spp.
პრეპარატის მოქმედების მიმართ მდგრადია პენიცილინაზას მაპროდუცირებელი Staphyloccocus spp. შტამები.
ფარმაკოკინეტიკა
ინტრამუსკულარული ინექციის შემდეგ ძალიან ნელა შეიწოვება ბენზილპენიცილინის დეპოდან გამოთავისუფლებით. ერთჯერადი შეყვანისას ნარჩუნდება საშუალო თერაპიული კონცენტრაციით 6–7 დღეღამე. დრო, რომელიც აუცილებელია მაქსიმალური კონცენტრაციის მისაღწევად (TCmex) პლაზმაში–12–24სთ ინექციის შემდეგ. შეყვანის შემედ 14 დღეზე 2.4 მლნ ერთ. კონცენტრაცია სისხლის შრატში შეადგენს 0.12 მკგ/ მლ; შეყვანის შემდეგ 21 დღეზე 1.2 მლნ ერთ. –0.06მკგ/მლ (1 ერთ. = 0.6მკგ). სითხეში შეღწევა მაღალია, ქსოვილში დაბალი. პლაზმის ცილებთან კავშირი – 40–60%. აღწევს პლაცენტარულ ბარიერს, აღინიშნება დედის რძეში. მეტაბოლირებს უმნიშვნელოდ, გამოიყოფა ძირითადად თირკმელების საშუალებით უცვლელი სახით.
ჩვენება:
ინფექციების (მოზრდილებში) გამოწვეული მგრძნობიარე მიკროორგანიზმების მიერ: ათაშანგი და სხვა დაავადებები გამოწვეული ბაცი ტრეპონემებით (ფრამბეზია),
სტრეპტოკოკური ინფექციები (გარდა ინფექციებისა, რომლებიც გამოწვეულია ბ ჯგუფის სტრეპტოკოკებით) - მწვავე ტონზილიტი, ქუნთრუშა, დაინფიცირებული ჭრილობა, წითელი ქარი; რევმატიზმი (პროფილაქტიკა).
უკუჩვენება:
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის, სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ.
სიფრთხილით: ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, თირმლის უკმარისობა, ალერგიული დაავადებები, ბრონქიალური ასთმის ჩათვლით. პოლინოზი (მათ შორის ანამნეზში), ფსევდომემბრანოზული კოლიტი.
გამოყენება ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში:
ორსულობის დროს გამოიყენება შესაძლებელია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის სარგებელი აჭარბებს ნაყოფზე მოქმედების პოტენციურ რისკს.
პრეპარატის დანიშვნის აუცილებლობისას ბავშვის კვება დედის რძით უნდა შეწყდეს.
გამოყენების წესი და დოზირება:
შეიყვანება ღრმად კუნთში დუნდულის კუნთის ზედა გარე კვადრატში 300 ათასი ერთ. დოზით. 2 ინექციის საჭიროების შემთხვევაში კეთდება ორივე კუნთში. განმეორებითი ინექციები კეთდება წინა ინექციიდან 4 დღეღამის შემდეგ. 600 ათასი ერთ. შეიყვანება ერთხელ 6 დღეში. პირველადი ან მეორადი ათაშანგის მკუენალობისას პრეპარატის ერთჯერადი დოზა შეადგენს 1.8 მლნ. ერთ. მკურნალობის კურსი შეადგენს 7 ინექციას
პირველი ინექცია შეადგენს 300 ათას ერთ., მეორე ინექცია – 1 დღეღამის შემდეგ სრულ დოზას, შემდეგი ინექციები 2–ჯერ კვირაში.
მეორადი რეციდივისა და ფარული ადრეული ათაშანგის სამკურნალოდ პირველი დოზა შეადგენს 300 ათასი ერთ., შემდეგი ინექციისათვის – 1.8 მლნ. ერთ. ინექცია ტარდება 2–ჯერ კვირაში. მკურნალობის კურსი – 14 ინექცია.
სუსპენზიის მოსამზადებლად გამოიყენებენ საინექციო სტერილურ წყალს, ნტრიუმის ქლორიდის იზოტონიურ ხსნარს ან 0,25–0,5% ნოვოკაინის ხსნარს (5–6მლ) ამზადენებ ex tempore. გამხსნელი ფლაკონში შეიყვანება ნელ–ნელა 5მლ 20–25 წამის სიჩქარით. ნაზავიანი ფლაკონი ფრთხილად შეანჯღრიეთ ჰომოგენური სუსპენზიის წარმოქმნამდე.
დასაშვებია ბუშტულების წარმოშობა სუსპენზიის ზედაპირზე ფლაკონის კედლებზე.
სუსპენზია შეყავთ დაუყოვნებლივ დამზადების შემდეგ ღრმად ინტრამუსკულარულად დუნდულის კუნთის ზედა გარე კვადრატში.დუნდულოს კუნთის დაზელვა ინექციის შემდეგ არ არის რეკომენდებული.სუსპენზიის დამზადების შემდეგ ინექციის გაკეთების დაყოვნებისას იცვლება მისი ფიზიკური და კოლოიდური თვისებები, რის გამოც შეიძლება გაძნელდეს მისი გასვლა შპრიცის ნემსში.
გვერდითი მოქმედება:
ალერგიული რეაქციები: ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, მულტიფორმული ექსუდაციური ერითემა, იშვიათად ანაფილაქსიური შოკი.
ართრალგია, ციებ-ცხელება, ექსფოლიატიური დერმატიტი; სტომატიტი, გლოსიტი; ანემია, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ჰიპოკოაგულაცია.
ხანგრძლივი თერაპიის დროს - სუპერინფექცია, გამოწვეული მდგრადი მიკროორგანიზმებით და სოკოებით.
ჭარბი დოზირება:
მონაცემები ჭარბი დოზირების შესახებ არ არსებობს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ბაქტერიციდული ანტიბიოტიკები (მათ შორის ცეფალოსპორინები, ვანკომიცინი, რიფამპიცინი, ამინოგლიკოზიდები) ახდენენ სინერგიდულ მოქმედებას; ბაქტერიოსტატიკურები (მათ შორის მაკროლიდები, ქლორამფენიკოლი, ლინკოზამიდები, ტეტრაციკლინები) - ანტაგონისტურს. ამცირებს პერორალური კონტრაცეპტივების და ეთინილესტრადიოლის ეფექტურობას - სისხლდენის განვითარების რისკი.
დიურეზული საშუალებები, ალოპურინოლი, ფენილბუტაზონი, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები აქვეითებენ მილაკოვან სეკრეციას, ზრდის პენიცილინების კონცენტრაციას. ალოპურინოლი ზრდის ალერგიული რეაქციების (კანზე გამონაყარი) განვითარების რისკს.
განსაკუთრებული მითითებები:
ნებისმიერი ალერგიული რეაქციის გამოვლენისას მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
პრეპარატის შეყვანა კანქვეშ, ინტრავენურად, ენდოლუმბალურად, ან სხეულის სხვა ნაწილში დაუშვებელია.
სისხლძარღვში შემთხვევით შეყვანის დროს შეინიშნება დათრგუნვის, შფოთვის გარდამავალი შეგრძნება და მხედველობის დარღვევა (უანიეს სინდრომი). პრეპარატის სისხლძარღვში შემთხვევით შეყვანის თავიდან ასაცილებლად, რეკომენდებულია ინტრავენული ინექციის გაკეთების წინ ასპირაციის ჩატარება, სისხლძარღვში ნემსის შესაძლო მოხვედრის გამოვლენის მიზნით.
ვენერიული დაავადებების მკურნალობისას, თუ არსებობს ეჭვი ათაშანგზე, თერაპიის დაწყებამდე და შემდეგ 4 თვის განმავლობაში აუცილებელია მიკროსკოპიული და სეროლოგიური გამოკვლევების ჩატარება.
სოკოვანი დაავადებების შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით, მიზანშეწონილია B ჯგუფის ვიტამინებისა და ასკორბინის მჟავას დანიშვნა. ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში - ნისტატინი და ლევორინი, ინფექციის გენერალიზაციის დროს - ფლუკონაზოლი.
აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ პრეპარატის არასაკმარისი დოზის გამოყენება ან მკურნალობის ნაადრევი შეწყვეტა ხშირად იწვევს გამომწვევი რეზისტენტული შტამების განვითარებას.
იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია ანაფილაქსიური შოკის განვითარება. ანაფილაქსიური შოკის პირველივე ნიშნების გამოვლენისას სასწრაფოდ უნდა მიღებულ იქნას ზომები ამ მდგომარეობიდან ავადმყოფის გამოყვანისათვის: ნორეპინეფრინის, გლუკოკორტიკოსტეროიდების შეყვანა, აუცილებლობის შემთხვევაში, ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის ჩატარება.
გამოშვების ფორმა:
სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილი ინტრამუსკულარული გამოყენებისათვის 600000 ერთ. 600000 ერთ. მოთავსებულია 10მლ მოცულობის ფლაკონში.
50 ფლაკონი 5 გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად ათავსებენ მუყაოს კოლოფში სტაციონარში განსათავსებლად.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი. არ გამოიყენოთ ვადის ამოწურვის შემდეგ:
შენახვის პირობები: ტემპერატურაზე 8–დან 25° C –მდე.
შეინახეთ ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account