Sanacef - სანაცეფი 1გ ფლაკონი

4,25 GEL
მარაგშია
SKU
79109_532

ჩვენება:ცეფტრიაქსონი არის ნახევრადსინთეზური ფართო სპექტრის ცეფაცლოსპორინული ანტიბიოტიკი.

სანაცეფი 1გ ი.მ./ი.ვ. 

გამოშვების ფორმა

საინექციო სანაცეფი 1გ ი.მ/ი.ვ. :

თითოეული ფლაკონი შეიცავს მშრალ ფხვნილს რომელიც ექვივალენტურია 1 გ ცეფტრიაქსონის (როგორც სტერილური ნატრიუმის ცეფტრიაქსონი USP) და  ი.მ./ი.ვ. ინექციისთვის.

ზოგადი ინფორმაცია სანაცეფის შესახებ

რა არის სანაცეფი 1გ ი.მ./ი.ვ. და რისთვის გამოიყენება
შენიშვნები სანაცეფი 1გ ი.მ./ი.ვ. მიღებამდე
სანაცეფი 1გ ი.მ./ი.ვ. მიღების წესი
შესაძლო გვერდითი ეფექტები
სანაცეფი 1გ ი.მ./ი.ვ. შენახვის პირობები
რა არის სანაცეფი 1გ ი.მ./ი.ვ. და რისთვის გამოიყენება
ცეფტრიაქსონი არის ნახევრადსინთეზური ფართო სპექტრის ცეფაცლოსპორინული ანტიბიოტიკი. სანაცეფი 1გ ი.მ./ი.ვ. ინიშნება შემდეგი მდგომარეობებისას:

ჰოსპიტალში გამოყენებისას:

მგრძნობიარე ორგანიზმებით გამოწვეული მწვავე ინფექციების სამკურნალოდ, განსაკუთრებით მენინგიტის დროს, გარდა Listerie monocytogenes.
გავრცელებული ლაიმის დაავადების დროს
პროსტატის რეზექციის დროს პეროპერაციული პროფილაქტიკის სახით.
ქალაქის დისპანსერში:

ჰოსპიტალში დაწყებული მკურნალობის გაგრძელების სახით
ქვედა სასუნთქი გზების მწვავე ინფექციების დროს, განსაკუთრებით ხანდაზმულებში, ალკოჰოლიკებში, დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირებში, მწეველებში ან სუნთქვის უკმარისობისას, განსაკუთრებით
ბაქტერიული პნევმონიტის დროს (გამოწვეული გრამ უარყოფითი პნევმოკოკის დროს)
ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, წინა თერაპიის არაეფექტურობის შედეგად
საშარდე გზების მწვავე ინფექციების დროს. დიაგნოზი უნდა იყოს ზუსტი და დადასტურდეს ოპერაციული მკურნალობა აუცილებლობის შემთხვევაში.

ჰოსპიტალიზაციამდე გადაუდებელი ანტიბიოტიკური თერაპიის დროს თუ არსებობს ეჭვი ფულმინანტურ პურპურაზე, ანუ ცხელების დროს, რაც ასოცირდება პურპურასთან, თუნდაც ერთი ნეკროზული ან ეკქიმოზური ელემენტის დროს, ჰემოდინამიკური მდგომარეობის პაციენტებში.

შენიშვნები სანაცეფი 1გ ი.მ./ი.ვ. მიღებამდე
არ გამოიყენოთ სანაცეფი 1გ ი.მ./ი.ვ.

პაციენტებში ცნობილი ალერგიით ცეფალოსპორინის ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ
განსაკუთრებული სიფრთხილე სანაცეფი 1გ ი.მ./ი.ვ. გამოყენებისას

მკურნალობა უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ თუ ადგილი ექნება ალერგიის განვითარებას. ცეფალოსპორინი უნდა გამოიყენებოდეს პენიცილინმგრძნობიარე პაციენტებში მონიტორინგის ქვეშ. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ანაფილაქსია) ცეფალოსპორინის და პენიცილინის მიმართ შესაძლოა იყოს სერიოზული და ფატალურიც. ჰიპოქონდრიის მარჯვენა მხარეს ტკივილის დროს, უნდა ჩატარდეს ექოგრაფია ნაღველში დანალექის არსებობის გამოსავლენად (იხ. შესაძლო გვერდითი ეფექტები). კვლევები მიუთითებს, რომ ცეფტრიაქსონს 1გ ი.მ. სხვა ცეფალოსპორინების მსგავსად შეუძლია ჩაანაცვლოს ბილირუბინი შრატისმიერი ალბუმინიდან. ამიტომ ახალშობილებში ჰიპერბილირუბინემიით და რომლებიც იღებენ ცეფტრიაქსონს 1გ ი.მ. უნდა ჩატარდეს სათანადო მონიტორინგი. სანაცეფი 1 გ ი.მ. არ უნდა გამოიყენებოდეს ახალშობილებში და დღენაკლულებში რომლებიც მიდრეკილნი არიან ენცეფალოპათიისადმი ბილირუბინით. ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში, სისხლის რეგულარული კონტროლი აუცილებელია. თირკმლის მწვავე უკმარისობისას ან თირკმლის და ღვიძლის ასოცირებული უკმარისობისას, დოზირების კორექცია უნდა მოხდეს კრეატინინის კლირენსის მიხედვით.

სანაცეფი 1გ ი.მ./ი.ვ. შერევა შეიძლება მხოლოდ ხსნარებთან და სუბსტანციებთან რომლებიც მითითებულია პარაგრაფში 3 „სანაცეფი 1გ ი.მ./ი.ვ. მიღების წესი“

ურთიერთქმედება

დაუშვებელია სანაცეფი 1გ ი.მ./ი.ვ. შერევა კალციუმის შემცველ ხსნარებთან განსაკუთრებით ჰარტმანის ხსნართან ან რინგერის ხსნართან. სანაცეფი 1გ ი.მ./ი.ვ. შეუთავსებელია ამსაკრინთან, ვანკომიცინთან, ფლუკონაზოლთან და ამინოგლიკოზიდებთან.

სანაცეფი 1გ ი.მ./ი.ვ. შერევა დაუშვებელია კალციუმის შემცველ ხნსარებთან. კალციუმის ხნსარებთან მიღებისას რეკომენდებულია სანაცეფი 1გ ი.მ./ი.ვ. ინფუზია ცალკე გზით და იმ პერიოდით, როდესაც კალციუმის ინფუზია არ ხდება, მაშინაც კი თუ მათი მიღება სხვადასხვა გზით ხდება.

ფიზიკური ან ქიმიური შეუთავსებლობის თავიდან ასაცილებლად, სანაცეფი 1გ ი.მ./ი.ვ. შერევა უნდა მოხდეს ხსნარებთან და სუბსტანციებთან რომლებიც მითითებულია პარაგრაფში 3 „სანაცეფი 1გ ი.მ./ი.ვ. მიღების წესი“

ორსულობა და ლაქტაცია

ცხოველებში ჩატარებულ კვლევებში არ გამოვლენილა ტერატოგენული ეფექტი. ცეფტრიაქსონის 1გ ი.მ. გამოყენებას ორსულების შეზღუდულ რაოდენობაში არ გამოუვლენია მანკები ან ფეტოტოქსიურობის განსაკუთრებული მოვლენები.

თუმცა, აუცილებელია დამატებთი კვლევები ორსულობის გამოყენების შედეგების შესაფასებლად. ამიტომ, სანაცეფი 1გ ი.მ./ი.ვ. გამოყენება უნდა მოხდეს ორსულობის დროს განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში. სანაცეფი 1გ ი.მ./ი.ვ. დაბალი კონცენტრაციები გამოიყოფა დედის რძეში. სიფრთხილეა საჭირო სანაცეფი 1გ ი.მ./ი.ვ. გამოყენებისას ლაქტაციის დროს.

სანაცეფი 1გ ი.მ./ი.ვ. მიღების წესი
კუნთში ინექცია

გახსენით სანაცეფი 1გ ი.მ./ი.ვ. შესაბამის გამხსნელში. გამხსნელი შეიყვანეთ ფლაკონში, კარგად შეანჯღრიეთ ხსნარის მისაღებად. შპრიცით ამოიღეთ მთლიანი ხსნარი. სანაცეფი 1გ ი.მ./ი.ვ. შეყვანა უნდა მოხდეს დიდ კუნთში; ასპირაცია უზრუნველყოფს შემთხვევით ინექციას სისხლძარღვში.

გამოყენება ინტრავენურად

სანაცეფი 1გ ი.მ./ი.ვ. გამოიყენება ინტრავენურად 30 წუთის განმავლობაში. რეკომენდირებული კონცენტრაცია არის 10 მგ/მლ - 40 მგ/მლ; თუმსა სურვილისამებღ შესაძლებელია ნაკლები კონცენტრაციის გამოყენება. Addes-ის საჭირო რაოდენობა სანაცეფის 1გ ი.მ./ი.ვ. გასახსნელად, ხსნარის თითო 1მლ დაახლოვებით შეიცავს ცეფტრიაქსონის 100 მგ. ეკვივალენტს. გამოიყენეთ მთლიანი მოცულობა და გახსენით სასურველი კონცენტრაცია შესაბამისი IV გამხსნელის გამოყენებით.

სანაცეფი 1გ ი.მ./ი.ვ. დოზირება:

მოზრდილები:

ჩვეულებრივი დოზა: 1 გ-2გ დღეში ერთხელ ინფექციის სიმწვავის და პაციენტის სხეულის წონის მიხედვით.

ლაიმის დაავადება: 2 გ დღეში ერთჯერადი ინექციის სახით. თერაპიის ხანგრძლივობაა 14 დღე, შეიძლება გაგრძელდეს 21 დღე დაავადების სიმწვავის და შეყოვნების ფორმის მიხედვით.

პოსტქირურგიული ინფექციების პროფილაქტიკა: ანტიბიოტიკებით პროფილაქტიკა უნდა იყოს ხანმოკლე და შეზღუდული პოსტოპერაციულ პერიოდში, ზოგჯერ 24 საათის მანძილზე; არ უნდა გადააჭარბოს 48 სთ-ს. ინექციები კუნთში 1გ ერთჯერადი დოზის სახით ანესთეზიის ინდუქციისას.

როდესაც არსებობს ეჭვი კლინიკურად ფულმინანტურ პურპურაზე: კუნთში ინექციის სახით: 1-2 გ.

ბავშვებში და ჩვილებში (იხ. პარაგრაფი 2 „ შენიშვნები სანაცეფი 1გ ი.მ./ი.ვ. მიღების შესახებ):

ჩვეულებრივი დოზა: 50მგ/კგ დღში ერთჯერადი ინექციის სახით.

ლაიმის დაავადება: 50მგ - 100მგ/კგ დღში ერთჯერადი ინექციის სახით.

ჩვეულებრივი თერაპიაა 14 დღე და შეიძლება იყოს 21 დღე დაავადების სიმწვავის და შეყოვნების ფორმის მიხედვით.

მენინგიტი: დოზა შესაძლოა განსხვავდებოდეს 50-10მგ/კგ დღეში ერთჯერადი ინექციის სახით: დოზირება 100მგ/კგ მხოლოდ გამართლებულია დარტყმითი მკურნალობის სახით. თუმცა ახალშობილებში 3-12 თვის, 12 საათში ერთხელ ინექციები შეიძლება რეკომენდებული იყოს მოკლე ნახევრაგმოყოფის პერიოდის გამო.

როდესაც კლინიკურად არსებობს ეჭვი ფულმინანტურ პურპურაზე: კუნთში ინექციის სახით: 50-100მგ/კგ არაუმეტეს 1გ.

ხანდაზმული პაციენტები:

რეკომენდებული დოზები ხანდაზმულებში მოზრდილების მსგავსია.

მიღების ხანგრძლივობა

თერაპიის ხანგრძლივობა

თერაპიის ხანგრძლივობა განსხვავდება დაავადების მიმდინარეობის მიხედვით. ზოგადად ანტიბიოტიკების მიღება უნდა მოხდეს მინიმუმ 48-72 სთ მას შემდეგ რაც პაციენტი გახდება აფებრილური ან მიღწეულია ბაქტერიული ერადიკაცია.

ხსნარის მომზადება

სანაცეფი 1გ ი.მ./ი.ვ. მიღება შესაძლებელია კუნთში. მოცემულ შემთხვევაში რეკომენდებულია ხნსარის გახსნა შესაბამის გამხსნელში რომელიც მოცემულია შემდეგ ცხრილში. კარგად შეანჯღრიეთ გახსნამდე და შემდეგ მთლიანი შემადგენლობა ამოიღეთ შპრიცით.

 

ინექცია გამხსნელი

ვენაში 10 მლ ხსნარი საინექციო წყალში

კუნთში 10 მლ ხსნარი საინექციო წყალში

ხსნარი გამოიყენეთ განზავებისთანავე. გამოუყენებელი ნარჩენი გადააგდეთ.

ინტრავენური ინექცია: ნელა შეიყვანეთ ვენაში 2-დან 4 წუთამდე გადასხმის სახით.

გადასხმა: გადასხმა გრძელდება 30 წუთის განმავლობაში, სანაცეფი 1გ ი.მ./ი.ვ. 2 გრამი იხსნება 40 მლ. საინექციო წყალში ან ინტრავენული გადასმის 40 მლ. სხვა გამოყენებად შემდეგ ხსნარებში: 0.9 % ნატრიუმის ქლორიდი, 0.45 % ნატრიუმის ქლორიდი + 2.5 5 გლუკოზის ხსნარში, 5 % გლუკოზის ხსნარში, 10 % გლუკოზის ხსნარში, 6 % დექსტრანი 5 % გლუკოზის ხსნარში, 6-10 % ჰიდროქიეტილის გამხსნელი.

არ შეურიოთ სანაცეფი 1გ ი.მ./ი.ვ. სხვა ანტიმიკრობული ნივთიერებების შემცვლელ ხსნარებთან (ომიდაზოლის გარდა) ან სხვა ხსნარებთან შეუთავსებლობის რიკის განსაზღვრით. არ შეურიოთ სანაცეფი 1გ ი.მ./ი.ვ. კალციუმის შემცვლელ ხსნარებთან. კალციუმის შემცვლელი ხსნარების გამოყენების დროს სანაცეფის 1გ ი.მ./ი.ვ. გადასხმა უნდა განხორციელდეს სხვა გზით და სხვა დროს.

ინტრამუსკულარული ინექცია: ინტრამუსკულარული ფორმის ამოყენება შეიძლება ინტრამასკულარულად მაგრამ აბსოლუტურად დაუშვებელია მისი გამოყენება ინტრავენრი გზით.

თუ მიიღეთ სანაცეფი 1გ ი.მ./ი.ვ. -ის საჭიროზე მეტი დოზა

სანაცეფი 1გ ი.მ./ი.ვ. ცუდად გამოდის დიალიზით. ჭარბი დოზირებისას მკურნალობა სიმპტომურია.

თუ გამოტოვეთ ერთი დოზა

განაგრძეთ როგორც დაგეგმილია. არ მიიღოთ უფრო მაღალი დოზა.

შესაძლო გვერდითი ეფქტები
სხვა პრეპარატების მსგავსად, სანაცეფი 1გ ი.მ./ი.ვ-მ. შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფქტები.

გვერდითი ეფექტების შეფასება დაფუძნებულია სიხშირის შემდეგ ინფორმაციაზე:

ძალიან ხშირად > 1 /10 პაციენტებში
ხშირად <1/10 , > 1/100 პაციენტებში
არახშირად <1/100, >1/1000 პაციენტებში
იშვიათად <1/1000, >1/10000 პაციენტებში
ძალიან იშვიათად <1/10000 პაციენტებში მათ შორის ერთეული შემთხვევები

მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტები ან სიმპტომები რაც უნდა იცოდეთ და მიიღოთ ზომები თუ აგეღნიშნებათ

კანის რეაქციები:

იშვიათად:

კანზე ალერგიული გამონაყარი, ჭინჭრის ციება

ძალიან იშვიათად:

სხვა ცეფალოსპორინების მსგავსად შეინიშნებოდა მწვავე რეაქციების რამოდენიმე შემთხვევა (მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ლაიელის სინდრომი).

ზოგადი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები:

იშვიათად:

ცხელება, ანაფილაქტიკური რეაქციები.

საჭმლის მომნელებელი სისტემა:

ხშირად:

სტომატიტი , დიარეა, გულისრევა, ღებინება

იშვიათად:

ფსევდომემბრანურლი კოლიტი.

ჰეპატო-ბილიარული დარღვევები:

იშვიათად:

ვეზიკულარული დანალექების ექოგრაფიული სურათები (ცეფტრიაქსონის კალციუმის მარილების დანალექი ნაღვლის ბუშტში), განსაკუთრებით ბავშვებში, ასოცირებული ან არა კლინიკურ სიმპტომებთან, ცეფტრიაქსონის თერაპია უნდა შეჩერდეს ნიშნების მოსახსნელად.

ღვიძლის ფერმენტების მომატება.

პანკრეასის დარღვევები:

ძალიან იშვიათად:

პანკრეატიტის შემცირება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

ჰემატოლოგიური რეაქციები:

ხშირად:

ზომიერი ჰიპერეოზინოფილია. ლეიკონეიტროპენია, თრომბოციტოპენია

იშვიათად:

ჰემოლიზური ანემია და აგრანულოციტოზი.

ძალიან იშვიათად:

კოაგულაციის დარღვევები

თირკმლის მხრივ:

ძალიან იშვიათად:

შეინიშნებოდა თირკმლის ფუნქციის დარღვევები იგივე ჯგუფის ანტიბიოტიკების მიღებისას, განსაკუთრებით ამინოგლიკოზიდების და შარდმდენების

იშვიათად

ოლიგურია და შრატში კრეატინინის მომატება. თირკმლის პრეციპიტატების გამონაკლისი შემთხვევები შექცევადი მკურნალობის დასასრულს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა უმეტესად ბავშვებში 3 წლის ასაკიდან.

ცენტრალური ნერვული სისტემა:

ძალიან იშვიათად:

თავის ტკივილი და თავბრუსხვევა. ბეტა-ლაქტამების მაღალი დოზების მიღებამ, განსაკუთრებით თირკმლის უკმარისობისას, შესაძლოა გამოიწვიოს ენცეფალოპათიები (ცნობიერების დარღვევები, მოძრაობის დარღვევები, კონვულსიები).

მწვავე შემთხვევები - ზოგიერთი მათგანი ფატალური - შეინიშნებოდა ახალშობილებში ან დღენაკლულებში, რომლებიც ერთდროულად იღებდნენ ცეფტრიაქსონს და კალციუმის მარილებს ინტრავენურად.

სხვა შესაძლო გვერდითი ეფექტები:

ადგილობრივი რეაქციები:

კუნთში ინექციები მტკივნეულია.

ტკივილი ინექციის ადგილას და წვა შესაძლებელია.

ადგილობრივი ფლებიტი ზოგჯერ შეინიშნებოდა ინტრავენური ინექციის შემდეგ.

სანაცეფი 1გ ი.მ/ი.ვ. -ს მიღებისას არ შეინიშნებოდა ზემოქმედება ავტოტრანსპორტის ან მექანიზმების მართვის უნარზე.

სანაცეფი 1გ ი.მ./ი.ვ. შენახვის პირობები
პრეპარატები შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ბოთლზე ან შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე საწყის შეფუთვაში, დაიცავით სინათლისგან.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი გაუხსნელი პრეპარატის შემთხვევაში.

 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy