TOBREX - ტობრექსი 0,3% 5მლ. თვალის წვეთები
ჩვენება:ტობრექსის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული თვალის დაავადებები.
ტობრადექსი 0,3% + 0,1 % სტერილური თვალის წვეთი, სუსპენზია
1.რა არის და რისთვის გამოიყენება ტობრადექსი?
ტობრადექსის კოლოფში 1 ცალი 5 მლ-იანი ბოთლია, რომელიც სუსპენზიას შეიცავს. ტობრადექსი, კორტიკოსტეროიდის და ანტიინფექციური პრეპარატის კომბინაციაა.
კორტიკოსტეროიდები (ამ პროდუქტში წარმოდგენილია დექსამეტაზონი) თვალის ჩირქოვანი ანთების თავიდან აცილებასა და შემცირებას უწყობს ხელს. ანტიინფექციური პრეპარატები (ამ პროდუქტში ტობრამიცინი) თვალის ინფექციური პროცესის გამომწვევი მიკროორგანიზმებიდან უმრავლესობის წინააღმდეგ ეფექტურ მოქმდებას ახდენს. ტობრადექსში არსებული ორი მოქმედი ნივთიერება, ინფექციების და შეშუპების, სიწითლის, ტკივილის, თვალის მიდამოში სიმხურვალის მსგავსი ნიშნების სამკურნალოდ გამოიყენება.
ტობრადექსი, თვალის ზედაპირული ინფექციების ანდა ბაქტერიული ინფექციების რისკის მქონე დაავადებების (მაგ.თვალში გამოვლენილი ჩირქოვანი ანთების მდგომარეობები, თვალის წინა ნაწილში გახანგრძლივებული ჩირქოვანი და ქიმიური, სხივური ანდა სითბოსთან დაკაშირებული დამწვრობებიდან განვითარებული თვალის დაზიანებები ანდა უცხო სხეულის არსებობა) სამკურნალოდ გამოიყენება.
ტობრადექსი, გამოიყენება ანთებითი პროცესის სამკურნალოდ და ასევე კატარაქტის ოპერაციის შემდგომ პერიოდში ინფექციის თავიდან აცილების მიზნით.
2. ტობრადექსის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
ტობრადექსი არ გამოიყენება ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს:
თუ:
მოქმედი ნივთიერებების ანდა დამხმარე ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ მომატებული მგრძნობელობა ალერგია გაქვთ,
თვალის წინა ნაწილში ვირუსულ ინფექციასთნ დაკაშირებით განვითრებული ჩირქოვანი ანთება, ყვავილი, ჩუტყვავილა და სხვა ვირუსულ ინფექციასთან დაკაშირებული დაავადება გაქვთ,
თვალში ბაქტერიასთან დაკავშირებული ინფექცია გაქვთ, რომელსაც თან ახლავს ჩირქოვანი გამონადენი,
თვალში სოკოსთან დაკავშირებული დაავადება გაქვთ,
თვალში ტუბერკულოზური ინფექცია გაქვთ,
თვალში ჩირქოვანი ინფექციური მდგომარეობა გაქვთ, რომელზეც მკურნალობა არ ჩატარებულა,
თვალის სიწითლე გაქვთ, რომელზეც მკურნალობა არ ჩატარებულა.
ტობრადექსი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით გამოიყენეთ,
თუ;
გლაუკომა (თვალის შიგა წნევის მომატება) გაქვთ, კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ,
ტობრადექსის გამოყენების დროს საჭიროა თვალის შიგა წნევის რეგულარული კონტროლი. ამ დროს წნევის მომატების რისკის გამომწვევია კორტიკოსტეროიდები. განსაკუთრებული კონტროლი საჭიროა პედიატრიული ასაკის ბავშვებთან, რადგანაც თვალის შიგა წნევის მომატების რისკი ბავშვებში უფრო მეტია და უფრო ადრეულად ვლინდება, განსხვავებით ზრდასრულებისგან. ტობრადექსის გამოყენება პედიატრიული ასაკის ავადმყოფებში არ არის დამტკიცებული.
პრეპარატის, 24 დღეზე მეტი დროით გამოყენებისას ანდა უფრო ხშირი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს თვალის შიგა წნევის მომატება, რაც იწვევს მხედველობის ნერვის დაზიანებას და მხედველობის სიმახვილის, მხედველობის ველის შემცირებას, ასევე შეიძლება გამოიწვიოს კატარაქტის ერთერთი სახეობა ,,უკანა სუბკაფსულარული კატარაქტა’’ (თვალის შიგნით ბროლის უკანა ნაწილში სინათლის გამტარებლობის შემცირება). თუ, მგრძნობელობა მომატებული გაქვთ, ჩვეული დოზებითაც შეიძლება გამოიწვიოს თვალის შიგა წნევის მომატება.
ტობრადექსის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ინფექციების მიმართ მგრძნობელობის მომატება, თვალის შიგა წნევის მომატება, კატარაქტის განვითარება და წამლის სისხლში გადასვლის გამო კუშინგის სინდრომიც შეიძლება განვითარდეს- სხეულზე და სახეზე შესივება და წონის მომატება,რაც კუშინგის სინდრომის პირველი დამასახიათებელი ნიშნებია. ტობრადექსის ხანგრძლივი და ინტენსიური მკურნალობის შეჩერების შემდეგ თირკმლეზედა ჯირკვლების ფუნქციის დათრგუნვა შეიძლება გამოვლინდეს. მკურნალობის თვითნებურად შეწყვეტამდე ექიმს მიმართეთ. აღნიშნული რისკების გათვალისწინება განსაკუთრებით საჭიროა რიტონავირის ანდა კობიცისტატის სახელით წოდებული წამლით მკურნალობის ქვეშ მყოფ ავადმყოფებსა და ბავშვებში.
თუ, შაქრინი დიაბეტი გაქვთ, კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ. კორტიკოსტეროიდებით განპირობებული თვალის შიგა წნევის მომატება და / ანდა კატარაქტის განვითარების რისკი შაქრიანი დიაბეტის დროს უფრო მეტია.
ტობრადექსის გამოყენების შემდეგ შეიძლება მეორადი ინფექცია განვითარდეს. ამ დროს თვალი განსაკუთრებით მგრძნობიარეა სოკოვანი ინფექციის მიმართ. იმუნური სისტემის დათრგუნვის შემდეგ მეორადი ბაქტერიული ინფექციაც შეიძლება გამოვლინდეს. კორტიკოსტეროიდული (მაგ.დექსამეტაზონი) წამლებით მკურნალობამ შეიძლება განაპირობოს თვალის ანთებადი ჩირქოვანი დაავადებების განვითარების მასკირება ანდა უფრო გამოხატულად გამოვლინება. თვალის წინა ნაწილის გამოკვლევისას, გამომწვევი დაავადებით განპირობებული თვალის გახევა (პერფორაცია) შეიძლება გამოვლინდეს.
თუ, თვალის ქსოვილებში გათხელების გამომწვევი დაავადება გაქვთ, ამ წამლის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ.
თუ, ტობრადექსის გამოყენების დროს ალერგიული რეაქციები ვლინდება, წამლის გამოყენება შეწყვიტეთ და ექიმს მიმართეთ. ალერგიული რეაქციები შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა სიმპტომებით:ლოკალური ქავილი, შეშუპება, თვალის სიწითლე დ ან კანის შეწითლება, ძლიერი ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური რეაქციები) ანდა სერიოზული კანის რეაქციები. ეს ალერგიული რეაქციები იგივე ჯგუფის წამლის (ამინოგლიკოზიდების) სხვა ტოპიკალური (ზედაპირული) და სისტემური მოქმედების მქონე ანტბიოტიკების გამოყენების დროსაც შეიძლება გამოვლინდეს.
თუ, დაავადება დამძიმდება ანდა დაავადების სიმპტომები კვლავ გამოვლინდება, ექიმს მიმართეთ. ამ წამლის გამოყენებასთან დაკავშირებით თვალის ინფექციების მიმართ მგრძნობელობა მატულობს.
თუ, ტობრადექსთან ერთად ორალური გზით სხვა ანტიბიოტიკებსაც ღებულობთ, კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ.
თუ, მიასთენია გრავის (ნებითი მოძრაობის მქონე ზოგიერთ კუნთში მოძრაობასთან დაკავშირებული ადვილად დაღლა და სისუსტე, ნერვულ-კუნთოვანი დაავადება) სახელით ცნობილი დაავადება ანდა პარკინსონის (თავის ტვინში დოფამინის ნაკლებობით გამოწვეული კიდურების კანკალი, კუნთების გამკვრივება და მოძრაობების შენელება-ნერვული დაავადება. დოფამინი თავის ტვინში მოძრაობის კოორდინაციისთვის მნიშვნელოვანი როლის შემსრულებელი ნივთიერებაა) დაავადების მსგავსი დაავადებები გაქვთ ანდა წარსულში მსგავსი პრობლემა ჰქონდათ, ექიმს აცნობეთ. ამ ტიპის ანტიბიოტიკები კუნთოვან სისუსტეს უფრო ამძიმებს.
თუ, თვალის დაზიანება გაქვთ, ტობრადექსმა ჭრილობის შეხორცება შეიძლება გაახანგრძლივოს. თუ, თვალის ქსოვილების გათხელების გამომწვევი რევმატოიდული ართრიტი, ფუქსის დისტროფიის მსგავსი დაავადება გაქვთ ანდა რქოვანას გადანერგვა გაქვთ გაკეთებული, ამ წამლის გამოყენებამდე ექიმს აცნობეთ. კორტიკოსტეროიდებმა, კიდევ უფრო მეტი გათხელება და გახვრეტა შეიძლება გამოიწვიოს. ტოპიკალური აას (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო) პრეპარატების მიერ გამოჯანმრთელების გახანგრძლივების ანდა შეფერხების შესახებ მონაცემები უცნობია. ტოპიკალური სტეროიდების და ტოპიკალური აას პრეპარატების ერთდროული გამოყენებამ გამოჯანმრთელების პროცესში პრობლემების განვითარების პოტენცილი შეიძლება გაზარდოს.
თუ, თვალში ინფექცია გაქვთ, კონტაქტური ლინზები არ ატაროთ.
ტობრადექსი, კონსერვანტის სახით ბენზალკონიუმის ქლორიდს შეიცავს, აღნიშნულის გამო თვალის გაღიზიანება შეიძლება გამოიწვიოს. რბილი კონტაქტური ლინზებთან კონტაქტს მოერიდეთ. წამლის გამოყენებამდე კონტაქტური ლინზები მოიხსენით. ლინზები კვლავ წამლის გამოყენებიდან 15 წუთის შემდეგ ჩაიდგით.
ტობრადექსმა, რბილი კონტაქტური ლინზების ფერის ცვლილება შეიძლება გამოიწვიოს.
თუ, აღნიშნული გაფრთხილებებიდან ნებისმიერი მდგომარეობა წარსულში ანდა ამჟამად თქვენთან ვლინდება, თქვენს ექიმს აცნობეთ.
ტობრადექსის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
გამოყენების მეთოდიდან გამომდინარე, საკვებთან და სასმელთან ურთიერთქმედება არ აქვს.
ორსულობა
წამლის მიღებამდე გთხოვთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ექიმის რეკომენდაციით, აბსოლუტური აუცილებლობის გარეშე ტობრადექსი ორსულობის დროს არ უნდა იქნას გამოყენებული.
თუ, მშობიარობის პოტენციალის მქონე ქალი ხართ, მკურნალობის განმავლობაში ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდის გამოყენების შესახებ ექიმისგან ინფორმაცია მიიღეთ.
თუ, მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, სასწრაფოდ ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ძუძუთი კვება-ლაქტაცია
წამლის გამოყენებამდე გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ექიმის რეკომენდაციის გარეშე, ტობრადექსი ლაქტაციის დროს არ გამოიყენოთ.
ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება
როგორც სხვა თვალის წვეთების შემთხვევაში, წვეთის ჩაწვეთების შემდეგ მხედველობის გარდამავალი შემღვრევა შეიძლება გამოვლინდეს, რამაც ავტომობილის და მექანიზმების მართვაზე გავლენა შეიძლება მოახდინოს. თუ, წამლის ჩაწვეთების შემდეგ მხედველობა შეგემღვრევათ, ავტომობილი ანდა მექანიზმები არ მართოთ მანამ, სანამ მხედველობა არ გაიწმინდება.
ტობრადექსის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია
ტობრადექსი, კონსერვანტის სახით ბენზალკონიუმის ქლორიდს შეიცავს, აღნიშნულმა თვალის გაღიზიანება შეიძლება გამოიწვიოს. რბილ კონტაქტურ ლინზებთან კონტაქტს მოერიდეთ. წამლის გამოყენებამდე კონტაქტური ლინზები მოიხსენით. ლინზები, წამლის გამოყენებიდან 15 წუთის შემდეგ კვლავ შეგიძლიათ ჩაიდგათ. ტობრადექსმა, რბილი კონტაქტური ლინზების ფერის ცვლილება შეიძლება გამოიწვიოს.
სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება
თუ, ლოკალური გამოყენების (კანის ზედაპირზე დატანილი)არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო წამლებს (აას) ღებულობთ, ექიმს აცნობეთ.ლოკალური სტეროიდული და ლოკალური არასტეროიდული წამლების ერთად გამოყენებამ რქოვანას პოტენციური გამოჯანმრთელების პრობლემები შეიძლება გაზარდოს.
თუ, სხვა თვალის წვეთს ანდა თვალის მალამოს იყენებთ, ორ წვეთს ანდა მალამოს შორის სულ ცოტა 5 წუთიანი ინტერვალი დაიცავით. თვალის მალამო ბოლოს გამოიყენეთ.
სისხლში დექსამეტაზონის რაოდენობის მომატების შედეგად ადრენალინის დათრგუნვამ კუშინგის სინდრომის (სხეულში კორტიზოლის ჭარბი წარმოება) განვითარება შეიძლება გამოიწვიოს. თუ, ღვიძლში წამლების ელიმინაციის უზრუნველმყოფი CYP3A4 ფერმენტის აქტივობის დამაქვეითებელ წამლებს (რიტონავირი და კობიცისტატი) ღებულობთ, ექიმს აცნობეთ.
თუ, რეცეპტით ანდა რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.
3. როგორგამოიყენება ტობრადექსი?
ტობრადექსი, თვალზე მხოლოდ ზედაპირულად (ლოკალურად) გამოყენებისთვისაა განკუთვნილი, თვალში ინექციის სახით არ კეთდება.
სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:
მოზარდებში, ზრდასრულებში და ხანდაზმულებში გამოყენება.
წამლის გამოყენების დროს ექიმის რეკომენდციები მკაცრად დაიცავით. თუ, ექიმი წამლის გამოყენების სხვა მითითებას არ მოგცემთ, ქვემოთ მოცემული დოზებით გამოიყენეთ.
ყოველ 4 ანდა 6 საათში ერთხელ თვალში 1 ან 2 წვეთი ჩაიწვეთეთ.
პირველ 24- დან 48 საათამდე, დოზა ყოველ 2 საათში 1 ანდა 2 წვეთამდე შეიძლება გაზარდოთ. თუ, სიმპტომები შემცირდება, გამოყენების სიხშირე ეტაპობრივად შემცირდება. მკურნალობა ადრეულად არ შეწყვიტოთ. მკურნალობისას, წამლის დოზას და გამოყენების ხანგრძლივობას ექიმი გადაწყვეტს.
დაავადების მძიმე ფორმების დროს, როცა აღინიშნება შეშუპება, სიწითლე, ტკივილი, სიმხურვალის არსებობა, ჩირქოვანი პროცესის მართვამდე, პრეპარატი გამოიყენება ყოველ საათში, 1 ანდა 2 წვეთი და 3 დღის განამვლობაში გამოყენების სიხშირე ეტაპობრივად ყოველ 2 საათში 1 ანდა 2 წვეთამდე შემცირდება. შემდეგ 5 ანდა 8 დღის განმავლობაში, ყოველ 4 საათში 1 ანდა 2 წვეთი და ბოლოს, თუ საჭირო იქნება, 5-დან 8 დღის განამვლობაში დღეში 1 ანდა 2 წვეთი უნდა ჩაიწვეთოთ.
კატარაქტის ოპერაციის შემდეგ დოზა, ოპერაციის დღიდან დაწყებული 24 დღემდე 4 ჯერ დღეში 1 წვეთი ჩაიწვეთება. მკურნალობა ოპერაციის წინა დღეს იწყება შემდეგი დოზით: 1 წვეთი 4 ჯერ დღეში და ოპერაციის შემდეგ, 23 დღემდე 1 წვეთი 4 ჯერ დღეში გამოიყენება. თუ საჭირო იქნება, ტობრადექსის დოზა მკურნალობის პირველი 2 დღის განმავლობაში შეიძლება გაიზარდოს შემდეგი სახით: 1 წვეთი ყოველ 2 საათში.
თვალის შიგა წნევა რეგულარულად გაიზომეთ.
მიცემის გზა და მეთოდი:
1. აიღეთ ტობრექსის ბოთლი და სარკე.
2. ხელები დაიბანეთ.
3. ბოთლი კარგად შეანჯღრიეთ.
4. სახურავი მოხსენით.
5. ბოთლი დაიჭირეთ საჩვენებელ თითსა და ცერა თითს შორის ისე, რომ წვერო ქვემოთ იყოს მიმართული
6. თავი უკან გადაწიეთ. სუფთა თითით თვალის ქვედა ქუთუთო მოქაჩეთ ქვემოთ ისე, რომ თვალსა და ქუთუთოს შორის მონაკვეთი გაფართოვდეს, პარკივით. წვეთი ამ მიდამოში უნდა იქნას ჩაწვეთებული.
7. ბოთლის წვერო თვალს მიუახლოვეთ და ერთ წერტილში დააფიქსირეთ. თუ დაგეხმარებათ, სარკეც გამოიყენეთ.
8. ბოთლის წვერო თვალზე ანდა თვალის ქუთუთოზე, თვალის ირგვლივ ანდა სხვა ზედაპირზე არ შეახოთ. ამ დროს წვეთი შეიძლება დაინფიცირდეს.
9. საჩვენებელი თითით ქვემოთ მოტრიალებული ბოთლის ქვემო არეში ნელა მოუჭირეთ და 1 წვეთი ჩაიწვეთეთ.
10. ტობრადექსის გამოყენების შემდეგ თვალის ქუთუთოს ხელი გაუშვით და თვალი დახუჭეთ, შემდეგ ცხვირის ზემო ნაწილსა და თვალის კუთხეში თითით მსუბუქად დააჭირეთ (ფოტო-4). აღნიშნული ზომები, თვალში ჩაწვეთებული წვეთის სხეულში (სისტემური) შეწოვას შეამცირებს და გავრცელებული (სისტემური) გვერდითი ეფექტების შემცირებას უზრუნველყოფს.
11. თუ, წვეთი ორივე თვალისთვის უნდა გამოიყენოთ, იგივე ეტაპები მეორე თვალზეც გაიმეორეთ.
11. გამოყენების შემდეგ ბოთლის სახურავი მჭიდროდ დაახურეთ.
12. თითოეულ ჯერზე, მხოლოდ ერთი ბოთლი გამოიყენეთ.
ტობრადექსი, თვალში ჩაწვეთების გზით გამოიყენება, თვალში ინექციის სახით არ გამოიყენება.
თვალი, მიკრობებით (ვირუსი, ბაქტერია, სოკო და სხვა)ინფიცირების მხრივ მგრძნობიარე ორგანოა, ამიტომ პრეპარატის გამოყენების დროს ხელების სისუფთავე უზრუნველყავით. გარდა ამისა, ტობრადექსის საწვეთურის სახურავი ირგვლივ მიდამოს ანდა ზედაპირს არ შეახოთ.
ტობრადექსი, მხოლოდ საკუთარ თვალში ჩაწვეთებისთვის გამოიყენეთ.
თუ, ტობრადექსს, თვალის სხვა წამლებთან ერთად იყენებთ, 2 წამლის გამოყენებას შორის 5 წუთიანი შუალედი დაიცავით.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება:
ექიმის რეკომენდაციის გარეშე ბავშვებში არ გამოიყენოთ. ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილ ბავშვებსა და პატარა ბავშვებში, აბსოლუტური აუცილებლობის გარეშე ტობრადექსი გამოყენებული არ უნდა იქნას.
ხანდაზმულებში გამოყენება:
ხანდაზმულებში დოზის განსაკუთრებულ რეგულაციას არ საჭიროებს.
გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:
თირკმლების/ღვიძლის უკმარისობა:
ტობრადექსის, თირკმლების/ღვიძლის უკმარისობაზე ზემოქმედების ეფექტები უცნობია.
თუ,ფიქრობთ, რომ ტობრადექსის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, ტობრადექსის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:
თუ, ტობრადექსის საჭიროზე მეტი დოზა გამოიყენეთ, ექიმს ანდა ფარმაცევტს გაესაუბრეთ.
ამ პროდუქტის თვისებებიდან გამომდინარე, დოზის გადაჭარბების შემთხვევაში (ბოთლის სახურავის შემთხვევით გახსნისას) ტოქსიკური ეფექტი მოსალოდნელი არ არის. ტობრადექსი ზედმეტი დოზით გამოყენების სიმპტომებია:თვალის წინა ნაწილში ლაქის მსგავსი ანთება, სიწითლე, ჭარბი ცრემლდენა, თვალში სითხის ჭარბი რაოდენობით დაგროვებასთან დაკაშირებული შეშუპება და თვალის ქუთუთოს ქავილი.
ტობრადექსის ჭარბი დოზის გამოყენებისას, თვალები თბილი წყლით უნდა გამოირეცხოს.
თუ, ტობრადექსის მიღება დაგავიწყდებათ:
დავიწყებული დოზის აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.
თუ, წამლის თვალში ჩაწვეთებისას, წვეთი თვალში არ მოხვდება, განმეორებით სცადეთ ჩაწვეთება.
მოვლენები, რომელიც ტობრადექსით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:
თუ, მკურნალობას რეკომენდირებულ დროზე ადრე შეაჩერებთ, მკურნალობა არასრული იქნება. ამ შემთხვევაში არსებობს დაავადების პროგრესირების რისკი.
4. რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:
როგორც ყველა წამალში, ტობრადექსში არსებული ნივთიერების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.
გვერდითი ეფექტები კატეგორიების მიხედვით ქვემოთაა მოცემული:
ძალიან გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან <1 და 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ნაკლებად გავრცეელბული:100 ავადმყოფიდან <1 და 1000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
იშვიათი: 1000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, 10000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ძალიან იშვიათი: 10000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი გაძნელებულია.
თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ტობრადექსის გამოყენება შეწყვიტეთ და მაშინვე თქვენს ექიმს აცნოებთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:
მომატებული მგრძნობელობის რეაქციები (თვალის ქუთუთოს ქავილი და ან შეშუპება, თვალის სიწითლე, ქავილი, გამონაყარი ანდა ურტიკარია, სახის, ტუჩების ანდა სხეულის სხვა ნაწილების შეშუპება, სუნთქვის გაძნელება/ ხიხინი, ყელის ტკივილი, ცხელება ანდა თავის ტკივილთან ერთად ბუშტუკების წარმოქნმნა, კანის ძლიეირ რეაქციები)
თვალის შიგა წნევის მომატება (თქვენ ამას შეამჩნევთ მხედველობის სიმახვილის შემცირებით და /ანდა მხედველობის ველის შევიწროებით)
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია. ამ დროს შეიძლება სასწრაფო სამედიცინო დახმარება დაგჭირდეთ.
ეს ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტები იშვიათად ვლინდება.
ამ გვერდითი ეფექტების გამოვლინების სიხშირე უცნობია.
თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, თქვენს ექიმს აცნობეთ.
გავრცელებული:
თვალის გაღიზიანება
თვალის ტკივილი
თვალის ქუთუთოს სიწითლე
თვალში ანორმალური დისკომფორტის შეგრძნება
პოსტნაზალური გამონადენი
თავის ტკივილი
თვალის სიწითლე
ნაკლებად გავრცელებული:
თვალის ალერგია
ცრემლიანობის მომატება
თვალის ქავილი
თვალში დისკომფორტის შეგრძნება (ჩაწვეთების შემდეგ დროებით წვის ანდა ჩხვლეტის შეგრძნება)
თვალის შიგა წნევის მომატება
თვალის ქუთუთოს შეშუპება
ცხვირიდან გამონადენი (რინორეა)
ლარინგოსპაზმი (ხორხში კუნთების უკონტროლო/უნებლიე შეკუმშვა, შედეგად სასუნთქი გზების შევიწროება)
კონიუქტივიტი (თვალის შიგნით ქუთუთოს და თვალის გარე გარსის ჩირქოვანი ანთება)
კონიუქტივალური შეშუპება (თვალის შიგნით ქუთუთოს და თვალის გარე გარსის ქსოვილში სითხის შეკავებასთნ დაკაშირებით შეშუპება)
კერატიტი (თვალის წინა რქოვანა შრის ჩირქოვანი ანთება)
თვალში ელვის შეგრძნება
იშვიათი:
მხედველობის შემღვრევა
თვალის სიმშრალე
გემოს შეგრძნების დარღვევა
უცნობი:
გუგის გადიდება
გაბრუება
გულისრევა
დისკომფორტი მუცელში
გამონაყარი
სახის შეშუპება
მულტიფორმული ერითემა (ძირითდად, თავისით ალაგდება, ხელებსე,ს ახესა და ფეხებზე ზონრების მსგავსი სიწითლე, მომატებული მგრძნობელობის მდგომაროება).
ლოკალური ქავილი, შეშუპება, თვალის სიწითლე ანდა სიმხურვალის მსგავსი დაბალი ხარისხის ალერგიული რეაქციები და ძლიერი ალერგიული რეაქციები
ქავილი
თირკმლეზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვა (თირკმლეზედა ჯირკვლების ფუნქციის დათრგუნვა), კუნთების სისუსტე და კუნთების განლევა, სხეულზე, კანზე მოლურჯო ფერის ლაქები, არტერიული წნევის მომატება, არარაეგულარული და ჩავარდნილი ციკლი, სხეულში პროტეინების და კალციუმის დონის ცვლილება, ბავშვებსა და ახალგაზრდებში ზრდის შეფერხება და სხეულსა და სახეზე შეშუპება, წონის მომატება (კუშინგის სინდრომის სახელით ცნობილი). (იხილეთ ნაწილი-2)
ეს გვერდითი ეფექტები მსუბუქი გვერდითი ეფექტებია.
გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს.
გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.
5. ტობრადექსის შენახვა
ტობრადექსი, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას შეფუთვაში შეინახეთ.
შეინახეთ <250 C ოთახის ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.
ბოთლი ვერტიკალურ მდგომარეობაში შეინახეთ. გამოყენების შემდეგ სახურავი მჭიდროდ მოარგეთ.
გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.
შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ტობრადექსი არ გამოიყენოთ.
წამლის გახსნის შემდეგ 4 კვირის განმავლობაში გამოყენებული უნდა იქნას.
შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account