ნახშირი 250მგ 10 ტაბლეტი
ჩვენება:გამოიყენება დეტოქსიკაციური საშუალების სახით სხვადასხვა წარმოშობის ეგზოგენური და ენდოგენური ინტოქსიკაციების დროს,კვებისმიერი და წამლისმიერი ალერგიის დროს .
ნახშირი აქტივირებული
Activated Charcoal
სავაჭრო დასახელება: ნახშირი აქტივირებული
საერთშორისო დასახელება: აქტივირებული ნახშირი
სამკურნალო ფორმა: ტაბლეტები.
შემადგენლობა:
1 ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერება : აქტივირებულ ნახშირს– 250 მგ
დამხმარე ნივთიერებები: კარტოფილის სახამებელი 47 მგ
აღწერილობა : შავი ფერის ტაბლეტები. ბრტყელცილინდრული ფორმის ტაბლეტები ნაჭდევით და
ნაზოლით ოდნავ ხორკლიანი.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ენტერომასორბირებელი საშუალება
ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატს გააჩნია ადსორბირების და არასპეციფიკური დეტოქსიკაციის მოქმედება. კუჭნაწლავის ტრაქტის სანათურში აქტივირებული ნახშირი აკავშირებს და ორგანიზმიდან გამოდევნის სხვადასხვა უნების ენდოგენურ და ეგზოგენურ ტოქსიკურ ნივთიერებებს, მათ შორის ბაქტერიებს და ბაქტერიულ ტოქსინებს, კვებით ალერგენებს,შხამებს, ალკალოიდებს, მძიმე ლითონების მარილებს,
აირებს.
გამოყენების ჩვენებები
გამოიყენება დეტოქსიკაციური საშუალების სახით სხვადასხვა წარმოშობის ეგზოგენური და ენდოგენური ინტოქსიკაციების დროს .
კომპლექსური მკურნალობის დროს კვებითი ტოქსიკოინფექციის , სალმონელოზის მკურნალობისას .
სამკურნალო პრეპარატებით ( ფსიქოტროპული , საძილე , ნარკოტიკული საშუალებები ან სხვა ), ლკალოიდებით , მძიმე ლითონების მარილებით და სხვა შხამებით მოწამვლისას .
დისპეფსიით , ყაბზობით მიმდინარე კუჭ -ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს .
კვებისმიერი და წამლისმიერი ალერგიის დროს .
ჰიპერბილირუბინემიის ( ვირუსული ჰეპატიტის და სხვა სიყვითლეები ) და ჰიპერაზოტემიის ( თირკმლის უკმარისობა) დროს .
ნაწლავებში აირების წარმოქმნის შესამცირებალდ ულტრაბგერით და რენტგენოლოგიურ გამოკვლევებამდე .
უკუჩვენებები
კუჭ ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაავადებები , მათ შორის კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება , არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი , სისხლდენა კუჭნაწლავის ტრაქტიდან , ნაწლავის ატონია ,მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ .
მიღების წესები და დოზირება
აქტივირებული ნახშირი ინიშნება შიგნით მისაღებად ტაბლეტების სახით ან წინასწარი დაქუცმაცების შემდეგ წყალთანშეწონილი პრეპარატის სახით , საკვების და სხვა სამკურნალო საშუალებების მიღებამდე ½1/2 საათით ადრე ან მათი მიღების შემდეგ . პრეპარატის აუცილებელ რაოდენობას ხსნიან ½1/2 ჭიქა წყალში .
დოზირების რეჟიმი მოზრდილებში შეადგენს საშუალოდ 1.0-2.0 გ (4-8 ტაბლეტი ) 3-4ჯერ დღეში
მაქსიმალური ერჯერადი დოზა მოზრდილებში შეადგენს 8 გ - ს .
ბავშვებში პრეპარატი ინიშნება საშუალოდ 0.05 გ / კგ სხეულის წონაზე გადათვლით 3-ჯერ დღეში .
მაქსიმალური ერთჯერადი დოზა შეადგენს 0.2 გ / კგ სხეულის წონაზე . მკურნალობის ხანგრძლივობა მწვავე დაავადებების დროს არის 3-5 დღე , ალერგიის და ქრონიკული დაავადებების დროს -14 დღემდე . განმეორებითი კურსი 2 კვირის შემდეგექიმის რეკომენდაციით .
მწვავე მოწამვლის დროს იწყებენ კუჭის ამორეცხვით აქტივირებული ნახშირის სუსპენზიის გამოყენებით , შემდეგ აძლევენ 20-30 გ პრეპარატს .
მეტეორიზმის დროს ინიშნება შიგნით მისაღებად 1.0-2.0 (4-8 ტაბლეტი ) 3-4ჯერ დღეში.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 3-7 დღეს .
გვერდითი მოქმედება
ყაბზობა , დიარეა , ხანგრძლივი გამოყენებისას (14 დღეზე ხანგრძლივად ) – შესაძლოა
კალციუმის , ვიტამინების შეწოვის დარღვევა კუჭ ნაწლავის ტრაქტიდან . განავალის მუქ ფერად შეღებვა .
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
აქტივირებული ნახშირი ამცირებს მასთან ერთად შიგნით მიღებული სამკურნალო პრეპარატების
ეფექტურობას .
გამოშვების ფორმა
250 მგ ტაბლეტები
10 ტაბლეტი მოთავსებულია კონტურულ არაუჯრედოვან შეფუთვაში.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ ადგილას, ტემპერატურაზე არა უმეტეს 25°C.
ინახება ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას .
ვარგისობის ვადა.
2 წელი. ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ პრეპარატი არ უნდა გამოიყენოთ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რაოდენობა | 10 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account