Cralex - კრალექსი 200 მგ 50 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 18,19 GEL რეგულარული ფასი 28,25 GEL
მარაგშია
SKU
40251_3

ჩვენება: გამოიყენება მსუბუქი ფაღარათის სამკურნალოდ. მისი აქტიური კომპონენტი წარმოადგენს აქტივირებულ ნახშირს, რომელიც შეიწოვს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მოხვედრილ ტოქსიკური ნივთიერებებს და ახდენს მათ ინაქტივაციას.

1. რა არის კრალექსის კაფსულები და რა დროს გამოიყენება
სამკურნალო პროდუქტი გამოიყენება მსუბუქი ფაღარათის სამკურნალოდ. მისი აქტიური კომპონენტი წარმოადგენს აქტივირებულ ნახშირს, რომელიც შეიწოვს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მოხვედრილ ტოქსიკური ნივთიერებებს და ახდენს მათ ინაქტივაციას.

2. კრალექსის კაფსულების მიღებამდე
ნუ მიიღებთ კრალექსის კაფსულას

  • თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) კრალექსის კაფსულების აქტიური კომპონენტის ან ნებისმიერი სხვა კომპონენტი სმიმართ;
  • თუ არსებობს ეჭვი ნაწლავის ოკლუზიაზე ან წყლულოვან კოლიტზე.

განსაკუთრებული მითითებანი
საჭმლის მომნელებელ ტრაქტში სისხლდენების და სხვადასხვა ანთებითი დაავადებების შესაძლო არსებობის ან მათი განვითარების ტენდენციის არსებობისას დაუკავშირდით ექიმს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
გთხოვთ აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ ან ადრე ღებულობდით ნებისმიერ სხვა სამკურნალო საშუალებას, ურეცეპტოდ გაცემული საშუალებების ჩათვლით.
მიღება არ არის რეკომენდებული ღებინების გამომწვევი ან ტანინის მჟავას შემცველი სამკურნალო საშუალებებთან ერთად.
გულის დაავადებების სამკურნალოდ გამოყენებული სათითურას შემცველი პრეპარატების მიღება რეკომენდებულია ნახშირის კაფსულის მიღებამდე 2 საათით ადრე ან 2 საათის შემდეგ.
სხვა პრეპარატების შემთხვევაში, მათი მიღება უნდა მოხდეს უზმოზე, კრალექსის კაფსულების მიღებამდე სულ მცირე ერთი საათით ადრე.

კრალექსის კაფსულების მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოყენებისას, დოზის შერჩევისას გასათვალისწინებელია მიღებული საკვები ნივთიერების, გააქტივებული ნახშირის მიერ ნაწილობრივი შეწოვა. თუ ასეა, გთხოვთ დაკავშირდეთ  ექიმს  ან  ფარმაცევტს.

ორსულობა და ძუძუთი კვება
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე მიმართე თექიმს ან ფარმაცევტს.
ვინაიდან კრალექსის აქტიური კომპონენტი არშეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, მისი გამოყენება საფრთხეს არ უქმნის ორსულ დედას და არც ნაყოფს.

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ავტომობილის მართვასა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზეზე გავლენის შემსწავლელი კვლევები არ არსებობს. თუმცა ასეთი ზეგავლენა მოსალოდნელი არ არის.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია კრალექსის კაფსულების ზოგიერთი კომპონენტის შესახებ
შეიძლება შეიცვალოს განავალის ფერი და გახდეს შავი.

3. როგორ მივიღოთ კრალექსის კაფსულები
დოზასთან დაკავშირებით შეკითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით ექიმს ან ფარმაცევტს. სამკურნალო პრეპარატის ჩვეული დოზა არის: უფროსებისა და 12 წელს ზემოთ ბავშვებისათვის დღიური დოზა არის 5-6 კაფსულა3-ჯერ.
9-12 წლის: 3-5 კაფსულა 3-ჯერ.
6-9 წლის: 2-3 კაფსულა 3-ჯერ.
3-6 წლის: 1-2 კაფსულა 3-ჯერ დღეში.

კაფსულის გადაყლაპვის გაძნელების შემთხვევაში, შესაძლებელია კაფსულის გახსნა და მისი შიგთავსის წყალში შერევა.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა სამკურნალო პრეპარატის მსგავსად, კრალექსის კაფსულებმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ყოველთვის არა.
ძალიან იშვიათად შეიძლება აღინიშნებოდეს კუჭ-ნაწლავის მხრივ ჩივილები (შეკრულობა, ღებინება).განავალი შეიძლება შავად შეიფეროს.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის დამძიმძიმების შემთხვევაში, ან თუ შენიშნეთ გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღწერილი ინსტრუქციაში, გთხოვთ დაუკავშირდით ექიმს ან ფარმაცევტს.

5. როგორ შევინახოთ კრალექსის კაფსულები
ნუ გამოიყენებთ კრალექსის კაფსულებს შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.  ვარგისიანობა აღნიშნავს ამ თვის ბოლო დღეს.
ინახება არაუმეტეს 30C ტემპერატურის პირობებში. შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში მშრალ ადგილას.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ შეიძლება სამკურნალო პრეპარატების გადაგდება კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. შეეკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოხდეს წამლის ლიკვიდაცია.  ეს ზომები ეხმარება გარემოს დაცვას.

6. დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს კრალექსის კაფსულები

  • აქტიური ნივთიერება: 200 მგ გააქტივებული ნახშირი კაფსულაში.
  • სხვა კომპონენტი: კაფსულის ნიჟარა: ჟელატინი, ტიტანისდიოქსიდი (E171), და შავირკინისოქსიდი (E172).

კრალექსის კაფსულის აღწერილობა და შეფუთვის შემადგენლობა

აღწერილობა: ზომა “1”, შავი, უსუნო, მაგარი ჟელატინის კაფსულები გააქტივებული ნახშირით. მისი სიგრძე დაახლოებით არის 19.0 მმ, მისი დიამეტრი კი 6.5 მმ.

შეფუთვა: 25 ან 50 კაფსულა.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა50
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy