Melox - მელოქსი 15მგ 10 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 16,46 GEL რეგულარული ფასი 22,86 GEL
მარაგშია
SKU
65169_740

ჩვენება: ოსტეოართრიტის მოულოდნელი გამწვავების ხანმოკლე მკურნალობისთვის რევმატული ართრიტის ხანგრძლივი მკურნალობისთვის.

მელოქსი 7,5მგ ტაბ

მელოქსი 15მგ ტაბ

Melox

მელოქსიკამი

გაეცანით ყურადღებით ბროშურას პრეპარატის გამოყენებამდე. ბროშურა შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას

·       შეინახეთ აღნიშნული ბროშურა.შესაძლოა მისი გადაკითხვა დაგჭირდეთ

·       თუ გაქვთ დამატებითი კითხვები, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას

·       მოცემული პრეპარატი მხოლოდ თქვენ დაგენიშNათ. არ გადასცეთ იგი სხვას. პრეპარატმა შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მიუხედავად იმისა თუ თქვენნაირი ავადმყოფობის სიმპტომები აქვთ

·   თუ პრეპარატმა გამოიწვია გვერდითი მოვლენები, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. აღნიშნული მოიცავს იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც აღნიშნულ ბროშურაში არაა წარმოდგენილი. იხილეთ მეოთხე ნაწილი.

რა არის ბროშურაში

1.რას წარმოადგენს მელოქსი და რისთვის გამოიყენება

2. რა გჭირდებათ რომ იცოდეთ მელოქსის გამოყენებამდე

3.მელოქსის მოხმარება

4.შესაძლო გვერდითი მოვლენები

5.მელოქსის შენახვა

6. შეფუთვა და სხვა ინფორმაცია


1. რა არის მელოქსი და რისთვის გამოიყენება

მელოქსი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას- მელოქსიკამს. მელოქსიკამი მიეკუთვნება იმ პრეპარატების ჯგუფს, რომელიც წარმოადგენს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს (NSAID). აღნიშნული პრეპარატები ამცირებენ ანთებას და ტკივილს სახსრებსა და კუნთებში.

მელოქსი გამოიყენება:

-        ოსტეოართრიტის მოულოდნელი გამწვავების ხანმოკლე მკურნალობისთვის

-        რევმატული ართრიტის ხანგრძლივი მკურნალობისთვის

-        სპონდილილის ანკოლოზირებისთვის (ცნობილი, როგორც ბეხტეროვის დაავადება)

2. რა გჭირდებათ რომ იცოდეთ მელოქსის მიღებამდე

არ მიიღოთ მელოქსი

·       თუ ხართ ალერგიული მელოქსიკამის ან პრეპარატის შემადგენელი სხვა რომელიმე ნივთიერების მიმართ(ჩამოთვლილია მეექვსე ნაწილში)

·       ორსულობის ბოლო 3 თვეს

·       16 წლამდე ბავშვებსა და მოზარდებში 

·       თუ ხართ ასპირინის ან სხვა ანთების საწინააღმდეგო პრეპარატის მიმართ (NSAID) ალერგიული

·       თუ ასპირინის ან სხვა NSAID პრეპარატის მიღების შემდგომ გაქვთ შემდეგი სიმპტომები:

• შვრინვა, გულმკერდის არეში სივიწროვის გრძნობა, სუნთქვის უკმარისობა (ასთმა)

•  ცხვირის ბლოკირება , ცხვირის ღრუში შებერილობა (პოლიპები)

•  გამონაყარი კანზე/ ჭინჭრის გამონაყარი (ჭინჭრის ციება)

•  უცაბედი კანის ან ლორწოვანი გარსის შეშუპება, მაგალითად თვალების ირგვლივ შეშუპება, სახეზე, ტუჩებზე, პირზე ან ყელში, რაც ართულებს სუნთქვას( ანგიონევროტული ოედემა)

•   თუ  ადრე NSAID პრეპარატით თერაპიისას დაგიფიქსირდათ 

-სისხლდენა მუცელსა და ნაწლავებში

-ხვრელები (პერფორაციები)მუცელსა და ნაწლავებში

·       წყლულები ან სისხლდენა მუცელსა და ნაწლავებში

·       მუცლიდან სისხლდენა, პეფსური წყლულები ან სისხლდენა ახლო წარსულში (წყლულების არსებობა ან სისხლდენა სულ მცირე ორჯერ)

·       მწვავედ დაქვეითებული ღვიძლის ფუნქცია

·       არადიალიზებული თირკმლის ფუნქციის დაქვეითება

·       ტვინში სისხლჩაქცევა (ცერებროვასკულარული სისხლდენა)

·       რაიმე სახის სისხლდენა

·       გულის მწვავე უკმარისობა

თუ არ ხართ დარწმუნებული, გეხებათ თუ არა რომელიმე ზემოაღნიშნული, გთხოვთ დაუკავშირდით მკურნალ ექიმს.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

მელოქსის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან

გაფრთხილება:

პრეპარატები, როგორიცაა მელოქსი, დაკავშირებულია ინფარქტის მცირედ გაზრდილ რისკთან (მიოკარდიული ინფარქტი) ან ინსულტი(აპოპლექსია).  ნებისმიერი რისკი დაკავშირებულია გაზრდილ დოზირებასთან და გახანგრძლივებულ მკურნალობასთან. არ მიიღოთ რეკომენდირებულ დოზაზე მეტი.

არ მიიღოთ მელოქსი უფრო დიდხანს, ვიდრე დაგენიშნათ ( იხილეთ ნაწილი 3).

თუ გაქვთ გულის დაავადებები, გადატანილი გაქვთ ინსულტი ან ფიქრობთ რომ არსებობს ამის რისკი, უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან მკურნალობაზე.

მაგალითად, თუ გაქვთ

·       სისხლის მაღალი წნევა (ჰიპერტენზია)

·       სისხლში შაქარის მაღალი შემცველობა ( დიაბეტი)

·       სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე (ჰიპერქოლესტეროლემია)

·       ხართ მწეველი

შეწყვიტეთ მელოქსით მკურნალობა დაუყოვნებლივ თუ შეამჩნევთ სისხლდენას( causing tar-coloured stools) ან მომნელებითი სისტემის წყლულს ( რაც იწვევს მუცლის ტკივილს).

თუ მელოქსიკამის გამოყენებით აღმოგაჩნდათ სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში კანის გამონაყარი ( სტევენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი) , რაც აისახება უპირველესად მოწითალო ლაქებთან ან მრგვალი ფორმის გამონაყართან ძირითადად ბუშტუკების სახით ტანზე. დამატებითი წყლულოვანი ნიშნები შესაძლოა იყოს პირში, ყელში, ცხვირზე, სასქესო ორგანოებსა და კონიუნქტივზე ( გაწითლებული და დასიებული თვალები). აღნიშნულ სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიშ კანის დაავადებას თან ახლავს  გაციების სიმპტომები. გამონაყარი  შეიძლება გართულდეს ბუშტუკების გადიდებითა და კანის ქერცვლადობით. მკურნალობის პირველ კვირაში არის სერიოზული კანის დაავადების გამოწვევის უდიდესი რისკი.-თუ გაქვთ სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი მელოქსიკამის გამოყენების გამო, თქვენ არ უნდა გააგრძელოთ მელოქსიკამის გამოყენება არცერთ შემთხვევაში. თუ გაგივითარდათ  გამონაყარი ან აღნიშნული სიმპტომები კანზე, მიმართეთ ექიმს და მოახსენეთ პრეპარატის მიღების შესახებ.

მელოქსი არ უნდა მიიღოთ თუ გჭირდებათ მწვავე ტკივილის დაუყოვნებლივი შემსუბუქება. მელოქსმა შესაძლოა შენიღბოს ინფექციების სიმპტომები ( მაგალითად სიცხე). თუ ფიქრობთ რომ გაქვთ ინფექცია, მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის.

სიფრთხილის ზომები:

თუ მკურნალობის ცვლილება აუცილებელია, აუცილებლად მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის მელოქსის გამოყენებამდე თუ:

·        თუ გქონიათ ეზოფაგიტი (საყლაპავის ანთება), გასტრიტი (მუცლის ანთება) ან სხვა რაიმე გასტრიტთან და ნაწლავებთან დაკავშირებულია დაავადება, როგორიცაა წყლულოვანი კოლიტი ან კრონის დაავადება

·       თუ გაქვთ სისხლის მაღალი წნევა (ჰიპერტენზია)

·       ხანდაზმულობა

·       გულის, ღვიძლის ან თირკმლის დაავადება

·       სისხლში შაქრის მაღალი დონე(დიაბეტი)

·       შემცირებული სისხლის რაოდენობა (ჰიპოვალემია)რასაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს თუ დაკარგეთ სისხლი, მიიღეთ დამწვრობა, გადაიტანეთ ქირურგიყული ოპერაცია ან ნაკლებ სითხეს ღებულობთ

·       სისხლში კალიუმის მაღალი დონე, რისი დიაგნოზიც ექიმმა უნდა დასვას.

სხვა პრეპარატები და მელოქსი

უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იყენებთ, ახლო წარსულში გამოიყენეთ ან აპირებთ სხვა პრეპარატის გამოყენებას. კონკრეტულად, მოახსენეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იყენებთ/იყენებდით მოცემული სიიდან რომელიმეს:

·       სხვა NSAID 

·       პრეპარატები სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად

·       პრეპარატები თრომბის დასაშლელად(თრომბოლიტიკები)

·       პრეპარატები გულისა და თირკმლის დაავადების სამკურნალოდ

·       კორტიკოსტეროიდები (პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ ანთებასა და ალერგიულ რეაქციებს)

·       ციკლოსპორინები -ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდგომ, კანის რთული დაავადებები, რევმატული ართრიტი ან ნეფროზული სინდრომი

·       ნებისმიერი სახის დიურეტიკი (წყლის ტაბ).თქვენს ექიმს შესაძლოა დასჭირდეს თქვენი თირკმლის ფუნქციონირებაზე დაკვირვება თუ თქვენ დიურეტიკებს იღებთ~

·       პრეპარატები მაღალი სისხლის წნევისთვის (მაგალითად, ბეტა -დამბლოკველები)

·       ლითიუმი-განწყობის ცვალებადობის სამკურნალოდ

·       სეროტონინის მიღების ინჰიბიტორების შერჩევითი ინჰიბიტორები (SSRI)დეპრესიის სამკურნალოდ

·       მეთროტრექსატები -გამოიყენება კონკრეტული სიმსივნეების , კანის დაავადებების და მძიმე არაკონტროლირებადი აქტიური რევმატული ართრიტის სამკურნალოდ

·       ქოლესტერამინი ( გამოუყენება ქოლესტერინის დონის შესამცირებლად)

·       თუ თქვენ ბრძანდებით ქალბატონი და იყენებთ კონტრაცეპტულ საშვილოსნოს აპარატს ( IUD), რომელსაც სპირალს ეძახიან.

 რაიმე ეჭვის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა, ძუძუთი კვება და შობადობა

თუ თქვენ ბრძანდებით ორსული ან მეძუძური, ფიქრობთ რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ დაორსულებას, პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისთვის

შობადობა

მელოქსი გაართულებს დაორსულებას. თქვენ უნდა მოახსენოთ მკურნალ ექიმს რომ გეგმავთ დაორსულებას ან თუ გაქვთ დაორსულებასთან დაკავშირებული პრობლემები.

ორსულობა

თუ დაორსულდით მელოქსის გამოყენებისას, აუცილებლად შეატყობინეთ მკურნალ ექიმს. ორსულობის პირველი ექვსი თვის განმავლობაში თქვენმა ექიმმა ყურადღებით უნდა გამოგიწეროთ აღნიშნული სამედიცინო პრეპარატი საჭიროების შემთხვევაში. ორსულობის ბოლო 3 თვის განმავლობაში პროდუქტი არ უნდა გამოიყენოთ, რადგან მელოქსს ექნება სერიოზული გავლენა თქვენს ნაყოფზე, კონკრეტულად კარდიოპოლმონალური გავლენა და გავლენა  თირკმელზე,  თუნდაც ერთი მიღებით.

ძუძუთი კვება

მოცემული პრეპარატი არ არის რეკომენდირებული ძუძუთი კვების დროს. გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან პრეპარატის მიღებისას.

ტარება და სატრანსპორტო საშუალების გამოყენება

შეიძლება გამოიწვიოს ვიზუალური დარღვევები, მათ შორის, ბუნდოვანი ხედვა, თავბრუსხვევა, ძილიანობა, რეტიანობა ან სხვა ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევები. თუ პრეპარატმა იქონია გავლენა, არ ატაროთ და არ მართოთ სატრანსპორტო საშუალება.

მელოქსი შეიცავს ლაქტოზას.

თუ ექიმმა მოგახსენათ რომ  შეუთავსებლობა გაქვთ ზოგიერთ შაქარზე, აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

3. მელოქსის მიღება

მიიღეთ მელოქსი იმ სახით, როგორც გითხრათ ექიმმა ან ფარმაცევტმა. გადაამოწმეთ მიღების წესი ექიმთან ან ფარმაცევტთან, თუ არ ხართ დარწმუნებული.

რეკომენდირებული დოზა:

ოსტეოართრიტის გამწვავება

7.5მგ დღეში, რაც შეიძლება გაიზარდოს 15მგ-მდე დღეში.

რევმატული ართრიტი:

15 მგ დღეში, რაც შეიძლება შემცირდეს 7,5მგ-მდე დღეში.

სპონდილილის ანკოლოზირება

15 მგ დღეში. დოზა შეიძლება შემცირდეს დღეში 7.5მგ-მდე.

 გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

მელოქსი  არ უნდა მისცეთ ბავშებს და მოზარდებს 16 წლამდე.

ტაბ უნდა გადაყლაპოთ წყალთან ან სხვა სასმელთან ერთად საკვების მიღებისას.

არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას-15 მგ დღეში.

თუ „სიფრთხილესა და უსაფრთხოების ზომებში“ მოცემული რომელიმე პუნქტი გეხებათ, თქვენს ექიმს შეუძლია დოზირება შეამციროს 7,5მგ-მდე დღეში. თუ გრძნობთ, რომ მელოქსის გავლენა ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, ან რამდენიმე დღის შემდგომ ვერ გრძნობთ თქვენი მდგომარეობის გაუმჯობესებას, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მელოქსს გადაჭარბებულად იყენებთ:

თუ მოიხმარეთ მელოქსიკამის დიდი რაოდენობა ან ძალიან ბევრი აბი,  მიმართეთ ექიმს ან მიაკითხეს უახლოეს საავადმყოფოს.

NSAID-ის გადაჭარბებული დოზირების სიმპტომები ჩვეულებისამებრ შემდეგია:

·       ენერგიის დაქვეითება (ლეთარგია)

·       ძილიანობა

·       ცუდად ყოფნა (გულისრევა) და ცუდად ყოფნის შეგრძნება (ღებინება)

·       მუცლის არეში ტკივილი (ეპიგასტრული ტკივილი)

მოცემული სიმპტომები მელოქსის გამოყენების შეწყვეტის შემდგომ თავისით გაქრება. შესაძლოა გქონდეთ სისხლდენა მუცელსა და ნაწლავებში( გასტრო-ნაწლავური სისხლდენა)

მწვავე მოწამვლა შეიძლება აისახოს წამლის ძლიერ რეაქციაში (იხილეთ ნაწილი 4)

·       სისხლის მაღალი წნევა(ჰიპერტენზია)

·       თირკმლის დაქვეითება მწვავე 

·       ღვიძლის (ჰეპატური) დისფუნქცია

·       სუნთქვის შემცირება, გაღრმავება ან გაჩერება( რესპირატორული დეპრესია)

·       გონების დაკარგვა (კომა)

·       კრუნჩხვები (კონვულსიები)

·       სისხლის მიმოქცევის დარღვევა (კარდიოვასკულარული შეტევა)

·       გულის უმოქმედობა (გულის შეტევა)

·       დაუყოვნებლივი ალერგიული (ჰიპერსენსიტიური) რეაქციები, მათ შორის:

-        თავბრუ

·       სუნთქვითი უკმარისობა

·       კანის რეაქციები

თუ დაგავიწყდათ მელოქსის მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის ასანაზღაურებლად. უბრალოდ მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულებისამებრ. თუ გაქვთ დამატებითი კითხვები პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, დაეკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

 4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა პრეპარატის მსგავსად, მოცემულმა პრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

შეწყვიტეთ მელოქსის მიღება ან დაეკითხეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს თუ შეამჩნიეთ:

რაიმე სახის ალერგიული (ჰიპერსენსიტიური) რეაქციები შემდეგი ფორმებით:

-        კანის რეაქციები, როგორიცაა ფხანა (პრურიტუსი), კანის დაბუშტვა ან ქერცვლადობა, რბილი ქსოვილების მძიმე დაზიანება (ლორწოვანი გარსის დაზიანება )ან მრავალფორმიანი ერითემა. ზალიან იშვიათი, თუმცა სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში გამონაყარი კანზე ( სტივენს-ჯონსონის სინდრომის, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი) დაფიქსირებულა

 ( იხილეთ ნაწილი 2). მრავალფორმიანი ერითემა გახლავთ სერიოზული ალერგიული კანის რეაქცია, რაც იწვევს ლაქებს, წითელ ან იასამნისფერ რანტებს. მას ასევე შეიძლება გავლენა ჰქონდეს პირზე, თვალებზე და სხეულის ნესტიან ადგილებზე.

-        კანის ან ლორწოვანი ადგილების დასიება, მაგალითად თვალების ირგვლივ დასიება, თვალების, სახისა და ტუჩების დასიება, პირის ან ყელის დასიება, რაც ართულებს სუნთქვას, დასიებული კოჭები და ფეხები (ქვედა კიდურების ოედემა)

-        სუნთქვის უკმარისობა და ასთმის შეტევა

-        ღვიძლის ანთება(ჰეპატიტი), რაც იწვევს ისეთ სიმპტომებს, როგორებიცაა:

·       კანისა ან თვალის გუგების გაყვითლება (ყვითელა)

·       მუცლის არეში ტკივილი

·       მადის დაკარგვა

მომნელებელი ტრაქტის გვერდითი მოვლენები, განსაკუთრებით:

·       სისხლდენა (შეფერილი განავალი)

·       მომნელებელი ტრაქტის წყლული ( იწვევს მუცლის ტკივილს)

მომნელებელი ტრაქტიდან სისხლდენა (გასტრო-ნაწლავური სისხლდენა), წყლულები ან მომნელებელ ტრაქტში  ხვრელის წარმოქმნა (პერფორაცია) ხანდახან შესაძლოა იყოს მწვავე და პოტენციურად ფატალური, განსაკურებით კი ხანდაზმულ პაციენტებში.

თუ ადრე გქონიათ მომნელებელი ტრაქტის სიმპტომები, NSAID პრეპარატების ხანგრძლივი გამოყენების გამო, მიმართეთ  ექიმს, განსაკუთრებით მაშინ თუ პაციენტი ხანდაზმულია. ექიმმა თვალყური უნდა ადევნოს თქვენი მკურნალობის პროგრესს.

თუ გაქვთ გვერდითი მოვლენები მხედველობის გაუარესების მხრივ, არ ატაროთ და მართოთ ავტომობილი.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების (NSAID) ძირითადი გვერდითი მოვლენები:

ზოგმა არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო პრეპარატმა(NSAID) შესაძლოა გამოიწვიოს ოკლუზია ან არტერიული სისხლძარღვების პრობლემების (არტერიული თრომბოზის შემთხვევები) მცირე რისკი, მაგალითად, გულის ინფარქტი (მიოკარდიული ინფარქტი) ან დარტყმა (აპოპლექსია), ძირითადად დიდი დოზირებისა და ხანგრძლივი გამოყენების გამო.

სითხის შემცირება (ოედემა), სისხლში მაღალი წნევა (ჰიპერტენზია) და გულის უკმარისობა (კარდიო-უკმარისობა) დაკავშირებულია NSAID-ებით მკურნალობასთან

 ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდი მოვლენები უკავშირდება მომნელებელ ტრაქტს (გასტრო-ნაწლავური პრობლემები):

-        წყლულები მუცელში და მცირე ნაწლავების ზედა ნაწილში (პეპტური/გასტრო-ნაწლავური შემთხვევები)

-        კუჭ-ნაწლავის კედელში ხვრელი (პერფორაცია) ან მომნელებელი ტრაქტიდან სისხლდენა ( ხანდახან, ფატალური შემთხვევა, განსაკუთრებით ხანდაზმულებში)

NSAID-ის გამოყენებით მკურნალობამ გამოიწვია შემდეგი გვერდითი მოვლენები:

-        ავად ყოფნა(გულისრევა) ან ავადყოფნის შეგრძნება (ღებინება)

-        თხელი განავალი (დიარეა)

-        მეტეორიზმი

-        ყაბზობა

-        აშლილობა (დისპეპსია)

-        მუცლის ტკივილი

-        შეფერილი განავალი მომნელებელ ტრაქტში სისხლდენის გამო (მელაენა)

-        სისხლის ღებინება (სისხლდენა)

-        წყლულის ანთება პირის ღრუში (წყლულოვანი სტომატიტი)

-        მომნელებელი ტრაქტის ანთების გაუარესება ( მაგალითად, კოლიტის გამწვავება ან კრონის დაავადება)

 ნაკლებად ხშირად გვერდითი მოვლენები აისახა მუცლის ანთებაზე (გასტრიტი).

მელოქსიკამის გვერდითი მოვლენები - მელოქსის აქტიური ნივთიერება

ძალიან ხშირი: გავლენა 10-დან ერთზე მეტ ადამიანზე

-გასტრო-ნაწლავური სხვადასხვა შემთხვევები, როგორიცაა აშლილობა(დისპეპსია), ავად ყოფნა (გულისრევა) და ავად ყოფნის შეგრძნება (ღებინება), მუცლის ტკივილი, მეტეორიზმი, ყაბზობა , თხელი განავალი (დიარეა)

ხშირი: გავლენა 10-დან მაქსიმუმ ერთ ადამიანზე

-თავის ტკივილი

არაგახშირებული: შესაძლოა გავლენა ჰქონდეს 100 ადამიანიდან მაქსიმუმ ერთზე

-რეტიანობა(ცეტი)

-თავბრუსხვევის ან რეტის შეგრძნება (თავბრუსხვევა)

-ძილიანობა(თვლემა)

-ანემია (სისხლის წითელი პიგმენტის ჰემოგლობინის კონცეტრაციის შემცირება)

- სისხლში წნევის მომატება(ჰიპერტენზია)

-შეფაკლება(დროებითი გაწითლება სახესა და ყელზე)

- წყლისა და ნატრიუმის ნაკლებობა

- კალიუმის გაზრდილი რაოდენობა(ჰიპერკალაემია)

 აღნიშნული იწვევს სიმპტომებს,რ ოგორებიცაა:

·       გულისცემის სიხშირის ცვლილება (არითმია)

·       პალპიტაციები(როდესაც გრძნობთ საკუთარ გულისცემას ჩვეულებრივზე მეტად)

·       კუნთებში სისუსტე

-გულზიდვა

-მუცლის ანთება (გასტრიტი)

-სისხლდენა მომნელებელი ტრაქტიდან

- პირის ღრუს ანთება (სტომატიტი)

- უცაბედი ალერგიული (ჰიპერსენსიტიური) რეაქციები

-ფხანის შეგრძნება (პრურიტუსი)

-გამონაყარი კანზე

- გასიება, რაც გამოწვეულია სითხის შემცირებით (ოედემა), მათ შორის გასიებული კოჭები და კიდურები (ქვედა კიდურების ოედემა)

- უცაბედი კანის ან ლორწოს შესიება, მაგალითად, თვალების გარშემო დასიება, სახის, ტუჩების, პირის, ყელის დასიება, რაც ართულებს სუნთქვას (ანგიონევროტული ოედემა)

-ღვიძლის ფუნქციების მომენტალური დარღვევა (მაგალითად,  ღვიძლში ენზიმების გაზრდილი რაოდენობა, როგორებიცაა ტრანსამინაზები ან ნაღვლის პიგმენტური ბილირუბინის ზრდა). თქვენს ექიმს შეუძლია აღნიშნულის გამოვლენა სისხლის ანალიზის მეშვეობით.

-ლაბორატორიული გამოკვლევებით  თირკმლის ფუნქციის გამოვლენა (კრეატინინის ან შარდოვანას გაზრდილი რაოდენობა)

იშვიათი:შესაძლოა გავლენა ჰქონდეს 1000 ადამიანიდან მაქსიმუმ ერთზე

-ხასიათის ცვალებადობა

-კოშმარები

-სისხლის პათოლოგიური რაოდენობა, მათ შორის:

·       პათოლოგიური დიფერენციალური სისხლის რაოდენობა

·       სისხლის თეთრი უჯრედების შემცირებული რაოდენობა(ლეიკოციტოპენია)

·       სისხლის თრომბოციტების შემცირებული რაოდენობა(თრომბოციტიპენია)

მოცემული გვერდითი მოვლენები იწვევს ინფექციისა და ისეთი სიმპტომების გაზრდის რისკს, როგორებიცაა გალურჯება და სისხლდენა ცხვირიდან

-რეკვა ყურებში( ყურებში ხმაური)

-საკუთარი გულისცემის გრძნობა (პალპიტაციები)

მუცლისა და მცირე ნაწლავების ზედა ნაწილის წყლულები (პეპტური/გასტროდუოდენული წყლულები)

-საყლაპავის ანთება (ოეზოფაგიტი)

-ასთმური შეტევები ( ვლინდება იმ პაციენტებში, რომლებიც ალერგიულები არიან ასპირინისა და სხვა NSAID პრეპარატების მიმართ)

-მწვავე დაბუშტვა კანზე ან აქერცვლა (სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი)

- ჭინჭრის გამონაყარი (ჭინჭრის ციება)

-მხედველობითი პრობლემები, მათ შორის

  - ბუნდოვანი ხედვა

   -კონიუნქტივიტი (თვალის გუგებისა ან ქუთუთოების ანთება)

-მსხვილი ნაწლავების ანთება (კოლიტი)

ძალიან იშვიათი: შეიძლება გავლენა ჰქონდეს 10 000 ადამიანიდან მაქსიმუმ ერთზე

-კანის დაბუშტვითი რეაქციები (ბულოზური რეაქციები) და მრავალფორმიანი ერითემა. მრავალფორმიანი ერითემა გახლავთ სერიოზული ალერგიული რეაქცია კანზე, რაც იწვევს ლაქებს, წითელ ან იასამნისფერ რანტებს ან  დაბუშტულ ადგილებს. მან შესაძლოა გამოიწვიოს გავლენა პირზე, თვალებსა და კანის ნესტიან ადგილებზე.

-ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი), რაც იწვევს სიმპტომებს, როგორებიცაა:

-კანისა და თვალის გუგების  გაყვითლება (ყვითელა)

-მუცლის არეში ტკივილი

-მადის დაკარგვა

- თირკმლის მწვავე უკმარისობა ( თირკმლის დისფუნქცია) იმ პაციენტებში, რომლებიც არიან გულის დაავადების, დიაბეტის ან თირკმლის დაავადებათა რისკის ქვეშ

- ნაწლავთა კედლებში ხვრელი (პერფორაცია)

უცნობი: სიხშირე ვერ დგინდება ხელმისაწვდომი მონაცემებით

·       პანკრეატიტი (პანკრეასის ანთება)

·       დაბნეულობა

·       ორიენტაციის დარღვევა

·       სუნთქვის უკმარისობა და კანის რეაქციები (ანაფილაქსიური / ანაფილაქტოიდური რეაქციები) გამონაყარი მზის სხივებზე (ფოტოსენსიტიური რეაქციები)

·       გულის უკმარისობა ( კარდიალური დისფუნქცია), რაც დაკავშირებულია NSAID პრეპარატებით მკურნალობასთან

·       სისხლის თეთრი უჯრედების კონკრეტული სახეობების სრული დაკარგვა (აგრანულოციტოზი), განსაკუთრებით იმ პაციენტებში რომლებიც იღებენ მელოქსს სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებიც  თავის მხრივ არიან ინჰიბიტორული, დეპრესიული ან დესტრუქციული ძვლის ტვინის კომპონენტის მიმართ (მიელოტოქსიური პრეპარატები), რაც იწვევს:

·       უცაბედი სიცხე

·       ყელის ტკივილი

·       ინფექციები

 გვერდითი ეფექტები, რომლებსაც იწვევს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (NSAID), მაგრამ არ გამოვლენილა მელოქსით მკურნალობისას

თირკმლის სტრუქტურის ცვლილება, რაც იწვევს თირკმლის მწვავე დისფუნქციას:

-        თირკმლის ანთების ძალიან იშვიათი შემთხვევები (ინტერსტიციული ნეფრიტი)

-        თირკმლის ზოგი უჯრედის სიკვდილი ( მწვავე მილისებრი და პაპილარული ნეკროზი)

-        პროტეინის შემცველობა შარდში (ნეფროზული სინდრომი პროტეინურიით)

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

თუ  გამოვლინდა გვერდითი ეფექტები, მიაკითხეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. აღნიშნული გულისხმობს იმ შესაძლო გვერდით ეფექტებსაც, რომლებიც არაა მოხსენიებული ბროშურაში.გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ დაგვეხმარებით გვქონდეს მეტი ინფორმაცია მოცემული პრეპარატის  უსაფრთხოების შესახებ

5. როგორ შევინახოთ მელოქსი

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისგან მოშორებულ ადგილას. შეინახეთ მაქსიმუმ 25°C ტემპერატურაზე თავის შეფუთვაში, რათა დაიცავთ მზისა და სინესტის ზემოქმედებისგან. არ გამოიყენოთ პრეპარატის ვადის გასვლის შემდგომ, რაც მითითებულია გარე შეფუთვაზე ნიშნის EXP შემდგომ. ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს თვის ბოლო დღეს. არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციისა ან ნაგვის მეშვეობით. დაეკითხეთ ფარმაცევტს თუ როგორ გადააგდოთ პრეპარატი, რომელსაც აღარ იყენებთ, რათა  დაიცვათ გარემო.

6. შეფუთვა და სხვა ინფორმაცია

 რას შეიცავს მელოქსი

-   აქტიური ნივთიერება გახლავთ მელოქსიკამი.

მელოქსის 7,5მგ ტაბ შეიცავს 7,5მგ მელოქსიკამს.

მელოქსის 15მგ ტაბ შეიცავს 15მგ მელოქსიკამს.

-   სხვა შემავალი ნივთიერებებია:

მელოქსის 7.5 ტაბ ასევე შეიცავს: ნატრიუმის ციტრატის დეჰიდრატს, ლაქტოზის მონოჰიდრატს, მიკროკრისტალინის ცელულოზას, უწყლო სილიკას,პოვიდონს, კროსპოვიდონს და მაგნიუმის სტეარატს.

მელოქსის 15მგ ტაბ ასევე შეიცავს: ნატრიუმის ციტრატის დეჰიდრატს, ლაქტოზის მონოჰიდრატს, მიკროსტალინის ცელულოზას, უწყლო სილიკას, პოვიდონს, კროსპოვიდონს, მაგნიუმის სტეარატს.

როგორ გამოიყურება მელოქსი და რა არის შეფუთვაში

7,5მგ მელოქსის ტაბ არის ღია ყვითელი ფერის, მრგვალი, ბრტყელი, ერთ მხარეს დამარკული, 7მმ დიამეტრით. მარკირების ხაზი მხოლოდ ითვალისიწნებს მარტივ გაყოფას იოლი გადაყლაპვისთვის და არა-ერთიან დოზებად განაწილებას.

15მგ მელოქსის ტაბ არის ღია ყვითელი ფერის, მრგვალი, ბრტყელი , ერთ მხარეს დამარკული, 10,5მმ დიამეტრით. აბი შესაძლოა გაიყოს ერთიანი დოზირების თანაბარ ნახევრებად.

ტაბ მოწოდებულია PVC/PVC-A1 ფოლგის ბლისტერებში პაციენტის საინფორმაციო ბროშურით 10, 20 და 30 ტაბ შეფუთვებში.

 ყველა შეფუთვა შესაძლოა არ გავიდეს ბაზარზე.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მეტი ინფორაცია
რაოდენობა10
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy