Magitron - მაგიტრონი 50 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 16,35 GEL რეგულარული ფასი 23,97 GEL
მარაგშია
SKU
9855_871
გამოიყენება ქრონიკული გონებრივი და ფიზიკური დაღლილობის,სტრესის და აგზნებადობის დროს.

შემადგენლობა

1 ტაბლეტი (550 მგ) შეიცავს:
ვიტამინ B6-ს (პირიდოქსინი) - 5 მგ (250%), მაგნიუმს - 60 მგ (20%).
(...%) - რეკომენდებული დღიური დოზის %.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, პოლივინილპიროლიდონი, მაგნიუმის სტეარატი, სორბიტოლი.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
თეთრი ფერის, მოგრძო ფორმის, ორმხრივ ამოზნექილი ზედაპირის მქონე შემოგარსული ტაბლეტები.

ფარმაკოლოგიური თვისებები
მოქმედება:
მაგიტრონი - კომბინირებული პრეპარატია, რომლის მოქმედება განპირობებულია მასში შემავალი კომპონენტების თვისებებით. ვიტამინი B6 აადვილებს მაგნიუმის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაგნიუმი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიკროელემენტია, ის მონაწილეობს იმუნურ მექანიზმებში, ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობას ალერგიული და ანთებითი პროცესების მიმართ, ააქტივებს ფერმენტულ პროცესებს, ხელს უწყობს მაღალენერგიული ნაერთების _ ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმების სინთეზსა და მეტაბოლიზმს.
მაგნიუმს გააჩნია დამამშვიდებელი და სტრესის საწინააღმდეგო მოქმედება, იგი ამცირებს ნერვ-კუნთოვან გადაცემას, გლუვი და განივზოლიანი ბოჭკოების აგზნებადობას, დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, ხელს უშლის იშემიის განვითარებას, იცავს სისხლძარღვის კედელს, ეწინააღმდეგება შემაერთებელ ქსოვილში ცვლილებების განვითარებას და არტერიოსკლეროზის ჩამოყალიბებას.
მაგნიუმი მონაწილეობს კალიუმისა და კალციუმის იონების ტრანსმემბრანულ ტრანსპორტირებაში, იგი აუცილებელია ინსულინისა და ზოგიერთი სხვა ჰორმონის სინთეზისათვის.
მაგიტრონი განკუთვნილია მოზრდილთათვის მაგნიუმისა და ვიტამინი B6-ის დღიური დანაკლისის შესავსებად.

მიღების წესები და დოზები
მიიღება დღეში 1-2 ტაბლეტი მცირე რაოდენობის წყალთან ერთად. დაუშვებელია რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება.

გამოყენების რეკომენდაცია:
- ქრონიკული, გონებრივი და ფიზიკური დაღლილობა; 
- სტრესი;
- აგზნებადობა.

განსაკუთრებული მითითებები
აღნიშნული საშუალება არ არის წამალი.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი. შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ მაგიტრონის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა ურეცეპტოდ.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა50
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy