მაგნეტაბი ტაბ.334მგ/5მგ N90

განსაკუთრებული ფასი 25,96 GEL რეგულარული ფასი 36,06 GEL
მარაგშია
SKU
60120_2168

ჩვენებები:ნევროზულობა, გაღიზიანებულობა, სუსტი შფოთვა, წარმავალი დაღლილობა, ძილის მცირე დარღვევა.

აღწერა: 

ცილინდრული ფორმის, ორმხრივ ამოზნექილი, თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ტაბლეტები.

შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერება: მაგნიუმის ლაქტატის დიჰიდრატი - 334 მგ, რაც შეესაბამება 34 მგ მაგნიუმს, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი - 5 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი ა), მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა.

წამლის ფორმა: ტაბლეტები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მინერალური დანამატები. საშუალებები მაგნიუმის ფუძეზე.

ATC Code: A12CC

ჩვენებები: 

ორგანიზმში - როგორც იზოლიებული, ასევე სხვა დეფიციტურ მდგომარეობასთან ასოცირებული მაგნიუმის დადასტურებული დეფიციტის მკურნალობა.

მაგნიუმის დეფიციტზე შეიძლება მიუთითებდეს შემდეგი სიმპტომების კომბინაცია:

ნევროზულობა, გაღიზიანებულობა, სუსტი შფოთვა, წარმავალი დაღლილობა, ძილის მცირე დარღვევა,
შფოთვის ნიშნები, როგორიც არის კუჭ-ნაწლავის სპაზმები ან გულისცემის გახშირება (ჯანმრთელი გულის შემთხვევაში),
კუნთური კრამპები, ჩხვლეტის შეგრძნება,
მაგნიუმის დანიშნვა შეიძლება დაეხმაროს ამ სიმპტომების მოხსნას.

თუ მკურნალობის ერთი თვის შემდეგ გაუმჯობესება არ შეიმჩნევა აღნიშნული პრეპარატით  მონოთერაპიის გაგრძელება არამიზანშეწონილია.

გამოყენების წესი და დოზირება: მოზრდილთათვის რეკომენდებულია დღე-ღამეში 6-8 ტაბლეტის მიღება.

6 წელზე უფროს ბავშვებში (20 კგ-ზე მეტი სხეულის მასით)  4-6 ტაბლეტი დღე-ღამეში.

სადღეღამისო დოზა უნდა გაიყოს 2-3 მიღებაზე, მიიღება ჭამის წინ. ტაბლეტებს უნდა მიაყოლოთ ერთი ჭიქა წყალი.

მკურნალობა უნდა შეწყდეს სისხლში მაგნიუმის კონცენტრაციის ნორმალიზაციისთანავე.

გვერდითი მოქმედება:

დაღვევები იმუნური სისტემის მხრივ:

ძალიან იშვიათად (< 0,01 %): ალერგიული რეაქციები, კანის რეაქციების ჩათვლით;

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:

უცნობი სიხშირე (არსებული მონაცემების მიხედვით შეუძლებელია წარმოშობის სიხშირის შეფასება): დიარეა, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, მეტეორიზმი.

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
თირკმლის გამოხატული უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი არა ნაკლებ 30 მლ/წუთში);
ჰიპერმაგნიემია, ვიტამინ B6 ჰიპერვიტამინოზი, მიასთენია გრავის;
ბავშვთა ასაკი 6 წლამდე;
ლევოდოპასთან ერთდროული მიღება (იხილეთ ქვეთავი „სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება“).
სიფრთხილით გამოიყენება თირკმლის ზომიერი უკმარისობის შემთხვევაში, ვინაიდან არსებობს ჰიპერმაგნიემიის განვითარების რისკი.

დოზის გადაჭარბება:

სიმპტომები

თირკმელების ნორმალური ფუნქციის შემთხვევაში მაგნიუმის ჭარბი ზოდა მისი შიგნით მიღებისას ჩვეულებრივ არ იწვევს ტოქსიკურ რეაქციებს. თუმცა თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს მაგნიუმით მოწამვლა. დოზის გადაჭარბების სიმპტომები, რომელთა გამოხატვაც დამოკიდებულია სისხლში მაგნიუმის კონცენტრაციაზე: არტერიული წნევის ვარდნა; გულისრევა, ღებინება; ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა, რეფლექსების დაქვეითება, ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე; სუნთქვის დათრგუნვა, კომა, გულის გაჩერება და სუნთქვის დამბლა; ანურიული სინდრომი.

მკურნალობა

რეჰიდრატაცია, ფორსირებული დიურეზი. თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში აუცილებელია ჰემოდიალიზი ან პერიტონეალური დიალიზი.

უსაფრთხოების ზომები:

მაგნიუმის მძიმე დეფიციტის ან მალაბსორბციის სინდრომის შემთხვევაში, მკურნალობა იწყება მაგნიუმის პრეპარატების ინტრავენურად შეყვანით.

კალციუმის თანმხლები დეფიციტის შემთხვევაში, რეკომენდებულია მაგნიუმის დეფიციტის აღმოფხვრა კალციუმის პრეპარატების ან კალციუმის შემცველი საკვები დანამატების მიღების დაწყებამდე.

საფაღარათო საშუალებების, ალკოჰოლის ხშირად მიღების, დაძაბული ფიზიკური და ფსიქიკური დატვირთვის შემთხვევაში მაგნიუმისადმი მოთხოვნილება იზრდება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ორგანიზმში მაგნიუმის დეფიციტის განვითარება.

ხანგრძლივი დროის (რამდენიმე თვის ან ზოგიერთ შემთხვევაში რამდენიმე წლის) განმავლობაში პირიდოქსინის დიდი დოზებით (დღეში 200 მგ-ზე მეტი) გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს სენსორული აქსონური ნეიროპათია, რომელსაც თან ახლავს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა დაბუჟება, პროპრიოცეპტული მგრძნობელობის დარღვევა, კიდურების დისტალური ნაწილების ტრემორი და თანდათანობით განვითარებული სენსორული ატაქსია (მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა). ეს დარღვევები ჩვეულებრივ შექცევადია და ქრება ვიტამინ B6 მიღების შეწყვეტის შემდეგ.    

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:

ორსულობა

საკმაო რაოდენობის ორსულ ქალებში პრეპარატის გამოყენების კლინიკურმა გამოცდილებამ არ გამოავლინა რაიმე არახელსაყრელი ზეგავლენა ნაყოფის განვითარების მანკების და ფეტოტოქსიკური მოქმედების წარმოშობაზე. 

პრეპარატ მაგნეტაბის გამოყენება ორსულობის პერიოდში შეიძლება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, ექიმიის რეკომენდაციით.

ლაქტაციის პერიოდი

მაგნიუმი აღწევს ლაქტატში. მოერიდეთ პრეპარატის გამოყენებას ლაქტაციისა და ძუძუთი კვების პერიოდში.

გამოყენება ბავშვთა ასაკში:

6 წელზე უმცროს ბავშვებში გამოყენება უკუნაჩვენებია.

სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და სხვა პოტენციურად სახიფათო საქმიანობის სახეობების შესრულების უნარზე ზემოქმედებება:

არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.    

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

უკუნაჩვენები კომბინაციები

ლევოდოპასთან: პირიდოქსინით ხდება ლევოდოპას აქტივობის ინჰიბირება (თუ ამ პრეპარატის მიღება არ ხდება არომატული L-ამინომჟავების პერიფერიული დეკარბოქსილაზას ინგიბიტორებთან ერთად). უნდა მოერიდოთ ნებისმიერი რაოდენობის პერიდოქსინის მიღებას, თუ ლევოდოპა არ გამოიყენება L-ამინომჟავების პერიფერიული დეკარბოქსილაზას ინგიბიტორებთან ერთად.
არარეკომენდებული კომბინაციები

ფოსფატების ან კალციუმის მარილების შემცველი პრეპარატების ერთდროულმა მიღებამ შესაძლოა გააუარესოს მაგნიუმის შეწოვა ნაწლავებიდან.
ყურადსაღები კომბინაციები

- ტეტრაციკლინების შიგნით დანიშვნის შემთხვევაში დაცული უნდა იყოს ტეტრაციკლინისა და მაგნეტაბის შიგნით მიღებებს შორის ინტერვალი არა ნაკლებ სამი საათისა, ვინაიდან მაგნიუმის პრეპარატები ამცირებს ტეტრაციკლინების შეწოვას. 

შენახვის პირობები:

შეინახეთ სინათლისა და ნესტისგან დაცულ ადგილას არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისობის ვადა:

3 წელი. ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ!

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

შეფუთვა:

10 ტაბლეტი პვქ აპკის და ალუმინის ფოლგის კონტურულ-უჯრედულ შეფუთვაში. 3, 5, 9 ან 12 კონტურულ-უჯრედული შეფუთვა მუყაოს კოლოფში, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა90
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy