კეტოკლინი პლასტირი 7 ცალი

განსაკუთრებული ფასი 14,19 GEL რეგულარული ფასი 19,71 GEL
მარაგშია
SKU
62171_2313

ჩვენება:ტკივილგამაყუჩებელი და ანთების სამკურნალო,პერიართრიტი მხრის,მყესის (მყესის დაჭიმვა),კუნთების ტკივილი.

კეტოკლინი პლასტირი (კეტოპროფენი 30 მგ)

[პროდუტის დასახელება] კეტოკლინი პლასტირი (კეტოპროფენი)
[აქტიური ინგრედიენტები და დოზა] 1 პლასტირი (10X7სმ2)  0,7გ კეტოპროფენი (KP) ..........30.0 მგ                                                                                                                                     [აღწერილობა] ეს ტკივილგამაყუჩებელი პლასტირი დამზადებულია რძისფერი-თეთრი ადჰეზიური მასალის დატანებით (წასმით) სელის ქსოვილოვან ფუძეზე, ჰერმეტულად დაფარულია მოსაცილებელი ფენით.
[ეფექტურობა და ეფექტები] ტკივილგამაყუჩებელი და ანთების სამკურნალო (ანთებისსაწინააღმდეგო) ეფექტი შემდეგი დაავადებების და სიმპტომების დროს: დეგენერაციული ართრიტი (ოსტეოართრიტი), პერიართრიტი მხრის, მყესის (მყესის დაჭიმვა) და ტენოსინოვიტი (ტენოვაგინიტი), პერიტენდინიტი, მხრის გარეთა (მხრის ძვალი) ეპიკონდილიტი (ჩოგბურთელის იდაყვი და ა.შ.),  კუნთების ტკივილი, პოსტტრავმული (დაზიანება) შეშუპება (გასიება), ტკივილი.

[მითითებები და დოზირება] მოხსენით მოსაცილებელი ფენა და დაიდეთ  ერთი პლასტირი დაზიანებულ ნაწილზე  ორჯერ დღეში.

[სიფრთხილის ზომები]
1. ეს პროდუქტი არ გამოიყენება შემდეგ პაციენტებში                          

1)პაციენტები რომლებსაც აღენიშნებოდათ ჰიპერმგრძნობელობა ან ფოტოსენსიტიური დაავადება ამ პროდუქტის ან  მასში შემავალი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ.
2) პაციენტები ასპირინული ასთმით (ასთმის შეტევა გამოწვეული არასტეროიდული ანალგეტიკებით ან ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებებით) ან ამ დაავადებით ანამნეზში.
3) პაციენტები რომელთაც ქონდათ ჰიპერმგრძნობელობა შემდეგ მედიკამენტებზე: თიაპროფენის მჟავა, ფენოფიბრატი, ბეზაფიბრატი, ციპროფიბრატი, ოქსიბენზონი (შესძლებელია ჯვარედინი ჰიპერრეაქციის განვითარება).
4) ორსული ქალები ორსულობის პირველ 6 თვის განმავლობაში: როდესაც ეს პროდუქტი დასალევად მისცეს ვირთხებს ორსულობის ბოლო პერიოდში აღინიშნა ნაყოფის სისხლძარვების  შევიწროვება, ამ პროდუქტის მიღებისას ორსულობის ბოლო პერიოდში (დასალევი, საინექციო, რექტალური)  აღინიშნა ნაყოფის სისხლის მიმოქცევის და ნაყოფის თირკმლის უკმარისობა. 

2.  ქვემოთ მოყვანილ შემთხვევებში საჭიროა ექიმთან, დანტისტთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია. 

1)ბრონქიალური ასთმით ( ასთმური შეტევის რისკი).
2) პაციენტები, რომლებიც იღებენ მედიკამენტებს ექიმის დანიშნულებით.
3) ორსულები და მეძუძური ქალები (უსაფრთხოება ორსულებსა და მეძუძურებში არ არის დადასტურებული. ამიტომ მოერიდეთ ამ პროდუქტის ფართოდ და ხანგრძლივი პერიოდით გამოყენებას ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში.)

3. შეწყვიტეთ მედიკამენტის მიღება და მიმართეთ კონსულტაციისათვის ექიმს, დენტისტს, ან ფარმაცევტს ერთერთი შემდეგი შემთხვევის დროს.

1) შეწყვიტეთ პროდუქტის გამოყენება შოკის, ანაფილაქსიური რეაქციის (ჰიპერმგრძნობელობის სიმპტომების დროს როგორიცაა ურტიკარია, დისპნოე, სახის შეშუპება და სხვა)
2) შესაძლებელია ასთმის შეტევის განვითარება. ისეთი სიმპტომების ადრეული გამოვლენისას როგორიცაა ხმოვანი სუნთქვა,(ხრინწი, კრეპიტაცია), სტრიდორი, დისპნოე, მაშინვე შეწყვიტეთ პრეპრატის მიღება. მსგავსი ასთმური შეტევა შესაძლებელია განვითარდეს პრეპარატის მიღებიდან რამოდენიმე საათის შემდეგ.
3) კანი -  შეიძლება განვითარდეს: პიგმენტაციის მატება, ქსეროდერმა, კონტაქტური დერმატიტი, გამონაყარი კანზე, ქავილი, ბუშტუკები, კანის გაღიზიანება, შეშუპება. აგრეთვე პირდაპირმა ულტრაიისფერმა სხივებმა შეიძლება გამოიწვიოს ფოტოსენსიტიური რეაქცია, შესაძლებელია კანის გაწითლება მთელ სხეულზე. შეწყვიტეთ მედიკამენტის გამოყენება, თუ ეს სიმპტომები მწვავეა.
4) თუ პრეპარატის გამოყენებიდან ერთი კვირის შემდეგ არ არის გაუმჯობესება, შეწყვიტეთ მისი მიღება და მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. გაფრთხილებები

1) პლასტირების გამოენებისას მოერიდეთ გარეთ ყოფნას ამინდის მიუხედავად, გამოყენებიდან 2 კვირის განმავლობაში და ამასთან პლასტირის დატანების ადგილი დაიფარეთ ტანსაცმლით, სათვალით, ქუდით ულტრაიისფერი სხივების მოხვედრის თავიდან ასაცილებლად.  (დაფიქსირებულია ფოტოსენსიტიურობის რეაქციის შემთხვევები.)
2) ამ მედიკამენტით მკურნალობა არის სიმპტომური მკურნალობა.
3 )ამ პროდუქტმა შეიძლება გამოიწვიოს კანის არაადექვატური გაღიზიანება. ამასთან, თუ გამოიყენება ინფექციით გამოწვეული ანთების სამკურნალოდ, დარწმუნდით, რომ იღებთ შესაბამის ანტიბიოტიკს ან სოკოსსაწინააღმდეგო საშუალებას და სიფრთხილით დააკვირდით გვერდით რეაქციებს.
4) თუ პრეპარატი გამოიყენება ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ ( როგორიცაა დეგენერაციული ართრიტი (ოსტეოართრიტი), განიხილეთ არამედიკამენტოზური მკურნალობის მეთოდი. გარდა ამისა, ყურადღებით დააკვირდით პაციენტებს, არ გამოგრჩეთ არასასურველი გვერდითი რეაქციები.
5) არ გამოიყენოთ პრეპარატი თვალსა და ლორწოვან გარსზე.
6) სიფრთხილე გამოიჩინეთ პრეპარატის გამოყენებისას, რადგან დაზიანებულ კანზე, ლორწოვანზე, ეგზემურ ან გაღიზიანებულ კანზე გამოყენებისას შეიძლება გამოიწვიოს ხანმოკლე გაღიზიანება ან მგრძნობელობის დაქვეითება.
7) არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ათლეტის ტერფის ან ფიტირიაზის მკურნალობისას.
8) არ შეიხვიოთ პლასტირი მჭიდრო ნახვევით.

5. სიფრთხილის ზომები შენახვისას: 1) შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას

შენახვის წესი: შეინახეთ სინათლეგაუმტარ კონტეინერში ოთახის ტემპერატურაზე.

შეფუთვა: 7 პლასტირი

* უსაფრთხო გამოყენება: სიფრთხილით მოიცილეთ პლასტირი.
1. მშრალ ან მგრძნობიარე კანზე გამოყენებისას, პლასტირის უმტკივნეულოდ მოსახსნელად დაასველეთ ან დაალბეთ პლასტირი თბილი  წყლით.
2. მოერიდეთ ერთიდაიმავე ადგილზე პლასტირის ხშირ გამოყენებას.
3. მოერიდეთ პლასტირის გამოყენებას უშუალოდ საუნის ან მასაჟის შემდეგ, რადგან ენდოთელიუმი უფრო ადვილად ზიანდება.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა7
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy