Karvedi-denk - კარვედი-დენკი 25მგ 30 ტაბლეტი
ჩვენება: მაღალი წნევის მკურნალობა, სტაბილური ქრონიკული გულის უკმარისობის ყველა სტადიის მკურნალობა.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებაა კარვედილოლი. ერთი ტაბლეტი შეიცავს 25 მგ კარვედილოლს.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური უწყლო სილიციუმი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
კარვედილოლი არის არასელექტიური β-ბლოკატორი ნივთიერება, რომელსაც გააჩნია ვაზოდილატაციური თვისებები. ვაზოდილატაცია ძირითადად ხდება სელექტიური ά1 რეცეპტორების ბლოკადის გამო. კარვედილოლი არ იწვევს შინაგან სიმპათომიმეტურ აქტივობას და მოქმედებს, როგორც მემბრანის სტაბილიზატორი.
კარვედილოლს გააჩნია ანტიოქსიდაციური თვისებები და შესაძლებელია დააინჰიბიროს რეაქტიული ჟანგბადის ნაერთების მოქმედება.
ვაზოდილატაციური თვისებების გამო კარვედილოლი ამცირებს პერიფერიული სისხლძარღვების რეზისტენტობას, ხოლო პლაზმის რენინის აქტივობა მცირდება β-რეცეპტორების ბლოკადის ზემოქმედებით.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
კარვედილოლი სწრაფად შეიწოვება. შრატში მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება დაახლოებით 1 საათის შემდეგ. ხაზოვანი ურთიერკავშირია დოზასა და მიღებულ შრატის კონცენტრაციას შორის. კარვედილოლი ძალიან ლიპოფილურია და 98-99% უერთდება პლაზმის ცილებს. განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 2 ლ/კგ, თუმცა იზრდება ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტებში. ადამიანებში კარვედილოლის აბსოლუტური ბიოათვისებულობა შეადგენს დაახლოებით 25%-ს.
ყველა შესწავლილ ცხოველთა სახეობაში და ასევე ადამიანებში, კარვედილოლი თითქმის მთლიანად იშლება პოლარულ და წყალში ხსნად მეტაბოლიტებად, რაც ძირითადად გამოიყოფა ნაღველში. კარვედილოლის შიგნით მიღების შემდეგ პირველი გასვლის ეფექტი შეადგენს დაახლოებით 60-75%-ს. ენტეროჰეპატური ცირკულაცია დადგენილია ცხოველებში. ფენოლის რგოლის დემეთილირება და ჰიდროქსილირება წარმოქმნის 3 აქტიურ მეტაბოლიტს, რომელთაც გააჩნიათ ბეტა რეცეპტორების ბლოკირების უნარი. პრეკლინიკური კველვებიდან გამოვლინდა, რომ 4-ჰიდროქსიფენოლის მეტაბოლიტის აქტივობა 13-ჯერ მეტია ვიდრე კარვედილოლის. კარვედილოლთან შედარებით სამივე აქტიური მეტაბოლიტის ვაზოდილატაციური ეფექტი სუსტია. ადამიანებში 3 აქტიური მეტაბოლიტის კონცენტრაცია დაახლოებით 10-ჯერ უფრო დაბალია, ვიდრე საწყისი ნივთიერების. კარვედილოლის 2 ჰიდროქსიკარბაზოლის მეტაბოლიტი ძალიან ძლიერი ანტიოქსიდანტია და გამოვლინდა, რომ 30-80-ჯერ უფრო ძლიერია ვიდრე კარვედილოლი.
ვეზოდილატაციური ეფექტი შესაძლებელია გაიზარდოს ნელი მეტაბოლიზატორების შემთხვევაში.
შიგნით მიღების შემდეგ კარვედილოლის ნახევარდაშლის პერიოდი შეადგენს 6-10 საათს. პლაზმის კლირენსი შეადგენს 590 მლ/წთ-ს. ექსკრეცია ძირითადად ხდება ნაღველში. დოზის 60% გამოდის მეტაბოლიტების სახით ფეკალური მასების საშუალებით. მცირე ნაწილი გამოიყოფა თირკმელების მიერ სხვადასხვა მეტაბოლიტების სახით.
ადამიანებში კარვედილოლის აბსოლუტური ბიოათვისებულობა შეადგენს დაახლოებით 25%-ს. იგი არ იცვლება საკვების მიღებით, უბრალოდ პლაზმის მაქსიმალური კონცენტრაცია გვიან მიიღწევა.
ჩვენება
კარვედი-დენკ 25 მიეკუთვნება ბეტა-ბლოკატორების ჯგუფს (პრეპარატები არტერიული წნევის ან აჩქარებული გულისცემის სამკურნალოდ).
კარვედი-დენკ 25 გამოიყენება კარდიოლოგიური/ ცირკულაციური დაავადებებისთვის.
კარვედი-დენკ 25 გამოიყენება
- მაღალი წნევის სამკურნალოდ (რომლიც გამომწვეული არ არის ორგანულად_
- ქრონიკული სტაბილური სტენოქარდია (თუ სიმპტომები რამდენიმე თვის განმავლობაში იგივეა)
- იშემიური ან არაიშემიური მიზეზით განპირობებული (მიუხედავად ცირკულატორული დარღვევის არსებობა-არარსებობისა) სტაბილური ქრონიკული გულის უკმარისობის ყველა სტადიის სამკურნალოდ. მკურნალობაში ასევე ჩართული უნდა იყოს შარდმდენები და აგფ ინჰიბიტორები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში სათითურაც (პრეპარატები, რომელებიც მოქმედებენ გულსა და ვასკულარულ სისტემაზე).
უკუჩვენება
კარვედი-დენკ 25 არ მიიღება შემდეგ შემთხვევებში:
- თუ აღინიშნება ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერება - კარვედილოლის ან კარვედი-დენკ 25-ში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ;
- თუ აღინიშნება გულის ფუნქციის ძლიერი დაქვეითება (კარდიოგენული შოკი);
- თუ პროგრესულად უარესდება გულის უკმარისობა (დეკომპენსირებული გულის უკმარისობა);
- თუ აღინიშნება მწვავე პულმონარული ემბოლია;
- თუ აღინიშნება უჩვეულო მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში, ე.წ. პრინცმეტალის სტენოკარდია, რაც გამოწვეულია კორონარული სისხლძარღვების შეკუმშვით;
- თუ აღინიშნება ძალიან დაბალი არტერიული წნევა (სისტოლური წნევა >90მმ.ვწყ. სვ.);
- თუ პულსი ან გულისცემა ძალიან შენელებულია: თუ კარვედი-დენკ 25 გამოიყენება გულის უკმარისობის დროს, მაშინ გულისცემის სიხშირე მოსვენებულ მდგომარეობაში უნდა იყოს სულ მცირე 65 დარტყმა/წუთში.
- თუ აღინიშნება არანამკურნალები გულის უკმარისობა ან გულის გამტარი სისტემის ზოგიერთი დაავადება (მაგ. II ან III ხარისხის AV ბლოკადა ან სინუსის კვანძის სისუსტის სინდრომი, სინოატრიალური ბლოკადა (თუ აღნიშნულ მდგომარეობას არ მკურნალობენ პეისმეკერით))
- თუ აღინიშნება სასუნთქი სისტემის დაავადების შემდეგომ განვითარებული გულის უკმარისობა (ფილტვისმიერი გული).
- თუ აღინიშნება ბრონქული ასთმა ან სასუნთქი გზების სხვა დაავადება, რომელსაც აქვს მიდრეკილება განავითაროს სასუნთქი გზების სპაზმის-მსგავსი შევიწროვება (მაგ. ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი).
- თუ აღინიშნება თირკმელზედა ჯირკვლის ჰიპერაქტივობა (ფეოქრომოციტომა), რასაც არ მკურნალობენ მედიკამენტებით.
- თუ აღინიშნება ღვიძლის მძიმე დაავადება.
- თუ აღინიშნება სხეულის მჟავა-ტუტოვანი ბალანსის ძლიერი დარღვევა (მეტაბოლური აციდოზი).
- თუ პაციენტი კომბინირებულად მკურნალობს ზოგიერთი ანტიდეპრესანტით, გარდა MAO B ინჰიბიტორებისა.
- თუ პაციენტს ამჟამად უტარდება ინფუზია ისეთი პრეპარატებით, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის ან კარდიოლოგიური პრობლემების სამკურნალოდ (ვერაპამილი ან დილტიაზემი).
- ლაქტაციის პერიოდი.
კარვედი-დენკ 25 გამოიყენება განსაკუთრებული სიფრთხილით შემდეგ შემთხვევებში:
უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, თუ ამჟამად ან ანამნეზში აღინიშნება შემდეგი მდგომარეობა ან დაავადება:
- გულის უკმარისობა;
- თირკმლის ფუნქციის დარღვევა;
- უახლოეს პერიოდში გადატანილი გულის ინფარქტი და შემდგომ განვითარებული გულის უკმარისობა;
- ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება - შესაძლებელია საჭირო გახდეს პრეპარატის დოზის დარეგულირება;
- დიაბეტი - შესაძლებელია საჭირო გახდეს პრეპარატის დოზის დარეგულირება და ჰიპოგლიკემიის სიმპტომები შეიძლება შეინიღბოს;
- კიდურებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა (ცივი ხელის და ფეხის თითები);
- რეინოს სინდრომი (ხელის ან ფეხის თითების ტკივილი, რომელთაც შესაძლებელია თავიდან მიიღონ მოცისფრო ფერი, შემდეგ გახდეს თეთრი და საბოლოოდ - წითელი);
- ჰიპერაქტიული ფარისებრი ჯირკვალი (ჰიპერთიროიდიზმი ან თიროტოქსიკოზი);
- ანესთეზიამდე ან სერიოზულ ოპერაციამდე;
- არტერიული წნევის დაქვეითება წამოდგომისას ან დაჯდომისას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან გულის წასვლა (ორთოსტატული ჰიპერტენზია);
- გულის ზომიერი ხარისხის ბლოკადა (I ხარისხი);
- გულის ანთებითი დაავადება;
- პრობლემები გულის სარქვლების მხრივ;
- სხეულის ძირითადი არტერიის (აორტის) შევიწროვება;
- სხვა დაავადებით გამოწვეული მაღალი არტერიული წნევა (მეორადი ჰიპერტენზია);
- ანამნეზში ჰიპერმგრძნობელობის მძიმე რეაქციის (ალერგიის) არსებობა ან თუ პაციენტს უტარდება დესენსიტიზაციის რეაქცია ზოგიერთი ალერგენის მიმართ;
- ფსორიაზი, რადგან მისი სიმპტომები შესაძლოა გაუარესდეს;
- თუ პაციენტი იყენებს დილტიაზემს, ვერაპამილს ან გულის რითმის სამკურნალო სხვა პრეპარატს (იხილეთ ნაწილი უერთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან);
- ფეოქრომოციტომა (სიმსივნე, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს არტერიული წნევის უეცარი მომატება);
- თუ პაციენტი ატარებს კონტაქტურ ლინზებს - კარვედილოლმა შესაძლებელია შეამციროს ცრემლდენა და გამოიწვიოს თვალების სიმშრალე;
არ შეიძლება კარვედი-დენკ 25-ით მკურნალობის უეცარი შეწყვეტა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ შემთხვევაში, თუ აღინიშნება გულის კორონარული დაავადება.
ბავშვები და მოზარდები (18 წლამდე ასაკის)
კარვედი-დენკ 25 არ გამოიყენება ბავშვებში და მოზარდებში. ბავშვებში და მოზარდებში პრეპარატის გამოყენების ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ მონაცემები არ არის საკმარისი.
ხანდაზმულები (70 წელზე ზემოთ)
ხანდაზმულმა ადამიანები შესაძლებელია უფრო მგრძნობიარენი იყვნენ კარვედილოლის მიმართ და შესაბამისად უნდა იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ. სხვა ბეტა ბლოკატორების მსგავსად და განსაკუთრებით კორონარული ცირკულაციური დაავადების მქონე პაციენტებში კარვედილოლის მკურნალობა უნდა შეწყდეს თანდათან.
მცდარი პასუხის მიღება დოპინგის ტესტის ჩატარებისას
კარვედი-დენკ 25-ის გამოყენებამ შესაძლებელია დადებითი შედეგი გამოიწვიოს დოპინგის კონტროლის დროს.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ პაციენტი ირებს ან უახლოეს პერიოდში იღებდა რომელიმე პრეპარატს, მათ შორის უერცეპტოდ გასაცემ პრეპარატებს.
განსაკუთრებული სიფრთხილით მიიღება და უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს თუ პაციენტი იღებს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს:
- ამიოდარონი ან გულის რითმის საკონტროლო სხვა პრეპარატი;
- დიგოქსინი და დიგიტოქსინი (გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ);
- დილტიაზემი და ვერაპამილი (გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის და გულის პრობლემების სამკურნალოდ);
- ამლოდიპინი, ფელოდიპინი, ნიფედიპინი და კალციუმის არხის სხვა მსგავსი ბლოკატორები (გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ);
- მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო სხვა პრეპარატები;
- ინსულინი ან დიაბეტის სამკურნალო ტაბლეტები;
- რიფამპიცინი, ერითრომიცინი, კლარითრომიცინი ან ტეტრაციკლინი (ანტიბიოტიკები);
- ციმეტიდინი (გამოიყენება გულძმარვის და კუჭის წყლულის დროს);
- კეტოკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ);
- ფლუოქსტინი (ანტიდეპრესანტი);
- ჰალოპერიდოლი (გამოიყენება ფსიქიკური დარღვევების დროს);
- რეზერპინი, გუანეთიდინი, მეთილდოპა ან გუანფაცინი (ე.წ. ცენტრალურად მოქმედი პრეპარატი მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ);
- კლონიდინი (პრეპარატი გამოიყენება ბევრი იშვიათი დაავადებისას/ მკურნალობისას);
- მოკლობემიდი ან ფენელზინი (ე.წ. მონოამინე ოქსიდაზას ინჰიბიტორი, ანტიდეპრესანტი);
- ციკლოსპორინი (გამოიყენება იმუნური სისტემის დასაქვეითებლად);
- ერგოტამინი (გამოიყენება შაკიკის ან დაბალი არტერიული წნევის დროს);
- ნიტრატები (გამოიყენება სტენოკარდიის დროს);
- მენტალური/ ფსიქიატრიული დაავადებების დროს გამოსაყენებელი პრეპარატები (ფენოთიაზინები), დეპრესია (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები) ან ეპილეფსია (ბარბიტურატები);
- არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო ტკივილგამაყუჩებლები;
- კორტიზონის პრეპარატები, რომლების მიიღება ორალურად ან ინიშნება ინექციის სახით;
- ესტროგენის პრეპარატები (ქალის სასქესო ჰორმონები);
- ალერგიული რეაქციების სამკურნალო პრეპარატები (ადრენალინი) - მისი ეფექტი შესაძლებელია შემცირდეს;
თუ პაციენტი აპირებს სერიოზული ოპერაციის ან ანესტეზიის ჩატარებას, მაშინ მან უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს, რომ იგი მკურნალობს კარვედი-დენკ 25-ით.
კარვედი-დენკ 25-ის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
კარვედი-დენკ 25-მა შესაძლებელია გააძლიეროს ალოჰოლის ეფექტი. ამის გამო მისი მკურნალობისას არ არის სასურველი ალკოჰოლის მიღება.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ნებისმიერი პრეპარატების მიღებამდე რჩევისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
კარვედი-დენკ 25-ის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს. თუ პაციენტი დაორსულდება პრეპარატის მიღების დროს, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს. ლაქტაციის პერიოდში არ შეიძლება კარვედი-დენკ 25-ის გამოყენება.
მანქანის და სხვა მექანიზმების მართვა
აღნიშნული პრეპარატით მკურნალობა საჭიროებს რეგულარულ სამედიცინო შემოწმებას.
პრეპარატის მიმართ სხვადასხვა ინდივიდუალურმა რეაქციებმა (მაგ. თავბრუსხვევა, დაღლილობა) შესაძლებელია შეაფერხოს მანქანის და სხვა მექანიზმების მართვის უნარი და უსაფრთხო მართვა. ეს განსაკუთრებულად ეხება მკურნალობის დაწყებას, დოზის გაზრდას და მკურნალობის შეცვლას და ასევე ალკოჰოლთან ერთად მიღებას.
მიღების წესი
კარვედი-დენკი 25 ყოველთვის მიიღება ექიმის მითითების შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის რაიმეში დარწმუნებული, მან უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ საჭიროა დოზის გაზრდა, მაშინ შესაძლებელია დაინიშნოს შესაბამისი დოზის ტაბლეტი.
მიღების წესი
ტაბლეტი მიიღება მთლიანად საკმარისი რაოდენობით სითხესთან ერთად. თუ არ არის ექიმის განსხვავებული მითითება, მაშინ იგი მიიღება დილით ან დილით და საღამოს. რეკომენდებულია კარვედი-დენკ 25-ის მიღება საკვებთან ერთად. ასეთი გზით აქტიური ნივთიერება უფრო ნელა შეიწოვება და სხეულის პოზის შეცვლასთან დაკავშირებული სისხლის მიმოქცევის დარღევის სიმპტომები (ორთოსტატული ეფექტები) შესაძლებელია ნაკლებად გამოიხატოს.
თუ არ არის ექიმის განსხვავებული მითითება, მაშინ ექიმის ჩვეულებრივი დოზა სტაბილური გულის უკამრისობის შემთხვევაში არის შემდეგი:
საწყისი დოზა:
პირველი 14 დღე: 3.125 ტაბლეტი დილით და 3.125 მგ კარვედილოლი საღამოს.
ნორმალური დოზა:
თუ პაციენტი ნორმალურად იტანს საწყის დოზას, მაშინ იგი უნდა გაიზარდოს ყოველ ჯერზე, სულ მცირე 2 კვირის განმავლობაში საფეხურეობრივად. სამიზნე დოზა უნდა იყოს ყველაზე მაღალი ასატანი დოზა.
6.25მგ კარვედილოლი დილით და 6.25მგ კარვედილოლი საღამოს ან 1/2ტაბლეტი კარვედი-დენკ 25 (=12.5მგ კარვედილოლი) დილით და 1/2 ტაბლეტი კარვედი-დენკ 25 (=12.5მგ კარვედილოლი) საღამოს.
თანდათან იზრდება 1 ტაბლეტი კარვედი-დენკ 25 (25მგ კარვედილოლი) დილით და 1 ტაბლეტი კარვედი-დენკ 25 (=25 მგ კარვედილოლი) საღამოს.
მაქსიმალური დოზა ინდივიდუალურ შემთხვევებში:
1 ტაბლეტი კარვედი დენკ 25 (=25 მგ კარვედილოლი) დილით და 1 ტაბლეტი კარვედი დენკ 25 (=25 მგ კარვედილოლი) საღამოს.
შესაძლებელია სიფრთხილით მოხდეს დოზის გაზრდა მაქსიმუმ 2 X 50მგ კარვედილოლამდე დღეში, მხოლოდ მსუბუქი ან ზომიერი ხარისხის გულის სტაბილური ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომელთა სხეულის წონა 85კგ-ზე მეტია და რომლებიც უნდა იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ.
კარვედი-დენკ 25-ის დოზა შესაძლებელია გაიზარდოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია ან სტაბილურია. ეს ნიშნავს, რომ არ აღინიშნება გულის უკმარისობის გაუარესების სიმპტომები ან კლინიკურად მნიშვენლოვანი გვერდითი ეფექტები (მაგ. არტერიული წნევის დაქვეითება, თავბრუსხვევა). დოზის გაზრდამდე მკურნალი ექიმი ყოველთვის გამოიკვლევს პაციენტს (მაგ. თირკმლის ფუნქცია, სხეულის წონა, არტერიული წნევა, გულის რითმი), განსაკუთრებით ზემოთ ხსენებული სიმპტომების არსებობისას. გულის უკმარისობის ან კარვედი-დენკ 25-ით გამოწვეული ზემოთ ხსენებული გვერდითი ეფექტების გაუარესება ხშირად მხოლოდ დროებითია. შედეგად, შესაძლებელია საჭირო გახდეს დროებით კარვედი-დენკ 25-ის დოზის შემცირება ან საჭიროების შემთხვევაში, მისი შეწყვეტა. თუ აღინიშნება სითხის შეკავება, მაშინ შარდმდენის დოზა შესაძლებელია გაიზარდოს.
აუცელებელი შემანარჩუნებელი დოზა უნდა დადგინდეს ინდივიდუალურად თითოეული პაციენტისთვის ექიმის მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ. ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში მაქსიმალური დოზა უნდა შეირჩეს თითოეული პაციენტისთვის.
თუ კარვედი-დენკ 25-ით მკურნალობა შეწყდება 2 კვირაზე მეტ ხანს, მაშინ იგი უნდა დაიწყოს ხელახლა საწყისი დოზით (3.125მგ დღეში ორჯერ 2 კვირის განმავლობაში) და შემდგომ ისევ თანდათან ინდივიდუალურად უნდა დარეგულირდეს (იხ. ზემოთ ცხრილი).
დოზირება გულის ქრონიკული უკმარისობის და თირკმლის დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტებში
შესაბამისი დოზა უნდა განისაზღვროს ინდივიდუალურად თითოეული პაციენტისთვის. კარვედილოლის ფარმაკოკინეტიკური თვისებებიდან გამომდინარე, მარტო გულის უკმარისობისთვის არ არის საჭირო დოზის დარეგულირება.
მაღალი წნევის დროს
საწყისი დოზა:
პირველი 2 დღე: 1/2 ტაბლეტი კარვედი დენკ 25 (=12.5მგ კარვედილოლი) ერთხელ დღეში, დილით.
ნორმალური დოზა:
1 ტაბლეტი კარვედი დენკ 25 (=25 მგ კარვედილოლი) ერთხელი დღეში, დილით.
მაქსიმალური დოზა ინდივიდუალურ შემთხვევებში:
14 დღის შემდეგ უახლოეს პერიოდში: 1 ტაბლეტი კარვედი დენკ 25 (=25 მგ კარვედილოლი) დილით და 1 ტაბლეტი კარვედი დენკ 25 (=25 მგ კარვედილოლი) საღამოს.
დოზა არ უნდა აღემატებოდეს 25 მგ ერთჯერად დოზას ან 50 მგ. დღიურად.
ქრონიკული სტენოკარდია
საწყისი დოზა:
პირველი 2 დღე: 1/2 ტაბლეტი კარვედი დენკ 25 (=12.5მგ კარვედილოლი) დილით და 1/2 ტაბლეტი კარვედი დენკ 25 (=12.5მგ კარვედილოლი) საღამოს.
ნორმალური დოზა:
1 ტაბლეტი კარვედი დენკ 25 (=25 მგ კარვედილოლი) დილით და 1 ტაბლეტი კარვედი დენკ 25 (=25 მგ კარვედილოლი) საღამოს.
მაქსიმალური დოზა ინდივიდუალურ შემთხვევებში:
14 დღის შემდეგ უახლოეს პერიოდში: 1 ტაბლეტი კარვედი დენკ 25 (=50 მგ კარვედილოლი) დილით და 2 ტაბლეტი კარვედი დენკ 25 (=50 მგ კარვედილოლი) საღამოს.
დოზირება ხანდაზმულ პაციენტებში
(70 წლის ზემოთ)
მაღალი წნევა
საწყისი დოზა:
პირველი 2 დღე: 1/2 ტაბლეტი კარვედი დენკ 25 (=12.5მგ კარვედილოლი) დღეში ერთჯერ, დილით.
ნორმალური დოზა:
1/2 ტაბლეტი კარვედი დენკ 25 (=12.5მგ კარვედილოლი) დილით და 1/2 ტაბლეტი კარვედი დენკ 25 (=12.5მგ კარვედილოლი) საღამოს.
თუ ეფექტი არაადექვატურია დოზა შეიძლება გაიზარდოს სულ მცირე 14 დღიანი ინტერვალით.
1 ტაბლეტი კარვედი დენკ 25 (=25 მგ კარვედილოლი) დილით და 1 ტაბლეტი კარვედი დენკ 25 (=25 მგ კარვედილოლი) საღამოს.
მაქსიმალური დოზა ინდივიდუალურ შემთხვევებში:
1 ტაბლეტი კარვედი დენკ 25 (=50 მგ კარვედილოლი) დილით და 1 ტაბლეტი კარვედი დენკ 25 (=50 მგ კარვედილოლი) საღამოს.
მკურნალობის დასაწყისში 12.5 მგ. კარვედილოლიდღეში რეკომენდებულია ხანდაზმული პაციენტებისთვისაც. შესაძლებელი იყო ამ დოზითან წნევის დარეგულირება ხანგრძლივი დროით მკურნალობის პერიოდსიც ზოგიერთ პაციენტში.
ქრონიკული სტენოკარდია
მაქსიმალური დოზა:
ხანგრძლივი დროით მკურნალობა: 1 ტაბლეტი კარვედი დენკ 25 (=50 მგ კარვედილოლი) დილით და 1 ტაბლეტი კარვედი დენკ 25 (=50 მგ კარვედილოლი) საღამოს.
თი პაციენტის ასაკი არემატება 70 წელს არ არის აუცილებელი 2 X 25 მგიანი დოზის გაყოფა.
მკურნალობის ხანგრძლივობა
მკურნალობის ხანგრძლივობას წყვეტს მკურნალი ექიმი. კარვედი-დენკ 25-ით მკურნალობა ჩვეულებრივ ხანგრძლივია და თუ შესაძლებელია, არ უნდა შეწყდეს უეცრად. მკურნალობა უნდა შეწყდეს ნელა, თანდათან, საფეხურეობრივად, 1-2 კვირის განმავლობაში.
სტენოკარდიის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, თუ საჭიროა სტენოკარდიის ჩანაცვლებითი მკურნალობა უნდა დაიწყოს იმავდროულად, როდესაც დაიწყება კარვედი-დენკ 25-ით მკურნალობის შეწყვეტა.
თუ პაციენტს ეჭვი აქვს, რომ კარვედი-დენკ 25 ძალიან ძლიერად ან სუსტად მოქმედებს მასზე, მაშინ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზის გადაჭარბება
დოზის გადაჭარბებამ შესაძლებელია გამოიწვიოს არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითება, გულისცემის შენელება, გულის უკმარისობა, კარდიოგენული შოკი და გულის გაჩერება. გარდა ამისა, სუნთქვის გაძნელება, ბრონქების შევიწროვება, ღებინება, ცნობიერების დარღვევა და გენერალიზებული გულყრები შესაძლებელია განვუთარდეს.
თუ საეჭვოა კარვედი-დენკ 25-ის დოზის გადაჭარბება, მაშინ უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს. ის გადაწყვეტს რა ზომები უნდა გატარდეს, რაც დამოკიდებულია დოზის გადაჭარბების სიმძიმეზე.
კარვედი-დენკ 25-ის დოზის გამოტოვება
კარვედი-დენკ 25-ის დოზის ერთხელ გამოტოვების შემთხვევაში, შემდეგი დოზა მიიღება ჩვეული დოზირების რეჟიმის მიხედვით. არ შეიძლება გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ. ტაბლეტების მიღება უნდა გაგრძელდეს მკურნალი ექიმის მითითების შესაბამისად.
კარვედი-დენკ 25-ის მიღების შეწყვეტა
კარვედი-დენკ 6.25-ის დოზა არ უნდა შეიცვალოს ექიმის მითითების გარეშე. ასევე არ შეიძლება მკურნალობის შეწყვეტა ექიმის მითითების გარეშე. კარვედი-დენკ 25-ის მკურნალობა არ უნდა შეწყდეს უეცრად, იგი უნდა მოიხსნას საფეხურეობრივად. აღნიშნული პროდუქტის შესახებ დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი ეფექტები
ყველა პრეპარატის მსგავსად კარვედი-დენკ 25-მაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
გვერდითი ეფექტების შესაფასებლად ჩვეულებრივ გამოიყენება შემდეგი კლასიფიკაცია
: |
10 პაციენტში |
: |
, 1/100-ზე ხშირად |
: |
, 1/1000-ზე ხშირად |
: |
, 1/10000-ზე ხშირად |
: |
1-ზე , 10000-ზე ხშირად |
: |
. |
გვერდითი ეფექტები:
ძალიან ხშირად:
- თავბრუსხვევა, თავის ტკივილი
- გულის უკმარისობის გაუარესება (ქოშინი, შეშუპება კოჭების მიდამოში);
- დაბალი არტერიული წნევა;
- დაღლილობა;
ხშირად:
- ბრონქიტი, პნევმონია, სასუნთქი გზების ინფექციები, საშარდე გძების ინფექციები;
- წონის მომატება, სისხლში ქოლესტერინის დონის მომატება, გლუკოზის ტოლერანტობის დაქვეითება, სისხლში გლუკოზის დონის დაქვეითება (განსაკუთრებით დიაბეტიანებში), ანემია (ერითროციტების რაოდენობის დაქვეითება);
- დეპრესია, დეპრესიული განწყობა;
- მხედველობის დარღვევა, ცრემლდენის შემცირება (თვალის სიმშრალე), თვალის გაღიზიანება;
- შენელებული გულისცემა, შეშუპება (ორგანოს ან ქსოვილის შეშუპება ქსოვილებში სითხის დაგროვების გამო), სითხის დაგროვება ორგანიზმში, არტერიული წნევის დაქვეითება წამოდგომის დადაჯდომის დროს (ორთოსტატული ჰიპოტენზია);
- დარღვეული სისხლის მიმოქცევა კიდურებში (ცივი ფეხის და ხელის თითები, გარდამავალი კოჭლობა);
- რეინოს სინდრომი (ხელის ან ფეხის თითების ტკივილი, რომელთაც შესაძლებელია თავიდან მიიღონ მოცისფრო ფერი, შემდეგ გახდეს თეთრი და საბოლოოდ - წითელი);
- სუნთქვის პრობლემები (ქოშინი), ფლიტვის შეშუპება (სითხე ფილტვებში), ასთმის სიმპტომების გაუარესება;
- გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, გულძმარვა, კუჭის ტკივილი;
- ხელების და ფეხების ტკივილი, გენერალიზებული ტკივილი;
- თირკმლის დისფუნქცია და თირკმლის უკმარისობა, პრობლემები შარდვის მხრივ;
არა-ხშირად:
- ძილის დარღვევები;
- თავბსურსხვევა, გულის წასვლა, კიდურებში ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება (პარესთეზია);
- გულის ბლოკადა, ტკივილი გულმკერდის არეში (სტენოკარდია);
- კანის ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, ჭინჭრის ციება (ურტიკარია), ქავილი;
- ფსორიაზი, ფსორიაზის მსგავსი გამონაყარი;
- თმის ცვენა;
- ერექციის დარღვევა;
იშვიათად:
- თორმბოციტების რააოდენობის შემცირება (შესაძლებელია გამოიწვიოს ადვილად ჩალურჯება და ცხვირიდან სისხლდენები);
- ცხვირის შეგუბება;
ძალიან იშვიათად:
- ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება (შესაძლებელია გაამოიწვიოს ინფექციის სიმპტომები, აუხსნელი ცხელება, ხელის ტკივილი);
- ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ალერგია);
- სისხლში ღვიძლის ფერმენტების (ALAT, ASAT, GGT) მომატება;
- უნებლიე შარდვა (შარდის შეუკავებლობა) ქალებში.
თუ რომელიმე სიმპტომი მიიღებს სერიოზულ სახეს, ან გამოვლინდება ისეთი გვერდითი ეფექტი, რაც არ არის არწერილი ინსტრუქციაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
შენახვის წესი
ინახება მშრალ ადგილას, 25°ჩ-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ორიგინალურ შეფუთვაში.
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
რაოდენობა | 30 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account