Carvidil - კარვიდილი 6,25მგ 28 ტაბლეტი

7,99 GEL
მარაგშია
SKU
8365_375

ჩვენება: არტერიული ჰიპერტენზია, სტენოკარდია, გულის ქრონიკული უკმარისობა 

საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება:
კარვედილოლი
სამკურნალწამლო ფორმა. ტაბლეტები.
ძირითადი ფიზიკო-ქიმიური მახასიათებლები:
6,25 მგ-იანი ტაბლეტი_ მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, მოყვითალო ფერის, მუქი ყვითელი ჩანართებით, ერთ მხარეს გამყოფი ხაზით.
12,5 მგ-იანი ტაბლეტი _ მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, ღია ვარდისფერი, მუქი ვარდისფერი ჩანართებით, ერთ მხარეს გამყოფი ხაზით.
25 მგ-იანი ტაბლეტი  _ მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, თეთრი ფერის, ერთ მხარეს გამყოფი ხაზით.
შემადგენლობა.
1 ტაბლეტი შეიცავს 6,25; 12,5 ან 25 მგ კარვედილოლს.
დამხმარე ნივთიერებანი. ლაქტოზას მონოჰიდრატი (Pharmatose 90M), მიკროკრისტალური ცელულოზა (Avicel PH 102), კროსპოვიდონი (Polyplasdone XL), კოლოიდური სილიციუმის ორჟანგი, უწყლო (Aerosil 200), მაგნიუმის სტეარატი, რკინის ყვითელი ოქსიდი E 172(6,25 და 12,5 მგ-იან ტაბლეტებში), რკინის წითელი ოქსიდი E 172 (12,5 მგ-იან ტაბლეტებში).
სამკურნალწამლო ფორმა. ტაბლეტები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი.
ალფა- და ბეტა- ადრენორეცეპტორების ბლოკატორი.
ATX კოდი: C07A G02
ჩვენებები
არტერიული ჰიპერტენზია, სტენოკარდია, გულის ქრონიკული უკმარისობა (დიურეზულებთან, დიგოქსინთან და აგფ-ინჰიბიტორებთან ერთად).
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა.
გულის დეკომპენსირებული უკმარისობა (ΙV ფუნქციური კლასი NYHA-ს მიხედვით), II და III ხარისხის გულის AV ბლოკადა, გამოხატული ბრადიკარდია, სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი, კარდიოგენური შოკი.
არტერიული ჰიპოტენზია (სისტოლური არტერიული წნევა 85 მმ ვწყ. სვ.-ზე ნაკლები).
ღვიძლის უკმარისობა.
ბრონქული ასთმა.
ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი.
ბავშვთა და მოზარდთა ასაკი 18 წლამდე (არაა დადგენილი უსაფრთხოება და ხმარების ეფექტურობა).
სიფრთხილით უნდა ვიხმაროთ ბრონქოსპაზმური სინდრომის, ქრონიკული ბრონქიტის, ფილტვების ემფიზემის, პრინცმეტალის სტენოკარდიის, დიაბეტის ან ჰიპოგლიკემიის, ჰიპერთირეოზის, პერიფერიული სისხლძარღვების დაავადების, ფეოქრომოციტომის, დეპრესიის, მიასთენიის, ფსორიაზის, თირკმლის უკმარისობის დროს.
თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ზემოჩამოთვლილი დაავადება აცნობეთ ექიმს მკურნალობის დაწყებამდე!
სიფრთხილე
სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომლებიც ხმარობენ კონტაქტურ ლინზებს (ცრემლდენის შემცირების გამო).
მოხსნა უნდა განხორციელდეს თანდათანობით ("მოხსნის" სინდრომის განვითარების თავიდან ასაცილებლად), რამოდენიმე დღის განმავლობაში (განსაკუთრებით, გულის იშემიური დაავადებით ავადმყოფებში). სინათლეზე შენახვისას შესაძლებელია ტაბლეტების  ფერის შეცვლა. შეიძლება შეინიღბოს თირეოტოქსიკოზისა და ჰიპოგლიკემიის სიმპტომები. პედიატრიულ პრაქტიკაში კარვედილოლის გამოყენების კლინიკური გამოცდილება არ მოიპოვება. ქირურგიული ჩარევის აუცილებლობის შემთხვევაში ანესთეზიოლოგი უნდა იყოს გაფრთხილებული კარვედილოლით ადრე ჩატარებული მკურნალობის შესახებ. მკურნალობის ფონზე გულის უკმარისობის პროგრესირებისას უნდა გავზარდოთ დიურეზულების დოზა, თირკმლების უკმარისობისას დოზას არეგულირებენ თირკმლების ფუნქციურ მდგომარეობასთან დამოკიდებულებაში. მკურნალობის პერიოდში უნდა  გამოირიცხოს ეთანოლის მოხმარება.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
იგი აძლიერებს ინსულინისა და სულფანილშარდოვანას წარმოებულების (ერთდროულად ნიღბავს ან ასუსტებს რა ჰიპოგლიკემიის სიმპტომების გამოხატვას, ამცირებს რა ღვიძლის გლიკოგენის დაშლას გლუკოზამდე), ჰიპოტენზიური პრეპარატების (ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების, თიაზიდური შარდმდენების, ვაზოდილატატორების) მოქმედებას. სიფრთხილით ხმარობენ ანტიარითმიულ პრეპარატებთან (მატულობს ბრადიკარდიისა და მიოკარდიუმის დათრგუნვის რისკი) და  კალციუმის ნელი არხების ბლოკატორებთან ერთად: მატულობს ბრადიკარდიისა და AV ბლოკადის რისკი (დილთიაზემი), მძიმე ჰიპოტენზიისა და გულის უკმარისობის რისკი (ნიფედიპინი და შესაძლოა ნისოლდიპინი), ასისტოლია, მძიმე ჰიპოტენზია და გულის უკმარისობა (ვერაპამილი). ამ პრეპარატების ინტრავენური შეყვანა უკუნაჩვენებია კარვედილოლით მკურნალობის ფონზე. პრეპარატი ზრდის დიგოქსინის შემცველობას სისხლის შრატში. საგულე გლიკოზიდებთან ერთად შასაძლოა AV ბლოკადა და ბრადიკარდია. სისტემური სანარკოზო საშუალებები აძლიერებენ მის უარყოფით ინოტროპულ და ჰიპოტენზიურ ეფექტებს. ფენობარბიტალი და რიფამპიცინი აჩქარებენ მეტაბოლიზმს და ამცირებენ კარვედილოლის კონცენტრაციას პლაზმაში. მიკროსომული დაჟანგვის ინჰიბიტორები (ციმეტიდინი) აძლიერებს მის  ეფექტს. დიურეზულები  და ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები აძლიერებენ  კარვიდილის ჰიპოტენზიურ ეფექტს.
პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე შეატყობინეთ ექიმს იმ პრეპარატებზე, რომელსაც იღებთ!
განსაკუთრებული მითითებები
თუ პრეპარატის მიღების დროს აღინიშნება  დაღლილობა ან თავბრუსხვევა არ შეიძლება სატრანსპორტო საშუალებების  და მექანიზმების მართვა.
პაციენტებმა ლაქტოზის აუტანლობით უნდა იცოდნენ, რომ 1 ტაბლეტი შეიცავს 50მგ (6.25მგ ტაბლეტი), 100მგ (12.5მგ ტაბლეტი) და 200მგ (25მგ ტაბლეტები) ლაქტოზას.
თუ პაციენტს დაავიწყდა დროზე კარვიდილის მიღება, იგი მან დაუყონებლივ უნდა მიიღოს. თუ ახლოვდება შემდეგი დოზის მიღების დრო, დოზა არ ორმაგდება. საჭიროა გაგრძელდეს პრეპარატის მიღება დანიშნულებისამებრ, ჩვეული ინტერვალებით.
მიღების წესი და დოზირება.
შიგნით მისაღებად, სითხის საკმარისი ოდენობის მიყოლებით.
არტერიული ჰიპერტენზიისას _ 12,5 მგ ერთხელ დღეში პირველი ორი დღის განმავლობაში, შემდეგ _ 25 მგ დღეში ერთხელ, დოზის შესაძლო თანდათანობითი გადიდებით, სულ მცირე, 2 კვირის ინტერვალით მაინც. მაქსიმალური დოზა 50მგ ერთჯერადათ ან ორ მიღებაზე.
სტენოკარდიისას _ 12,5 მგ ერთხელ დღეში პირველი ორი დღის განმავლობაში, შემდეგ _ 25 მგ დღეში 2-ჯერ (მაქსიმუმი _ 100 მგ-მდე, გაყოფილი ორ მიღებაზე).
გულის ქრონიკული უკმარისობისას (სათითურას პრეპარატებით, დიურეზულებით და ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებით შერჩეული მკურნალობის ფონზე) _ იწყებენ 3,125 მგ-დან 2-ჯერ დღეში 2 კვირის განმავლობაში, შემდეგ (კარგი ამტანობის შემთხვევაში) ამ დოზას ზრდიან 6,25 მგ-მდე 2-ჯერ დღეში, შემდეგ _ 12,5 მგ-მდე 2-ჯერ დღეში (85 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის დროს მაქსიმალური დოზა შეადგენს 25 მგ-ს 2-ჯერ დღეში, 85 კგ-ზე მეტი მასის დროს კი _ 50 მგ-ს 2-ჯერ დღეში). თუ მკურნალობა წყდება 2 კვირაზე მეტი ხნით, მაშინ მისი განახლება ისევ 3,125 მგ იწყება დოზის შემდგომი მომატებით.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: არტერიული წნევის გამოხატული შემცირება (სისტოლური წნევა _ 80 მმ. ვწყ. სვ. და უფრო ქვემოთ), ბრადიკარდია (50 ნაკლები წუთში), სუნთქვითი ფუნქციის მოშლა (მათ შორის, ბრონქოსპაზმი), გულის უკმარისობა, კარდიოგენული შოკი, გულის გაჩერება.
მკურნალობა: კარდიოტონური საშუალებები, გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და სუნთქვის ორგანოთა სისტემის, ასევე თირკმლების ფუნქციის მონიტორინგი.
ჭარბი დოზირებისას დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს!
გვერდითი მოვლენები
ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სინკოპეს მდგომარეობა, კუნთების სისუსტე (უფრო ხშირად, მკურნალობის დასაწყისში), ძილის დარღვევა, დეპრესია, პარესთეზიები.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ბრადიკარდია, ორთოსტატური ჰიპოტენზია, სტენოკარდია, AV ბლოკადა, იშვიათად _ "ხანგამოშვებითი" კოჭლობა, პერიფერიული სისხლმიმოქცევის ოკლუზიური  სახის მოშლილობანი, გულის უკმარისობის პროგრესირება.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: პირის სიმშრალე, გულისრევა, მუცლის ტკივილები, დიარეა ან ყაბზობა, ღებინება, "ღვიძლის" ტრანსამინაზების აქტივობის მომატება.
სისხლმბადი ორგანოების მხრივ: თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია.
შარდის გამომყოფი სისტემის მხრივ: თირკმლების ფუნქციის მძიმე დარღვევები, შეშუპებები.
ალერგიული რეაქციები: კანის ალერგიული რეაქციები (ეგზანთემა, ჭინჭრის ციება, ქავილი, გამონაყარი), ფსორიაზული გამონაყარის გამწვავება, ცემინება, ცხვირის დაცობა, ბრონქოსპაზმი, ქოშინი (წინასწარგანწყობილ პაციენტებში)
სხვა: გრიპისმაგვარი სინდრომი, ტკივილები კიდურებში, ცრემლის გამოყოფის შემცირება, სხეულის მასის ზრდა.
შენახვის პირობები.
მშრალ, ბნელ ადგილას, არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
შეინახეთ მედიკამენტი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებულ ვადის გასვლის შემდეგ!
შენახვის ვადა: 3 წელი
გაცემის პირობები. ექიმის რეცეპტით.
გამოშვების ფორმა
14 ტაბლეტი ბლისტერში. 2 ბლისტერი შეკვრაში.
მწარმოებელი
სს “გრინდექსი”, კრუსტპილსის ქ. # 53, რიგა, LV-1057, ლატვია.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა28
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy