Bilomat - ბილომატი 80მგ 30 კაფსულა
ჩვენებები: თავის ტვინში სისხლის მიმოქცევისა და თავის ტვინის ფუნქციის დარღვევები.
საკვები დანამატი
შემადგენლობა: 1 კაფსულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: გინკგო ბილობას ფოთლის სტანდარტიზებული მშრალი ექსტრაქტი 80 მგ (Ginkgo bilobae folii extr. sicc. standardisatum, მინ. 24% გინკგოს ფლავონოიდური გლიკოზიდები და მინ. 6% ტერპენი)
დამხმარე ნივთიერებები: ჟელატინი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი.
ფარმაკოლოგიური თვისებები: გინკგო ბილობას ფოთლის ექსტრაქტი შეიცავს სხვადასხვა აქტიურ ინგრედიენტს (ფლავონოიდური ჰეტეროზიდები, გინკგოლიდები და ბილობალიდები), რომლებიც გავლენას ახდენენ სისხლის რეოლოგიურ თვისებებზე, მიკროცირკულაციასა და მსხვილი სისხლძარღვების ვაზომოტორულ რეაქციაზე. მათ გააჩნიათ სისხლძარღვების გამფართოებელი მოქმედება, ხელს უშლიან თრომბოციტების აგრეგაციას, აუმჯობესებენ თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას და ზრდიან ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების მიდინებას თავის ტვინისაკენ. აწესრიგებენ მეტაბოლურ პროცესებს, ქსოვილებზე ახდენენ ანტიოქსიდანტურ მოქმედებას, ხელს უშლიან თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას. ახდენენ კოგნიტიური უნარების გაუმჯობესებასა და გაუარესების პრევენციას. ახასიათებთ შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება როგორც თავის ტვინის, ისე პერიფერიულ დონეზე.
ჩვენებები:
თავის ტვინში სისხლის მიმოქცევისა და თავის ტვინის ფუნქციის დარღვევები:
• ყურადღების და/ან მეხსიერების დარღვევა,
• ინტელექტუალური შესაძლებლობების დაქვეითება,
• შფო თვის, შიშის შეგრძნება,
• თავბრუსხვევა, შუილი ყურებში, ძილის დარღვევა.
კიდურებში სისხლის მიმოქცევის დარღვევის საწყისი სტადია, შემდეგი გამოვლინებებით: სიცივის შეგრძნება, ჩხვლეტა, დაბუჟება, ტკივილი სიარულის დროს.
ხანდაზმულობით გამოწვეული ყვითელი ხალის დეგენერაცია;
დიაბეტური რეტინოპათია;
დიაბეტური პოლინეიროპათია;
მიღების წესი და დოზირება: მოზრდილები: 1 კაფსულა დღეში ერთხელ, ჭამის დროს.
რეკომენდებულია უწყვეტი გამოყენება 3 თვის განმავლობაში.
უკუჩვენებები: ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი. 18 წლამდე ასაკის პირები. შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. ინტრაკრანიალური ჰემორაგიის მომატებული რისკი. სისხლის შედედების დაქვეითება. ეროზიული გასტრიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება.
განსაკუთრებული მითითებები: გინკგო ბილობას შეუძლია გაახანგრძლივოს სისხლდენის დრო, აუცილებელია სიფრთხილე ანტიკოაგულანტული პრეპარატების მიღებისას.
გარკვეულ შემთხვევებში, მან შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, როგორიცაა: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევები, თავის ტკივილი და კანის ალერგიული რეაქციები. პირებმა, რომლებსაც უტარდებათ გარკვეული თერაპია, გინკგოს პროდუქტის გამოყენებამდე უნდა მიმართონ კონსულტაციისთვის ექიმს.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
საკვები დანამატები არ ცვლიან დაბალანსებულ კვებას.
შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა: 2 წელი. (ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი დაბეჭდილია შეფუთვაზე).
გამოშვების ფორმა: N30 კაფსულა.
მწარმოებელი: PHARMANOVA , სერბეთი
რაოდენობა | 30 |
---|---|
Form | სპრეი |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account