Lasix - ლაზიქსი 40მგ 12 ტაბლეტი
ჩვენება: არტერიული ჰიპერტენზია, შეშუპება, ფილტვების შეშუპება, ასციტი, ფორსირებული დიურეზის მიზნით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ლაზიქსი წარმოადგენს სწრაფად მოქმედ დიურეზულ საშუალებას. მისი მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ნატრიუმის და ქლორის იონების რეაბსორბციის შემცირებასთან. ეფექტი იწყება მისი მიღებიდან 1 სთ-ის შემდეგ და გრძელდება 6 სთ-ის განმავლობაში; ინტრავენურად შეყვანის შემთხვევაში ეფექტი ვლინდება 30 წთ-ის შემდეგ.
ფარმაკოკინეტიკა
პერორალური მიღებისას პრეპარატი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში იზრდება დოზის გაზრდასთან ერთად. იგი უკავშირდება პლაზმის ცილებს 90%-ით. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 2 საათს.
ჩვენებები
არტერიული ჰიპერტენზია, შეშუპება, ფილტვების შეშუპება, ასციტი, ფორსირებული დიურეზის მიზნით.
მიღების წესები და დოზები
პრეპარატის დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად.
მოზრდილებში საწყისი დოზა შეადგენს 20-80 მგ-ს.
აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება დოზის გაზრდა 20-40 მგ-მდე 6-8 სთ-ს შემდეგ.
ამგვარი დოზირება გამოიყენება დღეში 1-2-ჯერ.
ბავშვებში საწყისი დოზა შეადგენს 2 მგ/კგ წონაზე. არაეფექტურობის დროს დოზა იზრდება 1-2 მგ/კგ 6-8 სთ-ის შემდეგ პირველი მიღებიდან.
არტერიული ჰიპერტონიის დროს საწყისი დოზა მოზრდილებში შეადგენს 80 მგ-ს დღეში.
ფილტვების შეშუპების დროს შეჰყავთ ინტრავენურად 40 მგ.
გვერდითი მოვლენები
ძილიანობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დეპრესია, ტრემორი, მეხსიერების დაქვეითება და კოორდინაციის დარღვევა, ღებინება, გულისრევა, პანკრეატიტი, იმპოტენცია, ჰიპერქოლესტერინემია, პარკუჭოვანი არითმია.
უკუჩვენება
- მწვავე გლომერულონეფრიტი;
- თირკმელების უკმარისობის ტერმინალური სტადია;
- ღვიძლის კომა;
- ჰიპოკალიემია, ჰიპონატრიემია, ალკალოზი;
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის პერიოდში ლაზიქსის დანიშვნა რეკომენდებულია მხოლოდ განსაკუთრებული ჩვენებების მიხედვით და ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში. რადგან იგი ექსკრეგირებს დედის რძეში და აგრეთვე თრგუნავს ლაქტაციის პროცესს, აღნიშნულ შემთხვევაში პრეპარატის გამოყე¬ნებისას საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერა¬ტურაზე.
ვარგისიანობის ვადა _ 3 წელი.
რაოდენობა | 12 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account