Furosemide - ფუროსემიდი 40მგ 20 ტაბლეტი

2,40 GEL
მარაგშია
SKU
1904_68

ჩვენება: სხვადასხვა გენეზის შეშუპებითი სინდრომი, გულის ქრონიკული უკმარისობის, ღვიძლის ციროზის, ნეფროზული სინდრომის დროს, არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერტონული კრიზი.

შემადგენლობა

პრეპარატი ფუროსემიდი ტაბლეტები, USP 40მგ (FUROSEMIDE TABLETS, USP 40 40მგ) აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ფუროსემიდს.

ჩვენებები
სხვადასხვა გენეზის შეშუპებითი სინდრომი, მათ შორის II და III სტადიის გულის ქრონიკული უკმარისობის, ღვიძლის ციროზის, ნეფროზული სინდრომის დროს;
ფილტვის შეშუპება, კარდიალური ასთმა, ტვინის შეშუპება, ეკლამპსია, ფორსირებული დიურეზის ჩატარება, მძიმე მიმდინარეობის არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერტონული კრიზის ზოგიერთი ფორმა, ჰიპერკალციემია.

მიღების წესები და დოზები
ინდივიდუალური, ჩვენების, კლინიკური სიტუაციის, ავადმყოფის ასაკის გათვალისწინებით. მკურნალობის პროცესში ახდენენ დოზის კორექტირებას.
საწყისი დოზა მოზრდილებში შეადგენს 20-80მგ-ს დღეში. შემდგომში, აუცილებლობის შემთხვევაში, დოზას თანდათანობით ზრდიან 600მგ-მდე დღეში. ბავშვებში ერთჯერადი დოზა შეადგენს 1-2მგ/კგ. მაქსიმალური დოზა ბავშვებში შეადგენს 6მგ/კგ/დღეში.
ფუროსემიდი მიიღება უზმოზე.

გვერდითი მოვლენები
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული წნევის დაწევა, ორთოსტატიკული ჰიპოტენზია, კოლაფსი, ტაქიკარდია, არითმიები.
ცნს-ისა და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, მიასთენია, აპათია, ადინამია, სისუსტე, ძილიანობა.
გრძნობათა ორგანოების მხრივ: მხედველობისა და სმენის დარღვევები.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: მადის დაქვეითება, პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა ან დიარეა, ქოლესტატიური სიყვითლე, პანკრეატიტი.
შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: ოლიგურია, ინტერსტიციალური ნეფრიტი, ჰემატურია, პოტენციის დაქვეითება. სისხლმბადი სისტემის მხრივ: ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი, აპლასტიური ანემია.
წყალ-მარილოვანი ცვლის მხრივ: ჰიპოვოლემია, დეჰიდრატაცია, ჰიპოკალიემია, ჰიპონატრიემია, ჰიპოქლორემია, ჰიპოკალციემია, ჰიპომაგნიემია, მეტაბოლური ალკალოზი.
ალერგიული რეაქციები: პურპურა, ჭინჭრის ციება, მულტიფორმული ექსუდაციური ერითემა, ვასკულიტი, ქავილი, ფოტოსენსიბილიზაცია, ანაფილაქსიური შოკი.

უკუჩვენება
მწვავე გლომერულონეფრიტი, საშარდე გზების ობსტრუქცია კენჭით, თირკმლის მწვავე უკმარისობა, ჰიპოკალიემია, ალკალოზი, პრეკომატოზური მდგომარეობა, ღვიძლის მძიმე უკმარისობა, ღვიძლის კომა და პრეკომა, დიაბეტური კომა, პრეკომატოზური მდგომარეობა, ჰიპერგლიკემიური კომა, ჰიპერურიკემია, პოდაგრა, დეკომპენსირებული მიტრალური ან აორტალური სტენოზი, ჰიპერტროფიული, ობსტრუქციული კარდიომიოპათია, არტერიული ჰიპოტენზია, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, პანკრეატიტი, წყალ-მარილოვანი ცვლის დარღვევები, ინტოქსიკაცია დიგიტალისით, მომატებული მგრძნობელობა ფუროსემიდის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის დროს ფუროსემიდი ინიშნება მხოლოდ მაშინ, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის ჭარბობს შესაძლო რისკს ნაყოფისთვის. 
ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი არ გამოიყენება.

განსაკუთრებული მითითებები
სიფრთხილით ინიშნება წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიის, ჰიპოპროტეინემიის, შაქრიანი დიაბეტის, საგულე გლიკოზიდებით ხანგრძლივი მკურნალობის დროს, ასევე ასაკოვან პაციენტებში გამოხატული ათეროსკლეროზით. ფუროსემიდით მკურნალობის პერიოდში აუცილებელია არტერიული წნევის, სისხლის შრატში ელექტროლიტებისა და გლუკოზის დონის, ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის კონტროლი.
ჰიპოკალიემიის საპროფილაქტიკოდ მიზანშეწონილია ფუროსემიდის კომბინირება კალიუმდამზოგველ დიურეტიკებთან. ფუროსემიდისა და ჰიპოგლიკემიური პრეპარატების ერთდროული მიღებისას, შესაძლოა საჭირო გახდეს ამ უკანასკნელების დოზის კორექტირება.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, 20-25°С ტემპერატურაზე.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა20
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy