Amlodipin - ამლოდიპინი ნორმონი 10მგ 30 ტაბლეტი

7,78 GEL
მარაგშია
SKU
76096_2844

ჩვენება: მაღალი არტერიული წნევის მკურნალობა 

რას წარმოადგენს ამლოდიპინი ნორმონი და მისი გამოყენება
ამლოდიპინი ნორმონი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ამლოდიპინს, რომელიც მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, ე.წ. კალციუმის ანტაგონისტებს.
ამლოდიპინი ნორმონი გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ ან მკერდის არეში გარკვეული ტიპის ტკივილის, ე.წ. სტენოკარდიის, სამკურნალოდ, რომელსაც ასევე მიეკუთვნება სტენოკარდიის არახშირი ტიპი პრინცმეტალის სტენოკარდია ან ვარიანტული სტენოკარდია.
მაღალი არტერიული წნევის დროს, ეს მედიკამენტი აფართოებს სისხლძარღვებს, შედეგად სისხლის უფრო ადვილად მიედინება მათში. სტენოკარდიის მქონე პაციენტებში ამლოდიპინი ნორმონის ტაბლეტები აუმჯობესებენ გულის კუნთის სისხლით მომარაგებას, რომლის მეშვეობით გულის კუნთი იღებს უფრო მეტ ჟანგბადს და შედეგად, ხდება მკერდის არეში ტკივილის პრევენცია. ეს მედიკამენტი არ განაპირობებს ტკივილის სწრაფ მოხსნას სტენოკარდიის დროს.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ამლოდიპინი ნორმონის მიღებამდე
დაუშვებელია ამლოდიპინი ნორმონის მიღება:
თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) ამლოდიპინის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის (ჩამოთვლილია მე-6 პარაგრაფში) ან სხვა კალციუმის ანტაგონისტების მიმართ. ამან შეიძლება გამოიწვიოს ქავილი, კანის სიწითლე ან სუნთქვის გაძნელება;
თუ პაციენტს აღენიშნება ძალიან დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია);
თუ პაციენტს აორტის სარქვლის შევიწროება (აორტის სტენოზი) აქვს ან აღენიშნება კარდიოგენური შოკი (მდგომარეობა, როცა გულს არ შეუძლია ორგანიზმის საკმარისი რაოდენობით სისხლით მომარაგება);
თუ პაციენტს აღენიშნება გულის უკმარისობა მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ამლოდიპინი ნორმონის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტს აქვს ან ანამნეზში აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადება:
უკანასკნელ პერიოდში გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი;
გულის უკმარისობა;
არტერიული წნევის მკვეთრი მომატება (ჰიპერტენზიული კრიზი);
ღვიძლის დაავადება;
პაციენტი ხანდაზმულია და დოზა საჭიროებს მომატებას.

ბავშვები და მოზარდები
ამლოდიპინი ნორმონი არ არის შესწავლილი 6 წლამდე ასაკის ბავშვებში. ამლოდიპინი ნორმონის გამოყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ შეიძლება მხოლოდ 6-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში (იხ. პარაგრაფი 3).
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.

სხვა მედიკამენტები და ამლოდიპინი ნორმონი
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.
ამლოდიპინი ნორმონმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა მედიკამენტებზე ან სხვა სამკურნალო პროდუქტებმა გავლენა იქონიონ მასზე, ესენია:
კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი (სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტები);
რიტონავირი, ინდინავირი, ნელფინავირი (ე.წ. პროტეაზას ინჰიბიტორები, განკუთვნილია შიდს-ის სამკურნალოდ);
რიფამპიცინი, ერითრომიცინი, კლარითრომიცინი (ანტიბიოტიკები);
Hყპერიცუმ პერფორატუმ (კრაზანა);
ვერაპამილი, დილტიაზემი (გამოიყენება გულის დაავადებების დროს);
დანტროლენი (გამოიყენება ინფუზიის სახით ტემპერატურის პათოლოგიის დროს).
თუ პაციენტი უკვე იღებს სხვა მედიკამენტებს არტერიული წნევის სამკურნალოდ, ამლოდიპინი ნორმონმა შეიძლება კიდევ უფრო მეტად დააქვეითოს არტერიული წნევა.
ამლოდიპინი ნორმონის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
გრეიფრუტი და გრეიფრუტის წვენი არ უნდა მიიღონ პაციენტებმა, რომლებიც იღებენ ამლოდიპინ ნორმონს. გრეიფრუტმა და გრეიფრუტის წვენმა შეიძლება გაზარდონ სისხლში აქტიური ნივთიერების ამლოდიპინის დონე, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის არაპროგნოზირებადი მატება ამლოდიპინი ნორმონის ეფექტის შემცირებით.
ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება
ამლოდიპინის უსაფრთხოება ფეხმძიმობის დროს დადგენილი არ არის. შესაძლო ფეხმძიმობის ან ფეხმძიმობის დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა მკურნალი ექიმის ინფორმირება ამლოდიპინი ნორმონის მიღებამდე.
ამლოდიპინი დედის რძეში აღწევს მცირე რაოდენობით. ძუძუთი კვების დროს ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამლოდიპინი ნორმონის მიღებამდე.
ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
ამლოდიპინი ნორმონმა შეიძლება გავლენა იქონიოს ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვაზე. თუ ტაბლეტები იწვევენ გულისრევას, თავბრუსხვევას, დაღლილობას ან თავის ტკივილს, დაუშვებელია ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.
ამლოდიპინი ნორმონის მიღების წესი
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
ამლოდიპინი ნორმონის საწყისი დოზაა 10 მგ ამლოდიპინი ნორმონი ერთხელ დღეში. დოზა შეიძლება გაიზარდოს ამლოდიპინი ნორმონის 10 მგ-მდე ერთხელ დღეში.
მედიკამენტის მიღება შეიძლება ჭამის წინ ან ჭამის შემდეგ. მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს ერთსა და იმავე დროს ჭიქა წყალთან ერთად. დაუშვებელია ამლოდიპინი ნორმონის მიღება გრეიფრუტის წვენთან ერთად.
ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება
ბავშვებისა და მოზარდებისათვის (6-დან 17 წლამდე), რეკომენდებული საწყისი დოზაა 2.10 მგ დღეში. მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა 10 მგ დღეში.
2.10 მგ ამლოდიპინი ამჟამად ხელმისაწვდომი არ არის და 2.10 მგ დოზის მიღება არ შეიძლება ამლოდიპინი ნორმონის 10 მგ ტაბლეტებიდან, რადგან ეს ტაბლეტები არ არის ისე წარმოებული, რომ გაიყოს ორ თანაბარ დოზად.
მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს ამ ტაბლეტების მიღების შეწყვეტა. არ არის საჭირო მოცდა ექიმის სანახავად ტაბლეტების კოლოფის დამთავრებამდე.

ამლოდიპინი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას
დიდი რაოდენობით ტაბლეტების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება, მათ შორის სახიფათო დონემდე. პაციენტს შეიძლება აღენიშნნოს თავბრუსხვევა, გაბრუება, გულისწასვლა ადგომისას ან სისუსტე. თუ .არტერიული წნევა მკვეთრად ეცემა, შეიძლება განვითარდეს შოკი. კანი ხდება ცივი და წებოვანი ან შეიძლება პაციენტმა დაკარგოს გონება. ამლოდიპინი ნორმონის ტაბლეტების დიდი რაოდენობით მიღებისას საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართვა ექიმთან ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო დეპარტამენტში დარეკვა (ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსხურში), ტელ.: +34 91 562 04 20.

ამლოდიპინი ნორმონის დოზის გამოტოვებისას
არ არის წუხილი საჭირო. ტაბლეტის მიღების დავიწყებისას, დოზა გამოტოვებულ უნდა იქნას. შემდეგი დოზის მიღება უნდა მოხდეს ჩვეულ დროს. დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

ამლოდიპინი ნორმონით მკურნალობის შეწყვეტა
მკურნალი ექიმი განსაზღვრავს რამდენ ხანს უნდა მიიღოს პაციენტმა მედიკამენტი. ექიმთან კონსულტაციის გარეშე მედიკამენტის შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს დაავადების რეციდივი.
ამ მედიკამენტის მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ამლოდიპინი ნორმონიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა არა ყველა პაციენტში.
საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი ძალიან იშვიათი, მძიმე გვერდითი მოვლენები ამ მედიკამენტის მიღების შემდეგ.
უეცრად განვითარებული ხმაურიანი სუნთქვა, ტკივილი მკერდში, ქოშინი ან სუნთქვის გაძნელება;
ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება;
ენის და ხორხის შეშუპება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის ძლიერი გაძნელება;
კანის მძიმე რეაქციები, მათ შორის: ინტენსიური გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, კანის სიწითლე მთელ სხეულზე, ქავილი, ბუშტუკების განვითარება, კანის აქერცვლა და შეშუპება, ლორწოვანი გარსების ანთება (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი) ან სხვა ალერგიული რეაქციები;
მიოკარდიუმის ინფარქტი, არარეგულარული გულისცემა;
პანკრეასის ანთება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მუცლის და წელის ძლიერი ტკივილი, რომელსაც თან ახლავს ძალიან ცუდად ყოფნის შეგრძნება.
აღინიშნა ქვემოთ ჩამოთვლილი ხშირი გვერდითი მოვლენები. თუ რომელიმე მათგანი იწვევს პრობლემებს ან გრძელდება ერთ კვირაზე მეტ ხანს, საჭიროა ექიმთან მიმართვა.
ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა (განსაკუთრებით, მკურნალობის დასაწყისში);
გულის თრთოლვა (გულისცემის შეგრძნება), ალები;
მუცლის ტკივილი, გულისრევა;
კოჭების შეშუპება, დაღლილობა.
სხვა აღწერილი გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია ქვემოთ. თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა მძიმდება, ან აღინიშნება ისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
არახშირი: შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში
გუნება-განწყობის ცვლილებები, შფოთვა, დეპრესია, უძილობა;
კანკალი, გემოს დარღვევები, გულისწასვლა, სისუსტე;
კიდურებში დაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნება, მგრძნობელობის დაკარგვა;
მხედველობის დარღვევები, მხედველობის გაორმაგება, ყურებში ხმაური;
არტერიული წნევის დაქვეითება;
ცხვირის ცემინება/ცხვირიდან გამონადენი, რომელიც გამოწვეულია ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთებით (რინიტი);
ნაწლავების მოტორიკის ცვლილება, დიარეა, ყაბზობა, დისპეფსია, პირის სიმშრალე, ღებინება;
თმის ცვენა, გაძლიერებული ოფლიანობა, კანის ქავილი, წითელი ლაქები კანზე, კანის ფერის ცვლილება;
შარდვის დარღვევა, გაზრდილი შარდვა ღამით, შარდვის გახშირება;
ერექციის მიუღწევლობა, მამაკაცებში სარძევე ჯირკვლების დისკომფორტი ან გადიდება;
სისუსტე, ტკივილი, ცუდად ყოფნის შეგრძნება;
კუნთების ან სახსრების ტკივილი, კუნთების სპაზმები, წელის ტკივილი;
წონის მომატება ან დაკლება.
იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 1.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში
ცნობიერების დაბინდვა
ძალიან იშვიათი: შეიძლება განვითარდეს 10.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში
ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს უჩვეულო სისხლჩაქცევები ან ადვილად სისხლდენა (ერითროციტების დაზიანება);
სისხლში შაქრის დონის მომატება (ჰიპერგლიკემია);
ნერვების პათოლოგია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სისუსტე, ჩხვლეტის ან დაბუჟების შეგრძნება;
ხველა, ღრძილების ანთება;
ბოყინი (გასტრიტი);
ღვიძლის ფუნქციის ცვლილება, ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი), კანის ან სკლერების გაყვითლება (სიყვითლე), ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს ზოგიერთ სამედიცინო ანალიზზე;
კუნთების ტონუსის მომატება;
სისხლძარღვების ანთება, ხშირად გამონაყართან ერთად,
სინათლეზე მგრძნობელობა;
დაავადება, რომელიც მოიცავს კუნთების რიგიდობას, ტრემორსა და/ან მოძრაობის დარღვევებს.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, მათ შორის, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა.  გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

ამლოდიპინი ნორმონის შენახვის წესი
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია პრეპარატის მიღება კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ინახება არაუმეტეს 25ºc-ზე. პრეპარატი ინახება ორიგინალური შეფუთვით ნესტისაგან დასაცავად.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საყოფაცხოვრებო ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი შეფუთვის ან პრეპარატის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში განთავსებულ შIGღE+ კონტეინერებში. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
გაცემის პირობები:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ამლოდიპინი ნორმონი
10 მგ ამლოდიპინი ნორმონის ტაბლეტების აქტიური ნივთიერებაა ამლოდიპინი (ბეზილატის სახით).
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, უწყლო კალციუმის ჰიდროფოსფატი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილის კარტოფილის სახამებელი (კარტოფილის სახამებელი) და მაგნიუმის სტეარატი.

ამლოდიპინი ნორმონის ფორმა და შეფუთვა
თეთრი ან მოთეთრო ფერის, მრგვალი, ბრტყელი ტაბლეტები აღნიშვნით A5 ცალ მხარეს. შეფუთვა შეიცავს 30 ტაბლეტს.
ამლოდიპინი ნორმონი 10 მგ ხელმისაწვდომია შეფუთვებით ბლისტერებზე, რომელიც შეიცავს 30 ტაბლეტს და ერთჯერადი დოზის ბლისტერული შეფუთვით, რომელიც შეიცავს 500 ტაბლეტს (კლინიკური შეფუთვა).

 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy