Turmanidze - თურმანიძე + ბალზამი ანტისეპტიკური 25გ

განსაკუთრებული ფასი 8,20 GEL რეგულარული ფასი 11,39 GEL
მარაგშია
SKU
84219_1151

ჩვენება:რბილი ქსოვილების ჩირქოვან-ანთებითი პროცესები, ფურუნკული, ტროფიული წყლული,დაჩირქებული ჭრილობები. 

პარასამკურნალო საშუალება

ქსოვილთა რეგენერაციის ხელშემწყობი პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის.  

შემადგენლობა: ფიჭვის ფისი, ფუტკრის ცვილი, მზესუმზირის ზეთი. 

ჩვენება: გამოიყენება კომბინირებულ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება, შემდეგი დაავადებებისას: რბილი ქსოვილების ჩირქოვან-ანთებითი პროცესები, კარბუნკული, ფურუნკული, ტროფიული წყლული, პოსტოპერაციული, პოსტტრავმული, დაჩირქებული ჭრილობები.  სუფთა ჭრილობები, ზერელე ექსკორიაციები და სხვა ინფიცირებული ჭრილობები.

მეანობაში – კერტების ნახეთქი.

გამოყენების წესი – დაზიანებულ ზედაპირზე აფარებენ სტერილურ მიტკალს ან სამფენა დოლბანდს თხლად წასმული ბალზამით.   საჭიროებისას ჭრილობას ამუშავებენ ანტისეპტიკური ხსნარით (კალიუმის პერმანგანატის სუსტი ხსნარით ან წყალბადის ზეჟანგით 3%-იანი), ნახვევის გამოცვლა ხდება 24 საათში ერთხელ.

უკუჩვენება: არ არის დადგენილი.

არ იწვევს ალერგიული რეაქციების განვითარებას.

განსაკუთრებული მითითებები: ბავშვებში, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მყოფ ქალებში და ხანდაზმული ასაკის პაციენტებში უკუჩვენება არ გამოვლენილა.

ზემოქმედება ავტომობილისა და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე: არ ახასიათებს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები არ არის დადგენილი.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა:  ბალზამი მოთავსებულია 25გ ალუმინის ტუბში, ვიზუალური დათვალიერებით აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.

ვარგისიანობის  ვადა: 5 წელი. 

შენახვის წესი: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ, მშრალ ადგილას არაუმეტეს +25C ტემპერატურის პირობებში. 

გაცემის წესი: გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy