თურმანიძე პლუსი ბალზამი ბუასილის 40გ

განსაკუთრებული ფასი 7,87 GEL რეგულარული ფასი 10,93 GEL
მარაგშია
SKU
82509_1151

გამოიყენება როგორც დამხმარე საშუალება შიგნითა და გარეთა ბუასილის, ანალური ნაპრალის, ანალური ქავილის, წვის კონსერვატიული მკურნალობისას. 

„თურმანიძე + ბალზამი ბუასილისთვის“

პარასამკურნალო საშუალება

ქსოვილთა რეგენერაციის ხელშემწყობი პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის. 

შემადგენლობა: ფიჭვის ფისი, თაფლის სანთელი (თეთრი ან ყვითელი), მზესუმზირის ზეთი, ვარდის არომატიზატორი, წყალი.

ჩვენება: გამოიყენება კომბინირებულ თერაპიაში,როგორც დამხმარე საშუალება, შიგნითა და გარეთა ბუასილის, ანალური ნაპრალის, ანალური ქავილის, წვის კონსერვატიული მკურნალობისას. ხელს უწყობს ჰემოროიდალური კვანძების გაწოვას, აგრეთვე ანალურ მიდამოზე ოპერაციების   შემდგომ პერიოდში.

გამოყენების წესი და დოზირება: ჰიგიენური აბაზანის შემდეგ საჭიროა პერიანალურ და ანალურ მიდამოში ბალზამის თხელ ფენად შეზელვა, დღეში ორჯერ. 

უკუჩვენება: არ გამოვლენილა.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: არ გამოვლენილა.

არ იწვევს ალერგიული რეაქციების განვითარებას.

განსაკუთრებული მითითებები და გაფრთხილება: მიზანშეწონილია პრეპარატის გამოყენება ჰიგიენური აბაზანის შემდეგ. 

ზემოქმედება ავტომობილისა და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე: არ ახასიათებს.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მისაღები ზომები: დოზის გადაჭარბებაარ გამოვლენილა.

ორსულობა და ლაქტაცია: მონაცემები არ არსებობს.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა: 30 ან 40გ ბალზამი მოთავსებულია პოლიმერული მასალის კონტეინერში.   

ვიზუალურად დათვალიერებით აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი

შენახვის წესი: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ, მშრალ ადგილას, არაუმეტეს +250C ტემპერატურის პირობებში.

გაცემის წესი: გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი შპს „თურმანიძე პლიუსი“

www.turmanidzeplus.ge

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy