ვალერიანი ერთჯერადი პაკეტი 20 ცალი
გამოიყენება მომატებული ნერვული აღგზნებადობის, უძილობის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნევროზის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სპაზმების დროს.
შემადგენლობა
კატაბალახას ფესვები და ფესურები შეიცავს ეთერზეთებს (0,5-1%), მთრიმლავ ნივთიერებებს, თავისუფალ იზოვალერიანის მჟავას, ალკალოიდებს.
ფარმაკოლოგიური თვისებები
მცენარე ამცირებს ცნს-ის აღგზნებადობას და ავლენს სპაზმოლიზურ მოქმედებას.
ჩვენებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სედაციური საშუალება.
გამოიყენება მომატებული ნერვული აღგზნებადობის, უძილობის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნევროზის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სპაზმების დროს. კატაბალახას ფართოდ იყენებენ ნევრასთენიის და ფსიქოსთენიის მსუბუქი ფორმების, გულ-სისხლძარღვთა ნევროზების, სტენოკარდიის საწყისი სტადიის, ჰიპერტონული დაავადებების, აგრეთვე ღვიძლისა და ნაღვლსადენი გზების ზოგიერთი დაავადებებისას, კუჭისა და ნაწლავების სპაზმის დროს.
გვერდითი მოვლენები
პრეპარატი ხასიათდება კარგი ტოლერანტობით, მაგრამ მისი ზედმეტი დოზით მიღება იწვევს მოთენთილობას, დათრგუნვის შეგრძნებას. გვერდითი მოვლენები ქრება მცენარის მიღების შეწყვეტის შემდეგ.
რაოდენობა | 20 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account