Valeriana MAX - ვალერიანა მაქსი 200მგ 20 ტაბლეტი
ჩვენება: ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ხსნის აგზნების და დაძაბულობის შეგრძნებას, ამცირებს ჩაძინების დროს და აუმჯობესებს ძილის ხარისხს.
ვალერიანა მაქსი 200 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
Valeriana Max 200 mg film-coated tablets
კატაბალახას ფესვის მშრალი ექსტრაქტი
Valerianae radix Extractum siccum
ამ წამლის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია სრულად, ვინაიდან ის შეიცავს თქვენთვის საჭირო ინფორმაციას.
ყოველთვის მიიღეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ამ ფურცელ-ჩანართში ან როგორც გირჩიათ თქვენმა ექიმმა ან ფარმაცვტმა.
_ შეინახეთ ეს ფურცელი- ჩანართი. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
- თუ გჭირდებათ დამატებითი ინფორმაცია ან რჩევა, მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს.
- თუ გამოგივლინდათ რაიმე გვერდითი მოვლენა, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ამაში ასევე იგულისხმება ნებისმიერი შესაძლო გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღწერილი ამ ფურცელ-ჩანართში. იხილეთ პუნქტი 4.
- თუ 14 დღის შემდეგ თავს უკეთ არ გრძნობთ ან მდგომარეობა გაუარესდება, დახმარებისთვის უნდა მიმართოთ ექიმს.
რას შეიცავს ეს ფურცელი-ჩანართი
1. რა არის ვალერიანა მაქსი და რისთვის გამოიყენება
2. რა უნდა იცოდეთ ვალერიანა მაქსის მიღებამდე
3. როგორ მიიღება ვალერიანა მაქსი
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
5. როგორ ინახება ვალერიანა მაქსი
6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
1. რა არის ვალერიანა მაქსი და რისთვის გამოიყენება
ვალერიანი მიეკუთვნება სედაციური და საძილე პრეპარატების ჯგუფს. ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ხსნის აგზნების და დაძაბულობის შეგრძნებას, ამსუბუქებს გაღიზიანებას, შფოთვას, ზრდის ემოციების კონტროლს, ამცირებს ჩაძინების დროს და აუმჯობესებს ძილის ხარისხს.
ვალერიანა მაქსი გამოიყენება შფოთვის, ნერვული დაძაბულობის და სტრესის შედეგად ძილის დარღვევის პირობებში.
თუ 14 დღის შემდეგ თავს უკეთესად არ გრძნობთ ან თუ თქვენი მდგომარეობა გაუარესდება, დახმარებისთვის უნდა მიმართოთ ექიმს.
2. რა უნდა იცოდეთ ვალერიანა მაქსის მიღებამდე
არ მიიღოთ ვალერიანა მაქსი
- თუ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა ამ წამლის აქტიური ნივთიერების ან რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია პუნქტ 6.- ში)
- თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ძუძუთი
- 12 წლამდე ასაკის ბავშვებში
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
რადგან ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის ვალერიანა მაქსის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის სისტემური კვლევების მონაცემები არ არის, იგი არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ვალერიანას სპეციფიკური სუნის აუტანლობის შემთხვევებს.
სხვა მედიკამენტები და ვალერიანა მაქსი
გთხოვთ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ იღებთ ან ახლახან მიიღეთ სხვა მედიკამენტები, მათ შორის, ისეთი რომელიც გაიცემა ურეცეპტოდ.
სხვა სედაციურ საშუალებებთან კომბინირებულად გამოყენების შემთხვევაში გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან.
ვალერიანა მაქსის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
ვალერიანა მაქსის მიღება არ არის დამოკიდებული საკვებზე.
მოერიდეთ ალკოჰოლთან ერთდროულ გამოყენებას.
ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილურობა
ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს გამოყენების უსაფრთოხება დადგენილი არ არის.
არასაკმარისი მონაცემების გამო სიფრთხილის ზომის სახით არ არის რეკომენდებული ვალერიანა მაქსის გამოყენება ორსულობი და ძუძუთი კვების პერიოდში.
ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა
ავტოტრანსპორტის ან მექანიზმების მართვის დაწყებამდე არ არის რეკომენდებული ვალერიანა მაქსის მიღება მისი სედაციური ეფექტის გამო.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვალერიანა მაქსის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
ტაბლეტები შეიცავს საღებავს E 110 , რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
3. როგორ უნდა მიიღოთ ვალერიანა მაქსი
მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის, ასევე ხანდაზმული პაციენტებისთვის ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 1 ტაბლეტს 3-ჯერ დღეში. ტაბლეტი მიიღეთ დაღეჭვის გარეშე, საკმარისი რაოდენობით სითხის დაყოლებით.
ძილის დარღვევის შემთხვევაში მიიღეთ დაძინებამდე 1 საათით ადრე. საჭიროების შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს 2 ტაბლეტამდე, მაგრამ არაუმეტეს 3 ტაბლეტისა დღეში.
ოპტიმალური ეფექტის მისაღწევად რეკომენდებულია მკურნალობის კურსი გაგრძელდეს 2-4 კვირა. თუ ორკვირიანი მკურნალობის შემდეგ სიმპტომები გრძელდება ან გაუარესდება, კონსულტაციითვის აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
თუ თქვენ მიიღეთ ვალერიანა მაქსის საჭიროზე მეტი დოზა
თუ თქვენ უნებურად მიიღეთ ვალერიანა მაქსის ტაბლეტების დანიშნულზე მეტი დოზა, ეს, როგორც წესი, არ გამოიწვევს მავნე შედეგებს.
ამ დრომდე დაფიქსირდა დოზის გადაჭარბების შემთხვევები მაქსიმალურ თერაპიულ დოზაზე 20-ჯერ მეტი დოზის მიღების შემდეგ. ასეთ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს შემდეგი გამოვლინებები: დაღლილობა, გულისრევა, ღებინება, მუცლის კრუნჩხვები, ძილიანობა, ხელების კანკალი, გუგების გაფართოება. ამ შემთხვევებში აუცილებელია დაუყოვნებლივ შეწყდეს ვალერიანას მიღება და ექიმთან მიმართვა და თუ სიმპტომები გაძლიერდება, შეიძლება საჭირო გახდეს სიმპტომატური მკურნალობა.
თუ თქვენ გამოტოვეთ ვალერიანა მაქსის მიღება
თუ თქვენ გამოტოვეთ ვალერიანა მაქსის მიღება, არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ. გააგრძელეთ სამკურნალო საშუალების მიღება გამოყენების ინსტრუქციის მიხედვით.
თუ ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებასთან დაკავშირებით გაგიჩნდათ დამატებითი შეკითხვები, გთხოვთ, ჰკითხეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი რეაქციები
როგორც ნებისმიერმა წამალმა, ვალერიანა მაქსმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვლინდება.
პრეპარატის გვერდითი რეაქციები ძალზე იშვიათია ვალერიანა მაქსის თერაპიული დოზებით გამოყენებისას. შესაძლოა აღინიშნოს კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები: გულისრევა და კუჭის ტკივილი. ამ რეაქციების სიხშირე დადგენილი არ არის.
თუკი გამოგივლინდათ ისეთი არასასურველი წამლისმიერი რეაქციები , რომლებიც არ არის აღწერილი
ამ ფურცელ-ჩანართში, გთხოვთ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ
თუ თქვენ გამოგივლინდათ რაიმე არასასურველი რეაქცია წამლის მიმართ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ან მედდას.. ეს მოიცავს ყველა იმ შესაძლო გვერდითი მოვლენას, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ შეიტანოთ წვლილი წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეკრებაში.
5. როგორ ინახება ვალერიანა მაქსი
ორიგინალ შეფუთვაში, მშრალ და მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას, 25°C-მდე ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
არ გამოიყენოთ ვალერიანა მაქსი მუყაოს შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.
6. შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ვალერიანა მაქსი
აქტიური ნივთიერება: ვალერიანას ფესვების მშრალი ექსტრაქტი 200 მგ (Valerianae radix Extractum siccum) (5-8:1).
სხვა ინგრედიენტები: სილიფიცირებული მიკროკრისტალური ცელულოზა, სახამებელ ნატრიუმის გლიკოლატი, ნატრიუმის სტეარილ ფუმარატი. აპკიანი გარსი: ოპადრაი II-ვარდისფერი, პოლივინილის სპირტი, მაკროგოლი 3350, ტიტანის დიოქსიდი (E171), ტალკი (E553), კარმინი (E 120), სანსეტი ყვითელი FCF (E 110).
როგორ გამოიყურება ვალერიანა მაქსი და რა არის შეფუთვაში
ვალერიანა მაქსის მრგვალი, ვარდისფერი, ორმხრივამოზნექილი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
10 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი PVC/ალუმინის ბლისტერში,
2 ბლისტერი მოთავსებული მუყაოს კოლოფში.
რაოდენობა | 20 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account