Reustopi - რეუსტოპი 2გრ 10 პაკეტი
ჩვენებები: ნაწლავის მიკროფლორის აღდგენა, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ალერგიული მდგომარეობები.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება:
10*9 Lactobacillus reuteri -ის ცოცხალი ბაქტერია.
დამხმარე ნივთიერებები: მზესუმზირის ზეთი, სილიციუმის დიოქსიდი.
ფარმაკოლოგიური მოქმედება
Lactobacillus Reuteri ხსნის მუცლის ტკივილსა და სპაზმს, აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკას (ყაბზობა, დიარეა, რეგურგიტაცია), არეგულირებს აირწარმოქმნას. რძემჟავა ფერმენტები ხელსაყრელ პირობებს ქმნიან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალური მიკროფლორის ფორმირებისა და ფიზიოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებაში. Lactobacillus reuteri გამძლეა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის
pH-ისა და ნაღვლის მარილების მოქმედებისადმი. Lactobacillus Reuteri გრამ-დადებითი, ანაერობული, არასპორაწარმომქმნელი რძემჟავა ბაქტერიების სახეობაა,
რომელიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოგენურ და პირობითპათოგენურ გარემოსთან შეხებისას წარმოქმნის 3 სუბსტანციას: 1) რეუტერინს - ანტიმიკრობული თვისებების მატარებელი კომპონენტი; თრგუნავს სხ/სხ გრამ + და გრამ - ბაქტერიების ზრდას (მაგ: ეშერიხია, კლოსტრიდია, პროტეუსი, კლებსიელა, შიგელა, სალმონელა, სტაფილოკოკი და
ა.შ.);
2) რეუტერიციკლინს - ხასათდება გამოხატული ბაქტერიციდული მოქმედებით;
3) რეუტერიცინს - ბაქტერიოცინი, სპეციფიური ცილაა, რომელიც თრგუნავს პათოგენური ბაქტერიული შტამების სიცოცხლისუნარიანობას.
ჩვენება
• H.pylori-ის ერადიკაციის კომლექსური მკურნალობა
• ნაწლავის მიკროფლორის აღდგენა
• გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი
• ალერგიული მდგომარეობები (ატოპიური დერმატიტი)
მიღების წესი და დოზირება
1 წლიდან ერთი პაკეტი დღეში,
მოზრდილებში 1-2 პაკეტი დღეში, საჭმლის მიღებისგან დამოუკიდებლად.
პაკეტის შიგთავსი უნდა გაიხსნას 1ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალში.
გვერდითი ეფექტები
დადგენილი არ არის.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
აფთიაქიდან გაცემა
გაიცემა ურეცეპტოდ..
გამოშვების ფორმა
2გ პაკეტი N10
მწარმოებელი
Nature pharma, ესპანეთი.
რაოდენობა | 10 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account