Enterofuryl - ენტეროფურილი 200მგ/5 სუსპენზია 90მლ

განსაკუთრებული ფასი 15,05 GEL რეგულარული ფასი 20,90 GEL
მარაგშია
SKU
12546_1093

ჩვენებები: ქრონიკული დიარეა კოლიტის დროს, ნაწლავური ფერმენტაციის მოშლა, სიმპტომატური დიარეა მსხვილი ნაწლავის სიმსივნის დროს

ენტეროფურილი
ENTEROFURYL

საერთაშორისო დასახელება - nifuroxazide
ათქ.კლასიფიკაციის კოდი - A07AX03

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - დიარეის საწინააღმდეგო პრეპარატები; მიკრობების საწინააღმდეგო ადგილობრივი მოქმედების პრეპარატები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
200მგ/5მლ სუსპენზია 90მლ ფლაკონი #1

შემადგენლობა
სუსპენზიის ყოველი 5 მლ შეიცავს:
200.0 მგ ნიფუროქსაზიდს
დამხმარე საშუალებები:
საქაროზა, ეთანოლი 96%, კარბომერი, მეთილპარაქსიჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, უწყლო ლიმონმჟავა, ბანანას არომატიც, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ნიფუროქსაზიდი არის 5-ნიტროფურანის წარმოებული, ის მოქმედებს ნაწლავის ღრუში, ე.ი. არ აბსორბირდება გასტროინტესტინალური ტრაქტიდან. ადგილობრივი ინერტულობა და ორგანულ სისტემებსა და ქსოვილებში დიფუზიის შეუძლებლობა გამოარჩევს მას სხვა ნიტროფურანის წარმოებულებისაგან. ნიფუროქსაზიდის მოქმედების მექანიზმი სრულად არ არის ახსნილი. მისი ანტიმიკრობული და ანტიპარაზიტული თვისებები, როგორც სხვა ნიტროფურანის წარმოებულებისა, სავარაუდოდ განპირობებულია ნიტრო-NO2 ჯგუფიდან, რომელსაც გააჩნია საკმაოდ გამომსახველობითი ეფექტები ნაწლავის ინფექციურ დაავადებებზე. გრამდადებითი კოკები განსაკუთრებით მგრძნობიარე აღმოჩნდნენ პრეპარატის მიმართ: Streptococcus pyogenes, Staphylococcus pyogenes, ხოლო გრამუარყოფითი ენტერობაქტერიებს შორის პრეპარატის მიმართ მგრძნობიარენი არიან E. coli, Salmonellae da Shigellae

ფარმაკოკინეტიკა
პერორალური მიღების შემდეგ ნიფუროქსაზიდი პრაქტიკულად არ აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პრეპარატის ანტიმიკრობული და ანტიპარაზიტული ეფექტები ვლინდება მხოლოდ ნაწლავის ღრუში. ნიფუროქსაზიდი და/ან მისი მეტაბოლიტები სრულად ექსკრეტირდება განავლის საშუალებით. გამოდევნის სიჩქარე დამოკიდებულია მიღებული პრეპარატის რაოდენობასა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მოძრაობის უნარზე.

ჩვენებები
- ბავშვებსა და მოზრდილებში ალიმენტარული ინფექციებითა და ინტოქსიკაციებით გამოწვეული დიარეა, კერძოდ E. coli-თ გამოწვეულნი;
- ქრონიკული დიარეა კოლიტის დროს;
- ნაწლავური ფერმენტაციის მოშლა;
- არასპეციფიკური და დაუდგენელი ეტიოლოგიის მწვავე და ქრონიკული დიარეა ინვაზიური მოვლენების გარეშე;
- ანტიბიოტიკების მიღებით გამოწვეულია იატროგენული დიარეა;
- სიმპტომატური დიარეა მსხვილი ნაწლავის სიმსივნის დროს;
- ინფექციური ჰემორაგიული რექტოკოლიტის მწვავე შეტევების ზოგიერთი ფორმა;
- მოგზაურის დიარეის პროფილაქტიკა.

მიღების წესები და დოზები
დოზირებისათვის გამოიყენება 5-მლ-იანი დოზირების კოვზი, რომელიც დაყოფილია 2.5 მლ-დ.
გამოყენებამდე, სუსპენზია კარგად უნდა შეინჯღრეს.
ბავშვები 6 თვიდან 2 წლამდე: 2.5 მლ დღეში 3-ჯერ.
ბავშვები 3-დან 7 წლამდე: 5 მლ დღეში 3-ჯერ.
თერაპია ნიფუროქსაზიდის გამოყენებით შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ 7 დღე.

უკუჩვენება
- ალერგია ნიტროფურანის წარმოებულების და/ან პრეპარატის შემადგენელი დამხმარე საშუალებების მიმართ;
- 6 თვემდე ასაკის ჩვილები.
არასასურველი ეფექტები
ნიფუროქსაზიდი ხასიათდება კარგი ამტანობით. ძალიან იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის სენსიტიზაცია და ალერგიული რეაქციები.

ორსულობა და ლაქტაცია
არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ იწვევს თუ არა ნიფუროქსაზიდის მიღება ორსულობის დროს შესაძლო მავნე ეფექტებს ნაყოფზე.
ნიფუროქსაზიდი არ აბსორბირდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან. ამდენად არ არსებობს მისი დედის რძეში გამოყოფის შესაძლებლობა. შესაბამისად, შეიძლება პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები
ენტეროფურილით მკურნალობის პერიოდში კატეგორიულად იკრძალება ალკოჰოლის მოხმარება.
დიარეის მკურნალობისას ნიფუროქსაზიდით თერაპიასთან ერთად აუცილებელია რეჰიდრატაციის (პერორალური ან ინტრავენური) ჩატარება პაციენტის მდგომარეობისა და დიარეის ინტენსივობის გათვალისწინებით.
ენტეროფურილი არ გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ფრუქტოზას აუტანლობა, მალაბსორბციის სინდრომი და საქაროზა-იზომალტოზას დეფიციტი.
ზემოქმედება ავტომობილების მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე.
პრეპარატი გავლენას არ ახდებს პაციენტის უნარზე მართოს ავტომობილები და იმუშაოს მანქანა-დანადგარებთან.

ჭარბი დოზირება
არ არსებობს მონაცემები პრეპარატის ჭარბი დოზის შესახებ.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
არ არის ცნობილი ურთიერთქმედებს თუ არა ნიფუროქსაზიდი სხვა პრეპარატებთან.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება 15-30ºC ტემპერატურის პირობებში.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
3 წელი
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა სამედიცინო რეცეპტით.

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
სს ბოსნალიეკი
ბოსნია-ჰერცოგოვინა

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy