Enterofuryl - ენტეროფურილი 200მგ 16 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 14,04 GEL რეგულარული ფასი 19,63 GEL
მარაგშია
SKU
12545_1093

ჩვენებები: ქრონიკული დიარეა კოლიტის დროს, ნაწლავური ფერმენტაციის მოშლა, კოლოპათიის ზოგიერთი შემთხვევა სპეციფიკური ბაქტერიებით

ენტეროფურილი
ENTEROFURYL

საერთაშორისო დასახელება - nifuroxazide
ათქ.კლასიფიკაციის კოდი - A07AX03

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - დიარეის საწინააღმდეგო პრეპარატები; მიკრობების საწინააღმდეგო ადგილობრივი მოქმედების პრეპარატები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
200მგ კაფსულა #8

ყოველი კაფსულა შეიცავს:
200.00 მგ ნიფუროქსაზიდს
დამხმარე საშუალებები:
სიმინდის სახამებელი, საქაროზა, ცელულოზას ფხვნილი, მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ნიფუროქსაზიდი არის 5-ნიტროფურანის წარმოებული, რომელიც არ აბსორბირდება გასტროინტესტინალური ტრაქტიდან და გააჩნია ანტიმიკრობული და ანტიპარაზიტული მოქმედება მთლიანად ნაწლავურ ტრაქტში. მიჩნეულია, რომ ნიფუროქსაზიდი ეკვრის ბაქტერიებს და შემდეგ ანადგურებს ნაწლავის ინფექციურ ბაქტერიებს ნატრიუმ-NO2 ჯგუფის საშუალებით. გრამდადებითი Streptococcus pyogenes და Staphylococcus pyogenes განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ნიფუროქსაზიდის მიმართ ისევე, როგორც გრამუარყოფითი ენტერობაქტერიები E. coli, Salmonellae და Shigellae, რომლებიც იწვევენ დიარეას.
ფარმაკოკინეტიკა
პერორალური მიღების შემდეგ ნიფუროქსაზიდი პრაქტიკულად არ აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და მისი ანტიმიკრობული ეფექტები ვლინდება ნაწლავის ღრუში. ნიფუროქსაზიდი არ აღწევს ორგანულ სისტემასა და ქსოვილებში. ის სრულად ექსკრეტირდება განავლის საშუალებით. გამოდევნის სიჩქარე დამოკიდებულია მიღებული პრეპარატის რაოდენობასა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მოძრაობის უნარზე. თუმცა, ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ გამოყოფა მიმდინარეობს ნელა და ნიფუროქსაზიდი საკმაოდ დიდხანს რჩება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში.

ჩვენებები
- ბავშვებსა და მოზრდილებში ალიმენტარული ინფექციებითა და ინტოქსიკაციებით გამოწვეული დიარეა, კერძოდ E. coli- თ გამოწვეულნი;
- ქრონიკული დიარეა კოლიტის დროს;
- ნაწლავური ფერმენტაციის მოშლა;
- არასპეციფიკური და დაუდგენელი ეტიოლოგიის მწვავე და ქრონიკული დიარეა ინვაზიური მოვლენების გარეშე;
- ანტიბიოტიკების მიღებით გამოწვეულია იატროგენული დიარეა;
- კოლოპათიის ზოგიერთი შემთხვევა სპეციფიკური ბაქტერიებით.
- სიმპტომატური დიარეა მსხვილი ნაწლავის სიმსივნის დროს;
- მოგზაურის დიარეის პროფილაქტიკა.

მიღების წესები და დოზები
მოზრდილები და ბავშვები 6 წლის ზემოთ:
მიიღება ერთი კაფსულა დღეში 3-4-ჯერ (200 მგ 3-4-ჯერ, სულ 600-800 მგ ნიფუროქსაზიდი დღეში).

უკუჩვენება
- ალერგია ნიტროფურანის წარმოებულების მიმართ;
- 6 წლამდე ასაკის ბავშვები.
არასასურველი ეფექტები
ნიფუროქსაზიდი ხასიათდება საკმაოდ კარგი ამტანობით. ძალიან იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის სენსიტიზაცია და ალერგიული რეაქციები. გარდა აღნიშნულისა, აღწერილი არ არის სხვა არასასურველი ეფექტები.

ორსულობა და ლაქტაცია
არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ იწვევს თუ არა ნიფუროქსაზიდის მიღება ორსულობის დროს შესაძლო მავნე ეფექტებს ნაყოფზე. ამდენად, ენტეროფურილის გამოყენება ორსულობის პერიოდში უსაფრთხოა.
ნიფუროქსაზიდი არ აბსორბირდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან და არ ხვდება სისტემურ ცირკულაციაში. ამდენად არ არსებობს მისი დედის რძეში გამოყოფის შესაძლებლობა. შესაბამისად, შეიძლება პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები
ენტეროფურილით მკურნალობის პერიოდში კატეგორიულად იკრძალება ალკოჰოლის მოხმარება.
დიარეის მკურნალობისას ნიფუროქსაზიდით თერაპიასთან ერთად აუცილებელია რეჰიდრატაციის (პერორალური ან ინტრავენური) ჩატარება პაციენტის მდგომარეობისა და დიარეის ინტენსივობის გათვალისწინებით.
ზემოქმედება ავტომობილების მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე.
პრეპარატი გავლენას არ ახდებს პაციენტის უნარზე მართოს ავტომობილები და იმუშაოს მანქანა-დანადგარებთან.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
არ არის ცნობილი ურთიერთქმედებს თუ არა ნიფუროქსაზიდი სხვა პრეპარატებთან. ნიფუროქსაზიდის გამოყენებით მკურნალობისას პაციენტებში ალკოჰოლის აუტანლობის ძირითადი მიზეზები სრულად არ არის შესწავლილი.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა 3 წელი.
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა მხოლოდ სამედიცინო რეცეპტით.

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
სს ბოსნალიეკი
ბოსნია-ჰერცოგოვინა

მეტი ინფორაცია
რაოდენობა16
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy