კლოვეიტი კრემი 25გ ტუბი
ჩვენება: ატოპიური ეგზემა; ცხიმიანი, აქერცვლადი ელემენტების გამოვლენა, ძლიერი ქავილი, ფსორიაზი; ალერგენთან კონტაქტით გამოწვეული ანთება, წითელი მგლურა
შემადგენლობა
კრემი 1 გ
კლობეტაზოლი(პროპიონატის სახით) . . . . . . . . 0,5მგ
დამხმარე ნივთიერებები:
პროპილენის გლიკოლი, დინატრიუმის ვერსენატი, ქლოკრეზოლი, თეთრი ცვილი, თეთრი ვაზელინი, გლიცეროლის მონოსტეარატი 40-55, ცეტოსტეარილის სპირტი, პოლისორბატი 40, შუაჯაჭვური ტრიგლიცერიდი უწყლო კოლოიდური კაჟბადი, ნატრიუმის ციტრატი, ლიმონმჟავა, ქემოდერმი 841, გასუფთავებული წყალი
მალამო 1 გ
კლობეტაზოლი(პროპიონატის სახით) . . . . . . . . 0,5მგ
დამხმარე ნივთიერებები: პროპილენის გლიკოლი, თეთრი ვაზელინი, სორბიტანის სესკვიოლეინატი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატს გააჩნია ძლიერი, ადგილობრივი ანთების, ალერგიის, ქავილისა და ექსუდაციის საწინააღმდეგო მოქმედება.
ჩვენებები
კლოვეიტი გამოიყენება კანის დაავადებების მკურნალობისათვის, რომლებიც ექვემდებარებიან კორტიკოსტეროიდებით ადგილობრივ მკურნალობას, ბაქტერიული ინფექციებით გამოწვეული კანის დაავადებების გართულებების გარდა.
კლოვეიტი გამოიყენება კანის შემდეგი ანთებითი დაავადებების დროს:
- ატოპიური ეგზემა;
- ცხიმიანი, აქერცვლადი ელემენტების გამოვლენა (სებორეული დერმატიტი);
- ძლიერი ქავილი (წითელი ბრტყელი ლიქენი);
- ფსორიაზი;
- ალერგენთან კონტაქტით გამოწვეული ანთება (ალერგიული კონტაქტური დერმატიტი);
- ერითემატოზული დაავადებების სხვადასხვა გამოვლინებანი (წითელი მგლურა);
- კანის სიწითლე, ბუშტუკების განვითარებით (მრავალფორმული ერითემა).
მიღების წესები და დოზები
აუცილებელია ექიმის დანიშნულების დაცვა. რაიმე ეჭვის არსებობისას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. გამოიყენება 1-2-ჯერ დღეში, იდება თხელი ფენით კანის დაზიანებულ უბანზე ან ფრთხილად შეიზილება. მალამოს დადება არ შეიძლება, თუ ჰაერგაუმტარი ტანსაცმელი გაცვიათ.
მკურნალობა გრძელდება არა უმეტეს 2 კვირისა.
თუ აუცილებელია კორტიკოსტეროიდებით უფრო ხანგრძლივი მკურნალობა, ექიმი სხვა პრეპარატს დაგინიშნავთ.
გამოყენების შემდეგ დაიბანეთ ხელები.
გვერდითი მოვლენები
თუ მალამოს დადების შემდეგ შეიგრძენით წვა ან ქავილი, შეწყვიტეთ მკურნალობა და მიმართეთ ექიმს. შეიძლება განვითარდეს:
კანის ადგილობრივი რეაქციები: ფერიმჭამელები, წერტილოვანი სისხლჩაქცევები (პურპურა), კანისა და კანქვეშა ქსოვილის გათხელება, სტრიების ფორმირება. გაფართოვებული კაპილარები ან ტერმინალური არტერიების დაგროვება კანზე თუ ლორწოვან გარსებზე, კანის დეპიგმენტაცია ან გაუფერულება, თმის ფოლიკულების ჩირქოვანი ანთებები, გამონაყარი, კანის ანთება პირის გარშემო. გრძნობათა ორგანოების მხრივ:
ქუთუთოებზე წასმის შემდეგ შესაძლებელია გლაუკომის სიმპტომების გაძლიერება ან კატარაქტის განვითარება.
ზოგადი: შეიძლება განვითარდეს ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ ან კანის დიდ უბნებზე წასმისას, ჰაერგაუმტარი ტანსაცმლის ქვეშ გამოყენებისას ან ბავშვებში. ACTH ჰორმონის (ჰორმონი, რომელიც ასტიმულირებს ენდოგენური კორტიკოსტეროიდების გამომუშავებას) შექცევადი შემცირება შეიძლება გამოვლინდეს დაღლილობით, სისუსტით, მენსტრუალური ციკლის დარღვევებით, არტერიული ჰიპერტენზიით ბავშვების ზრდის შენელებით.
მძიმე გვერითი მოვლენების განვითარებისას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენება
- ჰიპერმგრძნობელობა კლობეტაზოლის ან კლოვეიტის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
- კანის ბაქტერიული ან სოკოვანი დაავადებები;
- კანის ვირუსული დაავადებები, როგორებიცაა ჩუთყვავილა, ჰერპესი და სხვა;
- ფერისმჭამელები;
- კანის ანთება პირის გარშემო (პერიორალური დერმატიტი);
- ანალური ან გენიტალური ქავილი;
- ჰაერგაუმტარი ტანსაცმლის ქვეშ;
- 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენების წინ მიიღეთ ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია. კლოვეიტის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.
განსაკუთრებული მითითებები
სიფრთხილეა საჭირო:
ხანგრძლივი გამოყენებისას, ვინაიდან შესაძლებელია გვერდითი მოვლენების განვითარების სიხშირის მომატება, რითაც მცირდება ანტიბაქტერიული მოქმედების ეფექტურობა;
კანის უბანზე ინფექციის გამოვლენისას, სადაც პრეპარატი იქნა აპლიცირებული. აუცილებელია დამატებითი ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების დანიშვნა ან ინფექციის მორჩენამდე კლოვეიტით მკურნალობის შეწყვეტა;
მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება პრეპარატის აპლიკაცია სახის კანზე, იღლიის ქვეშ ან საზარდულის არეში, შეწოვის და გვერდითი მოვლენების განვითარების გაზრდის შესაძლებლობის გამო;
კანის ატროფიული მდგომარეობების დროს, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში.
დაუშვებელია პრეპარატის თვალში, ლორწოვან გარსზე ან კანის ტრავმირებულ უბნებზე მოხვედრა.
შეიცავს პროპილენგლიკოლს, ქლორკრეზოლს და ცეტოსტეარილი სპირტს, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ კანის გაღიზიანება, ალერგიული რეაქციები ან კანის ადგილობრივი რეაქციები (კონტაქტური დერმატიტი).
ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა: პრეპარატი კლოვეიტი ზეგავლენას არ ახდენს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
ჭარბი დოზირება
კლოვეიტის რეკომენდებულ დოზაზე მეტის გამოყენებისას, ან პრეპარატის გადაყლაპვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. თუ აუცილებელია კორტიკოსტეროიდებით უფრო ხანგრძლივი მკურნალობა, ექიმი სხვა პრეპარატს დაგინიშნავთ.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
გთხოვთ აცნობოთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, ყველა წამლის შესახებ, რომლებსაც ღებულობდით ახლო წარსულში ან ღებულობთ ეხლა, ურეცეპტოდ გაცემული პრეპარატების ჩათვლით.
მკურნალობის დროს არ შეიძლება ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინოპროფილაქტიკის ან სხვა ვაქცინაციების ჩატარება.
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას, გაყინვა დაუშვებელია.
ვარგისიანობის ვადა -3 წელი.
დაუშვებელია ვადაგასული პრეპარატის გამოყენება
აფთიაქში გაცემის წესი
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account