Sorbifer Durules - სორბიფერ დურულესი 50 ტაბლეტი
ინსტრუქცია
პრეპარატის სამედიცინო გამოყენებისათვის
(ინფორმაცია პაციენტებისათვის)
გთხოვთ პრეპარატის მიღების წინ სრულად და ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია.
- შეინახეთ ეს ფურცელი. შესაძლოა თქვენ ისევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
- თუ თქვენ გაგიჩნდებათ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს სამკურნალო საშუალება გამოწერილია თქვენთვის, და თქვენ არ უნდა გადასცეთ ის სხვა პირებს. მან შესაძლოა ზიანი მიაყენოს მათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ აეღნიშნებათ დაავადების იგივე სიმპტომები.
სავაჭრო დასახელება: სორბიფერ® დურულესი®
სამკურნალო ფორმა: გარსით დაფარული ტაბლეტები 100 მგ /პროლონგირებული მოქმედების/
შემადგენლობა: ყოველი ტაბლეტი შეიცავს ორვალენტიანი რკინის სულფატის 320 მგ-ს, ექვივალენტურს 100 მგ Fე2+-ისა და 60მგ ასკორბინის მჟავას. ტაბლეტი ასევე შეიცავს: პოვიდონს, პოლიეთილენის ფხვნილს, კარბომერ 934 P-ს, მაგნიუმის სტეარატს, მყარ პარაფინს, ჰიპრომელოზას, მაკროგოლ 6000-ს, ტიტანის დიოქსიდს, რკინის ყვითელ ოქსიდს.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანემიის საწინაამღდეგო პრეპარატი.
ათქ კოდი:
ჩვენებები:
რკინადეფიციტური ანემია. რკინის დეფიციტი.
პროფილაქტიკის მიზნით ორსულობის დროს და სისხლის დონორებში.
უკუჩვენებები:
საყლაპავი მილის სტენოზი და/ან საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ობსტრუქციული ცვლილებები, მაღალი მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ან ნებისმიერი არააქტიური ინგრედიენტის მიმართ, ჰემოსიდეროზი.
გამოყენების წესი და დოზირება:
მოზრდილები და მოზარდები:
1 ტაბლეტი დილით და საღამოს.
რკინადეფიციტური ანემიით დაავადებულებისათვის, საჭიროებისამებრ, შეიძლება დოზის მომატება 3-4 ტაბლეტამდე დღეში, ორ მიღებაზე (დილით და საღამოს).
ორსულობის დროს:
პროფილაქტიკა: 1 ტაბლეტი დღეში.
სამკურნალო დოზა: 1 ტაბლეტი დილით და საღამოს.
არ შეიძლება ტაბლეტის გაყოფა ან დაღეჭვა. ტაბლეტი უნდა გადაყლაპოთ მთლიანად და დააყოლოთ არანაკლებ ნახევარი ჭიქა სითხე. არ შეიძლება ტაბლეტების მიცემა ავადმყოფისათვის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში.
მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ჰემოგლობინის ოპტიმალური დონის მიღწევამდე. დეპოს შემდგომი შევსებისათვის შეიძლება საჭირო გახდეს მკურნალობის გაგრძელება კიდევ 2 თვის განმავლობაში. ინდივიდუალური ხანგრძლივი თერაპია (მუდმივი ან შესვენებებით) ხშირად ნაჩვენებია ავადმყოფებისათვის რკინის მნიშვნელოვანი რეგულარული დანაკარგით (მაგალითად: უხვი მენსტრუაციის დროს).
გვერდითი ეფექტები
გვერდითი ეფექტების სიხშირე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ იზრდება დოზის მომატებასთან ერთად და შეადგენს 7-20 %-ს დოზირებისას 100 – 400 მგ-მდე დღეში.
ხშირი (> 1/100): კუჭ-ნაწლავის მხრივ: გულისრევა, ტკივილი მუცელში, ყაბზობა, ფაღარათი. იშვიათი (<1/100): კუჭ-ნაწლავის მხრივ: საყლაპავი მილის წყლულოვანი დაზიანება, საყლაპავი მილის სტენოზი.
კანის საფარის მხრივ: გამონაყარი.
ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: ტკივილი მუცელში, ღებინება და ფაღარათი (ხანდახან სისხლით), გაუწყლოვება, აციდოზი, ძილიანობა და შოკი. ავადმყოფის მდგომარეობა შეიძლება გაუმჯობესდეს, მაგრამ უსიმპტომო პერიოდიდან 6-24 საათის შემდეგ სიმპტომები შეიძლება განახლდეს: კოაგულოპათია, გულ-სისხლძარღვოვანი კოლაფსი (გულის უკმარისობა მიოკარდიუმის დაზიანების გამო), ჰიპერთერმია, ჰიპოგლიკემია, ღვიძლის დაზიანება, თირკმლის უკმარისობა, კუნთების კრუნჩხვები, კომა. შემდგომში შეიძლება განვითარდეს ღვიძლის ციროზი და პილოროსტენოზი; სეპტიცემია, რომელიც გამოწვეულია Yერსინია ენტეროცოლიტიცა-თი; ნაწლავების პერფორაციის რისკი.
მკურნალობა: ჩვენების შემთხვევაში – მიეცით რძე და გამოიწვიეთ ღებინება (რაც შეიძლება ჩქარა). შემდეგ საჭიროებისამებრ, ავადმყოფს ამოურეცხეთ კუჭი 2გ/ლ კონცენტრაციის დეფეროქსამინით, შემდეგ დეფეროქსამინის 5 გ უნდა გაიხსნას წყლის 50-100 მლ-ში და ეს ხსნარი უნდა დარჩეს კუჭში.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედებება:
ერთდროული გამოყენებისას, სორბიფერ დურულესს შეუძლია შეამციროს ენოქსაცინის, კლოდრონატის, გრეპაფლოქსაცინის, ლევოდოფას, ლევოფლოქსაცინის, მეთილდოფას, პენიცილამინის, ტეტრაციკლინების და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების შეწოვა. პრეპარატ სორბიფერ დურულესის და, ალუმინის ჰიდროქსიდისა და მაგნიუმის კარბონატის შემცველი ანტაციდური პრეპარატების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება შეამციროს რკინის შეწოვა. პრეპარატ სორბიფერ დურულესის და ნებისმიერი სხვა პრეპარატის მიღებას შორის საჭიროა მაქსიმალურად შესაძლებელი დროის დაცვა. რეკომენდირებული დროის მინიმალური ინტერვალი პრეპარატთა მიღებას შორის შეადგენს 2 საათს, გარდა ტეტრაციკლინისა, როდესაც მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს 3 საათი.
სორბიფერ დურულესი არ უნდა დაინიშნოს შემდეგ პრეპარატებთან კომბინაციაში: ციპროფლოქსაცინი, დოქსიციკლინი, ნორფლოქსაცინი და ოფლოქსაცინი.
განსაკუთრებული მითითებები:
რკინის პრეპარატებს შეუძლიათ გამოიწვიონ ბავშვების მოწამვლა.
რკინის პრეპარატების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს განავლის გამუქება.
ტრანსპორტისა და მექანიზმების მართვა:
სორბიფერ დურულესი არ მოქმედებს ტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე ან ეს გავლენა უმნიშვნელოა.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
სორბიფერ დურულესის გამოყენება შეიძლება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.
გამოშვების ფორმა:
50 ან 30 ტაბლეტი თავსდება ყავისფერი შუშის ფლაკონში პოლიეთილენური ჩასაკეტი თავსახურით. ერთი ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად შეფუთულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე 15°-25°C.
პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისიანობის ვადა:
ვარგისიანობის ვადა მითითებულია კოლოფზე.
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი:
სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი
1106 ბუდაპეშტი, კერესტურის ქ. 30-38
უნგრეთი
ტელ.: (36-1) 265-5555
ფაქსი: (36-1) 265-5529
იწარმოება ფირმა ასტრაზენეკას, შვედეთი, მიერ
რაოდენობა | 50 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account