Oronorm - ორონორმი 25მლ

განსაკუთრებული ფასი 28,61 GEL რეგულარული ფასი 30,12 GEL
მარაგშია
SKU
10231_1008

ჩვენება: პირის ღრუს და ხახის ანთებითი დაავადებები, გინგივიტები, ფარინგიტები და ტონზილიტები.

ორონორმი®

პირის ღრუსა და ყელის დაავადებების სამკურნალო კომბინირებული პრეპარატი

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ანესთეზიური, ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო ადგილობრივი საშუალება.

შემადგენლობა:

100 მლ ხსნარი შეიცავს

ბენზოკაინს........................................................1,5 გ

ბინზიდამინის ჰიდროქლორიდს....................0,15 გ

ცეტალკონიუმის ქლორიდს.............................0,0413 გ

იხილეთ ბლოგი: ორონორმის სპრეი — ყელის ტკივილისა და სხვა ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ

დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი, გლიცერინი 85%, ეთანოლი 96%, ასპარტამი, დინატრიუმის ჰიდროფოსფატი 12 H2O, მონონატრიუმი-ჰიდროფოსფატი 2 H2O, ალუბლის არომატიზატორი, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ორონორმი® ახდენს ანალგეზიურ, ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკურ და ადგილობრივ ანესთეზიურ მოქმედებას.

ბენზოკაინი ძლიერმოქმედი ადგილობრივი ანესთეზიურია. 

ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი 0,15%  კონცენტრაციით ძლიერ  ანალგეზიურ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას ახდენს. 

ცეტალკონიუმის ქლორიდი მოქმედების ფართო სპექტრის ანტისეპტიკია. აქტიურია გრამდადებით ბაქტერიების მიმართ, ნაკლებად - გრამუარყოფით ბაქტერიების, ასევე სოკოებისა და ვირუსების მიმართ.

ჩვენებები:

ორონორმი სპრეი ინიშნება ტკივილისა და ანთების საწინააღმდეგოდ შემდეგ შემთხვევებში: 

·       გინგივიტები 

·       ფარინგიტები და ტონზილიტები

·       ტონზილექტომიის წინ და შემდეგ, კბილების ექსტრაქციის და სხვა სტომატოლოგიური ოპერაციები; 

·       პირის ღრუს და ხახის ანთებითი დაავადებები 

·       პირის ღრუს და ხახის ინფექციური დაავადებები  

·       პირის ღრუს ლორწოვანი გარსის წყლულები, მაგალითად აფთოზური წყლულები.

ორონორმი ასევე გამოიყენება როგორც პირის ღრუს გამაგრილებელი და პირის ღრუს პათოგენური მიკროორგანიზმებისაგან გამწმენდი პროფილაქტიკური ანესთეზიური.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები:

არ შეიძლება სპრეის თვალებში მოხვედრა.

პრეპარატის გამოყენებიდან 1 საათის განმავლობაში საკვების მიღება რეკომენდებული არ არის. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის და ხანდაზმული პაციენტებისთვის. 

არ შეიძლება საკვების მიღება და საღეჭი რეზინის დაღეჭვა როდესაც პირის ღრუ ანესთეზირებულია (ენისა და ლორწოვანი გარსის დაბუჟებამ შეიძლება გამოიწვიოს კბეჩის დროს პირის ღრუს ტრამვა).

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს ალერგიული რეაქცია.

დოზები და გამოყენების წესი:

ყოველი გამოყენების წინ ბალონი უნდა შეინჯღრეს.

მოზრდილებში 2 შესხურება ყოველ 2-3 საათში (მაგრამ არა უმეტეს 16 შესხურება 24 საათის განმავლობაში).

ბავშვებში 2 წლიდან: 1 შესხურება ყოველ 2-3 საათში (მაგრამ არა უმეტეს 8 შესხურება 24 საათის განმავლობაში). არ არის რეკომენდებული გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში ყლაპვის შესაძლო გაძნელების გამო.

გამოშვების ფორმა:

ორონორმი სპრეი ალუმინის ბალონებში 25 მლ ბოლოსართთან კომპლექტში.

შეინახეთ მაღალი ტემპერატურისაგან დაცულ შეფუთვაში და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა: 3 წელი

გაცემის წესი:                      

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მეტი ინფორაცია
Units1
Formკაფ TEMP
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy