CAVINTON FORTE - კავინტონი ფორტე 10მგ 90 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 31,58 GEL რეგულარული ფასი 44,53 GEL
მარაგშია
SKU
44904_2

ჩვენება: ნევროლოგია: თავის ტვინში ნევროლოგიური და ფსიქიური მოშლილობით მიმდინარე სისხლმიმოქცევის მწვავე და ქრონიკული უკმარისობა, ინსულტის შემდგომი მდგომარეობა. 

კავინტონი®ფორტე ტაბლეტები

ვინპოცეტინი

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ჩანართი- ფურცელი, ვინაიდან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

- შეინახეთ ეს ჩანართი-ფურცელი. შესაძლოა კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

- ნებისმიერი დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

- ეს სამკურნალო პრეპარატი გამოწერილია პირადად თქვენთვის. ნუ მისცემთ მას სხვა პირებს. შესაძლოა პრეპარატმა ზიანი მიაყენოს მათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი დაავადების სიმპტომები ემთხვევა თქვენ სიმპტომებს.

- ნებისმიერი გვერდითი რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში, შეატყობინეთ ამის შeსახებ მკურნალ ექიმს ან მედდას. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლი გვერდით რეაქციაზე, მათ შორის ისეთ რეაქციებზე, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ჩანართი-ფურცლის მე-4 ნაწილში.

ჩანართი-ფურცლის შინაარსი

1. რას წარმოადგენს პრეპარატი კავინტონი ან კავინტონი ფორტე და რისთვის გამოიყენება.

2. რისი ცოდნაა საჭირო პრეპარატის კავინტონი ან კავინტონი ფორტე მიღებამდე.

3. პრეპარატის კავინტონი ან კავინტონი ფორტე გამოყენება.

4. შესაძლო გვერდითი რეაქციები.

5. პრეპარატის კავინტონი ან კავინტონი ფორტე შენახვა.

6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ცნობები.

1.რას წარმოადგენს პრეპარატი კავინტონი კავინტონი ფორტე და რისთვის გამოიყენება.

კავინტონი წარმოადგენს სამკურნალო პრეპარატს, რომელიც გამოიყენება თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევასთან დაკავშირებული დაავადებების სამკურნალოდ. კავინტონი ასევე გამოიყენება ფსიქიური და ნევროლოგიური სიმპტომების შესამცირებლად თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევებისას, თვალის ან ყურის ზოგიერთი დაავადებების სამკურნალოდ, რომლებიც დაკავშირებულია სისხლის მიმოქცევის დარვევასთან ან ამ დაავადებების სიმპტომების შესამსუბუქებლად.

იხილეთ ბლოგი: კავინტონი: ტვინის ფუნქციის გაძლიერების საიმედო საშუალება

2.რისი ცოდნაა საჭირო პრეპარატის კავინტონი კავინტონი ფორტე მიღებამდე.

არ შეიძლება კავინტონის ან კავინტონი ფორტეს გამოყენება :

- თუ გაქვთ ალერგია ვინპოცეტინის ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (რომლებიც ჩამოთვლილია ჩანართი-ფურცლის მე-6 ნაწილში);

- ორსულობის და ძუძუთი კვების დროს;

- ქალებში შენარჩუნებული რეპროდუქციული ფუნქციით, რომლებიც არ იყენებენ კონტრაცეპციის საიმედო მეთოდს;

- ბავშვებში.

განსაკუთრებული მითითებები და სუფრთხილის ზომები

კავინტონის ან კავინტონი ფორტეს მიღებამდე ჩაიტარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გაქვთ დარღვევა, რომელსაც ეწოდება QT ინტერვალის გახანგრძლივების სინდრომი (გადახრა, რომელის დაფიქსირებულია ეკგ-ზე) ან ღებულობთ მედიკამენტებს, რომლებმაც შესაძლებელია გამოიწვიონ ეს მდგომარეობა.

ბავშვები და მოზარდები

კავინტონი და კავინტონი ფორტე უკუნაჩვენებია მისაღებად ბავშვებისთვის შესაბამისი კლინიკური მონაცენების არარსებობის გამო.

სხვა სამკურნალო საშუალებები და პრეპარატი კავინტონი ან კავინტონი ფორტე

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა სამკურნალო პრეპარატები.

აუცილებლად უნდა აცნობოთ ექიმს, თუ იღებთ ისეთ სამკურნალო პრეპარატებს, რომლებიც შეიცავენ ალფა-მეთილდოპას (გარკვეული ტიპის პრეპარატი, რომელიც ამცირებს არტერიულ წნევას), პრეპარატებს, რომლებიც მოქმედებენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ანტიკოაგულანტებს (სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც ახდენენ სისხლის შედედების პრევენციას) ან ანტიარითმიულ პრეპარატებს (პრეპარატები გულის რითმის დარღვევების კორექციისათვის).

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ძუძუთი, ვარაუდობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ჩაიტარეთ კონსულტაცია ექიმთამ მოცემული პრეპარატის მიღებამდე.

თუ ხართ ქალბატონი შენარჩუნებული რეპროდუქციული ფუნქციით, თქვენ უნდა გამოიყენოთ კონტრაცეპციის საიმედო მეთოდი პრეპარატის კავინტონი ან კავინტონ ფორტე გამოყენების დროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ შეიძლება ვინპოცეტინის გამოყენება.

ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს.

ზემოქმედება ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე

მონაცემები პრეპარატის ზეგავლენის შესახებ ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე არ არსებობს.

პრეპარატი კავინტონი და კავინტონ ფორტე შეიცავს ლაქტოზას (რძის შაქარს)

ლაქტოზას (რძის შაქრის) აუტანლობის შემთხვევაში, აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული, რომ პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას: კავინტონი 5 მგ თითოეული ტაბლეტი შეიცავს 140 მგ ლაქტოზას, კავინტონი ფორტეს (10 მგ) თითოეული ტაბლეტი შეიცავს 83 მგ ლაქტოზას.

თუ თქვენთვის ცმობილია, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრების აუტანლობა, მიმართეთ ექიმს ამ სამკურნალო პრეპარატის მიღებამდე.

3.პრეპარატის კავინტონი ან კავინტონფორტეს გამოყენება

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი მხოლოდ ექიმის დანიშნულების შესაბამისად.

ჩაიტარეთ კონსულტაცია ექიმთან ან აფთიაქის თანამშრომელთან რაიმე ეჭვის შემთხვევაში.

თუ ექიმი არ დანიშნავს პრეპარატის მიღების სხვა სქემას, მაშინ ყოველდღიური რეკომენდირებული დოზა შეადგენს პრეპარატის კავინტონის 1 ან 2 ტაბლეტს 3-ჯერ დღეში ან კავინტონი ფორტეს 1 ტაბლეტს 3-ჯერ დღეში. ტაბლეტი მიღებული უნდა იქნას ჭამის შემდეგ.

თირკმელების ან ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში დოზის სპეციალური შერჩევა არ არის საჭირო.

თუ მიიღეთ პრეპარატ კავინტონის ან კავინტონფორტეს რეკომენდირებულზე მეტი დოზა

აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან მიმართეთ ახლომდებარე პოლიკლინიკის ექიმს (ან გამოიძახეთ ,,სასწაფო დახმარება’’).

თუ დაგავიწყდათ კავინტონის ან კავინტონი ფორტეს მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა, თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება, რადგან შეუძლებელია გამოტოვებული დოზირების კომპენსირება, თუმცა შესაძლებელია გაიზარდოს პრეპარატის ჭარბი დოზირების რისკი. განაგრძეთ მომდევნო დოზის მიღება ჩვეულებრივ.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხების გაჩენის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს.

4. შესაძლო გვერდითი რეაქციები.

ნებისმიერი სხვა სამკურნალო პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა, თუმცა არა ყველა პაციენტში, რომელიც ღებულობს პრეპარატს.

არახშირად (აღინიშნება 100-დან 1 ადამიანში):

- თავბრუსხვევა (ტრიალის შეგრძნება);

- არასასიამოვნო შეგრძნება მუცელში;

- სიმშრალე პირში;

- გულისრევა;

- არტერიული წნევის დაქვეითება;

- დაქვეითებული არტერიული წნევა;

- ქოლესტერინის მაღალი დონე;

- თავის ტკივილი.

იშვიათად (აღინიშნება 1000-დან 1 ადამიანში):

- ლეიკოციტების დონის შემცირება;

- თრომბოციტების დონის შემცირება;

- გულის კუნთთან სისხლის არასაკმარისი მიდინება, გულის შეტევა;

- მოჭერითი ტკივილი გულის არეში;

- შენელებული გულისცემა;

- გახშირებული გულისცემა;

- ძლიერი გულისცემის შეგრძნება;

- არითმია;

- სმენის ცვლილება;

- ხმაური ყურებში;

- ცვლილებები თვალის უკანა კედელში;

- არასასიამოვნო შეგრძნებები მუცელში;

- შეკრულობა;

- დიარეა;

- საჭმლის მონელების დარღვევა;

- ღებინება;

- სისუსტე;

- შეუძლოდ ყოფნა;

- სიმხურვალის შეგრძნება;

- არტერიული წნევის მატება;

- ტრიგლიცერიდების დონის ზრდა სისხლში;

- ცვლილებები ეკგ-ზე;

- ლეიკოციტების ცალკეული სახეობების დონის დაქვეითება/მომატება;

- ღვიძლის ფერმენტების დონის ცვლილება;

- მადის დაკარგვა, დაქვეითება;

- დიაბეტი;

- თავბრუსხვევა;

- გემოვნების შეგრძნებების დამახინჯება;

- ფსიქიკური და ფიზიკური გაშეშება;

- კუნთების სისუსტე სხეულის ერთ მხარეს;

- ძილიანობა;

- მესხიერების დარღვევები;

- უძილობა;

- ძილის დარღვევა;

- მოუსვენრობა;

- კანის საფარის გაწითლება;

- ჭარბი ოფლიანობა;

- კანის ქავილი;

- გამონაყარი;

- ჭინჭრის ციება;

- მომატებული არტერიული წნევა;

- სახესთან სისხლის მიდინება;

- ვენების ანთება.

ძალიან იშვიათად (აღინიშნება10 000-დან 1 ადამიანში):

- ანემია (სისხლნაკლებობა);

- ერითროციტების შეწებება (აგლუტინაცია);

- სისხლის მოგროვება კონიუქტივაში;

- სიძნელეები ყლაპვის დროს;

- პირის ლორწოვანი გარსის ანთება;

- დისკომფორტი გულმკერდის არეში;

- არითმია;

- გულის რითმის დარღვევები წინაგულების წარმოშობის;

- სხეულის დაქვეითებული ტემპერატურა;

- მომატებული მგრძნობელობის რეაქციები სამკურნალო პრეპარატების მიმართ (ალერგია);

- ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება/ზრდა;

- ერითროციტების რაოდენობის შემცირება;

- თრომბინული დროის შემცირება;

- სხეულის მასის ზრდა;

- ტრემორი;

- კრუნჩხვები;

- ეიფორიული მდგომარეობა;

- დეპრესია;

- კანის ანთება;

- არტერიული წნევის მერყეობა.

შეტყობინებები არასასურველი რეაქციების შესახებ

თუ თქვენს აღგენიშნებათ რაიმე არასასურველი რეაქციები, მიმართეთ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით რეაქციებს, რეაქციების ჩათვლით, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ჩანართ-ფურცელში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეტყობინება გვერდითი რეაქციების შესახებ პირდაპირ ინფორმაციის შეგროვების ეროვნული სისტემის მეშვეობით. გვერდითი რეაქციების შესახებ შტყობინებით, თქვენ ეხმარებით ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიწოდებაში.

5.პრეპარატის კავინტონი ან კავინტონი ფორტე ტაბლეტები შენახვ

ინახება +15°С-დან +30°С-მდე ტემპერატურის პირობებში, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

არ გამოიყენოთ კავინტონი შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

6.დამატებითი ინფორმაცია

რა ნივთიერებებს შეიცავს კავინტონი და კავინტონი ფორტე

- აქტიური ნივთიერება:

კავინტონი5მგტაბლეტები : 5,0 მგ ვიმპოცეტინს ყოველ ტაბლეტში.

კავინტონიფორტესტაბლეტები : 10,0 მგ ვინპოცეტინს ყოველ ტაბლეტში.

- სხვა კომპონენტები: კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, სიმინდის სახამებელი, ლაქტოზას მონოჰიდრატი.

კავინტონი და კავინტონი ფორტეს ტაბლეტების გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა

კავინტონი 5მგტაბლეტები : თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, ბრტყელი, მრგვალი ტაბლეტები ნაზოლით, დაახლოებით 9 მმ დიამეტრით, სუნის გარეშე, გრავირებით “CAVINTON” ერთ მხარეზე.

კავინტონი ფორტე ტაბლეტები :

მრგვალი, ბრტყელი ტაბლეტები თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ნაზოლით, დაახლოებით 0,8 მმ დიამეტრით წარწერით ,,10 მგ’’ ერთ მხარეზე და გამყოფი ზოლით მეორე მხარეზე.

ტაბლეტის გაყოფა შესაძლებელია ორ თანაბარ ნაწილად.

შეფუთვა :

კავინტონი 5მგტაბლეტები : 50 მგ ტაბლეტი პვქ/ალუმინის ბლისტერში, მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

კავინტონიფორტეტაბლეტები : 30 ან 90 ტაბლეტი უფერო, გამჭვირვალე პვქ/ალუმინის ბლისტერში, მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მეტი ინფორაცია
Units90
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy