Gynomix - გინომიქსი 12 ვაგინალური სუპოზიტორია
ჩვენება: ნეომიცინის სულფატი - წარმოადგენს ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ფართო სპექტრის ანტიბიოტიკს, მოქმედებს ბაქტერიციდულად გრამდადებით მიკროორგანიზმებზე.
გინომიქსი
კომბინირებული ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისთვის გინეკოლოგიაში.
რძისფერი ოვალური ფორმის, რბილი ვაგინალური კაფსულა, შეიცავს ღია ყვითელ სითხეს.
შემადგენლობა
ყოველი კაფსულა (1.820მგ) შეიცავს:
1. ნეომიცინის სულფატს 50.2მგ (35მგ. 35 000 სე ნეომიცინის სახით),
2. ნისტატინს 100.000 სე,
3. პოლიმიქსინ B სულფატს 35.000 სე
ფარმაკოლოგიური თვისებები
ნეომიცინის სულფატი - წარმოადგენს ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ფართო სპექტრის ანტიბიოტიკს, მოქმედებს ბაქტერიციდულად გრამდადებით მიკროორგანიზმებზე (Staphylococcus aureus, Corinebacterium spp., და სხვა) და გრამუარყოფით მიკროორგანიზმებზე (Enterococcus faecium, Enterobacter aerogenes, Escherichia coli, Haemophilus influenzae, Proteus vulgaris, Klebsiella pneumoniae, Mycobacterium tuberculosis, Pseudomonas aeruginosa, Ureaplasma urealyticum).
პოლიმიქსინ B-ს სულფატი - პოლიპეპტიდური ბუნების ანტიბიოტიკი, აქტიურია გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ
ნისტატინი მიეკუთვნება პოლიენური ჯგუფის ანტიბიოტიკებს და პროდუცირდება აქტინომიცეტ Streptomyces noursei მიერ. ნისტატინი სელექტიურად მოქმედებს პათოგენურ, განსაკუთრებით საფუარის მაგვარ, კანდიდას ჯგუფის სოკოებზე და ასპერგილებზე, ცვლის მიკროორგანიზმების უჯრედის მემბრანის შეღწევადობას და ამცირებს მათ ზრდას.
აქტიური ნივთიერებები თანაბრად ნაწილდებიან საშოს ლორწოვანზე და ავლენენ ადგილობრივ ბაქტერიოციდულ და ფუნგიციდურ მოქმედებას.
გინომიქსის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია:
• ვაგინიტები არასპეციფიური, სოკოვანი და შერეული
• ვულვოვაგინიტები არასპეციფიური, სოკოვანი და შერეული
• ცერვიკოვაგინიტები არასპეციფიური, სოკოვანი და შერეული
• ვაგინალური კანდიდოზი
• გინეკოლოგიაში ყველა სახის ქირურგიული ჩარევის წინ
• საშვილოსნოს ყელის დიათერმოკოაგულაციის წინ და შემდეგ
• საშვილოსნოსშიდა დიაგნოსტიკური პროცედურების წინ
• მშობიარობის წინ
გინომიქსი:
• NNP კომბინაცია გამოსადეგია ვაგინიტის ემპირიული მკურნალობისთვის მიკრობიოლოგიური შდეგების არ არსებობისას.
• შენარჩუნებული ეფექტურობა Candida spp . წინააღმდეგ მნიშვნელოვანი ფაქტორია, განსაკუთრებით აზოლებისადმი non-albicans შტამების ვარიაბელური სენსიტიურობის დროს. (ანუ არ ახასიათებს რეზისტენტობა Candida spp.-s წინააღმდეგ)
• არ საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას მენსტრუაციული ციკლის დროს
• მოქმედი ნივთიერებები თანაბრად ნაწილდება საშოს ლორწოვანზე
• კომბინაცია და შესაბამისად მისი მოქმედების ფართო სპექტრი იძლევა უფრო მაღალ კლინიკურ ეფექტურობას ვაგინიტში ყველაზე ხშირად ჩართული ბაქტერიებზე.
დოზირება და გამოყენების წესი: ინიშნება ინტრავაგინალურად. მწვავე ან ქრონიკული ინფექციის შემთხვევაში 1-2 კაფსულა დღეში, დილით და საღამოს. მკურნალობის კურსი: 6-12 დღე.
პროფილაქტიკის მიზნით: 6 დღე
უკუჩვენება: პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობისა და ლაქტაციის დროს პრეპარატი ინიშნება ექიმის რეკომენდაციით.
რაოდენობა | 12 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account