Polygynax - პოლიჟინაქსი-virgo 6 ვაგინალური კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 20,57 GEL რეგულარული ფასი 29,09 GEL
მარაგშია
SKU
5693_1333
ჩვენება: მკურნალობა: არასპეციფიური, სოკოვანი, შერეული ვაგინიტები, ვულვოვაგინიტები და ცერვიკოვაგინიტები; პროფილაქტიკა: სასქესო ორგანოებზე ყველა სახის ქირურგიული ჩარევის წინ; საშვილოსნოსშიდა დიაგნოსტიკური პროცედურების წინ.

პოლიჟინაქსი ვირგო №6 კაფსულა ვაგინალური ინსტილაციებისათვის

მწარმოებელი:INNOTHERA CHOUZY (საფრანგეთი)


ჩვენება: არასპეციფიური, სოკოვანი, შერეული ვაგინიტების, ვულვოვაგინიტების და ცერვიკოვაგინიტების ადგილობრივი მკურნალობა.

ვრცლად:

წამლის ფორმა: ემულსია ვაგინალური ინსტილაციებისათვის კაფსულებში.

შემადგენლობა: 1 კაფსულა შეიცავს: აქტიური ნივთიერებები:
ნეომიცინის სულფატი ……………………….35 000 ს.ე.
პოლიმიქსინ B-ს სულფატი …………………35 000 ს.ე.
ნისტატინი ………………………………… 100 000 ს.ე.
დამხმარე ნივთიერებები: სოიოს ზეთი გიდროგენიზებული, დიმეტიკონი 1000, ტეფოზი 63â: პალმიტინის და სტეარინის მჟავის ეთერები. კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, გლიცეროლი, დიმეტიკონი 1000, გასუფთავებული წყალი.

აღწერილობა: ღია ყვითელი-ღია ყავისფერი ფერის ოვალური ფორმის წამახვილებული ბოლოთი წაგრძელებული რბილი კაფსულები. კაფსულის შიგთავსი: ღია ყვითლი-ღია ყავისფერი ფერის ზეთოვანი ემულსია.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: კომბინირებული ანტიმიკრობული საშუალება (ანტიბიოტიკები: ამინოგლიკოზიდი, პოლიენი, ციკლური პოლიპეპტიდი).

ფარმაკოლოგიური თვისიბები: ახდენს ბაქტერიოციდულ მოქმედებას გრამდადებით (Corynebacterium spp., Staphylococcus spp., Corynebacterium spp. და სხვა) და გრამუარყოფით (Enterococcus faeacium, Enterobacter aerogenes, Escherichia coli, Haemophilus influenzae, Proteus vulgaris, Klebsiella pneumoniae, Mycobacterium tuberculosis, Pseudomonas aeruginosa, Ureaplasma urealyticum) მიკროორგანიზმებზე.
ახასიათებს ფუნგიციდური მოქმედება პათოგენურ სოკოებზე, განსაკუთრებით საფუარას მსგავსი სოკოების სახეობებზე: Candida albicans, Cryptococcus, Hystoplasma. აუმჯობესებს საშოს ლორწოვანის ტროფიკას.
ფარმაკოკინეტიკა: თანაბრად ნაწილდება საშოს ლორწოვანზე და ავლენს ადგილობრივ ბაქტერიოციდულ და ფუნგიციდურ მოქმედებას. პრაქტიკულად არ იწოვება საშოს ლორწოვანის ზედაპირიდან.

ჩვენება: მკურნალობა: არასპეციფიური, სოკოვანი, შერეული ვაგინიტები, ვულვოვაგინიტები და ცერვიკოვაგინიტები; პროფილაქტიკა: სასქესო ორგანოებზე ყველა სახის ქირურგიული ჩარევის წინ; საშვილოსნოსშიდა დიაგნოსტიკური პროცედურების წინ.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია: მისი გამოყენება ორსულობის დროს არ არის რეკომენდებული ექიმის კონსულტაციის გარეშე, თუ მკურნალობის დროს თქვენ დაადგინეთ ორსულობა, კონსულატაციისათვის მიმართეთ ექიმს, ვინაიდან მხოლოდ მას შეუძლია განსაზღვროს მკურნალობის გაგრძელების შესაძლებლობა. პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.

დოზირების რეჟიმი და გამოყენების წესი: პრეპარატი ინიშნება ინტრავაგინალური ინსტილაციების სახით ძილის წინ საღამოს ტუალეტის შემდეგ. პრეპარატის წამახვილებული ბოლო უნდა მოიჭრას მაკრატლით, ამის შემდეგ ხდება კაფსულის შიგთავსის შეყვანა საშოში. კფსულა გადააგდოთ ნაგავში. მკურნალობის ხანგრძლიობა 6 დღე. პროფილაქტიკისათვის პრეპარატი გამოიყენება 6 დღის მანძილზე.
პრეპარატის მიღების გამოტოვების შემთხვევაში მკურნალობა გრძელდება ჩვეული დოზით.

გვერდითი მოვლენები: ალერგიული რეაქციები პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია ამინოგლიკოზიდების გვერდითი მოვლენების სისტემური გამოვლინება, რომელიც ძლიერდება თირკმლის უკმარისობის დროს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: პოლიჟინაქსით მკურნალობის დროს არ არის რეკომენდებული სპერმიციდების გამოყენება, ვინაიდან შესაძლებებლია პრეპარატის აქტივობის დაქვეითება.

საყურადღებო მითითება: პრეპარატი განსაზღვრულია მცირე ასაკის და მოზარდ გოგონებში ვაგინალური ინფექციების ადგილობრივი მკურნალობისათვის. დაიცავით მითითებული დოზირების რეჟიმი, ვინაიდან არსებობს რეზისტენტული შტამებისა და რეინფიცირების განვითარების რისკი. თირკმლის უკმარისობის დროს კონსულატაციისათვის მიმართეთ ექიმს. მკურნალობის დროს არ არის რეკომენდებული ინტრავაგინალური ტამპონების გამოყენება. პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მენსტრუაციის დროსაც.

გაცემის წესი: რეცეპტის გარეშე.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა6
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy