Permethrin - პერმეტრინი LMP ბაქტერიოციდული 5% 40გ გელი

განსაკუთრებული ფასი 12,56 GEL რეგულარული ფასი 17,74 GEL
მარაგშია
SKU
50079_956

ჩვენებები: გამოიყენება ქავილის სამკურნალოდ, რომელსაც თან ახლავს კანის ინფექციური დაავადებები მოზრდილებში და ბავშვებში 2 თვიდან.

პერმეტრინი ლმპ 50მგ/გ გელი ბაქტერიციდით
PERMETHRIN gel with bactericide
შემადგენლობა:
1გ გელი შეიცავს:
50მგ პერმეტრინს (Permethrinum)
დამხმარე ნივთიერებებს:
ეთილის სპირტი, ქინიფურილს, კარბომერს, ტროლამინს, გასუფთავებულ წყალს;
წამლის ფორმა
გელი კანზე გამოსაყენებლად
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიპარაზიტული საშუალება
ათქ კოდი: P03AC04
ფარმაკოლოგიური მოქმედება
პერმეტრინი წარმოადგენს პირეტროიდის სინთეზური იზომერების ცის- და ტრანსფორმების
ნარევს. ეს არის გარეგანი გამოყენების ინსექტიციდური და
აკარიციდული საშუალება, რომელიც მოქმედებს მრავალ მწერზე, მათ შორის
ტკიპებზე. პერმეტრინი მოქმედებს მწერების ნერვული უჯრედების მემბრანებზე,
არღვევს არხებში ნატრიუმის და კალიუმის იონების ნაკადს, რომლებიც
არეგულირებენ მემბრანის პოლარიზაციას. რეპოლარიზაციის დარღვევის შედეგად
ვითარდება მწერის დამბლა.
ჩვენება
გელი გამოიყენება ქავილის სამკურნალოდ, რომელსაც თან ახლავს კანის
ინფექციური დაავადებები მოზრდილებში და ბავშვებში 2 თვიდან.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების, ან სხვა რომელიმე
კომპონენტის მიმართ.
სიფრთხილის ზომები და განსაკუთრებული მითითებები გამოყენებისას
გელი მოქმედებს გამაღიზიანებლად თვალის კონიუნქტივზე, ამიტომ უმდა
მოერიდოთ გელის თვალში მოხვედრას, თუ ეს მაინც მოხდა ამოიბანეთ დიდი
რაოდენობის თბილი წყლით. 2-დან 6 თვემდე ასაკის ბავშვებში გამოყენება
რეკომენდებულია მხოლოდ სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ.
მედიკამენტოზური ურთიერთქმედება და სხვა ურთიერთქმედებები
მონაცემები არ არსებობს.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენება შესაძლებელია, მხოლოდ
მოსალოდნელი რისკის ფაქტორის დეტალური შესწავლის შემდეგ. ძუძუთი კვების
პერიოდში პრეპარატი არ უნდა გამოიყენონ ან უნდა შეწყვიტონ ძუძუთი კვება.
ზეგავლენა ტრანპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე
პედექსი არ მოქმედებს ტრანპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
დოზის გადაჭარბება
არ არსებობს მონაცემები დოზის გადაჭარბების შესახებ.
გამოყენების წესი და დოზირება
გელის მცირე რაოდენობა დაიტანეთ თხელ ფენად ქავილით დაზიანებულ უბნებზე
და შეიზილეთ კანში. 24 საათში საპნით ჩამოიბანეთ გელი და გამოცვალეთ
თეთრეული. თუ ქავილი და ინფექციური პროცესები კანზე არ ქრება ან პირიქით
ახლდება და ჩნდება ქავილის ახალი კერები, წაისვით გელი განმეორებით 5-
ჯერამდე.
3 წლამდე ასაკის ბავშვებში ექსპოზიციის დრო შეადგენს 12 საათს, განმეორებითი
გამოყენება დასაშვებია 2 დღეში ერთხელ.
3 წელზე ზევით ასაკის ბავშვებში ექსპოზიციის დრო შეადგენს 24 საათს.
განმეორებითი ექსპოზიციების შუალედური დრო შეადგენს 1-2 დღეს.
განმეორებითი გამოყენება 5-ამდე.
გვერდითი მოვლენები
ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია სუსტი გამაღიზიანებელი მოქმედება კანზე
(სიწითლე, ანთება). ასეთ შემთხვევაში გელის გამოყენება უნდა შეწყდეს. ისეთი
გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც აღნიშნულ
ინსტრუქციაში მითითებული არ არის, საჭიროა აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ვარგისობის ვადა
3 წელი
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ!
შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისათვის უხილავ და ხელმიუწვდომელ ადგილას, დაიცავით
სინესტისგან. მოარიდეთ მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედებას. შეინახეთ
ტემპერატურაზე არაუმეტეს 250C.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
40გ ალუმინის ტუბებს ათავსებენ მუყაოს კოლოფებში.
გამოსაყენებლად მომზაბებისა და განადგურების შესახებ მითითება
არ არსებობს განსაკუთრებული მითითებები.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი
შპს „ლმპ“, ვიეტალვასის ქ. 1, რიგა, ლატვია


მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy