Higia - ჰიგია შამპუნი 1% 120გ.
ამ პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ფურცელ-ჩანართის ინფორმაცია.
- ეს სამკურნალო საშუალება გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე. მიუხედავად ამისა,
მკურნალობის საუკეთესო შედეგის მისაღებად საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის
ყურადღებით წაკითხვა.
- შეინახეთ ეს ფურცელ-ჩანართი. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
- თუ გესაჭიროებათ დამატებითი ინფორმაცია, ან რჩევა, მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს.
- თქვენ უნდა მიმართოთ ექიმს , თუ თქვენი სიმპტომები გაუარესდა ან არ გაუმჯობესდა.
- თუ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა ხდება სერიოზული, ან თქვენ შენიშნეთ სხვა გვერდითი
მოვლენა, რომელიც არ არის მითითებული ამ ფურცელ-ჩანართში, გთხოვთ შეატყობოთYამის შესახებ
თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ამ ფურცელ-ჩანართში:
1. რა არის ჰიგია და რისთვის გამოიყენება
2. ჰიგიას გამოყენებამდე
3. როგორ გამოიყენება ჰიგია
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
5. ჰიგიას შენახვის წესი
6. დამატებითი ინფორმაცია
1. რა არის და რისთვის გამოიყენება ჰიგია
ჰიგია არის სამკურნალო შამპუნი ინსექტიციდური მოქმედებით, თავის და სასქესო ორგანოების
ტილების და წილების წინააღმდეგ. Mმისი ერთჯერადი გამოყენება საკმარისია ტილების მოსასპობად
97-99 % შემთხვევაში. განმეორებითი დამუშავება შეიძლება 7-10 დღის შემდეგ.
Hჰიგია გამოიყენება თავის და სასქესო ორგანოების დატილიანების შემთხვევაში. Hჰიგია გამოიყენება
მოზრდილებსა და 5 წელს ზემოთ ასაკის ბავშვებში.
2. ჰიგიას გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ჰიგია შემდეგ შემთხვევებში
- თუ თქვენ გაქვთ ალერგია აქტიური ნივთიერების ან სხვა ნებისმიერი შემადგენელი კომპონენტის
მიმართ;
დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილე ჰიგიას გამოყენებისას
სამკურნალო საშუალება გამოიყენება მხოლოდ გარეგანად და საჭიროა მისი შენახვა ბავშვებისთვის
მიუწვდომელ ადგილას.
განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ადამიანებმა რომლებსაც აღენიშნებათ ალერგია
წამლებსა და კოსმეტოლოგიურ საშუალებებზე.
თუ სამკურნალო საშუალება ჰიგია მოხვდა თვალში, აუცილებილია მისი დაუყონებლივ ამორეცხვა
დიდი რაოდენობა წყლით.
სხვა სამკურნალო პრეპარატების გამოყენება
არ არის მონაცემები სხვა სამკურნალო პროდუქტთან ან/და სხვა ფორმებთან ურთიერქმედების
შესახებ.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი
ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის გამოყენებამდე მიიღეთ ექიმის ან ფარმაცევტის რჩევა.
არ არის სპეციფიური ინფორმაცია ჰიგისას ორსულობის დროს გამოყენების შესახებ, მაგრამ
პერმეტრინის შემცველი პროდუქტების გამოყენების შეზღუდულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ჩანს,
რომ არ არის ნაყოფზე ზემოქმედების რისკის მონაცემები.
არ არის ცნობილი ხვდება თუ არა პერმეტრინი დედის რძეში. Hჰიგიას გამოყენებისას შესაძლოა
პერმეტრინის გადავიდეს დედის რძეში ძალიან მცირე რაოდენობით, ისიც თეორიულად, ძალიან
მცირე პროცენტით.
ძალიან მცირე ალბათობაა იმისა, რომ დედის რძეში პერმეტრინის ასეთმა მცირე კონცენტრაციამ
რაიმე რისკი შექმნას ჩვილისთვის.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
არ არის მონაცემები ახდენს თუ არა რაიმე გავლენას ჰიგიას გამოყენება ავტოსატრანსპორტო
საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე .
3. როგორ გამოვიყენოთ ჰიგია
ყოველთვის მიიღეთ ჰიგია ისე როგორც პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციაშია მითითებული.
შეანჯღრიეთ ენერგიულად ფლაკონი და სამკურნალო შამპუნი ჰიგიად 15-20 მლ დაიტანეთ სველ
თმებზე ან სხეულის თმიან ნაწილზე, შეიზილეთ თმების ძირებში მოცულობითი ქაფის
წარმოქმნამდე. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ყურის და კისრის უკანა ნაწილს. შამპუნი
გაიჩერეთ 10-15 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობით წყლით.
მკვდარი ტილების და წილების მოსაშორებლად თმები ჩამოივარცხნეთ სავარცხლით, რომელიც თან
ახლავს შამპუნს შეფუთვაში,.
განმეორებითი დამუშავება შეიძლება განახორციელოთ 7-10 დღეში, მაგრამ არა უმეტეს თვეში
ორჯერ.
ჰიგია გამოიყენება მოზრდილებსა და 5 წელს ზევით ასაკის ბავშვებში.
თუ თქვენ გამოიყენეთ ჰიგია რეკომენდებულზე ჭარბი დოზით
Aარ არის გამოვლენილი ჭარბი დოზირების შემთხვევა ან მისი რომელიმე სიმპტომი. ძალიან მცირეა
პერმეტრინის იმ დოზით მიღების შესაძლებლობა, რომელიც გამოიწვევს ტოქსიკურ რეაქციებს,
თუნდაც შეცდომით ან ჭარბად იქნას გამოყენებული ის. გვერდითი ეფექტის გამოვლენის ყველაზე
დიდი ალბათობა და რეაქციის ნიშანია მომატებული მგრძნობელობა (ალერგია).
4. შესაძლო გვერდითი მოქმედება
სხვა სამკურნალო პრეპარატების მსგავსად, ჰიგიამ შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები,
თუმცა ისინი არ უვითარდება ყველას .
Hჰიგია უმრავლეს შემთხევევაში კარგად გადაიტანება. იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს
კანის გაწითლება და გაღიზიანება, ისეთი, როგორიცაა წვა და შეხურება და ძალიან იშვიათად ,
გამონაყარი. Aასეთ შემთხვევაში უნდა ჩამოიბანოთ სამკურნალო შამპუნი.
თუკი ნებისმიერი გვერდითი რეაქცია გახდება სერიოზული ან გამოვლინდება ისეთი, რომელიც არ
არის აღწერილი ამ ფურცელ-ჩანართში, გთხოვთ შეატყობინოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს
5. ჰიგიას შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება ორიგინალურ შეფუთვაში, მშრალ და შუქისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25 °ჩ
ტემპერატურაზე
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
ვარგისიანობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.
6. დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ჰიგია
-აქტიური ნივთიერება: პერმეტრინი 1% ;
-სხვა შემადგენელი ნაწილები: კოკამიდი-პროპილ ბეტაინი, ნატრიუმის ლაურილ ეტოქსი სულფატი,
PEG -18 გლიცერილ ოლეატ/ კოკოატი, მეთილქლოროიზოთიაზოლინონი, მეთილიზოთიაზოლინონი
ბენზილის სპირტი, კოკამიდ DEA, პოლისორბატი 80, დინატრიუმ ედატატი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი,
ნატრიუმის ქოლორიდი, გარგარ-პიტნის არომატი, სანსეტ ყვითელი (E110), გასუფთავებული წყალი.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account