დევიტინი D3 - Devitin D3 წვეთები 400 ს.ე. 15მლ
დევიტინი D3 - Devitin D3 წვეთები 400 ს.ე. 15მლ
მზის სხივის დოზა პირველივე დღიდან.
დევიტინი D3 400 სე არის ახალშობილებისა და ბავშვებისთვის განკუთვნილი საკვები დანამატი, რომლის 1 დოზა შეიცავს 10 მკგ (400 IU) ვიტამინ D3-ს. ვიტამინი D3 ხელს უწყობს კალციუმისა და ფოსფორის შეწოვას საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან, რაც უზრუნველჰყოფს ძვლებისა და კბილების ნორმალურ განვითარებას. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის გაძლიერებასა და კუნთების ნორმალურ ფუნქციონირებაში.
ბავშვებში ვიტამინ D3-ის დეფიციტი იწვევს ჩონჩხის არასაკმარის მინერალიზაციას, რაც რაქიტის (ძვლების დარბილება) მიზეზი ხდება, ხოლო მოზრდილებში ეს იწვევს ძვლების დემინერალიზაციას და ოსტეომალაციას. ვიტამინ D3-ის უფრო ხანგრძლივმა ნაკლებობამ შესაძლოა გამოიწვიოს ოსტეოპოროზი.
ვიტამინ D3-ის რეკომენდებული დოზების მიღება ხელს უშლის რაქიტისა და ძვლების დემინერალიზაციის განვითარებას.
ევროპული, ამერიკული და ეროვნული რეკომენდაციების თანახმად, ვიტამინ D3 პროფილაქტიკის მიზნით ინიშნება 400 სე დღეში ცხოვრების პირველივე დღიდან ერთი წლის განმავლობაში, ასევე ერთი წლის ზემოთ ბავშვებისთვის, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში.
ვისთვის არის საჭირო ვიტამინ D3-ის დამატებითი მიღება?
ვიტამინ D3-ის დამატებით მიღება განსაკუთრებით საჭიროა ბავშვებში ბუნებრივი კვების დროს, რადგან დედის რძე ამ ვიტამინს საკმარისი რაოდენობით არ შეიცავს. ასევე, ვიტამინი D3 პროფილაქტიკის მიზნით ინიშნება ხელოვნურ კვებაზე მყოფ ჩვილებში.
დევიტინი D3-ის ორალური წვეთები მნიშვნელოვანია:
• ბავშვებში ძვლებისა და კბილების სწორი ზრდისა და განვითარებისათვის
• რაქიტისა და ვიტამინ D3-ის დეფიციტის პრევენციისათვის
• იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისა და ორგანიზმის ვირუსებისგან დაცვის უნარის გაძლიერებისათვის
• ნორმალური კუნთოვანი ფუნქციის შესანარჩუნებლად
• დევიტინი D3-ის ორალურ წვეთებს აქვს ნეიტრალური გემო, რაც უფრო მეტად მოსახერხებელს ხდის მის გამოყენებას ყველა ასაკობრივ ჯგუფში.
• არ შეიცავს შაქარს, ხელოვნურ საღებავებსა და არომატიზატორებს, რომელთაც შეუძლიათ კოლიკის გამოწვევა. არ შეიცავს ალერგიის გამომწვევ ინგრედიენტებს.
• სპეციალურად შექმნილი აპლიკატორი უზრუნველყოფს მარტივ გამოყენებას და ზუსტ დოზირებას.
აქტიური ინგრედიენტი:
აქტიური ინგრედიენტი: | 100 გ პროდუქტი შეიცავს | 1 დოზა (0.1 გ) შეიცავს | % NRV: |
ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) | 10,000 მკგ | 10 მკგ (400 სე) | 200* (100**) |
*NRV – საკვები ნივთიერებების დღიური მიღების საცნობარო ღირებულება მოზრდილებისთვის.
**NRV – საკვები ნივთიერებების დღიური მიღების საცნობარო ღირებულება ჩვილებისა და მცირეწლოვანი ბავშვებისთვის.
შემადგენლობა
საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდები (MCT); ქოლეკალციფეროლი.
შეიცავს ვიტამინ D3-ს ბუნებრივი ფორმით, რომელიც იდენტურია ადამიანის ორგანიზმის მიერ ნაწარმოები ვიტამინი D3-ისა.
მიღების წესი
• ახალშობილებისა და ბავშვებისთვის 0+ ასაკიდან : 1 დოზა (400 სე) დღეში.
• მოზრდილებს შეუძლიათ მიიღონ რამდენიმე დოზა დღეში ექიმის რეკომენდაციით.
შენიშვნები:
• საკვები დანამატები არ ცვლიან მრავალფეროვან და დაბალანსებულ დიეტას და ჯანმრთელი ცხოვრების წესს.
• არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
• შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გაფრთხილებები
• პროდუქტი არ უნდა იქნას მიღებული ისეთი პირების მიერ, რომლებიც ალერგიული არიან რომელიმე შემადგენელ კომპონენტზე.
• ალერგიული რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში, უნდა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება და მიმართოთ ექიმს.
• ვიტამინი D3 უკუნაჩვენებია ჰიპერკალცემიის მქონე პირებისთვის.
• სიფრთხილეა საჭირო იმ პირებში, რომლებიც იღებენ დიგოქსინს ან სხვა კარდიოტონიკურ გლიკოზიდებს.
შენახვის პირობები
შეინახეთ 25°C-მდე ტემპერატურაზე.
შეფუთვა: მუქი მინის ბოთლი დოზატორით, რომელიც შეიცავს 15 მლ ხსნარს (დაახლოებით 140 დოზა)
ვარგისია: 3 წელი.
ასევე, იხილეთ: Detrivit - დეტრივიტი დროფსი 30მლ
Units | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account