PARLAZIN - პარლაზინი 10მგ 30 ტაბლეტი
ჩვენება: მუდმივი ალერგიული რინიტი ,სეზონური ალერგიული რინიტი და კონიუნქტივიტი , ქავილი, ჭინჭრის ციება.
პარლაზინი®
(ცეტირიზინი)
შემოგარსული ტაბლეტები 10 მგ
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია, რომელშიც მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია
- შეინახეთ ეს დანართი ფურცელი, შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ წაკითხვა
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს
- ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, მათ შორის ისეთის, რომლებიც მოცემული არ არის ამ დანართ ფურცელში, გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
წინამდებარე დანართი ფურცელი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
1. რა არის პრეპარატი პარლაზინი® შემოგარსული ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება
2. რა უნდა იცოდეთ პრეპარატ პარლაზინი® შემოგარსული ტაბლეტების მიღების დაწყებამდე
3. როგორ მიიღება პრეპარატი პარლაზინი® შემოგარსული ტაბლეტები
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
5. როგორ ინახება პრეპარატი პარლაზინი® შემოგარსული ტაბლეტები
6. ვარგისიანობის ვადა
7. აფთიაქიდან გაცემის წესი
8. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
1. რა არის პრეპარატი პარლაზინი® შემოგარსული ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება
ცეტირიზინის ჰიდროქლორიდი არის პრეპარატ პარლაზინის მოქმედი ნივთიერება.
პარლაზინი არის ანტიალერგიული საშუალება.
პრეპარატი პარლაზინი შემოგარსული ტაბლეტები გამოიყენება შემდეგი ალერგიული დაავადებების სამკურნალოდ მოზრდილებსა და ბავშვებში 6 წლის ასაკიდან:
- სეზონური და მუდმივი ალერგიული რინიტის (სურდოს) და კონიუნქტივიტის სიმპტომები;
- ქრონიკული ჭინჭრის ციების სიმპტომების დროს (ქრონიკული იდიოპათური ჭინჭრის ციება)
თუ თქვენი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, ან გაუარესდა მკურნალობის 3 დღის განმავლობაში, რჩევის მისაღებად მიმართეთ ექიმს.
იხილეთ ბლოგი: რა არის პარლაზინი და როგორ ეხმარება ის ჩვენს ორგანიზმს
2. რა უნდა იცოდეთ პრეპარატ პარლაზინი® შემოგარსული ტაბლეტების მიღების დაწყებამდე
არ მიიღოთ პრეპარატი პარლაზინი შემოგარსული ტაბლეტები:
- თუ გაქვთ ალერგია ცეტირიზინზე (პრეპარატის მოქმედი ნივთიერება), ჰიდროქსინზე ან პიპერაზინზე (სხვა პრეპარატების შემადგენელი ნივთიერებების მსგავსი) ან სხვა ანთების საწინააღმდეგო საშუალებაზე, რომლებიც ჩამოთვლილია პუნქტში 8.
- თუ გაწუხებთ თირკმლის ძალიან მძიმე დაავადება (თირკმლის მძიმე უკმარისობა, რომლის დროსაც კრეატინინის კლირენსი 10 მლ/წთ-ზე ნაკლებია).
- თუ გააწუხებთ შაქრის ზოგიერთი სახეობის აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი დარღვევები (გალაქტოზას აუტანლობა, ლაქტოზას აუტანლობა ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია).
სიფრთხილის ზომები სამედიცინო გამოყენებისას
პრეპარატ პარლაზინის შეოგარსული ტაბლეტების მიღების დაწყებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გაქვთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა, ამ პრეპარატის მიღებამდე აუცილებლად მიმართეთ ექიმს:
- თუ გაქვთ თირკმლის დაავადება
- თუ გაქვთ მიდრეკილება შარდის შეკავების მიმართ (მაგალითად, დაკავშირებული ზურგის ტვინის, შარდის ბუშტის დაავადებებთან ან პროსტატის გადიდებასთან)
- თუ გაწუხებთ ეპილეფსია ან მიეკუთვნებით კრუნჩხვების განვითარების მომატებული რისკის ჯგუფს
- არ აღინიშნა გამოხატული ურთიერთქმედება ალკოჰოლსა (სისხლში ალკოჰოლის დონე 0,5%, რაც შეესაბამება ერთ ჭიქა ღვინოს) და ცეტერიზინის ჩვეულებრივ რეკომენდებულ დოზებს შორის
- როგორც სხვა ანტიჰისტამინური პრეპარატების მიღებისას, ამ პრეპარატის მიღებაც უნდა მოიხსნას დაგეგმილი ალერგიული კანის სინჯის ჩატარებამდე მინიმუმ 3 დღით ადრე, ცრუ უარყოფითი შედეგის თავიდან აცილების მიზნით.
ბავშვები და მოზარდები 18 წლამდე
პრეპარატი პარლაზინი შემოგარსული ტაბლეტები არ არის განკუთვნილი 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, ვინაიდან პრეპარატის ეს ფორმა არ იძლევა ბავშვისთვის საჭირო დოზის შერჩევის საშუალებას.
სხვა სამკურნალო საშუალებები და პრეპარატი პარლაზინი შემოგარსული ტაბლეტები
უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი იმ პრეპარატის შესახებ, რომლებსაც იღებთ, ცოტა ხნის მიიღეთ ან გეგმავთ მიღებას.
ცეტირიზინის პროფილის საფუძველზე, მოსალოდნელი არ არის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან.
პრეპარატ პარლაზინის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან
საკვები მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს ცეტირიზინის შეწოვაზე.
არ გამოვლენილა ცეტირიზინის გამოხატული ურთიერთქმედება ალკოჰოლთან (სისხლში 0,5% დონის შემთხვევაში, რაც შეესაბამება ერთ ჭიქა ღვინოს). მიუხედავად ამისა, როგორც სხვა ანტიჰისტამინური პრეპარატების მიღებისას, პარალზინის მიღების დროს მოერიდეთ ალკოჰოლის მოხმარებას.
ფერტილურობა, ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობა
თუ ხართ ორსულად, ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ვარაუდობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, უთხარით თქვენს მკურნალ ექიმს.
არ შეიძლება პრეპარატ პარლაზინის მიღება ორსულობის დროს. პრეპარატ პარლაზინის შემთხვევით მიღება ორსულობისას, დიდი ალბათობით არ ახდენს არასასურველ მოქმედებას ნაყოფზე, მიუხედავად ამისა, ეს პრეპარატი ორსულობის დროს გამოიყენება მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობისას, ექიმის რეკომენდაციით.
ძუძუთი კვება
ცეტირიზინი გადადის დედის რძეში. ამიტომ არ შეიძლება პარლაზინის მიღება ლაქტაციის დროს, თუ ექიმი არ მოგცემთ მისი მიღების რეკომენდაციას.
თუ ხართ ორსულად და ძუძუთი კვებავთ ბავშვს, თუ არსებობს ორსულობის ალბათობა ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.
სამკურნალო საშუალების ზემოქმედება ავტომობილების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
კლინიკური კვლევებისას არ გამოვლენილა ყურადღების კონცენტრაციის გაუარესება ან ავტომობილების მართვის უნარის დარღვევა რეკომენდებული დოზებით ცეტირიზინის მიღების შემდეგ. თუ გეგმავთ ავტომობილის მართვას და სხვა ისეთი სამუშაოს შესრულებას, რაც მოითხოვს ყურადღების სრულ კონცენტრაციას, არ გადაამეტოთ პრეპარატის რეკომენდებულ დოზას. დააკვირდით ამ პრეპარატზე თქვენს რეაქციას. თუ აღმოჩნდა, რომ გაქვთ მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ, შესაძლებელია, რომ ალკოჰოლთან და ნერვული სისტემის დამთრგუნავ სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას აღინიშნოს დამატებითი ზემოქმედება ყურადღებასა და რეაგირების უნარზე.
პრეპარატი პარლაზინი შემოგარსული ტაბლეტები დამხმარე ნივთიერების სახით შეიცავს ლაქტოზას. თუ თქვენმა მკურნალმა ექიმმა გაგაფრთხილათ, რომ თქვენ ან თქვენს შვილს აქვს შაქრის (ლაქტოზას, გალაქტოზას) ზოგიერთი სახეობის გადაუტანლობა, ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.
პრეპარატი პარლაზინი შემოგარსული ტაბლეტები დამხმარე ნივთიერების სახით შეიცავს საღებავს სანსეტ ყვითელს (E 110), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
3. როგორ მიიღება პრეპარატი პარლაზინი შემოგარსული ტაბლეტები
პარლაზინი შემოგარსული ტაბლეტები ყოველთვის უნდა მიიღოთ ამ ინსტრუქციის ან ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად. კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზირების რეჟიმი
მოზრდილები:
10 მგ, ე.ი. 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ
ბავშვები და მოზარდები:
ბავშვები და მოზარდები 12 წლის ასაკიდან:
10 მგ, ე.ი. 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ
ბავშვები 6-12 წლის:
5 მგ, ე.ი. ნახევარი ტაბლეტი დღეში ორჯერ.
ბავშვებისთვის შეიძლება მოსახერხებელი იყოს პრეპარატის სხვა ფორმა (წვეთები). კითხეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
პაციენტები თირკმლის უკმარისობით
თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს აქვს თირკმლის დაავადებები, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან. ექიმს. პრეპარატის დოზას შეარჩევს თქვენი მკურნალო ექიმი.
მკურნალობის ხანგრძლივობა:
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია თქვენი ჩივილების სახეობაზე, ხანგრძლივობასა და ხასიათზე.
თუ მიიღეთ დანიშნულზე მეტი რაოდენობის ტაბლეტი:
თუ მიიღეთ ექიმის მიერ დანიშნულზე მეტი დოზა, მიმართეთ ექიმს, თქვენი მკურნალი ექიმი გადაწყვეტს, თუ რა ზომები (ასეთის საჭიროებისას) უნდა იქნას მიღებული.
ჭარბი დოზის მიღებისას შეიძლება განვითარდეს ქვემოთ ჩამოთვლილი არასასურველი ეფექტები, მაგრამ დიდი ინტენსივობით. აღინიშნა ისეთი არასასურველი ეფექტები, როგორიცაა ცნობიერების არევა, ფაღარათი, თავბრუსხვევა, დაღლილობა, თავის ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა, გუგების გაფართოვება, ქავილი, შფოთვა, სედაცია, ძილიანობა, სტუპორი, გულის რითმის გახშირება, ტრემორი (კანკალი), შარდის გამოყოფის შეფერხება.
თუ დაგავიწყდათ პარლაზინის ტაბლეტების მიღება
თუ გამოტოვეთ ერთი დოზა, მიიღეთ, როგორც კი გაგახსენდებათ. მიუხედავად ამისა, თუ უკვე დამდგარია შემდეგი დოზის მიღების დროს, აღარ მიიღოთ გამოტოვებული დოზა; ჩვეულებრივ მიიღეთ ერთი დოზა. არ მიიღოთ პარლაზინის ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით. ეს არ აანაზღაურებს გამოტოვებულ დოზას, არამედ გაზრდის ჭარბი დოზის რისკს.
თუ შეწყვიტეთ პარლაზინის ტაბლეტების მიღება
იშვიათ შემთხვევებში პრეპარატ პარლაზინის მიღბის შეწყვეტის შემდეგ შეიძლება განვითარდეს ინტენსიური გამონაყარი კანზე ან ჭინჭრის ციება.
მიღების წესი
მიიღება შიგნით.
ტაბლეტები მიიღება ჭიქა სითხის მიყოლებით.
შეიძლება ტაბლეტების გაყოფა ორ თანაბარ დოზად.
მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებამ, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი რეაქციები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
თუ ვითარდება რომელიმე ქვემოთ მოცემული გვერდითი ეფექტი (იშვიათი ან ძალიან იშვიათი), დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს:
- მძიმე ალერგიული რეაქცია, რაც იწვევს სახის ან ყელის შეშუპებას (ანგიონევროზული შეშუპება)
- მძიმე რეაქცია მთლიანად ორგანიზმის მხრივ (ანაფილაქსური შოკი).
ეს რეაქციები შეიძლება განვითარდეს პრეპარატის მიღებიდან მალევე, თუმცა ისინი შეიძლება ასევე განვითარდეს მოგვიანებით.
ხშირი (გვხვდება 10-დან არაუმეტს 1 პაციენტში):
- ძილიანობა
- თავბრუსხვევა, თავის ტკივილი
სურდო (ბავშვებში), ფარინგიტი (ყელის ანთება)
- ფაღარათი (ბავშვებში), პირის სიმშრალე
- დაღლილობა
არახშირი (გვხვდება 100-დან არაუმეტს 1 პაციენტში):
- აგზნება
- პარესთეზია (არანორმალური შეგრძნება კანზე)
- მუცლის ტკივილი, ფაღარათი (მოზრდილებში)
- ქავილი, გამონაყარი კანზე
- ასთენია (გამოხატული სისუსტე), ზოგადი დისკომფორტის შეგრძნება
იშვიათი (გვხვდება 1000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში):
- ალერგიული რეაქციები, ზოგ შემთხვევაში მძიმე (ძალიან იშვიათი)
- დეპრესია, ჰალუცინაციები, აგრესიულობა, ცნობიერების არევა, უძილობა
- კრუნჩხვითი შეტევები
- ტაქიკარდია (გულის შეკუმშვების სიხშირის მომატება)
- ღვიძლის ფუნქციის ცვლილება
- ჭინჭრის ციება
- შეშუპებები
- სხეულის მასის მომატება
ძალიან იშვიათი (ვგვხვდება უფრო იშვიათად, ვიდრე 10000-დან 1 პაციენტში):
- თრომბოციტოპენია (სისხლის ფირფიტების რაოდენობის შემცირება)
- ტიკები (კუნთების უეცარი, არანორმალური, განმეორებითი მოძრაობები)
- გულის წასვლა, უნებლიე მოძრაობები (დისკინეზია), კუნთების არანორმალური, ხანგრძლივი შეკუმშვები (დისტონია), კანკალი, გემოვნების დარღვევა,
- არამკვეთრი მხედველობა, აკომოდაციის დარღვევა (თვალით გამოსახულებაზე ფოკუსირების უნარი), ოკულოგირული სიმპტომები (თვალების უნებლიე, წრიული მოძრაობა)
- მძიმე ალერგიული რეაქციები, რომლებიც იწვევს სახის ან ყელის შეშუპებას (ანგიონევროზული შეშუპება), მძიმე რეაქცია მთლიანად ორგანიზმის მხრივ (ანაფილაქსური შოკი), ფიქსირებული ტოქსიდერმია (კანზე გამონაყარი, რომელიც ვლინდება ერთსადაიმავე ადგილას)
- შარდის გამოყოფის დარღვევა (შარდის შეუკავებლობა ღამით, ტკივილი შარდვისას ან შარდვის გაძნელება)
სიხშირე უცნობია (სიხშირის დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე):
- მადის მომატება
- სუიციდალური აზრები (თვითმკვლელობასთან ან მასთან დაკავშირებული აზრები, აკვიატებული აზრები), კოშმარული სიზმრები
- მეხსიერების დაკარგვა, მეხსიერების დარღვევა
- ვერტიგო (თავბრუსხვევა, ტრიალის შეგრძნების თანხლებით)
- შარდის შეკავება (შარდის ბუშტის სრულად დაცლის შეუძლებლობა)
- ძლიერი გამონაყარუ და/ან ჭინჭრის ციება პრეპარატის მოხსნის შემდეგ
- ტკივილი სახსრებში
- ჩირქოვანი და ბუშტუკოვანი გამონაყარი კანზე
- ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება)
ცნობები გვერდითი ეფექტების შესახებ
ნებისმიერი ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტის განვითარებისას, მათ შორის ისეთის, რომლებიც მითითებული არ არის მოცემულ ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თქვენ ასევე შეგიძლიათ ინფორმაცია მიაწოდოთ ნებისმიერი გვერდითი ეფექტის შესახებ სამკურნალო საშუალებების გვერდითი ეფექტების რეგისტრაციის ეროვნული სისტემის მეშვეობით. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ მიაწოდებთ დამატებით ინფორმაციას მოცემული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
5. როგორ უნდა ინახებოდეს პრეპარატი პარლაზინი® შემოგარსული ტაბლეტები
შეინახეთ არა უმეტეს 25°C-ზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
6. ვარგისობის ვადა
ვარგისობის ვადა მითითებული შეფუთვაზე.
პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის გასვლის ვადად მიიჩნევა მითითებული თვის ბოლო დღე.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი, თუ შენიშნეთ ხარისხის გაუარესების ნიშნები.
სამკურნალო საშუალებები არ უნდა გადაიყაროს საყოფაცხოვრებო ნაგავში ან გამდინარე წყალში. თუ აუცილებელია პრეპარატის ნაგავში გადაყრა, კონსულტაცია მიიღეთ ფარმაცევტისგან. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებას.
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს პრეპარატი პარლაზინი შემოგარსული ტაბლეტი
მოქმედი ნივთიერება:
10 მგ ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი ყოველ შემოგარსულ ტაბლეტში.
დამხმარე ნივთიერებები:
კაჟბადის დიოქსისი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიპრომელოზა 2910, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი 400, სანსეტი ყვითელი C.I.15985.
პარლაზინი შემოგარსული ტაბლეტების გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი:
ღია ნარინჯისფერი, ორმხრივ ამობურცული, მოგრძო ფორმის შემოგარსული ტაბლეტი, ერთ მხარეს ნაზოლით და მეორე მხარეს გრავირებით Е 511, სუნის გარეშე.
ნაზოლის მეშვეობით შესაძლებელია ტაბლეტის გაყოფა ორ თანაბარ ნაწილად.
შეფუთვა:
10 შეოგარსული ტაბლეტი ბლისტერში. 1 ან 3 ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
Units | 30 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account