Viral Gel - ვირალ გელი თვალის მალამო 30მგ/გ 5გ

14,85 GEL
მარაგშია
SKU
79877_1248

ჩვენება:თვალის ინფექციებით გამოწვეული ანთება.

ვირალ გელი 30 მგ/გ თვალის მალამო

რა არის ვირალ გელი და რისთვის გამოიყენება

ვირალ გელის თვალის მალამო არის პრეპარატი, რომელიც შეიცავს აქტიურ სუბსტანციას ანტივირუსული მოქმედებით. განკუთვნილია თვალის ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია მარტივი ჰერპესის ვირუსით, რომელიც იწვევს რქოვანას ანთებას (კერატიტს).

რა უნდა იცოდეთ ვირალ გელის გამოყენების წინ

არ გამოიყენოთ ვირალ გელის თვალის მალამო, თუ ხართ ალერგიული (გაქვთ მომატებული მგრძნობელობა) აციკლოვირის, ვალაციკლოვირის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხილეთ პუნქტში 6).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ვირა გელის თვალის მალამოს გამოყენების წინ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:

თუ ატარებთ კონტაქტურ ლინზებს. მოერიდეთ საკონტაქტო ლინზების ტარებას აციკლოვირი ვიჟენის თვალის მალამოს გამოყენებისას.

თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სხვა პრეპარატები და ვირალ გელის თვალის მალამო

უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილურობა

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, ამ პრეპარატის მიღების წინ რჩევა ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ავტომობილებისა და მექანიზმების მართვა

ვირალ გელის თვალის მალამომ შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დაბინდვა და გარდამავალი ეფექტი მხედველობაზე. ამიტომ, რეკომენდებულია სიფრთხილე ავტომობილების და მექანიზმების მართვისას.

როგორ გამოიყენება ვირალ გელის თვალის მალამო

ეს პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ამ ფურცელში ან თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. თუ რაიმე შეკითხვა გაქვთ, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

მოზრდილები და ბავშვები

ვირალ გელის თვალის მალამო გამოიყენება მალამოს 1 სმ ხაზის ქვემო კონიუნქტივალურ ტომარაში (ქვედა ქუთუთოს შიდა მხარე) მოთავსებით, დღეში 5-ჯერ, დაახლოებით 4 (ოთხი) საათის ინტერვალით, ღამის დროის გარდა.

ვირალ გელის მალამო გამოყენებული უნდა იყოს სიმპტომების გასვლიდან მინიმუმ 3 დღე.

ხანდაზმული პაციენტები

არ არსებობს სპეციალური მოთხოვნები დოზის კორექციისა და გამოყენების წესის შესახებ.

გამოყენების წესი

ვირალ გელის თვალის მალამო შესაფერისია მხოლოდ თვალში გამოსაყენებლად.

ამ პრეპარატის გამოყენების წინ დაიბანეთ ხელები.

ინფიცირებული თვალის ქვემო ქუთუთო თითით ქვემოთ ნაზად ჩამოსწიეთ.

თავი უკან გადასწიეთ და ზემოთ აიხედეთ.

ქვემო ქუთუთოს შიდა მხარეს წაისვით თვალის მალამოს 1 სმ ხაზი. დარწმუნდით, რომ ტუბის წვერი თვალს არ შეეხო.

თვალი დახუჭეთ 30 წამის განმავლობაში.

გამოყენების შემდეგ ხელები დაიბანეთ.

თუ გამოიყენეთ იმაზე მეტი ვირალ გელის თვალის მალამო, ვიდრე უნდა გამოგეყენებინათ

თუ გამოიყენეთ რეკომენდებულზე მეტი დოზა, რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუმცა არ არსებობს მონაცემები ამ პრეპარატით ზედოზირების შესახებ შეფუთვის შემცველობის შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაშიც კი.

თუ დაგავიწყდათ ვირალ გელის გამოყენება

თუ გამოგრჩათ დოზის გამოყენება, გამოიყენეთ როგორც კი გაგახსენდებათ, რომ პრეპარატმა იმოქმედოს ისე, როგორც მოსალოდნელია. ამის შემდეგ გააგრძელეთ ჩვეული რეჟიმით გამოყენება.

ამ პრეპარატის შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ვირალ გელის თვალის მალამომაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ყველა პაციენტში. გამოვლენილი გვერდითი ეფექტების სიხშირე მოცემულია ქვემოთ.

ძალიან ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)

ზედაპირული კერატოპათია (ალერგიული რეაქცია, რომელიც არ საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას და გადის გართულებების გარეშე).

ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-მდე პაციენტში)

გარდამავალი მსუბუქი წვის შეგრძნება თვალში, რაც ვითარდება გამოყენებისთანავე;

კონიუნქტივიტი (თვალის ლორწოვანი გარსის ანთება).

იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1-მდე პაციენტში)

ბლეფარიტი (ქუთუთოს ანთება).

ძალიან იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 10000-დან 1-მდე პაციენტში)

ალერგიული რეაქციები: დაუყოვნებელი ტიპის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ანგიოშეშუპება (სახის, ტუჩების, ენისა და ყელის შეშუპება) და ჭინჭრის ციება.

თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გამწვავდა ან განვითარდა ისეთი გვერდითი ეფექტი, რომელიც მითითებული არ არის ამ ინსტრუქციის ფურცელში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

როგორ ინახება ვირალ გელის თვალის მალამო

შეინახეთ 250C-მდე.

ეს პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ვირალ გელის თვალის მალამო კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ვარგისიანობის ვადა პირველი გახსნის შემდეგ: 28 დღე.

არ გადაყაროთ პრეპარატები საყოფაცხოვრებო ან საკანალიზაციო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადაყაროთ პრეპარატები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ვირალ გელი 30 მგ/გ თვალის მალამო

აქტიური სუბსტანცია არის აციკლოვირი 1 გ მალამო, რომელიც შეიცავს 30 მგ აციკლოვირს.

სხვა ინგრედიენტია პარაფინი თეთრი რბილი.

ვირალ გელის აღწერა და შეფუთვის შემცველობა

ვირალ გელის თვალის მალაო არის თეთრი-მოთეთრო ფერის ჰომოგენური მალამო.

ვირალ გელის თვალის მალამო წარმოდგენილია 5 გ ტუბში კანულით.

ერთი ტუბი შეფუთვის ფურცელთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy