Aciclovir - აციკლოვირი კრემი 5% 5გ
ჩვენება:გამოიყენება ჰერპეს ვირუსით გამოწვეული უბრალო ჰერპესის და გენიტალიური ინფექციების სამკურნალოდ.
აციკლოვირი
აციკლოვირი BP 5 წ/წ კრემი
წამლის გამოყენებამდე კარგად წაიკითხეთ ეს ჩანართი, რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
· შეინახეთ მოცემული ჩანართი. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი თავიდან წაკითხვა.
· დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
· ეს წამალი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ გადასცეთ იგი სხვებს. ეს შესაძლოა საზიანო იყოს მათთვის იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენი და მათი დაავადების ნიშნები ერთნაირია.
· გვერდითი მოვლენების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ისეთ გვერდით მოვლენებს რომელიც ამ ჩანართში არ არის მოცემული, აცობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. იხილეთ პუნქტი 4.
ამ ჩანართში:
1.რას წარმოადგენს აციკლოვირი და რისთვის გამოიყენება იგი
2.რა უნდა იცოდეთ აციკლოვირის გამოყენებამდე
3. როგორ გამოვიყენოთ აციკლოვირი
4.შესაძლო გვერდითი მოვლენები
5. როგორ შევინახოთ აციკლოვირი
6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
ამ ჩანართში:
1. რას წარმოადგენს აციკლოვირი და რისთვის გამოიყენება იგი
აციკლოვირი კრემი (ამ ჩანარში მოხსენიებულია როგორც „აციკლოვირი“) შეიცავს პრეპარატს აციკლოვირის სახელწოდებით. იგი მიეკუთვნება ანტივირუსული პრეპარატების ჯგუფს. იგი გამოიყენება ჰერპეს ვირუსით გამოწვეული უბრალო ჰერპესის და გენიტალიური ინფექციების სამკურნალოდ. იგი კლავს ან აჩერებს ვირუსების ზრდას რომელიც იწვევს უბრალო ჰერპესს ან გენიტალიურ ჰერპესს.
2. რა უნდა იცოდეთ აციკლოვირის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ აციკლოვირი თუ:
ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) აციკლოვირის, ვალაციკლოვირის, პროპილენგლიკოლის ან ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (მოცემულია პუნქტში 6).
თუ არ ხართ დარწმუნებული, აციკლოვირის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
აციკლოვირის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ:
გაქვთ ისეთი მდგომარეობა როდესაც იმუნური სისტემა დაქვეითებულია ან ორგანიზმს ნაკლებად შეუძლია ინფექციებთან ბრძოლა (მაგ: თუ გაქვთ აივ ინფექცია, შიდსი ან თუ გაქვთ ორგანოს გადანერგვა).
თუ არ ხართ დარწმუნებული, აციკლოვირის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
აციკლოვირი კრემი არ გამოიყენება პირის ღრუში, თვალებში ან ვაგინაში. აციკლოვირი კრემმა შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.
თუ არ ხართ დარწმუნებული აციკლოვირის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
სხვა პრეპარატები და აციკლოვირი
უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ ღებულობთ ან ცოტა ხნის წინ ღებულობდით სხვა წამლებს. ეს მოიცავს იმ პრეპარატებს რომლებიც მიიღეთ რეცეპტის გარეშე, მცენარეული პრეპარატების ჩათვლით.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ნებისმიერი პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
3. როგორ გამოვიყენოთ აციკლოვირი
აციკლოვირი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ისე როგორც ექიმმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
კრემის დატანა
აციკლოვირი კრემი არ გამოიყენება პირში, თვალებში ან ვაგინალურად.
გამოყენებამდე აციკლოვირი არ შეურიოთ სხვა რამეს, არც წყალს.
კრემის გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ ყოველთვის დაიბანეთ ხელები.
მოზრდილები და ბავშვები
კრემის თხელი ფენა დაიტანეთ დაზიანებულ ადგილზე დღეში ხუთჯერ.
აციკლოვირის გამოყენებებს შორის დაიცავით ოთხ საათიანი ინტერვალი. გამოიყენეთ 7 სთ-ზე, 11 სთ-ზე, 3 სთ-ზე, 7 სთ-ზედა 11 სთ-ზე.
თუ უბრალო ჰერპესი არ განიკურნება 4 დღის შემდეგ ან გენიტალიური ჰერპესის განკურნება არ მოხდება 5 დღის შემდეგ, კრემის გამოყენება შეგიძლიათ კიდევ 5 დღე.
თუ ამის შემდეგ კიდევ არ მოხდება დაზიანებული ადგილის განკურნება, შეწყვიტეთ კრემის გამოყენება და უთხარით ექიმს.
თუ იყენებთ მეტ აციკლოვირს ვიდრე უნდა ღებულობდეთ
უთხარით ექიმს ან ფარმაცევტს თუ იყენებთ ბევრს აციკლოვირს. აციკლოვირი კრემი გამოიყენება კანზე, გადაყლაპვის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ აციკლოვირის გამოყენება
თუ დაგავიწყდათ აციკლოვირის გამოყენება, გამოიყენეთ იგი როგორც კი გაგახსენდებათ. თუმცა, თუ უკვე მომდევნო გამოყენების დროა, მაშინ გამოტოვეთ დავიწყებული დოზა.
არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად, აციკლოვირმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები თუმცა არა ყველას შემთხვევაში. ამ პრეპარატთან შეილება აღინიშნოს შემდეგი გვერდითი მოვლენები:
ალერგიული რეაქციები (გავლენას ახდენს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ სუბიექტში)
ალერგიული რეაქციის შემთხვევაში შეწყვიტეთ აციკლოვირის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ეს ნიშნები შეიძლება მოიცავდეს:
გამონაყარი, ქავილი ან ჭინჭრის ციება კანზე.
სახის, ტუჩების, ენის ან სხეულის სხვა ნაწილების შეშუპება.
ქშინვა, ქოშინი ან სუნთქვის გაძნელება.
მოულოდნელი ცხელება და გულის წასვლის შეგრძნება, განსაკუთრებით ფეხზე წამოდგომისას.
სხვა გვერდითი მოვლენებია:
არახშირი (გავლენას ახდენს 100-დან 1-ზე ნაკლებ სუბიექტში)
კრემის გამოყენების შემდეგ გარდამავალი წვა ან მწველი ტკივილი
კანის მსუბუქი სიმშრალე ან აშრევება
ქავილი
იშვიათი (გავლენას ახდენს 1,000-დან 1-ზე ნაკლებ სუბიექტში)
კანის სიწითლე
გამონაყარი კანზე
უთხარით ექიმს ან ფარმაცევტს თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა მიიღებს სერიოზულ ხასიათს, ან თუ შენიშნავთ ისეთ გვერდით მოვლენებს რომელიც ამ ჩანართში არ არის მოცემული.
გვერდითი მოვლენების მოხსენება
უთხარით ექიმს ან ფარმაცევტს თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას. ეს მოიცავს ისეთ გვერდით მოვლენებს რომელიც ამ ჩანართში არ არის მოცემული.
5. როგორ შევინახოთ აციკლოვირი
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ არაუმეტეს 30ºC ტემპერატურაზე. მოარიდეთ სინათლეს და ნესტს.
არ შეინახოთ მაცივარში.
არ გამოიყენოთ აციკლოვირი თუ ტუბის პირველი გახსიდან გასულია ერთ თვეზე მეტი.
არ გამოიყენოთ აციკლოვირი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ რომელიც მოცემულია მუყაოზე და ტუბზე. ვარგისიანობის ვადის გასვლა გულისხმობს თვის ბოლო დღეს.
მედიკამენტის გადაგდება არ შეიძლება ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. თუ წამალი აღარ გჭირდებათ მიმართეთ ექიმს რჩევისთვის თუ როგორ განკარგოთ იგი. ამ ზომების მიღებით დაიცავთ გარემოს.
6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს აციკლოვირი კრემი
აქტიური ნივთიერებაა აციკლოვირი
კრემი შეიცავს 5 % წ/წ აციკლოვირს.
სხვა ინგრედიენტებია: ცეტოსტერილის სპირტი, კრემოფორი A6, კრემოფორი A25, მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, პროპილენგლიკოლი, თხევადი პარაფინი, არომატი (Sam-2), საინექციო წყალი.
გამოშვების ფორმა და შეფუთვის შიგთავსი
თითოეულ მუყაოს კოლოფში არის 5 გ აციკლოვირის ტუბი. ტუბს აქვს ხრახნიანი ხუფი და მასში არის რბილი, მოთეთრო ფერის კრემი.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account