Moxalone - მოქსალონი 400მგ 7 ტაბლეტი

24,38 GEL
მარაგშია
SKU
83165_3154

ჩვენებები: წიაღების ინფექცია, პნევმონია, ქალის ზედა სასქესო გზების მსუბუქი და ზომიერი ინფექციები

შეფუთვის ჩანართი: ინფორმაცია პაციენტისთვის

მოქსალონი 400 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები

გამოიყენება მოზრდილებში

მოქსიფლოქსაცინი

ამ პრეპარატის გამოყენებამდე ინსტრუქცია წაიკითხეთ ყურადღებით რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ მოცემული ინსტრუქცია. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი თავიდან წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს წამალი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ გადასცეთ იგი სხვებს. ეს შეიძლება საზიანო იყოს მათთვის, იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენი და მათი ავადმყოფობის ნიშნები ერთნაირია.  თუ შენიშნავთ გვერდით მოვლენებს, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას რომელიც ამ ჩანართში არ არის მოცემული  იხ. პუნქტი 4.

რა არის ამ ჩანართში

1. რა არის მოქსალონი და რისთვის გამოიყენება

2.  რა უნდა იცოდეთ მოქსალონის მიღებამდე

3. მოქსალონის მიღება

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

5. როგორ შევინახოთ მოქსალონი

6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

1. რა არის მოქსალონი და რისთვის გამოიყენებ

მოქსალონი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას მოქსალონს, რომელიც მიეკუთვნება ფტორქინოლონების ჯგუფის ანტიბიოტიკებს. მოქსალონი კლავს ინფექციის გამომწვევ ბაქტერიებს.

მოქსალონი გამოიყენება 18 წლის და მეტი ასაკის პაციენტებში შემდეგი ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ, როდესაც გამოწვეულია ბაქტერიებით, რომელთა წინააღმდეგ მოქმედებს მოქსალონი. მოქსალონი გამოყენებული  უნდა იქნას მხოლოდ ამ ინფექციების სამკურნალოდ, როდესაც ჩვეულებრივი ანტიბიოტიკების გამოყენება არ შეიძლება ან არ მოქმედებს:

წიაღების ინფექცია, სასუნთქი გზების ხანგრძლივი ანთების მოულოდნელი გაუარესება ან ფილტვების ანთება (პნევმონია) არაჰოსპიტალური (გარდა მძიმე შემთხვევებისა).

ქალის ზედა სასქესო გზების მსუბუქი და ზომიერი ინფექციები (მენჯის ღრუს ანთებითი დაავადება), მათ შორის, ფალოპის მილების ინფექციები და საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ინფექციები.

მოქსალონის ტაბლეტები თავისთავად არ არის საკმარისი ამ ტიპის ინფექციის სამკურნალოდ. ამრიგად, ქალის ზედა სასქესო გზების ინფექციების მკურნალობისთვის თქვენმა ექიმმა მოქსალონთან ერთად  უნდა დაგინიშნოთ სხვა ანტიბიოტიკი (იხ. პუნქტი  2. რა უნდა იცოდეთ მოქსალონის მიღებამდე, გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები, მოქსალონის მიღებამდე მიმართეთ ექიმს)

თუ მოქსალონის საინფუზიო ხსნარით მკურნალობის დასაწყისში აღინიშნება შემდეგი ბაქტერიული ინფექციების გაუმჯობესება, მკურნალობის კურსის დასრულებისთვის თქვენმა ექიმმა ასევე შეიძლება დაგინიშნოთ მოქსალონის ტაბლეტები: ფილტვების ინფექცია (პნევმონია) არაჰოსპიტალური, კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები. კანის და რბილი ქსოვილების ნებისმიერი ინექციის დროს ან ფილტვების მძიმე ინფექციებისას, საწყისი მკურნალობისთვის არ უნდა იქნას გამოყენებული მოქსალონის ტაბლეტები.

2. რა უნდა იცოდეთ მოქსალონის მიღებამდე

მიმართეთ თქვენს ექიმს თუ არ ხართ დარწმუნებული მიეკუთვნებით თუ არა ქვემოთ მოცემული პაციენტების ჯგუფს.

არ მიიღოთ მოქსალონი

თუ ხართ ალერგიული მოქსალონის აქტიური ნივთიერების, ქინოლონის ნებისმიერი ანტიბიოტიკის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (მოცემულია პუნქტში 6).
თუ ხართ ორსული ან მეძუძური
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის
თუ ანამნეზში აღგენიშნებათ ქინოლონის ანტიბიოტიკებით მკურნალობასთან დაკავშირებული მყესების  პრობლემები (იხილეთ პუნქტი გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები და პუნქტი 4. შესაძლო გვერდითი მოვლენები).
თუ დაბადებიდან ან ამჟამად გაქვთ

  • გულის პათოლოგიური რითმის ნებისმიერი მდგომარეობა (ნანახია ეკგ-ზე, გულის ელექტრულ ჩანაწერზე)
  • სისხლში მარილის ბალანსის დარღვევა (განსაკუთრებით სისხლში კალიუმის ან მაგნიუმის დაბალი დონე )
  • გულის ძალიან ნელი რიტმი (ე.წ. "ბრადიკარდია")
  • სუსტი გული (გულის უკმარისობა)
  • ანამნეზში გულის ანომალიური რითმია ან
  • თუ ღებულობთ სხვა პრეპარატებს რომლებიც იწვევენ ანომალიურ ეკგ ცვლილებებს (იხილეთ პუნქტი სხვა პრეპარატები მოქსალონი). ეს იმიტომ ხდება, რომ მოქსალონმა შეიძლება გამოიწვიოს ცვლილებები ეკგ-ზე, ეს არის QT- ინტერვალის გახანგრძლივება, ე.ი. ელექტრული სიგნალების შეფერხება.
  • თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე დაავადება ან ღვიძლის ფერმეტების მატება (ტრანსამინაზა), ნორმალურ ზღვარზე 5-ჯერ მეტი.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

ამ პრეპარატის მიღებამდე

არ მიიღოთ ფტორქინოლონის/ქინოლონის ანტიბაქტერიული საშუალებები, მათ შორის მოქსალონი, თუ ქინოლონის ან ფტორქინოლონის მიღებისას წარსულში აღგენიშნებოდათ რომელიმე სიერიოზული უარყოფითი რეაქცია. ამ სიტუაციაში დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს.

მოქსალონის მიღებამდე მიმართეთ ექიმს

მოქსალონმა შეიძლება შეცვალოს გულის ეკგ, განსაკუთრებით თუ ხართ მდედრობითი სქესის, ან ხართ ხანდაზმული. მოქსალონის მიღებამდე მიმართეთ ექიმს თუ ამჟამად ღებულობთ რომელიმე ისეთ პრეპარატს რაც ამცირებს სისხლში კალიუმის დონეს (იხილეთ ასევე პუნქტები არ მიიღოთ მოქსალონი და სხვა პრეპარატები და მოქსალონი).
თუ მოქსალონის მიღების შემდეგ ოდესმე გქონიათ ძლიერი გამონაყარი კანზე ან კანის აქერცვლა, ბუტუკები და ან წყლულები პირში.
თუ გაქვთ ეპილეფსია ან ისეთი მდგომარეობა, რომელიც კრუნჩხვებს იწვევს, მოქსალონის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
თუ თქვენ გაქვთ ან ოდესმე გქონიათ რაიმე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა, მოქსალონის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
თუ გაქვთ მიასთენია გრავისი (კუნთების პათოლოგიური დაღლილობა, რაც იწვევს სისუსტეს და სერიოზულ შემთხვევებში დამბლას), მოქსალონის მიღებამ შეიძლება გააუარესოს თქვენი დაავადების სიმპტომები. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს თუ ფიქრობთ, რომ თქვენზე გავლენას ახდენს.
თუ თქვენი დიაგნოზია დიდი სისხლძარღვის გადიდება ან "სისხლძარღვის ვარიკოზული გაფართოება" (აორტის ანევრიზმა ან დიდი სისხლძარღვის პერიფერიული ანევრიზმა).
თუ წინათ აღგენიშნებოდათ აორტის განშრევების ეპიზოდი (აორტის კედლის გახევა).
თუ ოჯახურ ანამნეზში აღგენიშნებათ აორტის ანევრიზმა ან აორტის განშრევება ან სხვა რისკ ფაქტორები ან წინასწარგანწყობილი პირობები (მაგ: შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები, როგორიც არის მარფანის სინდრომი ან ვასკულარული ელერს-დანლოსის სინდრომი ან სისხლძარღვთა დარღვევები, როგორიც არის ტაკაიასუს არტერიტი, გიგანტურუჯრედოვანი არტერიტი, ბეჩეტის დაავადება, მაღალი არტერიული წნევა ან ცნობილია ათეროსკლეროზი.)
თუ ხართ დიაბეტიკი, რადგან  თქვენ შეიძლება აღგენიშნოთ სისხლში შაქრის დონის შეცვლის რისკი მოქსალონის მიღებისას.
თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრს გაქვთ გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი (იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადება), უთხარით ექიმს, რომელიც გირჩევთ შესაფერისია თუ არა თქვენთვის მოქსალონის მიღება.
თუ აღგენიშნებათ ქალთა ზედა სასქესო ორგანოების გართულებული ინფექცია   (მაგ: რაც უკავშირდება ფალოპის მილების და საკვერცხეების ან მენჯის ღრუს აბსცესს), თქვენი ექიმი გაითვალისწინებს ინტრავენურად მკურნალობის საჭიროებას, მოქსალონის ტაბლეტებით მკურნალობა არ არის სათანადო.
ქალთა ზედა სასქესო ორგანოების მსუბუქიდან საშუალომდე სიმძიმის ინფექციების მკურნალობისთვის მოქსალონთან ერთად ექიმი დაგინიშნავთ სხვა ანტიბიოტიკს. მიმართეთ ექიმს  თუ 3 დღიანი მკურნალობის შემდეგ არ გაუმჯობესდება სიმპტომები.
 

მოქსალონის მიღებისას

  •  თქვენ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს თუ მკურნალობის პერიოდში აღგენიშნებათ გახშირებული გულისცემა ან არასწორი გულისცემა. მან შეიძლება მოისურვოს ეკგ-ს ჩატარება გულის რითმის გაზომვის მიზნით.
  • დოზის გაზრდით შესაძლოა გაიზარდოს გულის პრობლემების რისკი. აქდან გამომდინარე, უნდა მიიღოთ რეკომენდებული დოზები.
  • არსებობს ძალიან იშვიათი შანსი იმისა იმისა, რომ შესაძლოა აღგენიშნოთ მძიმე, მოულოდნელი ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსიური რეაქცია/შოკი), პირველი დოზის მიღების შემთხვევაშიც კი. სიმპტომები მოიცავს გულმკერდის შებოჭილობას, თავბრუსხვევის შეგრძნებას, გულისრევის ან გულის წასვლის შეგრძნებას, ან ფეხზე ადგომისას თავბრუსხვევას. ასეთ შემთხვევაში შეწყვიტეთ მოქსალონის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.
  • მოქსალონმა შესაძლოა გამოიწვიოს ღვიძლის სწრაფი და მძიმე ანთება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისათვის საშიში ღვიძლის უკმარისობა (ფატალური შემთხვევების ჩათვლით, იხ. პუნქტი 4. შესაძლო გვერდითი მოვლენები). თუ მოულოდნელად თავს იგრძნობთ ცუდად და/ან გაქვთ გულისრევის შეგრძნება და ასევე თვალის სკლერას სიყვითლე, მუქი ფერის შარდი, კანის ქავილი, სისხლდენის მიდრეკილება ან ღვიძლით იდუცირებული ტვინის დაავადება (ღვიძლის ფუნქციის შემცირების სიმპტომები ან ღვიძლის სწრაფი და მძიმე ანთება) გთხოვთ, დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს ტაბლეტების მიღებამდე.
  • კანის სერიოზული რეაქციები

კანის სერიოზული რეაქციები, რომელიც აღინიშნა მოქსალონის გამოყენებისას მოიცავს: სტივენს ჯონსონის სინდრომს, ტოქსიკურ ეპიდერმულ ნეკროლიზს და მწვავე გენერალიზებულ ეგზანთემურ პუსტულოზს.

  • სჯს/ტენ თავდაპირველად შეიძლება გამოჩნდეს როგორც მოწითალო სამიზნეს მსგავსი ლაქები ან წრიული ფოლაქები, ხშირად ცენტრალური ბუშტუკებით ტანზე. ასევე შესაძლოა აღინიშნოს პირის, ყელის, ცხვირის, გენილატიების და თვალის წყლულები (წითელი და შეშუპებული თვალები). კანის ამ სერიოზულ გამონაყარებს ხშირად წინ უძღვის ცხელება და / ან გრიპის მსგავსი სიმპტომები. გამონაყარი შეიძლება პროგრესირებდეს კანის ფართო აქერცვლით და სიცოცხლისთვის საშიში გართულებებით ან იყოს ფატალური.
  • მწვავე გენერალიზებული ეგზანთემური პუსტულოზი (მგეპ) მკურნალობის დასაწყისში აღინიშნება წითელი, ქერცილიანი ფართოდ გავრცელებული გამონაყარის, კანქვეშ მუწუკების და ბუშტუკების სახით, რომელსაც თან ახლავს ცხელება. ყველაზე გავრცელებული ადგილმდებარეობაა: ძირითადად ლოკალიზებულია კანის ნაკეცებზე, ტანზე და ზედა კიდურებზე.

თუ განვითარდება სერიოზული გამონაყარი ან კანის სხვა სიმპტომები, შეწყვიტეთ მოქსალონის მიღება და დაუკავშირდით ექიმს ან დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.

  • ქინოლონის ანტიბიოტიკებმა, მოქსალონის ჩათვლით შესაძლოა გამოიწვიოს კონვულსიები. ამ შემთხვევაში შეწყვიტეთ მოქსალონის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

ხანგრძლივი, ინვალიდიზირებადი და პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული გვერდითი მოვლენები

  • ფტორქინოლონები/ქინოლონების ანტიბაქტერიული პრეპარატები, მათ შორის მოქსალონი  დაკავშირებულია ძალიან იშვიათად, მაგრამ სერიოზულ გვერდით მოვლენებთან, ზოგიერთი მათგანი დიდხანს გრძელდება (გრძელდება თვეები ან წლები), ინვალიდიზირებადი ან პოტენციურად შეუქცევადი. ეს მოიცავს მყესების, კუნთების, სახსრების, ზემო და ქვემო კიდურების ტკივილს, სიარულის გაძნელებას,  არანორმალურ შეგრძნებებს, როგორიც არის ჩხვლეტა, წიწკნა, ღიტინი, დაბუჟება ან წვა (პარესთეზია), მგრძნობელობის დარღვევებს, მათ შორის მხედველობის, გემოს, სუნის და სმენის დარღვევას, დეპრესიას, მეხსიერების დარღვევას, ძლიერ დაღლილობას და ძილის ძლიერ დარღვევებას. თუ მოქსალონის მიღების შემდეგ განვითარდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, მკურნალობის გაგრძელებამდე დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. თქვენ და თქვენი ექიმი გადაწყვეტთ მკურნალობის გაგრძელებას, სხვა კლასის ანტიბიოტიკების გათვალისწინებით.
  • შესაძლოა იშვიათად აღგენიშნოთ ნერვის დაზიანების სიმპტომები (ნეიროპათია) როგორიც არის ტკივილი, წვა, წიწკნა, დაბუჟება და/ან სისუსტე განსაკუთრებით ტერფებში და ფეხებში ან ხელებში და მკლავებში. ასეთ შემთხვევაში შეწყვიტეთ მოქსალონის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს პოტენციურად შეუქცევადი მდგომარეობის განვითარების თავიდან ასაცილებლად.
  • შესაძლოა პირველივე ჯერზე აღგენიშნოთ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, ქინოლონის ანტიბიოტიკების მიღებისას, მათ შორის მოქსალონის ჩათვლით. ძალიან იშვიათ შემთხვევებში დეპრესიამ ან ფსიქიატრიულმა პრობლემებმა გამოიწვია თვითმკვლელობის აზრები და თვითდაზიანებითი ქცევა, როგორიცაა თვითმკვლელობის მცდელობა (იხ. პუნქტი 4. შესაძლო გვერდითი მოვლენები). ასეთი რეაქციების განვითარების შემთხვევაში, შეწყვიტეთ მოქსალონის  მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.
  • შეიძლება განვითარდეს დიარეა, ანტიბიოტიკების მიღებისას ან შემდეგ მოქსალონის ჩათვლით. თუ ეს მიიღებს მძიმე ან მუდმივ ხასიათს ან შეამჩნევთ, რომ თქვენი განავალი შეიცავს სისხლს ან ლორწოს, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ მოქსალონის მიღება და კონსულტაციისთვის მიმართოთ ექიმს. არ უნდა მიიღოთ ისეთი მედიკამენტები, რომლებიც აჩერებენ ან ანელებენ ნაწლავის მოძრაობას.
  • შესაძლოა იშვიათად აღინიშნოს სახსრების ტკივილი და შეშუპება ან მყესების ანთება ან გაწყვეტა (იხ. პუნქტი არ მიიღოთ მოქსალონი და 4. შესაძლო გვერდითი მოვლენები). რისკი იზრდება თუ ხართ ხანდაზმული (60 წელზე მეტი ასაკის), გაქვთ ორგანოს გადანერგვა ან თუ ღებულობთ კორტიკოსტეროიდებს. მყესების ანთება და გაწყვეტა შესაძლოა მოხდეს მკურნალობიდან 48 საათის განმავლობაში ან მოქსალონის მკურნალობის დამთავრებიდან რამდენიმე თვის შემდეგ. მყესების ტკივილის ან ანთების პირველივე ნიშნებისას (მაგ: კოჭში, მაჯაში, იდაყვში, მხრში ან მუხლში), შეწყვიტეთ მოქსალონის მიღება, დაუკავშირდით ექიმს და დაასვენეთ მტკივნეული ადგილი. მოერიდეთ დეზმეტად დატვირთვას, რადგან ამით შესაძლოა გაიზარდოს მყესის გაწყვეტის რისკი.დაუყოვნებლივ მიმართეთ გადაუდებელი დახმარების განყოფილებას, თუ გრძნობთ მოულოდნელ, მწვავე ტკივილს მუცელში, გულ მკერდში ან ზურგში.
  • თუ ხართ ხანდაზმული და გაქვთ თირკმელის პრობლემები, დარწმუნდით, რომ სვამთ ბევრს მოქსალონის მიღებისას. გაუწყლოების შემთხვევაში შეიძლება გაზარდოს თირკმელების უკმარისობის რისკი.
  • თუ გაუარესდება მხედველობა ან შეამჩნევთ თვალებზე სხვა გავლენას, კონსულტაციისთვის დაუყოვნებლივ მიმართეთ ოკულისტს (იხ. პუნქტები ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება და 4. შესაძლო გვერდითი მოვლენები).
  • ფტორქინოლონის ანტიბიოტიკებმა შესაძლოა გამოიწვიონ სისხლში შაქრის დონის მატება ნორმალურ ზღვარს ზემოთ (ჰიპერგლიკემია), ან სისხლში შაქრის დონის შემცირება ნორმალურ ზღვარს ქვემოთ (ჰიპორგლიკემია), რაც მძიმე შემთხვევებში პოტენციურად იწვევს ცნობიერების დაკარგვას (ჰიპოგლიკემიური კომა) (იხ. პუნქტი 4. შესაძლო გვერდითი მოვლენები). თუ გაქვთ დიაბეტი, უნდა მოხდეს სისხლში შაქრის დონის ხშირი მონიტორინგი.
  • ქინოლონის ანტიბიოტიკებმა თქვენი კანი შესაძლოა გახადოს უფრო მგრძნობიარე მზის სინათლის ან ულტრაიისფერი სინათლის მიმართ. უნდა მოერიდოთ მზეზე ან ძლიერ მზის სინათლეზე ხანგრძლივად ყოფნას და მოქსალონის მიღებისას არ მიმართოთ სოლარიუმს ან ნებისმიერ სხვა ულტრაიისფერ გასარუჯ საშუალებას.
  • ძლიერი დამწვრობების, ღრმა ქსოვილის ინფექციების და დიაბეტური ტერფის ინფექციების, ოსტეომიელიტის (ძვლის ტვინის ინფექცია) მკურნალობისთვის მოქსალონის ეფექტურობა არ არის დადგენილი.

ბავშვები და მოზარდები

ეს პრეპარატი არ მისცეთ ბავშვებს და 18 წლამდე ასაკის მოზარდებს, რადგან ამ ასაკობრივ ჯგუფში არ არის დადგენილი მისი ეფექტურობა და უსაფრთხოება (იხ. პუნქტი არ მიიღოთ მოქსალონი).

სხვა პრეპარატები და მოქსალონი

უთხარით ექიმს ან ფარმაცევტს თუ ღებულობთ სხვა წამლებს, ღებულობდით ცოტა ხნის წინ ან შესაძლოა რომ მიიღოთ.

მოქსალონის მიღებისას უნდა იცოდეთ შემდეგი:

არსებობს გულის რითმის შეცვლის გაზრდილი რისკი თუ ღებულობთ მოქსალონის და სხვა პრეპარატებს რომლებიც გავლენას ახდენენ გულზე. აქედან გამომდინარე, არ მიიღოთ მოქსალონი შემდეგ პრეპარატებთან ერათად:

  • ანტიარითმიული ჯგუფის პრეპარატები (მაგ: ქუინიდინი, ჰიდროქუინიდინი, დისოპირამიდი, ამიოდარონი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი);
  • ანტიფსიქოზური საშუალებები (მაგ: ფენოთიაზინი, პიმოზიდი, სერტინდოლი, ჰალოპერიდოლი, სულტოპრიდი);
  • ტრიციკლური ანტიდეპრესანტები
  • ზოგიერთი ანტიმიკრობული საშუალება (მაგ: საქუინავირი, სპარფლოქსაცინი, ინტრავენური ერითრომიცინი, პენტამიდინი,  მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატები, განსაკუთრებით ჰალოფანტრინი);
  • ზოგიერთი ანტიჰისტამინი (მაგ: ტერფენადინი, ასტემიზოლი, მიზოლასტინი);
  • სხვა პრეპარატები (მაგ: ციზაპრიდი, ინტრავენური ვინკამინი, ბეპრიდილი და დიფემანილი).

ექიმს უნდა უთხრათ თუ ღებულობთ სხვა პრეპარატებს, რომლებმაც შეიძლება შეამცირონ სისხლში კალიუმის დონე (მაგ: ზოგიერთი შარდმდენი, საფაღარათო და სასაქმებელი საშუალება [დიდი დოზა] ან კორტიკოსტეროიდები [ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები], ამფოტერიცინი B) ან გამოიწვიოს გულის რითმის შენელება, რადგან ამან ასევე შეიძლება გაზარდოს გულის რითმის სერიოზული დარღვევების რისკი მოქსალონის მიღების დროს.
მოქსალონის ტაბლეტების მოქმედება შეიძლება შეამცირონ პრეპარატებმა, რომლებიც შეიცავენ მაგნიუმს ან ალუმინს (როგორიც არის ანტაციდები დისპეპსიისთვის), რკინას, თუთიას ან დიდანოზინს ან სუკრალფატის შემცველმა ნებისმიერმა პრეპარატმა (კუჭის დარღვევების სამკურნალო). მოქსალონი მიიღეთ სხვა წამლების მიღებიდან 6 საათით ადრე ან შემდეგ.
მოქსალონის ტაბლეტებთან ერთად ნახშირის შემცველი პრეპარატების მიღება ამცირებს მოქსალონის მოქმედებას. რეკომენდებულია რომ ეს პრეპარატები არ იქნას ერთდროულად მიღებული.
თუ ამჟამად ღებულობთ სისხლის გამათხელებელ პრეპარატებს (პერორალური ანტიკოაგულანტები, როგორიცაა ვარფარინი), შეიძლება საჭირო გახდეს ექიმის მხრიდან სისხლის შედედების დროზე მონიტორინგი.
მოქსალონის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

მოქსალონის მიღება შეიძლება საკვებთან და სასმელთან ერთად (რძის პროდუქტების ჩათვლით).

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

არ მიიღოთ მოქსალონი თუ ხართ ორსული ან მეძუძური.

თუ ხართ ორსული ან მეძუძური, ფიქრობთ რომ შესაძლოა იყოთ ორსული ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ცხოველებში ჩატარებული კვლევები არ მიუთითებს ამ პრეპარატის მიღებით ფერტილობის დარღვევებზე.

ავტომანქანის მართვა და მექანიზმების გამოყენება

მოქსალონის მიღებისას თქვენ შესაძლოა გქონდეთ თავბრუსხვევის შეგრძნება ან თავბრუსხვევა, შესაძლოა აღინიშნოს უეცარი, გარდამავალი მხედველობის დაკარგვა, ან მცირე ხნით დაკარგოთ გონება. თუ პრეპარატი თქვენზე ახდენს გავლენას, მაშინ არ მართოთ ავტომობილი და არ იმუშაოთ  მექანიზმებთან.

მოქსალონი შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს

თუ ექიმმა გითხრათ, რომ თქვენ გაქვთ შაქრის აუტანლობა, მოქსალონის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

ამ პრეპერატის ყოველი აპკით შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 1 მილიმოლზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მილიგრამი), რაც არსებითად რომ ვთქვათ „ნატრიუმისგან თავისუფალია“.

3. როგორ მივიღოთ მოქსალონი

პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ექიმის ან ფარმაცევტის მითითების შესაბამისად. თუ არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

მოზრდილების რეკომენდებული დოზაა 400 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტი ერთჯერ დღეში.

მოქსალონის ტაბლეტები მიიღება პერორალურად. ტაბლეტი გადაყლაპეთ მთლიანად (მწარე გემოს შესანიღბად) და მიაყოლეთ ბევრი სითხე. მოქსალონის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან მის გარეშე. ეცადეთ რომ ტაბლეტი მიიღოთ ყოველდღე ერთი და იგივე დროს.

ხანდაზმულ, სხეულის ნაკლები წონის მქონე  ან თირკმლის პრობლემების მქონე პაციენტებში შესაძლებელია იგივე დოზის მიღება.

მოქსალონის მიღების დრო დამოკიდებულია თქვენს ინფექციაზე. თუ ექიმი არ გირჩევთ სხვაგვარად მკურნალობა იქნება შემდეგნაირი:

ქრონიკული ბრონქიტის უეცარი გაუარესებისთვის (მწვავე ქრონიკული ობსტრუქციული ფილტვის დაავადების, მათ შორის ბრონქიტის გამწვავება) 5-10 დღე.
ფილტვების ინფექციისთვის (პნევმონია) გარდა პნევმონიისა, რომელიც იწყება საავადმყოფოში ყოფნის დროს 10 დღე.
წიაღების მწვავე ინფექცისთვის (მწვავე ბაქტერიული სინუსიტი) 7 დღე.
ქალთა ზედა სასქესო გზების მსუბუქიდან ზომიერამდე ხასიათის ინფექციებისთვის (მენჯის ღრუს ანთებითი დაავადება), ფალოპის მილების და საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ინფექციის ჩათვლით  - 14 დღე.

როდესაც მოქსალონის აპკით შემოგარსული ტაბლეტები გამოიყენება თერაპიის კურსის დასასრულებლად, რომელიც დაიწყო მოქსალონის საინფუზიო ხსნარით, გამოყენების რეკომენდებული ხანგრძლივობაა:

ფილტვების ინფექცია (პნევმონია) არაჰოსპიტალური - 7-14 დღე. პნევმონიის მქონე პაციენტების უმრავლესობა ჩართული იყო მოქსალონის აპკით შემოგარსული ტაბლეტებით პერორალურ მკურნალობაში 4 დღის განმავლობაში.
კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები 7-21 დღე. კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციებს მქონე პაციენტების უმრავლესობა ჩართული იყო მოქსალონის აპკით შემოგარსული ტაბლეტებით პერორალურ მკურნალობაში 6 დღის განმავლობაში.
მნიშვნელოვანია, რომ მკურნალობის კურსი დაასრულოთ იმ შემთხვევაშიც კი, თუ რამდენიმე დღის შემდეგ უკეთესად იგრძნობთ თავს. თუ მალევე შეწყვეტთ მოქსალონის მიღებას, ინფექცია შეიძლება სრულად არ განიკურნოს და ინფექცია შეიძლება დაბრუნდეს, ან თქვენი მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს. ინფექციის გამომწვევი ბაქტერიები შესაძლოა რეზისტენტული გახდეს მოქსალონის მიმართ.

დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს რეკომენდებულს  (იხ. პუნქტი 2. რა უნდა იცოდეთ მოქსალონის მიღებამდე, გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები).

თუ ღებულობთ მეტ მოქსალონს ვიდრე უნდა ღებულობდეთ

თუ დღეში ერთ ტაბლეტზე მეტს იღებთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას. შეეცადეთ წაიღოთ დარჩენილი ტაბლეტები, შეფუთვა ან ეს ბროშურა, რათა ექიმს ან ფარმაცევტს აჩვენოთ ის, რაც მიიღეთ.

თუ დაგავიწყდათ მოქსალონის მიღება

თუ დაგავიწყდათ ტაბლეტის მიღება, მიიღეთ იგი როგორც კი გაგახსენდებათ იმავე დღეს. თუ არ გაგახსენდებათ იმავე დღეს, მიიღეთ ჩვეულებრივი დოზა (ერთი ტაბლეტი) მეორე დღეს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა, რომ შეავსოთ დავიწყებული დოზა.

თუ არ ხართ დარწმუნებული იმაში, თუ რა უნდა გააკეთოთ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ შეწყვეტთ მოქსალონის მიღებას

თუ ძალიან მალე შეწყვეტთ ამ წამლის მიღებას, ინფექცია შეიძლება სრულად არ განკურნოს. მიმართეთ ექიმს, თუ მკურნალობის კურსის დასრულებამდე გსურთ ტაბლეტების მიღების შეწყვეტა.

ამ პრეპარატის შესახებ დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა შემთხვევაში. მოქსალონით მკურნალობის დროს ყველაზე სერიოზული გვერდითი მოვლენები მოცემულია ქვემოთ:

თუ შენიშნავთ

გულის პათოლოგიური სწრაფი რითმი (იშვიათი გვერდითი მოვლენა)
რომ მოულოდნელად დაგეწყოთ უსიამოვნო შეგრძნება ან შეამჩნევთ სიყვითლეს თვალების სკლერაზე, მუქ შარდს, კანის ქავილს, სისხლდენის ტენდენციას ან აზროვნების ან სიფხიზლის დარღვევას (ეს შეიძლება იყოს ღვიძლის ელვისებური ანთების ნიშნები და სიმპტომრბი, რასაც პოტენციურად მივყავართ სიცოცხლისათვის საშიშ ღვიძლის უკმარისობამდე (ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენა, აღინიშნა ფატალური შემთხვევები).
კანის სერიოზული გამონაყარი, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი. შეიძლება გამოვლინდეს მოწითალო სამიზნეს მსგავსი ლაქების ან წრიული ფოლაქების სახით, ხშირად ცენტრალური ბუშტუკებით ტანზე, კანის აქერცლით, პირის, ყელის, ცხვირის, გენილატიების და თვალის წყლულებით და მას შეიძლება წინ უძღოდეს ცხელება და გრიპის მსგავსი სიმპტომები (ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები, პოტენციურად სიცოცხლისათვის სახიფათო).
წითელი, ფართოდ გავრცელებული გამონაყარი კანის ქვეშ მუწუკებით და ბუშტუკებით, რომელსაც თან ახლავს ცხელება მკურნალობის დაწყებისთანავე (მწვავე გენერალიზებული ეგზანთემური პუსტულოზი) (ამ გვერდითი მოვლენის სიხშირე არ არის ცნობილი).
სინდრომი, რომელიც დაკავშირებულია წყლის გამოყოფის დაღვევასთან და ნატრიუმის დაბალ დონესთან (აჰასს) (ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენა).
სისხლში შაქრის დონის ძლიერი დაქვეითებით განპირობებული ცნობიერების დაკარგვა (ჰიპოგლიკემიური კომა) (ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენა).
სისხლძარღვების ანთება (ნიშნები შეიძლება იყოს წითელი ლაქები კანზე, ჩვეულებრივ, ქვემო კიდურებზე ან სახსრების ტკივილის მსგავსი ეფექტები) (ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენა).
მძიმე, მოულოდნელი გენერალიზებული ალერგიული რეაქცია, ძალიან იშვიათად  სიცოცხლისათვის საშიში შოკის ჩათვლით (მაგ. სუნთქვის გაძნელება, არტერიული წნევის ვარდნა, აჩქარებული პულსი) (იშვიათი გვერდითი მოვლენა).
შეშუპება, სასუნთქი გზების შეშუპების ჩათვლით (იშვიათი გვერდითი მოვლენა, პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიში).
კონვულსიები (იშვიათი გვერდითი მოვლენა).
ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიცაა ტკივილი, წვა, ჩხვლეტა, დაბუჟება და / ან სისუსტე კიდურებში (იშვიათი გვერდითი მოვლენა).
დეპრესია (ძალიან იშვიათ შემთხვევებში მივყავართ თვითდაზიანებამდე, მაგალითად სუიციდური იდეები / აზრები, ან თვითმკვლელობის მცდელობა) (იშვიათი გვერდითი მოვლენა).
ფსიქოზი (პოტენციურად მივყავართ თვითდაზიანებამდე, როგორიცაა თვითმკვლელობის იდეები / აზრები, ან თვითმკვლელობის მცდელობა) (ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენა).
ძლიერი დიარეა, რომელიც შეიცავს სისხლს და/ან ლორწოს (ანტიბიოტიკებთან დაკავშირებული კოლიტი, ფსევდომემბრანული კოლიტის ჩათვლით), რომელიც ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს სიცოცხლისათვის საშიში გართულებებით (იშვიათი გვერდითი მოვლენები).
მყესების ტკივილი და შეშუპება (ტენდინიტი) (იშვიათი გვერდითი მოვლენა) ან მყესის გაწყვეტა (ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენა).
კუნთების სისუტე, სისუსტე ან ტკივილი და განსაკუთრებით, თუ ამავდროულად, თავს ცუდად გრძნობთ, გაქვთ მაღალი ტემპერატურა ან მუქი შარდი. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს კუნთების პათოლოგიური დარღვევით, რაც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს და გამოიწვიოს თირკმელების პრობლემები (მდგომარეობა რომელსაც ეწოდება რაბდომილოზი) (ამ გვერდითი მოვლენის სიხშირე არ არის ცნობილი).
შეწყვიტეთ მოქსალონის მიღება და დაუყოვნებლივ უთხარით ექიმს, რადგან თქვენ შესაძლოა დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.

გარდა ამისა,  თუ შენიშნავთ

მხედველობის გარდამავალ დაკარგვას (ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენა),
თვალების დისკომფორტს ან ტკივილს, განსაკუთრებით სინათლეზე ექსპოზიციისას (ძალიან იშვიათიდან იშვიათამდე ხასიათის გვერდითი მოვლენა).
დაუყოვნებლივ მიმართეთ ოკულისტს

თუ მოქსალონის მიღებისას აღგენიშნებათ სიცოცხლისთვის საშიში არარეგულარული გულისცემა (პარკუჭების ციმციმი) ან გულისცემის შეჩერება  (ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები), დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, რომ თქვენ მიიღეთ მოქსალონი და ხელახლა არ დაიწყოთ მკურნალობა.

ძალიან იშვიათ შემთხვევებში დაფიქსირდა მიასთენია გრავისის სიმპტომების გაუარესება. ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

თუ გაქვთ დიაბეტი და ამჩნევთ სისხლში შაქრის დონის მატებას ან კლებას (იშვიათი ან ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენა), დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.

თუ ხართ ხანდაზმული თირკმლის არსებული პრობლემებით და შეამჩნევთ შარდის გამოყოფის შემცირებას, ფეხების, კოჭების ან ტერფის შეშუპებას, დაღლილობას, გულისრევას, ძილიანობას, ქოშინს ან ცნობიერების დაბინდვას (ეს შეიძლება იყოს თირკმელის უკმარისობის ნიშნები და სიმპტომები, იშვიათი გვერდითი მოვლენა), დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც დაფიქსირდა მოქსალონით მკურნალობის დროს, ჩამოთვლილია ქვემოთ:

ხშირი (შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1-მდე პაციენტში)

გულისრევა
დიარეა
თავბრუსხვევა
კუჭისა და მუცლის ტკივილი
 პირღებინება
თავის ტკივილი
სისხლში ღვიძლის სპეციალური ფერმენტის მომატება (ტრანსამინაზები)
რეზისტენტული ბაქტერიებით ან სოკოებით გამოწვეული ინფექციით, მაგ. კანდიდათი გამოწვეული პირის ღრუს და ვაგინალური ინფექციები
 გულის რითმის ცვლილება (ეკგ) სისხლში კალიუმის დაბალი დონის მქონე პაციენტებში
არახშირი (შეიძლება გავლენა იქონიოს 100-დან 1-მდე პაციენტში)

გამონაყარი
კუჭის გაღიზიანება (დისპეპსია / გულძმარვა)
გემოს შეცვლა (ძალიან იშვიათ შემთხვევებში გემოს დაკარგვა)
ძილის პრობლემები (ძირითადად ძილის ნაკლებობა)
სისხლში ღვიძლის სპეციალური ფერმენტის მომატება (გამა-გლუტამილ ტრანსფერაზა და / ან ტუტე ფოსფატაზა)
ლეიკოციტების მცირე რაოდენობა (ლეიკოციტები, ნეიტროფილები)
ყაბზობა
ქავილი
თავბრუსხვევის შეგრძნება (ტრიალის შეგრძნება ან დაცემა)
ძილიანობა
მეტეორიზმი
გულის რითმის შეცვლა (ეკგ)
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (სისხლში ღვიძლის სპეციალური ფერმენტის მომატება (LDH))
მადის და საკვების მიღების შემცირება
ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება
ტკივილები, როგორიცაა ზურგის, გულმკერდის, მენჯის და კიდურების ტკივილი
სისხლის შედედებისთვის აუცილებელი სისხლის სპეციალური უჯრედების ზრდა
ოფლიანობა
ლეიკოციტების სპეციალიზებული ზრდა (ეოზინოფილები)
შფოთვა
ცუდად ყოფნა (ძირითადად სისუსტე ან დაღლილობა)
კანკალი
სახსრების ტკივილი
გახშირებული გულისცემა
არარეგულარული და ჩქარი გულისცემა
სუნთქვის გაძნელება, ასთმური მდგომარეობების ჩათვლით
სისხლში სპეციალური საჭმლის მომნელებელი ფერმენტის მომატება (ამილაზა)
მოუსვენრობა / მღელვარება
ჩხვლეტის შეგრძნება (ჩხვლეტა) და / ან დაბუჟება
გამონაყარი კანზე
სისხლძარღვების გაგანიერება
ცნობიერების დაბინდვა და დიზორიენტაცია
სისხლის შედედებისთვის აუცილებელი სისხლის სპეციალური უჯრედების დაქვეითება
მხედველობის დარღვევები გაორმაგებული და ბუნდოვანი ხედვის ჩათვლით
სისხლის შედედების შემცირება
სისხლში ლიპიდების ზრდა (ცხიმები)
ერითროციტების რაოდენობის შემცირება
კუნთების ტკივილი
ალერგიული რეაქცია
სისხლში ბილირუბინის მატება
კუჭის ანთება
გაუწყლოება
გულის რითმის მძიმე დარღვევები
კანის სიმშრალე
სტენოკარდია
იშვიათი (შეიძლება გავლენა იქონიოს 1,000-დან 1-მდე პაციენტში)

კუნთების შეკუმშვა
კუნთების სპაზმი
 ჰალუცინაცია
მაღალი არტერიული წნევა
შეშუპება (ხელების, ფეხების, კოჭების, ტუჩების, პირის ღრუს, ყელის)
დაბალი არტერიული წნევა
თირკმლის ფუნქციის დარღვევა (თირკმელების სპეციალური ლაბორატორიული ტესტის შედეგების ზრდის ჩათვლით, როგორიცაა შარდოვანა და კრეატინინი)
ღვიძლის ანთება
პირის ღრუს ანთება
ხმაური ყურებში
სიყვითლე (თვალების სკლერას ან კანის სიყვითლე)
კანის მგრძნობელობის დაქვეითება
ანომალიური სიზმრები
კონცენტრაციის დარღვევა
ყლაპვის გაძნელება
ყნოსვის შეცვლა (სუნის დაკარგვის ჩათვლით)
ბალანსის დარღვევა და ცუდი კოორდინაცია (თავბრუსხვევის გამო)
მეხსიერების ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა
სმენის დაკარგვა, სიყრუის ჩათვლით (ჩვეულევრივ შექცევადი)
სისხლში შარდმჟავას მატება
ემოციური არასტაბილურობა
მეტყველების დარღვევა
გულის წასვლა
კუნთების სისუსტე
ძალიან იშვიათი (შეიძლება გავლენა იქონიოს 10,000-დან 1-მდე პაციენტში)

ერითროციტების, ლეიკოციტების და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (პანციტოპენია)
სახსრების ანთება
გულის ანომალიური რითმები
კანის მგრძნობელობის მომატება
გაშორიშორების გრძნობა (არ გავხარ საკუთარ თავს)
სისხლის შედედების ზრდა
კუნთების სიმტკიცე
ლეიკოციტების განსაკუთრებული დაქვეითება (აგრანულოციტოზი).
ძალიან იშვიათად აღინიშნა ხანგრძლივი (თვეების ან წლების მანძილზე) ან მუდმივი ხასიათის წამლის უარყოფითი რეაქციის შემთხვევები, როგორიცაა მყესის ანთება, მყესის გაწყვეტა, სახსრების ტკივილი, კიდურების ტკივილი, სიარულის გაძნელება, ანომალიური შეგრძნებები, როგორიცაა ჩხვლეტა, წიწკნა, წვა, დაბუჟება ან ტკივილი (ნეიროპათია), დეპრესია, დაღლილობა, ძილის დარღვევები, მეხსიერების დარღვევა, ასევე სმენის, მხედველობის, გემოს და სუნის დარღვევა, რაც შეიძლება დაკავშირებული იყო ქინოლონის და ფტორქინოლონის ანტიბიოტიკების მიღებასთან, ზოგიერთ შემთხვევაში, მიუხედავად არსებული რისკის ფაქტორებისა.

გარდა ამისა, იშვიათად გვხვდება შემდეგი გვერდითი მოვლენების იშვიათი შემთხვევები, რომლებიც გამოვლინდა ქინოლონის სხვა ანტიბიოტიკებით მკურნალობის შემდეგ, რაც შეიძლება ასევე აღინიშნოს მოქსალონით მკურნალობის დროს:

  • თავის ქალაში წნევის მომატება (სიმპტომები მოიცავს თავის ტკივილს, მხედველობის პრობლემებს ბუნდოვანი მხედველობის ჩათვლით, ”ბრმა” ლაქები, ორმაგი ხედვა, მხედველობის დაკარგვა)
  • სისხლში ნატრიუმის დონის მომატება
  • სისხლში კალციუმის დონის მომატება
  • ერითროციტების რაოდენობის შემცირების განსაკუთრებული ტიპი (ჰემოლიზური ანემია)
  • კანის მგრძნობელობის მომატება მზის ან ულტრაიისფერი შუქის მიმართ.

გვერდითი მოვლენების მოხსენება

გვერდითი მოვლენების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ისეთ გვერდით მოვლენებს რომელიც ამ ჩანართში არ არის მოცემული.

5. როგორ შევინახოთ მოქსალონი

შეინახეთ არაუმეტეს 30˚C ტემპერატურაზე

მოარიდეთ სინათლეს და ნესტს

ყველა პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

პრეპარატები არ გადაყაროთ ჩამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. თუ პრეპარატი აღარ გჭირდებათ მისი განკარგვისთვის მიმართეთ ფარმაცევტს. ამ ზომების მიღებით თქვენ დაიცავთ გარემოს.

6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს მოქსალონი

აქტიური ნივთიერებაა მოქსიფლოქსაცინი. ყოველი აპკით შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 400 მილიგრამ მოქსიფლოქსაცინს, მოქსიფლოქსაცინის ჰიდროქლორიდის BP სახით.
სხვა ინგრედიენტებია:
სიმისნდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, (ავიცელი-PH 101), პოლივინილპიროლიდონი, მაგნიუმის სტეარატი, გასუფთავებული ტალკი, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, ნატრიუმის სახამებელის გლიკოლატი.
გარსის მასალა: HPMC E 15 LV, ტიტანის დიოქსიდი, გასუთავებული ტალკი, D & C ყვითელი # 10 საღებავი.

შეფუთვის შიგთავსი

7 ტაბლეტი ყოველ ბლისტერზე & 1 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

სავაჭრო ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი

DRUG INTERNATIONAL LTD

მისამართი: 252, ტონგის სამრეწველო ზონა, გაზიპური, ბანგლადეში 

ეს ჩანართი ბოლოს შემოწმდა 2020 წლის ივლისის თვეში.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა7
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy