Avelox - აველოქსი 400მგ 7 ტაბლეტი
ჩვენებები: სინუსიტი, კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები, მენჯის ანთებითი დაავადება, კანის ინფექციები, მუცლის ღრუს გართულებული ინფექციები
აველოქსი 400 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტი
მიიღება ორალური (პირის)გზით.
მოქმედი ნივთიერება: თითოეული აპკით შემოგარსული ტაბლეტი 400 მგ მოქსიფლოქსაცინს (ჰიდროქლორიდის სახით) შეიცავს.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი (ცხოველური-(ძროხის) წარმოშობის), მაგნიუმის სტეარატი, რკინის წითელი (III) ოქსიდი, HPM ცელულოზა 15 cp, პოლიეთილენგლიკოლ 4000, ტიტანის დიოქსიდი.
აღნიშნული წამლის გამოყენებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ.
დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართოთ.
აღნიშნული წამალი პირადად თქვენთვისაა გამოწერილი, სხვას არ მისცეთ.
აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს ანდა საავადმყოფოს მიმართავთ, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ.
წამლის გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ. თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა მაღალი ანდა დაბალიდოზა არ მიიღოთ.
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:
რა არის და რისთვის გამოიყენება აველოქსი?
აველოქსის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
როგორ გამოიყენება აველოქსი?
რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?
აველოქსის შენახვა
1. რა არის და რისთვის გამოიყენება აველოქსი?
აველოქსი, წითელი ფერის, ოვალური ფორმის, აპკით შემოგარსული ტაბლეტების სახითაა წარმოდგენილი. თითოეული აპკით შემოგარსული ტაბლეტი 400 მგ მოქმედ ნივთიერებას (მოქსიფლოქსაცინს) შეიცავს.
აველოქსის მოქმედი ნივთიერება მოქსიფლოქსაცინი, ფტორქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკია, მისი ეფექტი ინფექციის გამომწვევი სხვადასხვა ბაქტერიების განადგურებით ვლინდება. აველოქსი ლაქტოზის მონოჰიდრატს (ცხოველური-(ძროხის) წარმოშობის)შეიცავს.
აველოქსი, ბევრი სხვა ანტიბიოტიკის მიმართ რეზისტენტული ბაქტერიების მიმართ მგრძნობიარეა და გამანადგურებელი ეფექტი აქვს. (მაგ.ბეტა-ლაქტამის და მაკროლიდების მიმართ რეზისტენტული ბაქტერიები). პენიცილინის, ცეფალოსპორინების, ამინოგლიკოზიდების, მაკროლიდების და ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკების არაეფექტური წინააღმდეგობის მექანიზმები არ აფერხებს მოქსიფლოქსაცინის (ანტიბაქტერიულ) ეფექტს.
აველოქსი, შეფუთვაში 7 ტაბლეტის შემცველი ბლისტერით სახით არის წარმოდგენილი.
აველოქსი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით (მიკრობებით) გამოწვეული ქვემოთ ჩამოთვლილი ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება;
-ქრონიკული ბრონქიტის უეცარი გამწვავება
-საავადმყოფოს გარე ინფექციით გამოწვეული ფილტვების ანთება (საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია)
-მწვავე სინუსიტი
-კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები (გართულების გარეშე), რომელსაც სხვა კლინიკური სურათის არ ახლავს
-ქალის სასქესო-გამრავლების ორგანოების ზემო ნაწილში გამოვლენილი მენჯის ანთებითი დაავადება
-კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები (გართულებული), რომელსაც თან ახლავს სხვა სამედიცინო მდგომარეობები და დაავადებები; დიაბეტის (შაქრიანი დიაბეტი) დროს ფეხების იარების ინფექციის ჩათვლით.
-მუცლის ღრუს გართულებული ინფექციები; ასცესის მსგავსი, სხვადასხვა მიკრობებით გამოწვეული ინფექციების ჩათვლით.
ფტორქინოლინების ჯგუფი, აველოქსის ჩათვლით, მწვავე ბაქტერიული სინუსისტის და ქრონიკული ბრონქიტის ბაქტერიული გამწვავებისას (ფილტვებში ბრონქის მილების მემბრანების ქრონიკული ჩირქოვანი ანთების განმეორებით გამწვავება) ალტერნატიული მკურნალობის ვარიანტების არსებობისას, სერიოზული არასასურველი გვერდითი ეფექტების გამო არ უნდა იქნას გამოყენებლი.
აველოქსი, გამოიყენება იმ ინფექციების სამკურნალოდ, რომელთა გამომწვევია აველოქსის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიები და ეს დამტკიცებულია ანალიზით, ასევე იმ შემთვევებშიც, როცა არსებობს სერიოზული ეჭვი ინფექციის (მგრძნობიარე ბაქტერიებზე) გამომწვევზე.
2. აველოქსის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
აველოქსის მოქმედმა ნივთიერებამ მოქსიფლოქსაცინმა და ზოგადად, ფტორქინოლინების ჯგუფის ანტიბიოტიკებმა შეიძლება ქვემოთ ჩამოთვლილი დაზიანებები და შეუქცევადი სახის გვერდითი ეფექტები გამოიწვიოს.
ტენდინიტი (მყესის ანთება) და მყესის (კუნთების ძვლებზე დამაკავშირებელი ქსოვილი) გახევა
პერიფერიული ნეიროპათია (ნერვების დაზიანება)
ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანების კლინიკური ნიშნები, (ჰალუცინაციები(არ არსებულის დანახვა, გაგონება ანდა შეგრძნება), შფოთვა, დეპრესია, თვლითმკველობისკენ მიდრეკილება, ინსომნია(უძილობა), ძლიერი თავის ტკივილი და კონფუზია (უეცარი გონების არევა)
აღნიშნული რეაქციებიდან რომელიმეს გამოვლენის შემთხვევაში, ავადმყოფებმა სასწრაფოდ აველოქსის მიღება უნდა შეწყვიტონ და ფტორქინოლინების გამოყენებისგან თავი შეიკავონ.
აველოქსის და ზოგადად, ფტორქინოლინების მიღებამ Miastenia Gravis (კუნთოვანი სისუსტის განმაპირობებელი დაავადება) დაავადების მქონე ავადმყოფებში კუნთოვანი სისუსტე შეიძლება კიდევ უფრო გააღრმავოს, თუ, ანამნეზში აღინიშნება Miastenia Gravis დაავადება, აველოქსის გამოყენებისგან თავი უნდა შეიკავონ.
აველოქსის, ისევე როგორც ფტორქინოლინების ჯგუფის წამლებისთვის დამახასიათებელია სერიოზული გვერდითი ეფექტები, ამიტომ ქვემოთ მოცემულ შემთხვევებში შეიძლება გამოყენება, თუ სხვა ალტერნატივა არ არის.მწვავე ბაქტერიული სინუსისტი (ახლად განვითარებული სინუსის ჩირქოვანი ანთება)
ქრონიკული ბრონქიტის ბაქტერიული გამწვავება(ფიტლვების ბროქის მილების კედლის შეუქცევადი ჩირქოვანი ანთების გამწვავება)
აველოქსის, ისევე როგორც ფტორქინოლინების ჯგუფის წამლების გამოყენებისას, დაფიქსირებულია სერიოზული შეუქცევადი დაზიანებები და გვერდითი ეფექტები. ყველაზე გავრცელებული გვერდითი ეფექტებია: ძვალ-კუნთოვანი და პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანებები (ტენდინიტი, მყესების ჩირქოვანი ანთება), მყესების გახევა(მყესი- ძვალს აკავშირებს კუნთთან), მყესების შეშუპება და ჩირქოვანი ანთება, დაბუჟება ანდა ჩხვლეტის შეგრძნება, ხელების და ფეხების დაბუჟება, კუნთების ტკივილი, კუნთოვანის სისუსტე, სახსრების ტკივილი, სახსრების შესივება, ართრალგია(სახსრების ტკივილი), მიალგია (კუნთების ტკივილი), პერიფერიული ნეიროპათია(ნერვული დაბოლოებების დაზიანება), ცნს დარღვევები(ჰალუცინაციები, არ არსებული დანახვა და მოსმენა, შეგრძნება), შფოთვა, დეპრესია, თვითმკვლელობისკენ მიდრეკილება, ინსომნია (ძილის დარღვევები), ძლიერი თავის ტკივილი და კონფუზია (გონების უეცარი არევა). (იხილეთ ნაწილი- 4 -,,შესაძლო გვერდითი ეფექტები’’).
აღნიშნული გევრდითი ეფექტები აველოქსის დაწყებიდან რამდენიმე საათის ანდა კვირის განმავლობაში შეიძლება გამოვლინდეს. აღნიშნული გვერდითი ეფექტები დაფიქსირებულია ყველა ასაკობრივ ჯგუფში, რისკის ფაქტორების არ მქონე ავადმყოფებშიც კი.
ნებისმიერი სახის სერიოზული გვერდითი ეფექტის გამოვლენის ნიშნების ანდა სიმპტომების გამოვლინების შემთხვევაში, აველოქსის გამოყენება სასწრაფოდ შეწყვიტეთ. ასევე, ფტორქინოლინებთან დაკაშირებული სერიოზული გვერდითი ეფექტების გამოვლინების შემთხვევაშიც, ავადმყოფებმა სასწრაფოდ უნდა შეწყვიტონ როგორც აველოქსის, ასევე ფტორქინოლიების ჯგუფის დანარჩენი წამლების მიღება.
აველოქსი არ გამოიყენება ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს:
თუ;
-თუ მოქსიფლოქსაცინის, ასევე, ქინოლინების ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკების ანდა ამ წამლის შემადგენელი ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ ალერგიული რეაქცია (მომატებული მგრძნობელობა) გაქვთ,
-ორსულად ხართ,
-ძუძუთი კვებავთ,
-18 წლამდე ასაკის ხართ,
-ქინოლონით მკურნალობასთან დაკავშირებით მყესების(კუნთების ძვლებთან დამაკავშირებელი ქსოვილი) დაზიანება გადაიტანეთ,
-ექიმმა გულის ეკგ გამოკვლევისას ანორმალობა გამოავლინა
-სისხლში მარილის,(ნატრიუმის ანდა კალიუმის) დეფიციტი გაქვთ (ელექტროლიტური დარღევები და განსაკუთრებით, არარეგულირებადი ჰიპოკალემია),
-გულის ცემის სიხშირე დაბალია (ბრადიკარდია),
-სერიოზული გულის უკმარისობა გაქვთ,
-გულის რითმის დარღვევები (სიმპტომური არითმია)გქონდათ ან გაქვთ,
მოქსიფლოქსაცინი, ეკგ გამოკვლევაზე ცვლილებების გამომწვევ სხვა წამალთან ერთად გამოიყენოთ.
იმის გამო, რომ კლინიკური მონაცემები შეზღუდულია, მოქსიფლოქსაცინის გამოყენება არ შეიძლება ღვიძლის ფუნქციების სერიოზული დარღვევების (child pugh C) მქონე ავადმყოფებში და ასევე ღვიძლის ფერმენტების ნორმის ზემო ზღვარის 5-ჯერ მეტი მაჩვენებლის შემთხვევაშიც.
აველოქსი ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ:
აველოქსმა, შეიძლება გამოიწვიოს ეკგ ცვლილებები, განსაკუთრებით მდედრობითი სქესის ავადმყოფებსა და ხანდაზმულებში. თუ, სისხლში კალიუმის დონის დამაქვეითებელ ნებისმიერ წამალს ღებულობთ, აველოქსის მიღებამდე ექიმს მიმართეთ (ასევე, იხილეთ ნაწილი-,,აველოქსი ქვემოთ მოცემულ შემთხვევებში არ გამოიყენოთ’’ და ,, აველოქსი და სხვა წამლები’’).
თუ, ისეთ წამალს ღებულობთ, რომელიც კრუნჩხვების(ეპილეფსიის) ანდა გულყრების გამოვლენის რისკს ზრდის, აველოქსის მიღებამდე ექიმს მიმართეთ.
თუ, ნებისმიერი სახის გონებრივი პრობლემა გაქვთ ანდა წარსულში გქონდათ, აველოქსის მიღებამდე ექიმს მიმართეთ.
თუ, თქვენ ანდა თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს გლუკოზო-6-ფოსფატ-დეჰიდროგენაზას დეფიციტი (იშვიათი თანდაყოლილი დაავადება) გაქვთ, ექიმის აცნობეთ. ექიმი აველოქსის გამოყენების საკითხს გადაწყვეტს.
თუ, ქალის ზემო გენიტლაურ სისტემაში გართულებული ინფექცია გაქვთ (მაგ.ფალოპის მილების და საკვერცხეების ანთება ანდა მენჯის ძვლის აბსცესი), ექიმის რეკომენაციით კი საჭიროა ინტრავენური ანტიბიოტიკოთერაპია, ამ დროს აველოქსის ტაბლეტები გამოყენება შეიძლება საკმარისი არ იყოს.
თუ, მკურნალობის პერიოდის განმავლობაში გულის ფრიალი ანდა არითმია გამოვლინდება, სასწრაფოდ ექიმს აცნოებთ, ექიმი გულის რითმის გამოსაკვლევად ეკგ გამოკვლევას მოითხოვს.
გულის პრობლემების გამოვლენის რისკი, დოზის მატებასთან ერთად იზრდება. ამიტომ, რეკომენდირებული დოზა მიიღეთ.
იშვიათად, მაგრამ მაინც შეიძლება გამოვლინდეს სერიოზული ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური რეაქცია/შოკი) და ეს რეაქცია შეიძლება პირველი დოზის მიღებისას გამოვლინდეს. მკერდში მოჭერის შეგრძნება, გაბრუება, გულისრევა ანდა გონების დაკარგვა ანდა ფეხზე წამოდგომისას თავბრუსხვევა შეიძლება ამ მდგომარეობის მაჩვენებელი ნიშანი იყოს. ასეთ მდგომარეობაში აველოქსის მიღება შეწყვიტეთ და სასწრაფოდ ექიმს მიმართეთ.
აველოქსმა შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში ღვიძლის უკმარისობა ანდა ღვიძლის ჩირქოვანი ანთების განვითარება განაპირობოს (სიკვდილით დასრულებული შემთხვევების ჩათვლით. იხილეთ ნაწილი-4-,,რა შეიძლება იყოს გვერდითი ეფექტები?). თუ, უეცრად თავს ცუდად იგრძნობთ ანდა გულისრევა გექნებათ, ამავდროულად თვალების სიყვითლე, მუქი ფერის შარდი, კანის ქავილი, სისხლდენისკენ მიდრეკილება ანდა ღვიძლის პრობლემით განპირობებული თავის ტვინის დაავადება (ღვიძლის ფუნქციების დაქვეითება და ან ღვიძლის მწვავე ჩირქოვანი ანთების ნიშნები) გაქვთ, გთხოვთ, დამატებით ტაბლეტი აღარ მიიღოთ და ექიმს მიმართეთ.
აველოქსის მიღებისას კანის რეაქციები ანდა კანზე ბუშტუკების/აშრევების/ანდა ლორწოვანის რეაქციები (იხილეთ ნაწილი-4- -,,რა შეიძლება იყოს გვერდითი ეფექტები?) შეიძლება გამოვლინდეს, მკურნალობის გაგრძელებამდე ექიმს მიმართეთ.
ფტორქინოლონების ჯგუფის წამლებმა, აველოქსის ჩათვლით შეიძლება გამოიწვიოს (კუნთოვანი)შეკუმშვები, ასეთ მდგომარეობაში აველოქსის მიღება შეწყვიტეთ და სასწრაფოდ ექიმს მიმართეთ.
აველოქსის მიღებისას შეიძლება გამოვლინდეს ხელებსა და ფეხებში დაბუჟება, ჩხვლეტის შეგრძნება, ტკივილი, სისუსტე, აღნიშნული ნერვული დაზიანების (ნეიროპათიის)მანიშნებელი შეიძლება იყოს. ასეთ მდგომარეობაში, აველოქსის მკურნალობის გაგრძელებამდე ექიმს მიმართეთ.
ფტორქინოლონების ჯგუფის წამლებმა, აველოქსის ჩათვლით, პირველი მიღების შემთხვევაშიც კი შეიძლება გამოიწვიოს ფსიქიკური პრობლემების გამოვლენა, იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოვლინდეს დეპრესია ანდა თვითმკველობის ფიქრები, თვითმლკვლელობის მცდელობები, თვითდაზიანების ქცევები (იხილეთ ნაწილი-4- -,,რა შეიძლება იყოს გვერდითი ეფექტები?). ასეთ რეაქციების გამოვლინების შემთხვევაში, აველოქსის მიღება შეწყვიტეთ და სასწრაფოდ ექიმს მიმართეთ.
აველოქსის მიღების დროს ანდა მიღების შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს დიარეა, თუ დიარეა დამძიმდება ანდა გახანგრძლივდება ანდა განავალში სისხლი ანდა ლორწო იქნება, აველოქსის გამოყენება სასწრაფოდ შეწყვიტეთ და ექიმს მიმართეთ. ნაწლავების პერისტალტიკის შემანელებელი ანდა შემაჩერებელი წამალი არ მიიღოთ.
აველოქსით მკურნალობის დაწყებიდან 48 საათის განმავლობაში მყესების ტკივილი ანდა ჩირქოვანი ანთება შეიძლება გამოვლინდეს, ამ დროს აველოქსის მიღების შეწყვეტის შემდეგ აღნიშნული სიმპტომები შეიძლება რამდენიმე თვე გაგრძელდეს. თუ ხანდაზმული ხართ და პარალელურად კორტიკოსტეროიდს იყენებთ, მყესების ჩირქოვანი ანთების ანდა გახევის რისკი იზრდება. ნებისმიერი ტკივილის და ჩირქოვანი ანთების ნიშნების გამოვლენისას, აველოქსის მიღება შეწყვიტეთ, მტკივნეული სახსრები დაასვენეთ და სასწრაფოდ ექიმს მიმართეთ. მყესების დაზიანების რისკის გაზრდის თავიდან აცილების მიზნით, არ ივარჯიშოთ (იხილეთ ნაწილი-4- -,,რა შეიძლება იყოს გვერდითი ეფექტები?).
თუ ხანდაზმული ხართ და თირკმლების პრობლემები გაქვთ, აველოქსის მიღებისას აუცილებლად ბლომად სითხე მიიღეთ. დეჰიდრატაციის (სითხის დაკარგვის) შემთხვევაში, თირკმლების უკმარისობის რიკსი შეიძლება გაიზარდოს.
მხედველობის დარღვევები თუ გამოვლინდება ანდა თვალის სხვა პრობლემის არსებობისას, სასწრაფოდ თვალის ექიმს მიმართეთ.(იხილეთ ნაწილი-ავატომობილის და მექანიზმების მართვა’’ და ნაწილი-4- -,,რა შეიძლება იყოს გვერდითი ეფექტები?).
ფტორქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკებმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის დაცემა (ჰიპოგლიკემია) ანდა მომატება (ჰიპერგლიკემია). მსგავსი ეფექტები უფრო ხშირად ვლინდება ხანდაზმულ ავადმყოფებში, რომლებიც აველოქსით მკურნალობენ და პარალელურად სისხლში შაქრის დამაქვეითებელ ორალურ პრეპარატებს ღებულობენ (მაგ.სულფონილშრდოვანა) ანდა ინსულინი. თუ დიაბეტი გაქვთ, სისხლში შაქრის დონე აკონტროლეთ. (იხილეთ ნაწილი-4- -,,რა შეიძლება იყოს გვერდითი ეფექტები?).
ქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკების გამოყენებისას კანი სინათლის და ულტრაიისფერი სხივების მიმართ უფრო მგრძნობიარე ხდება. აველოქსის მიღებისას მზის სხივების ქვეშ ხანგრძლივად არ მოექცეთ, სოლარიუმი ანდა სხვა ულტრაიისფერი სხივის შემცველი ნათურა არ გამოიყენოთ.
ძლიერი დამწვრობის, ქსოვილების ღრმა ინფექციის, ოსტეომიელიტის(ძვლის ტვინის ინფექცია) და თანმხლები დიაბეტური ტერფის ინფექციის მკურნალობისას აველოქსის ეფექტურობა არ არის დადგენილი.
Miastenia gravis (კუნთოვანი სისუსტის განმაპირობებელი დაავადება) გამწვავება: აველოქსი და მსგავსი ფტორქინოლონები იწვევენ კუნთოვანი სისუსტის უფრო გართულებას და სუნთქვის პრობლემების გამწვავებას. თუ Miastenia gravis დაავადება გაქვთ, ამ წამლის გამოყენებას თავი აარიდეთ.
აველოქსი ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს ფრთხილად გამოიყენეთ:
თუ მსხვილი სისხლძარღვის გაგანიერება ანდა ,,შესივების’’(აორტის ანევრიზმა ანდა მსხვილი სისხლძარღვის პერიფერიული ანევრიზმა) დიაგნოზი დაისმება.
თუ ადრე აორტის დისექციის შეტევა გადაიტანეთ(აორტის კედელზე ნახევი).
თუ ოჯახურ ანამნეზში აორტის ანევრიზმა ანდა აორტის დისექცია გაქვთ ანდა სხვა რისკ ფაქტორების თანხლებით ამ პრობლემებისთვის ნიადაგი მზადდება (მაგ. მარფანის სინდრომი ანდა ვასკულარული ეხლეს-დანლოსის სინდრომის მსგავსი შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები ანდა ტაკაიასუს არტერიიტი, გიგანტურ უჯრედოვანი არტერიიტი, ბეჰჩეთის დაავადების მსგავსი ვასკუალრული დაავადებები, მაღალი არტერიული წნევა ანდა ათეროსკლეროზი).
თუ მუცელში,მკერდში ანდა ზურგში უეცარი და ძლიერი ტკივილი გაქვთ, სასწრაფოდ ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ.
თუ აღნიშნული გაფრთხილებები, თუნდაც წარსულის რომელიმე პერიოდში გამოგივლინდათ, გთხოვთ თქვენს ექიმს აცნობეთ.
აველოქსის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
აველოქსის მიღება შესაძლებელია უზმოზე ანდა საკვებთან და რძესთან ერთად .
ორსულობა
წამლის გამოყენებამდე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.
თუ ორსულად ხართ, აველოქსის არ უნდა გამოიყენოთ.
თუ, ორსულად ხართ ანდა ფიქრობთ რომ ორსულად ხართ ანდა ორსულობას გეგემავთ, წამლის გამოყენებამდე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ცხოველებზე ჩატარებული გამოკვლვებით ამ წამლის უარყოფითი ზემოქმედება გამრავლების სისტემაზე არ გამოვლენილა.
თუ მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, მაშინვე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ძუძუთი კვება-ლაქტაცია
წამლის გამოყენებამდე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს გაესაუბრეთ.
თუ ბავშვს ძუძუს აწოვებთ, აველოქსი არ გამოიყენოთ.
ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება
აველოქსმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ანდა გაბრუება, უეცარი გარდამავალი მხედველობის დაკარგვა ანდა ხანმოკლე გონების დაკარგვა. თუ აღნიშულ ეფექტებს გრძნობთ, ავტომობილი და მექანიზმები არ მართოთ.
აველოქსის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია
აველოქსის თითოეული ტაბლეტი 66.56 მგ ლაქტოზას (68 მგ ლაქტოზის მონოჰიდრატის სახით) შეიცავს. თუ ექიმმა გითხრათ, რომ შაქრის ზოგიერთ სახეობას ვერ იტანთ (ინტოლერანტობა), აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე ექიმს მიმართეთ.
სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება
აველოქსის, ქვემოთ ჩამოთვლილ წამლებთან ერთად გამოყეენებისას შეიძლება გამოვლინდეს გულის რითმის დარღვევები:
-ანტიარითმული პრეპარატები (მაგ.ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დისოპირამიდი, ამიოდარონი, სოტალოლი, დოფეტილიდი) ანდა III ჯგუფის ანტიარითმული წამლები (მაგ.ამიოდარონი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი) (ეს ყველა გულის რითმის დარღვევის სამკურნალოდ გამოყენებული წამლებია).
-ანტიფსიქოზური წამლები (მაგ.ფენოთიაზინები, პიმოზიდი, სერტინდოლი, ჰალოპერიდოლი, სულტოპრიდი) (ყველა ჩამოთვლილი ფსიქიატრიული დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება).
-ტრიციკლური ანტიდეპრესანტები(დეპრსიის თავიდან აცილების მიზნით გამოყენებული წამლები).
-ზოგიერთი ანტიმიკრობული წამალი (საკინავირი, სპარფლოქსაცინი, ერითრომიცინი ი.ვ., პენტამიდინი, ანტიმალარიული ჰალოფანტრინი) (საინექციო დაავადებების პრეპარატები).
-ზოგიერთი ანტიჰისტამინი (ტერფენადინი, ასთემიზოლი, მიზოლასტინი) (ალერგიული გამოვლინებების სამკურნალოდ გამოყენებული წამალი).
-სხვა წამლები (ცისაპრიდი(კუჭ-ნაწლავის წამალი), ვინკამინი(თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის გამაუმჯობესებელი წამალი), ბეპრიდილი (გულის სისხლძარღვების გამაფართოებელი წამალი), დიფემანილი (ნაწლავთა დაავადებების დროს გამოყენებული წამალი).
სისხლში კალიუმის დონის დამაქვეითებელი წამლები(მაგ.ზოგიერთი შარდმდენი, საფაღარათო საშუალება, ოყნა(მაღალი დოზით) ანდა კორტიკოსტეროიდები(ანთების საწინააღმდეგო საშუალებები), ამფოტერიცინი B ანდა გულისცემის სიხშირის შენელების გამომწვევი წამლები, აღნიშნულ წამლებთან ერთად თუ აველოქსს იყენებთ, გულის რითმის დარღვევების რისკი მატულობს.
მაგნიუმის ანდა ალუმინის შემცველი წამლების(დისპეფსიის დროს გამოყენებული კუჭის მჟავიანობის დასაქვეითებელი წამლები), რკინის, თუთიის ანდა დიდანოზინის ანდა კუჭის პრობლემების სამკურნალოდ გამოყენებული სუკრალფატის შემცველი წამლების გამოყენებამ შეიძლება აველოქსის ეფექტი შეამციროს. აველოქსის ტაბლეტების მიღებასა და ამ ტაბლეტების მიღებას შორის შუალედი 6 საათი უნდა იყოს.
აქტიური ნახშირის შემცველი წამლების აველოქსის ტაბლეტებთან ერთად მიღების შემთხვევაში, აველოქსის ეფექტი შეიძლება შემცირდეს, ამიტომ, ამ ტიპის წამლებთან ერთად მიღება არ არის რეკომენდირებული.
თუ ორალური ვარფარინის მსგავს სისხლის გამათხელებლებს ღებულობთ, სისხლის შედედების დრო გააკონტროლეთ.
თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.
3. როგორგამოიყენებააველოქსი ?
სწორიგამოყენებადადოზები/გამოყენებისსიხშირედამითითებები:
თუ ექიმი სხვა მითითებას არ მოგცემთ, აველოქსის მიღების დოზაა: 1ტაბლეტი 1-ჯერ დღეში. დღეში ერთზე მეტი ტაბლეტი არ უნდა იქნას მიღებული, დოზა არ გადააჭარბოთ.
მკურნალობის ხანგრძლივობას დაავადების სიმძიმესა ანდა მიღებულ კლინიკური პასუხის შესაბამისად ექიმი გადაწყვეტს. ზოგადად, მკურნალობის ანგრძლივობაა:
-ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება:5 დღე
-ფილტვების ინფექცია(პნევმონია): 10 დღე
-მწვავე სინუსიტი: 7 დღე
-კანის და რბილი ქსოვილების ინფექცია,გაურთულებელი :7 დღე
-კანის და რბილი ქსოვილების ინფექცია, გართულებული, თანმიმდევრული მკურნალობის ხანგრძლივობა (ი.ვ. ანტიბიოტიკოთერაპიის შემდეგ ორალური თერაპიის გაგარძლება): 7-21 დღე
-მენჯის ღრუს ანთებითი დაავადებები, გაურთულებელი, მკურნალობის რეკომენდირებული ხანგრძლივობა: 14 დღე
-მუცლის ღრუს ანთებითი დაავადებები, გართულებული, თანმიმდევრული მკურნალობის ხანგრძლივობა (ი.ვ. ანტიბიოტიკოთერაპიის შემდეგ ორალური თერაპიის გაგარძლება): 5-14 დღე
კლინიკური საჭიროებისას მკურნალობა ინტრავენური მკურნლობით იწყება და ორალური მკურნალობით გრძელდება.(თანმიმდევრული მკურნალობა)
მიცემის გზა და მეთოდი:
აპკით შემოგარსული ტაბლეტი საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად უნდა გადაიყლაპოს, კვებისგან დამოუკიდებლად.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება:
18 წლამდე ბავშვებსა და მოზარდებში აველოქსის ეფექტი და უსაფრთხოება არ არის დამტკიდებული, ამიტომ მისი გამოყენება არ არის რეკომენდირებული(იხილეთ ნაწილი-,, აველოქსი ქვემოთ ჩამოთვლილ მდგომარეობების დრო არ გამოიყენოთ’’)
ხანდაზმულებში გამოყენება:
ხანდაზმულ ავადმყოფებში აველოქსის დოზის რეგულირება არ არის საჭირო.
გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:
თირკმლების უკმარისობა: თირკმლების პრობლემების მქონე და დიალიზზე მყოფ ავადმყოფებში დოზის რეგულირებას არ საჭიროებს.
ღვიძლის უკმარისობა: ღვიძლის ფუნქციური დარღვევების მქონე ავადმყოფებში საკმარისი მონაცემი არ არსებობს.
სხვა: განსხვავებულ ეთნიკურ ჯგუფებში დოზის რეგულირებას არ საჭიროებს.
თუ ფიქრობთ, რომ აველოქსის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა სუსტია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.
თუ აველოქსის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:
აველოქსის საჭირო დღიურ დოზაზე მეტი დოზა არ გამოიყენოთ. თუ, აველოქსის საჭირო დღიურ დოზაზე- 1 ტაბლეტზე მეტი მიიღეთ, სასწრაფოდ თქვენს ექიმს ანდა საავადმყოფოს მიმართეთ. დარჩენილი ტაბლეტები, შეფუთვა ანდა ეს გამოყენების ინსტრუქცია თან იქონიეთ, რომ ექიმს ანდა ფარმაცევტს აჩვენოთ.
თუ, აველოქსის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, სასწრაფოდ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ აველოქსის მიღება დაგავიწყდათ
თუ ერთი დოზის მიღება დაგავიწყდათ, როგორც კი გაიხსენებთ, იმავე დღეს 1 ტაბლეტი მიიღეთ, შემდეგ კი მომდევნო დოზა ჩვეულებისამებრ (მეორე დღეს მიიღეთ). თუ, იმავე დღეს არ გაგახსენდებათ, მომდევნო დღეს ნორმალური დოზა (1 ტაბლეტი) მიიღეთ.
დავიწყებული დოზის აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.
თუ ამ წამლის გამოყენებასთან დაკავშირებით კითხვები გაგიჩნდებათ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
მოვლენები, რომელიც აველოქსით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:
თუ წამლის მიღებას ადრე შეწყვეტთ, შეიძლება ინფექცია სრულად არ განიკურნოს. თუ ამ წამლით მკურნალობა დროზე უფრო ადრე გინდთათ შეწყვეტოთ, ჯერ თქვენს ექიმს გაესაუბრეთ.
ამ წამლის გამოყენებასთან დაკაშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
4. რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:
როგორც ყველა წამალში, აველოქსში არსებული ნივთიერების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.
გვერდითი ეფექტები კატეგორიების მიხედვით ქვემოთაა მოცემული:
ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.
გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 1000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
იშვიათი:1000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფში ვლინდება.
ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ავადმყოფთა მცირე რაოდენობის გამო ვარაუდი შეუძლებელია.
თუ ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელიმე გამოვლინდება, აველოქსის მიღება შეწყვიტეთ და დაუყოვნებლივ ექიმს აცნობეთ და ან თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ.
-გულის ცემის ანორმალური აჩქარება(იშვიათი გვერდითი ეფექტი)
-უეცრად ცუდად გახდომა ანდა თვალის თეთრ გარსში სიყვითლის გამოვლენა, მუქი ფერის შარდი, კანის ქავილი, სისხლდენისკენ მიდრეკილება,ფიქრების არევა ანდა უძილობა (ჩამოთვლილი პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში ნიშნები, ღვიძლში უეცრად განვითარებული ჩირქოვანი ანთების ნიშნები შეიძლება იყოს). (ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები, დაფიქსირებულია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მდგომარეობები).
-პირის ღრუში-ცხვირში ანდა პენისზე/საშოში მტკივნეული ბუშტუკების მსგავსი კანის და ლორწოვანი გარსის ცვლილებები (სტივენს-ჯონსის სინდრომი ანდა ტოქსკიკური ეპიდერმალური ნეკროზი). (ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები, პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში).
-სისხლძარღვების ჩირქოვანი ანთება (ნიშნები: კანზე, ძირითადად ფეხებზე, წითელი ფერის ლაქები ანდა სახსრების ტკივილის მსგავსი ეფექტები). (ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები).
-ძალინ იშვიათდ, შეიძლება გამოვლინდეს სიცოცხლისთვის საშიში შოკური მდგომარეობა, უეცარი გენერალიზებული (გავრცელებული) ალერგიული რეაქცია (მაგ.სუნთქვის გაძნელება, სისხლის არტერიული წნევის დაცემა, პულსის აჩქარება).(იშვიათი გვერდითი ეფექტი).
-ზოგადად შეშუპება, სასუნთქი გზების შეშუპების ჩათვლით(იშვიათი გვერდითი ეფექტი, პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში).
-მოჩვენებები (ჰალუცინაციები)(იშვიათი გვერდითი ეფექტი).
-ტკივილის, წვის, დაბუჟების, ჩხვლეტის შეგრძნების მსგავსი ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული ანდა /სახსრების მხრივ სისუსტე (იშვიათი გვერდითი ეფექტი).
-დეპრესია (იშვიათად, თვითმკვლელობაზე ფიქრი/აზრები ანდა თვითმკვლელობის მცდელობის მსგავსი ქმედებები ვლინდება) (ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები)
-სიგიჟე (იშვიათად, თვითმკვლელობაზე ფიქრი/აზრები ანდა თვითმკვლელობის მცდელობის მსგავსი ქმედებები) (ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები)
-სისხლის ანდა ლორწოს შემცველი სერიოზული დიარეა(ანტიბიოტიკებთან დაკაშირებული კოლიტის ჩათვლით, ფსევდომემბრანოზული კოლიტი). იშვიათად, სიცოცხლისთვის საშიში გართულების განმაპირობებელი,(იშვიათი გვერდითი ეფექტი).
-მყესების ტკივილი და შესივება(ტენდონიტი)(იშვიათი გვერდითი ეფექტი)ანდა მყესის გაგლეჯა(რუპტურა)( ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტი).
დამატებით, თუ მხედველობის გარდამავალი დაკარგვა გექნებათ(ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტი), სასწრაფოდ თვალის ექიმს მიმართეთ.
თუ, სიცოცხლისთვის საშიში არარეგულარული გულის ცემის მომატება((Torsade de Pointes) ანდა აველოქსის გამოყენების დროს გულის ცემის შეჩერება(ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტი) გამოვლინდება, სასწრაფოდ მკურნალ ექიმს მიმართეთ და აველოქსით მკურნალობის შესახებ უთხარით, ასევე აველოქსით მკურნალობა არ განაახლოთ.
ძალიან იშვიათდ შეიძლება გამოვლინდეს კუნთოვანი სისუსტით გამოვლენილი დაავადების Miastenia gravis-დამძიმება. თუ ასეთი მდგომარეობა გამოვლინდება, სასწრაფოდ ექიმს მიმართეთ.
თუ, შაქრიანი დიაბეტი გაქვთ და სისხლში შაქრის დონის მომატებას ანდა დაქვეითებას გრძნობთ, (იშიათად ანდა ძალიან იშვიათად გამოვლენილი გვერდითი ეფექტი), სასწრაფოდ ექიმს მიმართეთ.
თუ, თირკმლის პრობლემები გაქვთ და ხანდაზმულიც ხართ, შარდის რაოდენობის შემცირება, ფეხების შეშუპება, ფეხებსა და კოჭებში დაღლილობა, გულისრევა, დაბუჟების, სუნთქვის გაძნელების ანდა გონების არევის მსგავსი მდგომარეობა გამოვლინდება, სასწრაფოდ ექიმს მიმართეთ.
ყველა ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი ეფექტებია, თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ეს ნიშნავს, რომ თქვენ აველოქსის მიმართ ალერგია გაქვთ. სასწრაფო სამედიცინო ჩარევა ანდა საავადმყოფოში დაწოლაც შეიძლება დაგჭირდეთ.
აველოქსის გვერდითი ეფექტები გამოვლინების სიხშრის მიხედვით ქვემოთაა მოცემული:
გავრცელებული
-გულისრევა
-დიარეა
-თავბრუსხვევა
-კუჭ-ნაწოლავის და მუცლის არეში ტკივილი
-ღებინება
-თავის ტკივილი
-ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის(ტრანსამინაზების) მომატება
-რეზისტენტული ბაქტერიების ანდა სოკოვანი ინფექციით გამოწვეული ინფექციების გამოვლენა(მაგ.კანდიდას სოკოთი გამოწვეული პირის ღრუს ანდა ვაგინალური ინფექციები)
-კალიუმის დაბალი მაჩვენებლის დროს(ჰიპოკალემია), ავადმყოფების ეკგ-ზე ცვლილებები
ნაკლებად გავრცელებული
-გამონაყარი
-კუჭის მიდამოში დისკომფორტი(გულძმარვა, დისპეფსია)
-გემოს შეგრძნების დარღვევა(ძალიან იშვიათად გემოს შეგრძნების დაკარგვა)
-ძილის დარღვევები(უძილობა ანდა ძილიანობა)
-სისხლში ღვძლის ფერმენტების(გგტ, ტუტე ფოსფატაზას) მომატება
-სისხლის ზოგიერთი თეთრი უჯრედის რაოდენობის დაქვეითება (ლეიკოციტები, ნეიტროფილები)
-ყაბზობა
-ქავილი
-თავბრუსხვევა
-ძილიანობა
-მუცელში აირების დაგროვება
-გულის რითმის ცვლილებები(ეკგ-ზე ვლინდება)
-ღვიძლის ფუნქციების დარღვევა, (ღვძლის ფერმენტების LDL დონის მატება)
-მადის დაკარგვა
-სისხლის თეთრი უჯრედების შემცირება
-ზურგის, მკერდის, მენჯის ძვლის, ხელებისა და ფეხების ტკივილი და წვა
-სისხლის შედედებისთვის საჭირო ზოგიერთი სისხლის უჯრედის რაოდენობის მომატება
-ოფლიანობა
-სისხლის თეთრი უჯრედების(ეოზინოფილების) რაოდენობის მომატება
-შფოთვა, ღელვა
-ცუდად ყოფნის შეგრძნება(დაღლილობის, სოსუსტის შეგრძნება)
-კანკალი
-სახსრების ტკივილი
-გულის ფრიალი
-არარეგულარული ანდა გახშირებული გულის ცემა
-სუნთქვის გაძნელება(ასთმის მსგავსი შემთვეევბის ჩათვლით)
-სისხლში საჭმლის მომნელებელი სისტემის ფერმენტის ამილაზას მომატება
-ადგილზე დგომის გაძნელება,შფოთვა
-დაბუჟების ანდა ჩხვლეტის შეგრძნება
-კანზე ურტიკარია
-სისხლძარღვების გაფართოება
-გონების უეცარი არევა და გარემოში ვერ გარკვევა
-სისხლის შედედებაში მონაწილე სისხლის ზოგიერთი უჯრედის შემცირება
-მხედველობის დარვევები, მხედველობის გაორება ანდა მხედველობის შემღვრევა
-სისხლის შედედების შემცირება
-სისხლში ცხიმების დონის გაზრდა
-სისხლის წითელი უჯრედების შემცირება
-კუნთების ტკივილი
-ალერგიული რეაქციები
-სისხლში ბილირუბინის დონის მომატება
-კუჭის ჩირქოვანი ანთება
-დიარეით ანდა სითხის ნაკლები რაოდენობით მიღების გამო სითხის დაკარგვა (დეჰიდრატაცია)
-გულის რითმის სერიოზული დარღვევები
-კანის სიმშრალე
-გულის ანგინა-სტენოკარდია (გულის მკვებავი სისხლძარღვების შევიწროება/დახშობის შედეგად გამოვლენილი მკერდის ტკივილი
იშვიათი
-კუნთების დაჭიმვა
-კუნთების შეკუმშვა
-არ არსებულის დანახვა, გაგონება და შეგრძნება(ჰალუცინაციები)
-სისხლის მაღალი არტერიული წნევა(ჰიპერტენზია)
-შეშუპება(ხელების, ფეხების, ტუჩების, პირის ღრუს, ხახის)
-სისხლის დაბალი არტერიული წნევა(ჰიპოტენზია)
-თირკმლების უკმარისობა(შარდოვანას და კრეატინინის მსგავსი თირკმლის ფუნქციების მაჩვენებელი ტესტების დონის მომატება)
-ღვიძლის ჩირქოვანი ანთება
-პირის ღრუს ჩირქოვანი ანთება
-ყურებში ხმაური/შუილი
-სიყვითლე (თვალის თეთრი გარსის ანდა კანის სიყვითლე)
-კანის მგრძნობელობის დარღვევა
-ანორმალური სიზმრები
-ყურადღების გაფანტვა
-ყლაპვის გაძნელება
-სუნების შეგრძნების დარღვევა (სუნის შეგრძნების დაკარგვა)
-წონასწორობის დარღვევა და მოძრაობების შენელება (თავბრუსხვევასთან დაკაშირებული)
-მეხსიერების გარდამავალი ანდა ნაწილობრივი დაკარგვა
-სმენის დაქვეითება, დაყრუების ჩათვლით (ძირითადად შექცევადია)
-სისხლში შარდმჟავას დონის მომატება
-სულიერი ლაბილობა
-მეტყველების გაძნელება
-გონების დაკარგვა
-კუნთების სისუსტე
ძალიან იშვიათი
-სახსრების ანთება
-გულის რითმის დარრვევა
-კანის მგრძნობელობის მომატება
-პიროვნული დარღვევები(საკუთარი თავის ვერ შეცნობის გრძნობა)
-სისხლის შედედების მომატება
-კუნთების დაჭიმვა
-სისხლის თეთრი უჯრედების მკვეთრი მომატება
ქინოლონების სახელით ცნობილი ჯგუფის წამლების მიღებისას, ძალიან იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს ქვემოთ მოცემული გვერდითი ეფექტები, ეს გვერდითი ეფეტები აველოქსით მკურნალობის პროცესშიც შეიძლება გამოვლინდეს:
-სისხლში ნატრიუმის დონის მომატება,
-სისხლში კალციუმის დონის მომატება,
-სისხლის წითელი უჯრედების დაშლის მომატება(ჰემოლიზური ანემია),
-კუნთოვანი უჯრედების დაშლასთან ერთად კუნთოვანი რეაქციები,
-დღის სინათლის ანდა ულტრაიისფერი სხივების მიმართ მომატებული მგრძნობელობა
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არის ანდა არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.
გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არის ანდა არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს.
5. აველოქსის შენახვა
აველოქსი ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას შეფუთვაში შეინახეთ.
შეინახეთ <25 C ოთახის ტემპერატურაზე. შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში.
გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.
შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ აველოქსი არ გამოიყენოთ.
თუ პროდუქტზე / შეფუთვაზე დაზიანებას შეამჩნევთ, აველოქსი არ გამოიყენოთ.
,,გამოყენების ბოლო ვადა’’ წარწერის შემდეგ დაწერილი ციფრი თვეს აღნიშნავს და იმ თვის ბოლო დღე არის გამოყენების ბოლო ვადა.
ვადაგასული ანდა გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.
რაოდენობა | 7 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account