მედიკამენტები

მედიკამენტები ფუნდამენტურ როლს ასრულებს თანამედროვე ჯანდაცვის სფეროში, საერთო ჯამში მედიკამენტები გვეხმარება გავუმკლავდეთ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას და გავიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
მედიკამენტები აუცილებელია ისეთი ჯანმრთელობის პრობლემების მკურნალობისას, როგორებიცაა ინფექციები, ქრონიკული დაავადებები, გრიპები, მენტალური დაავადებები და ა.შ. მედიკამენტური მკურნალობა, ამსუბუქებს სიმპტომების და აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს. ჩვენ გთავაზობთ 5000–ზე მეტ მედიკამენტსა თუ ვიტამინს შენი ჯანმრთელობისა და იმუნიტეტისთვის.
სეზონების ცვლილებასთან ერთად ცირკულირებს სეზონური გრიპები და ალერგია, რაც ყველაზე მეტადაა გავრცელებული, როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
თუ ალერგიული ხარ
სეზონური თუ არასეზონური ალერგიების თავიდან ასაცილებლად, პირველ რიგში საჭიროა მათი იდენტიფიცირება, თუ რის მიმართ ხარ ალერგიული. ალერგენებისგან თავის დაცვა, ჰიგიენის შენარჩუნება და ალერგიის მედიკამენტების გამოყენება ექიმის დანიშნულებისამებრ, დაგეხმარებათ შეამციროთ ალერგიული რეაქციები და გაიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
გრიპისა და გაციებისთვის
გრიპის და გაციების პროფილაქტიკა და მართვა მოიცავს პრევენციულ ღონისძიებებს და ზოგიერთ შემთხვევაში, მედიკამენტებს. ვირუსების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია დაიცვა ჰიგიენა (მათ შორის ხელების ხშირი დაბანა), მოერიდო ავადმყოფებთან მჭიდრო კონტაქტს. თუ გაცივდით ან გრიპი გაქვთ, დაისვენეთ, იყავით ჰიდრატირებული და საჭიროების შემთხვევაში, ექიმის დანიშნულებით მიიღეთ მედიკამენტები ისეთი სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა ცხელება, სურდო, ხველა და ყელის ტკივილი. გაციების ჩაი, ნაზალური ფორმები, ტკივილგამაყუჩებლები, ის მედიკამენტებია, რომელსაც აღმოაჩენ PSP.GE-ზე და დაგეხმარება სიმპტომების შემსუბუქებაში.
ტკივილგამაყუჩებლები
ტკივილგამაყუჩებლები, არის მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად, დაწყებული მსუბუქი დისკომფორტიდან, დამთავრებული მწვავე ტკივილებით. ტკივილგამაყუჩებელი ბლოკავს ან ამცირებს ტვინში ტკივილის გადამცემ სიგნალებს. არსებობს ტკივილგამაყუჩებლების რამდენიმე სახეობა, მათ შორის არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა იბუპროფენი და ასპირინი, რომელიც ტკივილის გაყუჩებასთან ერთად, ებრძვის ანთებით პროცესს. აუცილებელია ტკივილგამაყუჩებლების პასუხისმგებლობით გამოყენება, პროფესიონალების მიერ რეკომენდებული დოზებისა და გაიდლაინების შესაბამისად, გვერდითი ეფექტებისა და გართულებების რისკის შესამცირებლად.
იმუნიტეტისთვის
იმუნური სისტემა არის უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანოების კომპლექსური ქსელი, რომელიც იცავს ორგანიზმს მავნე პათოგენებისგან, როგორიცაა ბაქტერიები, ვირუსები და სოკოვანი დაავადებები. ჯანსაღი იმუნური სისტემა აუცილებელია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და ინფექციებისა და დაავადებების თავიდან ასაცილებლად.
რამდენიმე ვიტამინი და მინერალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის გაძლიერებაში. მათ შორისაა, C, D, A, E და B6 ვიტამინი და თუთია, იგივე ცინკი.
ვიტამინებისა და მინერალების გარდა, იმუნიტეტის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია, დაბალანსებული დიეტის დაცვა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ვიტამინით მდიდარ საკვებს, ჰიდრატაციის შენარჩუნება, ძილის ჯანსაღი რეჟიმი, სტრესის მართვა და რეგულარული ვარჯიში. თუმცა, ხშირად, სამწუხაროდ, ჯანსაღი ცხოვრების წესი და დაბალანსებული კვება არ არის საკმარისი იმუნიტეტის გაძლიერებისთვის. ასეთ დროს, მნიშვნელოვანია ექიმის დანიშნულებით, საჭიროებისამებრ მივიღოთ ვიტამინები და საკვები დანამატები, რათა გავაძლიეროთ ჩვენი იმუნიტეტი და დავიცვათ ორგანიზმი.
იშოპინგე PSP.GE–ზე და შეარჩიე შენს საჭიროებებზე მორგებული ყველა მედიკამენტი თუ ვიტამინი. დამატებითი და საინტერესო ინფორმაციისთვის გაეცანი ბლოგებს და გაიგე სხვადასხვა დაავადების პრევენციისა და მკურნალობის გზები. თქვენი შენაძენის მიღება შეგიძლიათ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- DIalin-M - დიალინ-M სუსპენზია 200მგ/5მლ ფორთოხლის 60მლგანსაკუთრებული ფასი 13,12 GEL რეგულარული ფასი 15,46 GEL
- Rotabiotic - როტაბიოტიკი 20 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 35,41 GEL რეგულარული ფასი 41,71 GEL
- Lacidofil-WM - ლაციდოფილი-WM 20 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 37,85 GEL რეგულარული ფასი 45,65 GEL
- ლაქს ფორტე ბეიბი 10 სუპოზიტორიაგანსაკუთრებული ფასი 25,16 GEL რეგულარული ფასი 31,45 GEL
- Festal - ფესტალი 100 დრაჟეგანსაკუთრებული ფასი 21,60 GEL რეგულარული ფასი 27,00 GEL
- Legkolax - ლეგკოლაქსი 10გ 10 პაკეტიგანსაკუთრებული ფასი 21,96 GEL რეგულარული ფასი 30,50 GEL
- Lactofar - ლაქტოფარი 15 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 22,82 GEL რეგულარული ფასი 28,53 GEL
- Laxacol - ლაქსაკოლი 200მლ სიროფიგანსაკუთრებული ფასი 25,60 GEL რეგულარული ფასი 32,00 GEL
- Sarpal - სარპალი 500/160/267მგ საღეჭი 12 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 8,43 GEL რეგულარული ფასი 9,91 GEL
- Enterogermina - ენტეროჯერმინა 4მლრ/5მლ 10 ფლაკონიგანსაკუთრებული ფასი 28,16 GEL რეგულარული ფასი 39,12 GEL
- Argile-Charbon - არგილე-კარბონი 45 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 12,53 GEL რეგულარული ფასი 17,15 GEL
- Calmosine - კალმოზინი საჭმლის მონელების 1 ფლაკონიგანსაკუთრებული ფასი 31,89 GEL რეგულარული ფასი 44,30 GEL
- Ezoflux - ეზოფლუქსი 10მგ 20 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 24,44 GEL რეგულარული ფასი 33,95 GEL
- Entenorm - ენტენორმი პლუსი 220მგ 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 36,80 GEL რეგულარული ფასი 46,00 GEL
- Amvilab - ამვილაბი პანკრეატინი 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 40,97 GEL რეგულარული ფასი 45,53 GEL
- ITOMED - იტომედი 50მგ 40 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 37,34 GEL რეგულარული ფასი 46,67 GEL
- Probiotico - პრობიოტიკო 550მგ 15 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 29,30 GEL რეგულარული ფასი 36,62 GEL
- METIGAST - მეტიგასტი 140მგ 20 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 15,40 GEL რეგულარული ფასი 18,58 GEL
- Probilans - პრობილანსი 20 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 19,51 GEL რეგულარული ფასი 27,09 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account