Calmosine - კალმოზინი საჭმლის მონელების 1 ფლაკონი

განსაკუთრებული ფასი 31,89 GEL რეგულარული ფასი 44,30 GEL
მარაგშია
SKU
79546_3187

ჩვენებები: კოლიკა, მუცლის შებერილობა/მეტეორიზმი, ნაწლავთა სპაზმი, საჭმლის მონელების დარღვევა.

Calmosine Digestion

კალმოზინი საჭმლის მონელება

საკვები დანამატი

დამზადებულია ბუნებრივ კომპონენტებზე!

არ შეიცავს ქიმიურ არომატიზატორებს!

არ შეიცავს სინთეზურ დანამატებს!

არ შეიცავს კონსერვანტებს!

შემადგენლობა: სიროფის ყოველი 5 მლ. შეიცავს შემდეგ კომპონენტებს _  ცერეცოს თესლის ექსტრაქტი (Foeniculum Vulgare) 10 მგ., ცაცხვის ყვავილების ექსტრაქტი (Tilia Cordata) 0,63 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: წყალი, მცენარეული გლუკოზის სიროფი, ფორთოხლის ყვავილის ექსტრაქტი (Citrus Aurantium), ლიმონის წვენი (Citrus Lemon).

ფარმაკოლოგიური მოქმედება: კალმოზინი საჭმლის მონელება _  კომბინირებული სიროფია, რომელიც გამოიყენება ჩვილებში აირების დაგროვების, მუცლის შებერვისა და ტკივილის მოსახსნელად. ცერეცოს თესლის ექსტრაქტი ადუნებს გლუვ კუნთებს, არეგულირებს ნაწლავთა პერისტალტიკას, და ხელს უწყობს ნაწლავებში დაგროვილი აირების ადვილად გამოდევნას, ამცირებს და სრულიად ხსნის შემაწუხებელ კოლიკას და მუცლის მოვლითი ხასიათის ტკივილს. ცერეცოს თესლის ექსტრაქტი ააქტივებს საჭმლის მომნელებელ ფერმენტებს და აადვილებს საკვების გადამუშავებას. გარდა ამისა, ცერეცოს თესლის ექსტრაქტს აქვს ანტიმიკრობული ეფექტიც, ეწინააღმდეგება ნაწლავებში პათოგენური ფლორის გამრავლებას; ცერეცო გამოირჩევა, დამამშვიდებელი მოქმედებით ბავშვის ნერვულ სისტემაზე. ცაცხვის ყვავილები შეიცავს ფლავონოიდებს, კაროტინს, C ვიტამინს, მიკროელემენტებს, გააჩნია გლუვი კუნთების მომადუნებელი, ზოგადდამამშვიდებელი მოქმედება. ცაცხვი, გარდა იმისა, რომ ეფექტურად ხსნის მუცლის გლუვი კუნთების დაჭიმულობას, ეფექტურად ამშვიდებს და აწყნარებს ბავშვის ნერვულ სისტემას, არეგულირებს მადას, ძილის რეჟიმს.

გამოყენების რეკომენდაციები:

• კოლიკა/მუცლის მოვლითი ხასიათის ტკივილი
• მუცლის შებერილობა/მეტეორიზმი, ნაწლავთა სპაზმი
• საჭმლის მონელების დარღვევა
• დისფეპსიური მოვლენები (გულისრევა, პირღებინება)
• გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომთან ასოცირებული ნაწლავთა სპაზმი და მუცლის ტკივილი
• კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გათავისუფლებისა და მეტეორიზმის მოხსნის მიზნით (მაგ. რენტგენოლოგიური გამოკვლევის წინ).

დოზირება და მიღების წესი:  სიროფი მიიღება დაბადებიდან. რეკომენდებული დღიური დოზაა 5 მლ. 2-3 _ჯერ დღეში. მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 5 მლ.-ს  6_ჯერ დღეში.

მიიღება კვებამდე ნახევარი საათით ადრე.

გვერდითი მოვლენები: ჰიპერმგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

შენახვის პირობები: სიროფი გახსნამდე ინახება ოთახის ტემპერატურაზე. გახსნის შემდგომ ინახება მაცივარში, +8 °C_დან  +15 °C ტემპერატურაზე. გამოსაყენებლად ვარგისია გახსნიდან 10 დღის განმავლობაში.

გამოშვების ფორმა: სიროფი 100 მლ.,  დანაყოფებიანი მზომი ჭიქით.

მწარმოებელი: Laboratories Laudavie, საფრანგეთი.

 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy