მედიკამენტები

მედიკამენტები ფუნდამენტურ როლს ასრულებს თანამედროვე ჯანდაცვის სფეროში, საერთო ჯამში მედიკამენტები გვეხმარება გავუმკლავდეთ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას და გავიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
მედიკამენტები აუცილებელია ისეთი ჯანმრთელობის პრობლემების მკურნალობისას, როგორებიცაა ინფექციები, ქრონიკული დაავადებები, გრიპები, მენტალური დაავადებები და ა.შ. მედიკამენტური მკურნალობა, ამსუბუქებს სიმპტომების და აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს. ჩვენ გთავაზობთ 5000–ზე მეტ მედიკამენტსა თუ ვიტამინს შენი ჯანმრთელობისა და იმუნიტეტისთვის.
სეზონების ცვლილებასთან ერთად ცირკულირებს სეზონური გრიპები და ალერგია, რაც ყველაზე მეტადაა გავრცელებული, როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
თუ ალერგიული ხარ
სეზონური თუ არასეზონური ალერგიების თავიდან ასაცილებლად, პირველ რიგში საჭიროა მათი იდენტიფიცირება, თუ რის მიმართ ხარ ალერგიული. ალერგენებისგან თავის დაცვა, ჰიგიენის შენარჩუნება და ალერგიის მედიკამენტების გამოყენება ექიმის დანიშნულებისამებრ, დაგეხმარებათ შეამციროთ ალერგიული რეაქციები და გაიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
გრიპისა და გაციებისთვის
გრიპის და გაციების პროფილაქტიკა და მართვა მოიცავს პრევენციულ ღონისძიებებს და ზოგიერთ შემთხვევაში, მედიკამენტებს. ვირუსების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია დაიცვა ჰიგიენა (მათ შორის ხელების ხშირი დაბანა), მოერიდო ავადმყოფებთან მჭიდრო კონტაქტს. თუ გაცივდით ან გრიპი გაქვთ, დაისვენეთ, იყავით ჰიდრატირებული და საჭიროების შემთხვევაში, ექიმის დანიშნულებით მიიღეთ მედიკამენტები ისეთი სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა ცხელება, სურდო, ხველა და ყელის ტკივილი. გაციების ჩაი, ნაზალური ფორმები, ტკივილგამაყუჩებლები, ის მედიკამენტებია, რომელსაც აღმოაჩენ PSP.GE-ზე და დაგეხმარება სიმპტომების შემსუბუქებაში.
ტკივილგამაყუჩებლები
ტკივილგამაყუჩებლები, არის მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად, დაწყებული მსუბუქი დისკომფორტიდან, დამთავრებული მწვავე ტკივილებით. ტკივილგამაყუჩებელი ბლოკავს ან ამცირებს ტვინში ტკივილის გადამცემ სიგნალებს. არსებობს ტკივილგამაყუჩებლების რამდენიმე სახეობა, მათ შორის არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა იბუპროფენი და ასპირინი, რომელიც ტკივილის გაყუჩებასთან ერთად, ებრძვის ანთებით პროცესს. აუცილებელია ტკივილგამაყუჩებლების პასუხისმგებლობით გამოყენება, პროფესიონალების მიერ რეკომენდებული დოზებისა და გაიდლაინების შესაბამისად, გვერდითი ეფექტებისა და გართულებების რისკის შესამცირებლად.
იმუნიტეტისთვის
იმუნური სისტემა არის უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანოების კომპლექსური ქსელი, რომელიც იცავს ორგანიზმს მავნე პათოგენებისგან, როგორიცაა ბაქტერიები, ვირუსები და სოკოვანი დაავადებები. ჯანსაღი იმუნური სისტემა აუცილებელია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და ინფექციებისა და დაავადებების თავიდან ასაცილებლად.
რამდენიმე ვიტამინი და მინერალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის გაძლიერებაში. მათ შორისაა, C, D, A, E და B6 ვიტამინი და თუთია, იგივე ცინკი.
ვიტამინებისა და მინერალების გარდა, იმუნიტეტის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია, დაბალანსებული დიეტის დაცვა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ვიტამინით მდიდარ საკვებს, ჰიდრატაციის შენარჩუნება, ძილის ჯანსაღი რეჟიმი, სტრესის მართვა და რეგულარული ვარჯიში. თუმცა, ხშირად, სამწუხაროდ, ჯანსაღი ცხოვრების წესი და დაბალანსებული კვება არ არის საკმარისი იმუნიტეტის გაძლიერებისთვის. ასეთ დროს, მნიშვნელოვანია ექიმის დანიშნულებით, საჭიროებისამებრ მივიღოთ ვიტამინები და საკვები დანამატები, რათა გავაძლიეროთ ჩვენი იმუნიტეტი და დავიცვათ ორგანიზმი.
იშოპინგე PSP.GE–ზე და შეარჩიე შენს საჭიროებებზე მორგებული ყველა მედიკამენტი თუ ვიტამინი. დამატებითი და საინტერესო ინფორმაციისთვის გაეცანი ბლოგებს და გაიგე სხვადასხვა დაავადების პრევენციისა და მკურნალობის გზები. თქვენი შენაძენის მიღება შეგიძლიათ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- ქსიგდუო XR 10მგ/1000მგ 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 199,52 GEL რეგულარული ფასი 210,02 GEL
- Gravida Ferrum - გრავიდა ფერუმი 90 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 74,10 GEL რეგულარული ფასი 78,00 GEL
- Fito Somatotrop - ფიტო სომატოტროპი 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 33,29 GEL რეგულარული ფასი 35,04 GEL
- Rebioter - რებიოტერი 10 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 19,22 GEL რეგულარული ფასი 20,24 GEL
- Artra MSM - არტრა MSM 60 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 133,81 GEL რეგულარული ფასი 140,85 GEL
- Antiflu - ანტიფლუ ლიმონით 5 პაკეტიგანსაკუთრებული ფასი 17,44 GEL რეგულარული ფასი 18,36 GEL
- Teraflex - ტერაფლექსი ადვანსი 120 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 163,98 GEL რეგულარული ფასი 172,62 GEL
- Solgar - სოლგარი ლამინარია 100 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 74,46 GEL რეგულარული ფასი 78,38 GEL
- Aqualor Baby - აქვალორ ბეიბი ცხვირის სპრეი 150მლგანსაკუთრებული ფასი 24,42 GEL რეგულარული ფასი 25,70 GEL
- Renu - რენიუ კონტაქტური ლინზების ხსნარი ფლაკონი 360მლგანსაკუთრებული ფასი 36,57 GEL რეგულარული ფასი 38,90 GEL
- Calcemin advanse - კალცემინი ადვანსი 60 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 47,31 GEL რეგულარული ფასი 49,80 GEL
- კალცემინი ადვანსი 120 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 82,88 GEL რეგულარული ფასი 87,25 GEL
- Antiflu kids - ანტიფლუ კიდსი 5 ჟოლოს პაკეტიგანსაკუთრებული ფასი 16,86 GEL რეგულარული ფასი 17,75 GEL
- Renu - რენიუ კონტაქტური ლინზების ხსნარი 240მლგანსაკუთრებული ფასი 28,25 GEL რეგულარული ფასი 30,05 GEL
- ReNu - რენიუ კონტაქტური ლინზების ხსნარი ფლაკონი 120მლგანსაკუთრებული ფასი 21,15 GEL რეგულარული ფასი 22,50 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account