Solgar - სოლგარი ლამინარია 100 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 74,46 GEL რეგულარული ფასი 78,38 GEL
მარაგშია
SKU
73380_2153

ჩვენება:იოდის დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკა,
ჩიყვის რეციდივის პროფილაქტიკა.

ჩრდილო ატლანტური კელპი

(ლამინარია, მურა წყალმცენარე)

შემადგენლობა:

იოდი (ჩრდილო ატლანტური კელპისგან მიღებული) - 200მკგ.

კელპი, იგივე ლამინარია, უნიკალური შემადგენლობითა და სამკურნალო თვისებებით გამორჩეული წყალმცენარეა. იგი უჯრედისის უმდიდრეს წყაროს წარმოადგენს.  

კელპის შემადგენელი მთავარი აქტიური ნივთიერება ორგანიზმისათვის სასიცოცხლოდ  მნიშვნელოვანი მიკროელემენტი იოდია.

იოდი თიროქსინის შემადგენელ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს. შესაბამისად, ამ მიკროელემენტის გარეშე წარმოუდგენელია ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირება.

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები, ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესების რეგულაციაში მონაწილეობენ. ისინი აკონტროლებენ ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ცვლას; მონაწილეობენ ყველა ორგანოსა და სისტემის განვითარებაში; არეგულირებენ თავის ტვინის, ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემის, სასქესო და სარძევე ჯირკვლების მუშაობას. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები აგრეთვე, ხელს უწყობენ ბავშვის ზრდა-განვითარებასა და ინტელექტუალური მონაცემების ჩამოყალიბებას.

იოდის დეფიციტი

სტატისტიკური მონაცემებით, იოდის ნაკლებობა მსოფლიო მოსახლეობის 1.5 მილიარდს აღენიშნება. საკმაოდ ხშირად გვხვდება მიკროელემენტის დეფიციტით გამოწვეული დაავადებები. კერძოდ, 750 მლნ. ადამიანს იოდის უკმარისობის ფონზე უვითარდება ენდემური ჩიყვი, ხოლო 40 მილიონს - გონებრივი ჩამორჩენა.

ორგანიზმში როდესაც აღინიშნება იოდის დეფიციტი, ფარისებრი ჯირკვალი იწყებს კომპენსატორულ ჰიპერპლაზიას (იზრდება მოცულობაში), რათა სისხლიდან მიკროელემენტის ათვისება მეტი კონცენტრაციით შეძლოს. ეს პროცესი იწვევს ჩიყვის განვითარებას.

იოდის მუდმივი უკმარისობისას, მცირდება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების წარმოქმნა. შედეგად, ქვეითდება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია და ორგანიზმში იწყება ცვლილებები: ზოგადი სისუსტე, აპათია, სწრაფი დაღლილობა, კონცენტრაციის დარღვევა, წონის მატება, ყაბზობა, ჰიპერმგრძნობელობა სიცივის მიმართ, პულსის შენელება, თმის მტვრევადობა და ცვენა, კანის სიმშრალე, იმპოტენცია და რეპროდუქციული დარღვევები.

იოდის დეფიციტი განსაკუთრებით სახიფათოა: ბავშვებსა და მოზარდებში, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

კელპი, როგორც უჯრედისის წყარო, ხასიათდება შემდეგი ფარმაკოლოგიური თვისებებით:

მსხვილი ნაწლავის ფიზიოლოგიური რითმის აღდგენა

ლამინარია ამცირებს მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის მიერ სითხის შეწოვას, რაც უზრუნველყოფს ფეკალური მასების ჰიდრატაციას და გათხელებას. უჯრედისის გაჯირჯვებული მასა, შერჩევითად აღიზიანებს მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის რეცეპტორებს, აძლიერებს პერისტალტიკას, განაპირობებს ნაწლავის სწრაფად დაცლას, უზრუნველყოფს მსხვილი ნაწლავის ფიზიოლოგიური რითმის და რეგულარული დეფეკაციის აღდგენას. წყალმცენარის შემადგენლობაში არსებული ალგინის მჟავაც უზრუნველყობს ნაწლავში წყლის შეკავებას.

წონის კორექცია

ლამინარია წონის კორექციას უზრუნველყოფს მოქმედების რამდენიმე მექანიზმით:

უჯრედისის გაჯირჯვებული მასა სხვა საკვები ნივთიერებებისგან განსხვავებით დიდხანს რჩება ორგანიზმში, ამცირებს პროდუქტების გლიკემიურ ინდექსს, რაც ხანგრძლივად იწვევს დანაყრების შეგრძნებას.
აქვეითებს მადის მასტიმულირებელი ჰორმონის, ინსულინის დონეს.
უჯრედისის რთულად გადასამუშავებელი მასა ათვისებისა და მონელებისთვის საჭიროებს დიდი რაოდენობით ენერგიას, რომელიც ცხიმების ინტენსიური წვის შედეგად გამოთავისუფლდება.
დეტოქსიკაციური მოქმედება

ლამინარიის წყალში უხსნად ბოჭკოებს გააჩნია ფოროვანი, ღრუბლისებრი სტრუქტურა, რომელიც მყარად აკავებს ტოქსინებს და გამოდევნის ორგანიზმიდან ფეკალურ მასებთან ერთად. აგრეთვე, ალგინის მჟავის დახმარებით ხორციელდება ტოქსიური ნივთიერებების გამოთავისუფლება ორგანიზმიდან.

ბაქტერიული დისბიოზის პრევენცია

უჯრედისის წყალში ხსნად ბოჭკოებს ახასიათებთ პრებიოტიკების მსგავსი მოქმედება. ისინი თრგუნავენ დაავადების გამომწვევი მიკრობების პროლიფერაციას. პრებიოტიკებისგან განსხვავებით ლამინარიას ხანგრძლივი მიღება არ იწვევს დისბაქტერიოზის განვითარებას.

ქოლესტერინის დონის მართვა

ორგანიზმში საკვები ბოჭკოების მაღალი შემცველობა ასოცირებულია ქოლესტერინის დონის შემცირებასთან. ისინი უზრუნველყოფენ ქოლესტეროლის შებოჭვას და ორგანიზმიდან გამოდევნას.

ლამინარიას ანტიათეროსკლეროზულ მოქმედებას განაპირობებს აგრეთვე მასში იოდისა და ქოლესტერინის ანტაგონისტის, ბეტა-სიტოსტერინის შემცველობა.

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს უჯრედისი ხელს უწყობს სითხის აბსორბციას და ამცირებს დიარეას.

კელპის უპირატესობა იოდის შემცველ სხვა პრეპარატებთან შედარებით:

ზღვის წყალმცენარეში იოდი ორგანული ნაერთების სახითაა წარმოდგენილი. ლამინარია ამასთანავე ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილის შემადგენელ არააქტიურ ჰორმონულ ნივთიერებებს, მონო და დიიოდთიროზინსაც შეიცავს, რომლებიც ასევე ორგანული ნაერთების სახით გვხვდება წყალმცენარეში.
ლამინარია გარდა იმისა, რომ იოდით ამდიდრებს ორგანიზმს, მის შემადგენლობაში არსებული ვიტამინები, მიკრო და მაკრო ელემენტები ხელს უწყობენ მიღებული იოდის სრულყოფილ ათვისებას ორგანიზმის მიერ.
ჩვენება:

იოდის დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკა (მაგ. ენდემური ჩიყვი)
ჩიყვის რეციდივის პროფილაქტიკა (ქირურგიული ჩარევის და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებით კომპლექსური მკურნალობის დასრულების შემდგომ პერიოდში).
დიფუზური არატოქსიური ჩიყვის მკურნალობა
ნივთიერებათა ცვლის დარღვევა
ყაბზობა
დიარეა
ჭარბი წონა
ქოლესტერინის დონის მომატება
ნაწლავთა ბაქტერიული დისბიოზის პრევენცია
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი
ინტოქსიკაცია და ქიმიოთერაპიის შემდგომი პერიოდი
დამატებითი ინგრედიენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მცენარეული ცელულოზა, კალციუმის დიფოსფატი, მცენარეული სტეარინის მჟავა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი.

არ შეიცავს: გლუტეინს, სახამებელს, საფუარს, შაქარს, ხელოვნურ არომატიზატორებს, კონსერვანტებსა და საღებავებს.

დოზირება :  მიიღება ერთი ტაბლეტი დღეში, სასურველია საკვებთან ერთად.

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: 100 ტაბლეტი.

მწარმოებელი:  სოლგარი  აშშ.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა100
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy